Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ სოციალურად დაუცველებისთვის დიდი შეღავათი იქნება – ლაცაბიძე უფასო ლიფტებზე


Recommended Posts

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ მისი წინასაარჩევნო დაპირება, უფასო ლიფტები “დიდი შეღავათი” იქნება პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის.

მისივე თქმით, ლიფტების რეაბილიტაციის პროექტი უკვე დაწყებულია, ლიფტის ხარჯს კი მუნიციპალიტეტი დაფარავს.

“ახალი პროგრამის ფარგლებში, კორპუსის ამხანაგობებთან ერთად მუნიციპალიტეტი თავის თავზე აიღებს იმ ხარჯებს, რომლის გადახდაც, აქამდე მოსახლეობას უწევდა ლიფტით სარგებლობასა და მომსახურებაში. 1-ლი იანვრიდან რუსთავში, კორპუსის ამხანაგობის მომართვის შემთხევაში, ლიფტები გახდება უფასო.

ამ საკითხს, ძალიან ბევრი ადამიანი ისე მსუბუქად და ქილიკით უყურებდა. 60 ათასი ადამიანი რუსთავში ყოველდღე სარგებლობს ლიფტით, მათში ძალიან ბევრია პენსიონერი, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი, მე ვფიქრობ, რომ მათთვის ძალიან დიდი შეღავათი იქნება ის, რომ მუნიციპალიტეტი ამ სერვისს უფასოდ შესთავაზებთ“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...