Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ბუდიზმი (ასევე დჰარმა ან ბუდა დჰარმა, დაახ. ნიშნავს: კანონი ან გაღვიძებულის კანონი) — რელიგია, პრაქტიკული ფილოსოფია, ასევე ზოგიერთი წარმოდგენით ფსიქოლოგია, რომელიც ემყარება ბუდა შაკიამუნის (სიდჰარტა გაუტამას) სწავლებას. მომდინარეობს ძველი ინდოეთიდან, დაახ. ძვ. წ. VI-V საუკუნეებიდან. ბუდიზმი ინდოეთის სუბკონტინეტზე გავრცელდა ხუთი საუკუნის განმავლობაში ბუდას გარდაცვალებიდან, შემდგომ ორ ათასწლეულში კი დომინანტური რელიგია გახდა ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიაში. ამჟამად ბუდიზმი იყოფა სამ ძირითად ტრადიციად: თერავადა (სანსკრ. შთავირავადა), მაჰაიანა და ვაჯრაიანა. მსოფლიოში დაახ. 708 მილიონი მიმდევარი ჰყავს და ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიად ითვლება. მიმდევართა რაოდენობით მეხუთეა მსოფლიოში ქრისტიანობის, ისლამის, ინდუიზმის და ტრადიციული ჩინური რელიგიის შემდეგ.

ძვ. წ. V საუკუნეში თანამედროვე ნეპალში ინდოეთის საზღვართან, მდინარე განგის ხეობაში, სამეფო ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელად სიდჰართა დაარქვს. ჯერ კიდევ შობამდე ბრძენებმა უწინასწარმეტყველეს, რომ თუ ბავშვი სასახლის კედლებსა და ეზოს გალავანს არ დატოვებდა, მსოფლიოს მბრძანებელი გახდებოდა, თუ არა და, მისგან დიდი წმინდანი, ახალი რელიგიის მოძღვარი გამოვიდოდა.

 

როცა დაიბადა, ახალშობილი მოხუცებულმა ბრძენმა მოინახულა და დაადასტურა ბრაჰმანების წინასწარმეტყველება: ეს ბავშვი სწორედ ის არის, ვინც ქვეყანას ახალ რელიგიას მოუტანსო. ასიტამ გაიხარა მისი ხილვისგან, მაგრამ დანაღვლიანებული წავიდა, რადგან ძალზე მოხუცი იყო და იცოდა, რომ ვერ მოესწრებოდა ამ დღეს.

 

მამა უფლისწულს განმარტოებაში ზრდიდა, რათა სასახლის გარდა ამ ქვეყანაზე სხვა ცხოვრების შესახებ არაფერი სცოდნოდა. ცდილობდა, წუთისოფლის ვაება და ბოროტება მას არ შეხებოდა. თექვსმეტი წლისას მეფის ასული შერთეს ცოლად და შვილიც შეეძინა.

 

ერთ დღეს სიდჰართამ ეტლიდან ქუჩაში მშვილდივით მოხრილი ადამიანი დაინახა, რომელიც ძლივს მოძრაობდა ხელჯოხის დახმარებით, და განცვიფრდა, ეს რა არისო? მეეტლემ უთხრა: ნუ გიკვირს, ეს სიბერეა, რომელიც ყველა დაბადებულის ხვედრიაო. შინ დაბრუნებული სიდჰართა ნაღვლიან ფიქრებს მიეცა.

 

ერთ დღესაც მან სნეულებისაგან დაუძლურებული კაცი დაინახა და გაიგო სნეულების შესახებ, რომელიც ყველა ადამიანს ემუქრება.

 

მესამედ სიდჰართამ დაინახა გაუნძრევლად მწოლიარე ადამიანი, რომელიც სადღაც მიჰყავდათ. როდესაც იკითხა, უთხრეს ეს მკვდარია, ყველა დაბადებულის ხვედრი ეს არისო.

 

ბოლოს სიდჰართამ თავგადაპარსული, ყვითელ სამოსელში გახვეული კაცი დაინახა და, როდესაც იკითხა, ეს ვინღა არისო, უთხრეს ეს არის ასკეტი (განდეგილი), რომელიც ხეტიალობს ამქვეყნად, რათა ჭეშმარიტებას მიაგნოს და ამ წუთისოფლის ცოდვა-ბრალის საიდუმლო ამოხსნასო, ადამიანები იხსნას ამქვეყნიური სატანჯველისაგანო.

