Jump to content
Planeta.Ge

ახალი მსოფლიო წესრიგი და ანტიქრისტე


Recommended Posts

ანტიქრისტე ან ცრუ მესია ქრისტიანობაში ზოგადად მოიაზრება, როგორც ბოროტების ფიგურა, რომელიც ცრუდ დაიწყებს მტკიცებას, რომ ქრისტეა (მესიაა). ტერმინი ანტიქრისტე გვხვდება ახალ აღთქმაში 5-ჯერ, 1 იოანესა და 2 იოანეში, ერთადერთხელ მრავლობით ფორმაში და 4-ჯერ მხოლობითში.

იესოს, რომლის შესახებაც ქრისტიანებს სჯერათ, რომ არის ებრაელი მესია (ქრისტე), დედამიწაზე მეორედ მოსვლისას მოუწევს დაპირისპირება ანტიქრისტესთან, რომელიც,თავის მხრივ, მიიჩნევა ყველაზე დიდ ცრუ მესიად ქრისტიანობაში. ბერნარდ მაკგინის თანახმად: ისევე, როგორც ქრისტე არის მხსნელი და იდეალური მოდელი კაცობრიობისა, მისი ოპონენტიც იქნება ერთადერთი ფიგურა, რომელშიც კონცენტრირებული იწნება ბოროტება.

ისლამურ ესქატოლოგიაში მასიჰ-ად-დაჯალი (المسيح الدجال) არის ანტი-მესიანური ფიგურა (ანტიქრისტეს ქრისტიანული კონცეფციის მსგავსი), რომელიც მოვა, რათა მოატყუოს კაცობრიობა, „ისას“ (როგორც ქრისტეა ცნობილი არაბულად მოლაპარაკე მუსლიმებისთვის) მეორედ მოსვლამდე.

შუა საუკუნების არა-იურიდიული ებრაული ესქატოლოგიის ზოგიერთ სკოლაში, მსგავსი ანტი-მესიანური ფიგურა, ვაჟი ქალწულისა, არის არმილუსი: „მეფე, რომელიც გამოჩნდება დროის დასასრულს მესიის წინააღმდეგ და დამარცხდება მის მიერვე, მას შემდეგ, რაც უამრავ ტანჯვას მოუტანს ისრაელს“. ანტიქრისტეს კონცეპტი არ გვხვდება ტრადიციულ იუდაიზმში; თუმცა, შუა საუკუნეების დიასპორაში, მისი გარდაუვალი განადგურება მოთხრობილია, როგორც სიმბოლო სიკეთის საბოლოო გამარჯვებისა ბოროტებაზე მესიანურ პერიოდში.

ინდუისტურ ესქატოლოგიაში ნათქვამია, რომ კალი-იუგაში, დეგრადაციის ეპოქაში მსოფლიოში გამეფდება დემონი კალი, რომელსაც დაამარცხებს და შემუსრავს უფალი ვიშნუს დამსჯელი ავატარა - კალკი.

Signorelli-Antichrist_and_the_devil.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...