Jump to content
Planeta.Ge

AMBEBI.GE - “დაუჯერებელი კლინიკური შემთხვევა! კოვიდით დაიღუპა 50-იოდე წლის ქალი, რომელიც სრულად ვაქცინირებული იყო“ - რას წერს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი


Recommended Posts

“დაუჯერებელი კლინიკური შემთხვევა! კოვიდით დაიღუპა 50-იოდე წლის ქალი, რომელიც სრულად ვაქცინირებული იყო“ - რას წერს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი

 

“დაუჯერებელი კლინიკური შემთხვევა ამ შუა ევროპაში, პროგრესის ეპოქაში!“ - საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ერთ-ერთი კონკრეტული შემთხვევის შესახებ წერს, რომელმაც ევროპელი მედიკოსები გააკვირვა. 

 

პარასკევს რაიმონ პუანკარეს საავადმყოფოში კოვიდით დაიღუპა 50-იოდე წლის ქალი, რომელსაც არ აწუხებდა ქრონიკული პათოლოგია და აპრიორი სრულად ვაქცინირებული იყო. რეანიმაცია საგონებელში ჩავარდა და სიკვდილის მიზეზის ძებნა დაიწყო. ანტისხეულები საერთოდ არ აღმოაჩნდა და ფაქტის წინაშე როცა დააყენეს ქმარი, აღიარა, რომ ვაქცინაციის სერტიფიკატი ყალბი იყო და ცოლმა აუკრძალა ამის გამხელა იურიდიული პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით!

ქალმა საკუთარ სიკვდილში 200€ გადაიხადა! დამძიმებისას მაინც რომ გაემხილა სიმართლე, მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს გადაუსხამდნენ და გადარჩებოდა!

 

სრულად ვაქცინირებულ ქმარს კონფლიქტი ჰქონდა ცოლთან აუცრელობის გამო, კინაღამ გაყრამდე მივედითო. არაბი ქალი არ იცრებოდა, ვაქცინა ღორისგან ყოფილა დამზადებული, წავიკითხეო. სამსახურში ტესტით დადიოდა. ვიღაც ჩლუნგ მავნეს "შეეცოდა" და დააკავშირა თაღლითთან, რომელმაც ყალბი სერტიფიკატი გადასცა!

 

დღეს ეს ქმარი თავს იკლავს, ექიმებს რომ დაუმალა სიმართლე. მე დავღუპეო, გაიძახის და იმ თაღლითს უჩივის ყალბი სერტიფიკატისთვის!

განვითარებულ მედიცინას და მეცნიერებას არ ენდობიან, მავნე იდიოტების გავლენის ქვეშ საკუთარი სურვილით ირჩევენ სიკვდილს!“ - წერს ქეთო ლობჟანიძე.

 

AMBEBI.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...