Jump to content
Planeta.Ge

"ნაცმოძრაობაში" თუ ვინმე რამე მუსიკას უკვეთავს, ეს არის სააკაშვილი, რომლის ნარატივია ქვეყანაში არეულობის მოწყობა - მგლის თავზე სახარება როგორ უნდა წაიკითხო?


Recommended Posts

ალუდა ღუდუშაირის ინტერვიუს ჩემეული მიმოხილვა

წყარო

https://www.interpressnews.ge/ka/article/688397-aluda-gudushauri-nacmozraobashi-tu-vinme-rame-musikas-ukvetavs-es-aris-saakashvili-romlis-narativia-kveqanashi-areulobis-mocqoba-mglis-tavze-saxareba-rogor-unda-caikitxo

 

ალუდა ღუდუშაური მიმოიხილავს რა ნაცების სტრატეგიას, ტრადიციულ, ქოცურ ნარატივს ახმოვანებს

 

„ზოგადად, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, ხვალინდელი დღისთვის და განვითარებისთვის, ქვეყანაში სტაბილურობა სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანია"

 

( პრეამბულა ნებისმიერ პოლიტიკურ განცხადებაში უინტერესოა. ასე რომ ეს სტაბილურობის სურვილი ჩვეულობრივი ლირიკაა )

 

 

ამის საპასუხოდ მთელი ამ წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გვესმოდა შეურაცხყოფა და არა მარტო გვესმოდა ეს მუქარები, დესტრუქცია, ძალადობრივი ენა, მოქმედებაში ვხედავდით. ამის ნათელი მაგალითი არის სააკაშვილის ერთი დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომ თურმე არავისთან საბოდიშო არ აქვს. როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაციონალურ მოძრაობის“ რეალური მმართველი - კარგად ვიცით, რომ მელიას არავინ არაფერს ეკითხება, იქ თუ ვინმე რამე მუსიკას უკვეთავს და სხვები ამ ყველაფრის შემსრულებლები არიან, ეს არის მიხეილ სააკაშვილი - მისი ნარატივი და დღის წესრიგი არის მოვაწყოთ ქვეყანაში არეულობა, ამათ ძალა უნდა ვაჩვენოთო. თურმე დეკემბერში აქცია უნდა დავაანონსოთ, ქვეყანა ამოვატრიალოთ და ხელოვნური დაძაბულობის კერები შევქმნათო, ოღონდ ხელოვნურს აღარ ამბობს. ვის უნდა შეუტიოს? - მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქვეყანას მართავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ცვლილება მას ამ გზით წარმოუდგენია. მგლის თავზე სახარება როგორ უნდა წაიკითხო, წარმოუდგენელია“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

 

ეს კი მესიჯბოქსია ანუ ქოცები სტაბილურობას ტკბილ სურვილად თვლიან,მაგრამ "ნაცებთან ეს არ გამოვა" და ამიტომ პროცესს დიდად არ გულშემატკივრობენ.

მმართველი პარტიისთვის ნაცები რეალურად მეხამრიდია და სხვა არაფერი. მათ ჭირდებათ მიშას ფაქტორი, როგორც მტრის ხატი. შესაბამისად რეალობა , რომელიც ქვეყანაშია, აწყობთ და თან კარგად იციან, შემდგომ არჩევნებამდე "ნაცების დასრულების" თემა უკვე მომგებიანი არაა.

აქციები ერთი მხრივ არ აწყობთ, თუმცა თან მათ ნეგატიურ ფაქტორებზე ამომრჩეველს მიუთითებენ

 

ნაცი ქოცს კვებავს ქოცი ნაცს.... ნებსით თუ უნებლიედ ასე გამოდის

https://www.interpre...r-unda-caikitxo

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...