პლანეტა.გე Posted December 20, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2021 ღარიბაშვილის გამოსვლისას სიცრუის დეტექტორი რომ დავდგათ, აფეთქდება- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.„ყველაზე დიდი სიცრუე – ის ამბობს, რომ 65 მილიარდი იქნება საქართველოს მშპ და ეს იქნება ისტორიაში ყველაზე მაღალი. ზოგადად, ყოველი წლის შემდეგ, თუკი მთლიანი ზრდა არის 0,001%, ისტორიულად იმაზე მაღალია, ვიდრე წინა წელს. აქ საუბარია ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტზე და ის არაფერს ნიშნავს.საქართველოში ხომ ეკონომიკა დაეცა შარშან 6.8%-ით. შარშან რომ ეკონომიკა დაცემულიყო 20%-ით და წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ყოფილიყო ის, რაც ახლა არის საქართველოში, ეკონომიკური ზრდა იქნება ისეთი, რომელიც ადამიანის გაჩენის დღიდან 1 წელიწადში რომ არ ყოფილა, რადგან მინუსთან შედარებით ძალიან დიდი ზრდა გვექნებოდა. მას შემდეგ, რაც ადამიანმა და მეცნიერებამ მთლიანი შიდა პროდუქტის გაზომვა გამოიგონა და აღრიცხვა დაიწყო, ამ ისტორიის განმავლობაში არნახული ზრდა გვექნებოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გავიზარდეთ ძალიან სერიოზულ დაცემასთან შედარებით. მარტივ მაგალითს გეტყვით – წარმოიდგინეთ, ქუჩაში რომ მიდიხარ, დაეცემი და ქვაზე დაარტყამ თავს. ამის შემდეგ რომ წამოდგები, ბარბაცით გაივლი და აღდგები. როგორ ემოციას იწვევს – ტაშს დაგიკრავენ და იტყვიან: „რა მაგრად გაიარა“. მეორე ადამიანი, რომელიც ასევე დაეცა, მაგრამ თავი არ დაურტყამს და შედარებით მსუბუქად იყო, წამოდგა, გაიარა და არავითარი ყურადღება, რადგან შენ უფრო მეტად გეთვლება, რადგან უფრო მძიმე დარტყმის შემდეგ ადექი“, – განაცხადა გოცირიძემ. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts