პლანეტა.გე Posted November 26, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2021 ჩხოროწყუელებს და ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს გაურკვეველი მიზეზებით საკრებულოს სხდომაზე დასწრების, საჯარო განხილვაში მონაწილეობის და მონიტორინგის საშუალება არ მიეცა.სხდომა ჩატარდა ქურდულად, მობილიზდა პოლიცია და ყველასთვის,მათ შორის მედიისთვის მერიის შესასვლელი დაიბლოკა.სხდომაზე საკითხები რამდენიმე წუთში „განიხილეს“ , ხოლო სხდომის შემდეგ, საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ კომენტარისგან თავი შეიკავა.გამოვხატავ პროტესტს და მოვუწოდებ ხელისფლებას დაიცვას კანონი. უზრუნველყოს მოქალაქეთა ჩართულობა თვითმართველობაში. ჩვენთვის კარების დახურვა მიუღებელი საქციელია.მით უფრო, მიზნად გვქონდა სხდომის ღია ეთერში ჩართვა და არა რაიმე სახის დემარშიჩხოროწყუს ელექტრონული ქსელის ვალდებულებაა ჩხოროწყუს შესახებ ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. ლაშა მებონიაჩხოროწყუს ელექტრონული ქსელის დამფუძნებელი View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts