პლანეტა.გე Posted December 3, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2021 ჯაგა სიჭინავა კოვიდმა შეიწირა. ის 96 წლის ასაკში წავიდა ჩვენთან. ნათელი გონების კაცმა ლარიქსის ხეების შესახებ ისტორია შემოგვინახა. ჯაგა სიჭინავალარიქსი, მას ასევე ჭაობის კვიპაროსს უწოდებენ, შემგუებლობითი უნარის შესწავლის შემდეგ ადგილობრივ გარემო პირობებთან, ჩამოტანილიქნა ციმბირიდან და განაშენიანდა როგორც ქარდამცავი ზოლი, ლესიჭინეს მეურნეობის ტერიტორიაზე.მოხდა ისე, რომ შემოდგომაზე ულამაზესად გადაწითლებულ ნარგავებს ზამთარში წიწვები სულ დასცვივდა. მისი ეს განსაკუთრებული გამორჩეულობა სხვა წიწვოვნებისგან საბედისწერო გახდა იმ აგრონომისთვის, რომლის პასუხისმგებლობაც იყო ეს საქმე. წიწვნარს, განსხვავებით სხვა ჯიშებისგან, გარეგნულად სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდათ. ერთხმად გადაწყდა, რომ გახმა, რის მიზედად დასახელდა ტრანსპორტირებისას ან განაშენიანებისას გაპარული შეცდომა.ჯაგა სიჭინავას ნაამბობი —პირი, ვისაც კოლოსალური თანხის წყალში გადაყრა დაჰბრალდა, დახვრიტეს. განაჩენის სისრულეში მოყვანიდან რამდენიმე თვეში, ნარგავები, გვიან გაზაფხულზე, მწვანით შეიმოსნენ.ეს ბედის ირონიაც იყო და არაპროფესიონალიზმის ბრალიც, რასაც მაშინ არავის პატიობდნენ.რატომ?ჯაგა სიჭინავას ნაამბობი —ადამიანმა, რომელსაც დაევალა ციმბირიდან ჩამოტანილი ნერგების გახარება, იმდენს მიხვდა, რომ დასავლეთის ნესტიანი ჰავა და ნიადაგის შემადგენლობა მოუხდებოდა, წლის განმავლობაში კი ამ უცხო მცენარის ვეგეტაციის უნარი და ციკლი არ შეისწავლა, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა.თუ ეცოდინებოდა, იტყოდა- ვაცალოთ ზაფხულამდე, აყვავდებაო… ჰო და იცოცხლებდაო ბედნიერად მრავალი წელი.რა სამწუხაროა, რომ ასე ნიჭიერი კაცი ასეთმა შეცდომამ იმსხვერპლაო…” ასე ამთავრებდა ამ ამბავს ბატონი ჯაგა.ჯაგა სიჭინავას ნაამბობი — Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments! View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts