Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ქრისტიანულ კულტურას, რომელიც აქტიურად ებრძვის და ყველა დონეზე უპირისპირდება წარმართობას (პაგანიზმს), გააჩნია სამი უმთავრესი დოქტრინა (დოგმა, იდეა), სამი ფუნდამენტური შაბლონი:

#1 - მონოთეიზმი. ეს შაბლონი ამბობს, რომ ღმერთი მხოლოდ ერთია და შეუძლებელია არსებობდეს მრავალი ღმერთი. აქ ჩნდება ფუნდამენტური განსხვავება და დაპირისპირება პაგანიზმთან (პოლითეისტურ თეოლოგიასთან).

#2 - მონოგამია. ეს შაბლონი ამბობს, რომ ადამიანს მხოლოდ ერთი მეუღლე უნდა ჰყავდეს. აქ საფუძველშივე უარყოფილია სხვა რელიგიებში გავრცელებული იდეა თავისუფალი არჩევანის და ურთიერთობათა მრავალი ფორმის არსებობის შესახებ, რომელიც გულისხმობს მონოგამიის და პოლიგამიის ერთდროულ არსებობას და გამორიცხავს მონოგამიის დომინანტურობას, რასაც აქვს ადგილი ქრისტიანულ პარადიგმაში.

#3 - პურიტანული შაბლონი. ეს შაბლონი ქადაგებს სექსუალობის (ვნების, ლიბიდოს) მაქსიმალურ შეზღუდვას და მისი დევიზია: "რაც შეიძლება ნაკლები სექსი!" და "სექსუალობა სიბინძურეა!".

სამივე შაბლონი (პარადიგმა) მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და მსოფლიოში ადამიანთა 90%-ს დღეს ვერც კი წარმოუდგენია განსხვავებული კულტურა, სადაც არ მოქმედებს ეს სამი შაბლონი. ადამიანთა უმრავლესობა დედამიწაზე დღეს, თვლის ამ სამ ფუნდამენტურ ქრისტიანულ შაბლონს, ჭეშმარიტების და რეალობის განუყოფელ ნაწილად.

Edited by შანკარადევა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...