შანკარადევა Posted October 12, 2020 დარეპორტება გაზიარება Posted October 12, 2020 (edited) ქრისტიანულ კულტურას, რომელიც აქტიურად ებრძვის და ყველა დონეზე უპირისპირდება წარმართობას (პაგანიზმს), გააჩნია სამი უმთავრესი დოქტრინა (დოგმა, იდეა), სამი ფუნდამენტური შაბლონი:#1 - მონოთეიზმი. ეს შაბლონი ამბობს, რომ ღმერთი მხოლოდ ერთია და შეუძლებელია არსებობდეს მრავალი ღმერთი. აქ ჩნდება ფუნდამენტური განსხვავება და დაპირისპირება პაგანიზმთან (პოლითეისტურ თეოლოგიასთან).#2 - მონოგამია. ეს შაბლონი ამბობს, რომ ადამიანს მხოლოდ ერთი მეუღლე უნდა ჰყავდეს. აქ საფუძველშივე უარყოფილია სხვა რელიგიებში გავრცელებული იდეა თავისუფალი არჩევანის და ურთიერთობათა მრავალი ფორმის არსებობის შესახებ, რომელიც გულისხმობს მონოგამიის და პოლიგამიის ერთდროულ არსებობას და გამორიცხავს მონოგამიის დომინანტურობას, რასაც აქვს ადგილი ქრისტიანულ პარადიგმაში.#3 - პურიტანული შაბლონი. ეს შაბლონი ქადაგებს სექსუალობის (ვნების, ლიბიდოს) მაქსიმალურ შეზღუდვას და მისი დევიზია: "რაც შეიძლება ნაკლები სექსი!" და "სექსუალობა სიბინძურეა!".სამივე შაბლონი (პარადიგმა) მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და მსოფლიოში ადამიანთა 90%-ს დღეს ვერც კი წარმოუდგენია განსხვავებული კულტურა, სადაც არ მოქმედებს ეს სამი შაბლონი. ადამიანთა უმრავლესობა დედამიწაზე დღეს, თვლის ამ სამ ფუნდამენტურ ქრისტიანულ შაბლონს, ჭეშმარიტების და რეალობის განუყოფელ ნაწილად. Edited October 12, 2020 by შანკარადევა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.