Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

აჰურა მაზდა (აგრეთვე ცნობილი როგორც ოჰრმაზდ, აჰურამაზდა, ჰოურმაზდ, ჰორმაზდ, ჰარზოო და ჰურმუზ; სომხ. Արամազդ არამაზდი) — უზენაესი ღვთაება ზოროასტრიზმში, კეთილი, შემოქმედი საწყისის განსახიერება. მისი კულტი გავრცელებული იყო ძველი და ადრეული შუა საუკუნეების ირანსა და ცენტრალური აზიაში.

აჰურა მაზდამ შექმნა ნათელი სამყარო, ცხოველები, მცენარეები და ადამიანები; წარმოედგინათ ტახტზე მჯდომი, ადამიანის მსგავსი ფრთოსანი არსების სახით. ზოროასტრული დუალისტური რელიგიის მიხედვით, აჰურა მაზდა და აჰრიმანი ტყუპები არიან, ძენი „უსაზღვრო დროისა“ — ერთი მათგანი მარადიული სინათლისა და სიკეთის სამყაროს გამგებელია, მეორე — სიბნელისა და ბოროტების სამყაროსი და განუწყვეტლივ ებრძვიან ერთმანეთს.

აჰურა მაზდას კულტი განსაკუთრებით გავრცელდა აქამენიდთა დინასტიის მმართველობისას; ადგილსატომო ღვთაებები ბოროტ სულებად — დევებად გამოაცხადეს და მათი ტაძრები დაარბიეს, ხოლო აჰურა მაზდა დინასტიის მფარველად შერაცხეს.

DSAC-0TWkAAP3Ug.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...