Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

სინამდვილეში ასტროლოგია რელიგიაა – საბეიზმის ნაირსახეობა. მასში ვარსკვლავები სულიერ არსებებად მოიაზრება. პანთეისტებისა და ოკულტისტების სწავლებით მატერია გასულიერებულია, ანუ მატერიის ელემენტებზე სულები ბატონობენ. როზენკროიცერი გოეთე, ამ კოსმიურ სულებს დემონებს (დაიმონებს) უწოდებდა. ვარსკვლავები და პლანეტები სამყაროს მმართველი კოსმიური სულების სხეულებია. ანტიკურ მითოლოგიაში და ელინისტურ რელიგიაში დაიმონები (დემონები) ეწოდებოდათ ოლიმპოელი ღმერთების მსახურებს, ნახევრადღვთაებრივ სულებს, რომლებიც იყვნენ შუამავლები ღმერთებსა და ადამიანებს შორის და იერარქიულად იკავებდნენ ადგილს ადამიანურ და ღვთაებრივ არსებებს შორის, ცხადია არსებობდნენ როგორც კეთილი დაიმონები, ისევე ბოროტები. მათ გარდა არსებობდნენ ბუნების ძალების მმართველი სხვა არსებები, ბუნების სტიქიების და ასპექტების პერსონიფიკაციები, რომლებსაც ერქვათ - არქონტები, ლიტურგები და დეკანები. არსებობდნენ ასევე ინტელექტთან და შთაგონებასთან დაკავშირებული ნახევრადღვთაებრივი სულები - გენიები და მუზები.

თეოსოფები, პაგანისტები, მისტიკოსები, ჰერმეტისტები, როზენკროიცერები, შტაინერისტები ქრისტიანობას წარმართული რელიგიის – საბეიზმის ნაირსახეობად მიიჩნევენ. ისინი ეონ ქრისტეს მზის სულთან აიგივებენ, ხოლო ძველი აღთქმის თორმეტ პატრიარქსა და თორმეტ მოციქულს – ზოდიაქოს ნიშნებთან. საყურადღებოა ისიც, რომ გასული საუკუნის ოციანი წლების ათეისტი რელიგიათმცოდნეები თავიანთ ენციკლოპედიებსა და სახელმძღვანელოებში წერდნენ, რომ ქრისტე ამონის, მითრასა და მზის სხვა ღვთაებათა მოდიფიკაციაა. საკმაოდ საინტერესო თეორიაა. მსგავსი მოსაზრება გააჩნია მოძრაობა „პროექტი ვენერას“ ერთ-ერთ ლიდერს - პიტერ ჯოზეფს.

წარმართულ რელიგიაში (ტრადიციულ პოლითეიზმში და პანთეიზმში) იყო საბეიზმი (ებრაული სიტყვა “საბადან” – ვარსკვლავის ძალა) – ზეციურ მნათობთა გაღმერთება. წარმართობის ერთ-ერთი უძველესი ფორმა იყო ვარსკვლავთა, როგორც ცოცხალ არსებათა თაყვანისცემა – საბეიზმი. განსაკუთრებით ყვაოდა იგი ქალაქ ურში – აბრაამის სამშობლოში. იქ იდგა მნათობებისადმი მიძღვნილი მშვენიერი ტაძრები. ასტროლატრია, საბეიზმი, ტრადიციული წარმართული რელიგიების განუყოფელი ნაწილია. საბეიზმი არსებობს იაპონურ შინტოიზმშიც.

მრავალი პირველწყარო მიიჩნევს, რომ საბეიზმი ისლამამდე აღმოცენებული რელიგიაა, რომელიც გავრცელდა მესოპოტამიაში, არაბეთში, სირიასა და მცირე აზიაში. მისი საწყისები ბაბილონურ ასტროლოგიაშია. არაბი მწერალი ალ სოიუთი საუბრობდა ვინმე სეთხზე, როგორც საბეიზმის დამაარსებელზე. საბეიზმის მიმდევრები პირამიდებს აშენებდნენ, რომლებიც ერთის მხრივ განიხილებოდნენ როგორც პლანეტარული სისტემის მოდელები, მეორეს მხრივ კი სეთჰის სამარხები. არქაული ასტრონომიის ბრიტანელი სპეციალისტი უილსონი თვლიდა, რომ შესაძლოა ეგვიპტური პირამიდები მონუმენტური ძეგლები იყო, რომელიც საბეელმა მისიონერებმა ააგეს. კოსმიურ სხეულთა თაყვანისცემა ძველ მსოფლიოში გავრცელებული იყო პრაქტიკულად ყველგან, სანამ ის არ მოსპო ქრისტიანულმა პროპაგანდამ.

http://cs.astronomy.com/cfs-file.ashx/__key/telligent-evolution-components-attachments/13-58-00-00-00-49-00-77/NGC7331_5F00_LRGB2_5F00_50p.jpg

http://www.mistisoftware.com/astronomy/Images/m38_041213_2000.jpg

http://star-watcher.org/images/IC10-FCC.jpg

IC10_BVHa.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...