შანკარადევა Posted October 6, 2020 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2020 აფროდიტე (ძვ. ბერძნ. Ἀφροδίτη) — სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსისა და დიონეს ასული. ჰესიოდეს თანახმად, იშვა ზღვის ქაფიდან კუნძულ კვიპროსთან (აქედან — მისი ერთ-ერთი ეპითეტი „კიპრიდა“). ზღვისგან ნაშობი სიყვარულის ქალღმერთის იდეა და კულტი საბერძნეთში აზიიდან გავრცელდა (შდრ. ასტარტე). თავდაპირველად აფროდიტე ბუნების ძალას განასახიერებდა და ნაყოფიერების ქალღმერთად ითვლებოდა. მისი კულტი ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნულ სამყაროში, განსაკუთრებით კუნძულ კვიპროსზე, მცირე აზიისა და იონიის კუნძულებზე. ძველ რომაულ მითოლოგიაში აფროდიტეს შესატყვისია ვენერა (ვენუს). ანტიკურ სახვით ხელოვნებაში აფროდიტე წარმოდგენილია იდეალური სილამაზის შიშველი ქალის სახით. აფროდიტეს ქანდაკებიდან განსაკუთრებით ცნობილია პრაქსიტელეს კნიდოსის აფროდიტე (ძვ. წ. IV ს.) და აფროდიტე (ვენერა) მილოსელი (ძვ. წ. II ს.). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted October 6, 2020 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2020 ეჰ, აფროდიტე, აფროდიტე, არ ყოფილხარ შენ ამ ქვეყნად..! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შანკარადევა Posted October 11, 2020 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2020 ეჰ, აფროდიტე, აფროდიტე, არ ყოფილხარ შენ ამ ქვეყნად..! სხვათაშორის, მისი კულტი ძალიან პოპულარული იყო მთელ ანტიკურ სამყაროში. ამ ქალღმერთს ემსახურებოდნენ საკმაოდ ვნებიანი და ე.წ. მსუბუქი ყოფაქცევის ქურუმი-ქალები და სექსის შესახებაც წარმოდგენები ცოტა სხვა ჰქონდათ ძველ ბერძნებს. მათთვის სექსი იყო როგორც ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება და მეტიც, აფროდიტესთან ზიარების რიტუალები გულისხმობდნენ იეროგამიის ანუ სარიტუალო სექსის შესრულებას. დიდად პატივდებულნი იყვნენ აფროდიტეს მიმდევარი ქალები და მათ არავინ აკნინებდა, არავინ მიიჩნევდა მათ ავხორც ეშმაკებად. ყველაფერი შეიცვალა ახ.წ. 392 წელს, როცა რომის ქრისტიანმა იმპერატორმა თეოდოსიუს დიდმა აკრძალა წარმართობა, ყველა რელიგია მართლმადიდებლობის გარდა და დაიწყო თავდავიწყება... ხოლო 529 წელს იუსტინიენე დიდმა ათენის წარმართული ფილოსოფიური აკადემიის დახურვით საბოლოოდ დაუსვა წერტილი ანტიკური წარმართული რელიგიის ნარჩენებს. ქრისტიანები ელინებს ბრალს სდებდნენ იმაში რომ ისინი დემონებს ანუ ავ სულებს ეთაყვანებოდნენ, ირონია იმაშია, რომ სიტყვა დემონი (დაიმონი) მართლაც ღვთაებას ნიშნავდა ბერძნულ ენაზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted October 11, 2020 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2020 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.