პლანეტა.გე Posted December 19, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2021 “ამ ცენტრს “ემპათია” კი არა, ცენტრი “ევგენიკა” უნდა ერქვას, აშკარად. რამდენი წელია, ვებრძვი, ამ მანკიერ ტერმინ “ინვალიდს” და ეს “ინვალიდიზაცია” რაღაა საერთოდ? თქვენ, მართლა, ხო არ გცხელათ მაგ ცენტრში! ჯერ, შშმ პირი “ჯანსაღი ადამიანის” ოპოზიტად გამოაცხადეს; ახლა, საერთოდ, ახალ მიმდინარეობას ჩაუყარეს საფუძველი; ხვალ, სტერილიზაციას მოგვთხოვენ!ამ დასკვნის ავტორებს კომპეტენცია კი არა, ელემენტარული განათლება არ აქვთ და წარმომიდგენია, მათ ხელში რომ მოხდეს შშმ ადამიანი, თან შეზღუდული შესაძლებლობის გამოც არა, შეიძლება ნებისმიერი შეგვაწუხოს ყელის, ან თავის ტკივილმა, ესეთი დისკრიმინაციული მენტალობით, რას დამართებენ იმას!შეზღუდული შესაძლებლობა არ არის დიაგნოზი, და არც შშმ პირები არ ვართ პაციენტები! ეს არის სოციალური პარადიგმა, რომელიც განიხილება უფლებრივ ჭრილში და არა სამედიცინო მოდელით, როგორც ნოზოლოგიები.XXI საუკუნეში ასეთი აზროვნება უკიდურესი სირცხვილია. ამიტომ, სათითაოდ გამოვიდნენ ამ ევგენიკურ ტექსტზე ხელმომწერი პირები და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას. არა მხოლოდ შშმ პირებს, არამედ მთლიანად, საზოგადოებას, რადგან მსგავსი შეურაცხმყოფელი და ფაშისტური აზროვნება ყველასათვის თანაბრად მიუღებელია!”ასე ეხმიანება ქართული ოცნები დეპუტატი რატი იონათამიშვილი ცენტრ “ემპათიის” დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სადაც ვკითხულობთ, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის მკურნალობა ეფექტურად ვერ შეფასდება, არაეფექტური მკურნალობა კი გამოიწვევს მდგომარეობის დამძიმებას, კერძოდ, “დიდია კორსაკოვის სინდრომის ჩამოყალიბების რისკი, რაც გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას”. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts