Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

გაპიროვნება: პერსონიფიკაცია (ლათ. persona – სახე, პიროვნება; facere - კეთება) – მხატვრული გამოსახვის ხერხი, რომლისთვისაც დამახასიათებელია საგნებისა და მოვლენებისადმი ადამიანური თვისებების მიწერა, უსულო და სულიერი საგნების გაადამიანება. უსულო საგანი წარმოდგენილია, როგორც ადამიანი, რომელიც გრძნობს, მსჯელობს, მოქმედებს. განსხვავდება მეტაფორისაგან იმით, რომ მეტაფორაში ყველა თვისების გადატანა შეიძლება ერთი საგნიდან მეორეზე, გაპიროვნებაში კი გადატანილია მხოლოდ ადამიანური თვისებები.

თანამედროვე ეკოლოგებს და ბუნების დამცველებს ხშირად ახასიათებთ ადამიანური თვისებების ცხოველებზე გადატანა და მათი გაადამიანება (გაპიროვნება). ასეთია ადამიანური აღქმა. მთავარია ის, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი ბუნებას და არა ის, როგორ აღიქვამს ცხოველი ადამიანს საკუთარი ინსტინქტების პრიზმაში, როგორც ბიოლოგიური რობოტი. ვედების მიხედვით ცხოველს აქვს 4 მოთხოვნილება: ჭამა, ძილი, სექსი, თავდაცვა. ადამიანს უჩნდება მეხუთე მოთხოვნილება, დასვას სამი კითხვა: ვინ ვარ, საიდან გავჩნდი და რა მოხდება სიკვდილის შემდეგ. ამ კითხვებს ადამიანი მეტყველებითაც გამოხატავს, რაც ცხოველს არ შეუძლია.

ბუნების (ცხოველთა) შესახებ წარმოდგენების უდიდესი ნაწილი არის უბრალოდ ადამიანის სუბიექტური ხედვა და არა ობიექტური რეალობა.

 

ომ ნამო ნარაიანა

 

მნიშვნელოვანი და საინტერესოა ისიც, თუ როგორ განმარტავს ანუ უკეთებს ინტერპრეტაციას მეცნიერული კვლევების რეზულტატებს კონკრეტული ადამიანი (მაგალითად - ეკოლოგი ან ზოოლოგი).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...