 

მიატოვა 29 წლის სიდჰართამ სასახლე, მშობლები, ცოლი, შვილი და მოხეტიალე ასკეტის გზას დაადგა. შვიდი წელი იხეტიალა სიდჰართამ, ბევრი მოძღვარი და ბრძენი მოინახულა, მაგრამ მათმა სიბრძნემ არ დააკმაყოფილა: ვერ დაინახა მათ ნააზრევში ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანებს ხსნას მოუტანდა. ვერც ასკეტურმა ცხოვრებამ ვერ დაანახა ხსნა. ბოლოს, ერთი ლეღვის ხის ძირას დაჯდა ფეხმორთხმული და ჭეშმარიტების გამოცხადებას დაელოდა.

 

მართლაც, სიდჰართამ მიიღო ჭეშმარიტების გამოცხადება, რამაც სახე გაუსხივოსნა, სიდჰართას ბუნება სრულიად გარდაიქმნა — ეს გამოღვიძებას ჰგავდა. ამიტომ ეწოდა მას ბუდა, რაც ნიშნავს „გამოღვიძებულს“ და „გასხივოსნებულს“.

 

ამის შემდეგ ორმოცი წლის განმავლობაში ბუდა დადიოდა ინდოეთის ქალაქებში და ქადაგებდა თავის მოძღვრობას. მას უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა და ინდოეთის ფარგლებს გასცდა. ღრმად მოხუცებული კი იგი გარდაიცვალა, მიაღწია რა ნირვანას.

 

 

ბუდიზმის ძირითადი პრინციპები

ბუდას მოძღვრების - ბუდიზმის საფუძველია ოთხი ჭეშმარიტება:

 

ეს ქვეყანა სავსეა სულიერი და ფიზიკური ტანჯვით: ტანჯვაა დაბადება, სნეულება, სიყვარულიც და საყვარელ არსებასთან განშორებაც ტანჯვაა, ტანჯვაა სიბერე და, საბოლოოდ, სიკვდილი.

არსებობს ტანჯვის მიზეზი. ეს არის სიცოცხლის, ყოფნის სურვილი, ლტოლვა ქონებისა და დიდების მოხვეჭისკენ.

შესაძლებელია ტანჯვის თავიდან აცილება: ამისთვის ადამიანმა უარი უნდა თქვას ყოველგვარ სურვილზე.

არსებობს ტანჯვის აცილების სხვა გზა, რაც ადამიანებს საბოლოო ხსნას მოუტანს.

ხსნის გზა რვა საფეხურისგან შედგება:

 

მართალი სარწმუნოება, რათა სწამდეს ეს ოთხი ჭეშმარიტება.

მართალი განზრახვა, რათა ადამიანი იქცეოდეს იმ ოთხი ჭეშმარიტების თანახმად.

მართალი ზრახვები, რათა უარი თქვას სიცრუეზე, ცილისწამებაზე...

მართალი ქმედება, რათა არ ავნოს ცოცხალ არსებებს — არც ადამიანს, არც ცხოველს, არც მწერს.

მართალი ცხოვრება, რათა პატიოსნებით მოიპოვებდეს ცხოვრების სარჩოს.

მართალი ძალისხმევა, რათა მუდამ იშორებდეს ამაო ფიქრებსა და ცუდ გავლენებს.

მართალი მეხსიერება, რათა მუდამ ახსოვდეს, თუ კიდე რა დარჩა შეუსრულებელი ჭეშმარიტი ცხოვრების გზაზე.

მართალი თვითჩაღრმავება, რათა მიაღწიოს შინაგან სიმშვიდეს, აღარ აღელვებდეს მიწივრი ზრახვები, არც სიხარული სრულყოფილების მიღწევისა და საბოლოო გათავისუფლების გამო.

მხოლოდ ხსნის გზის რვა საფეხურის გავლის შემდეგ მიაღწევს ადამიანი ხსნას, ბუდასავით გასხივოსნებას, გამოღვიძებას ცრუ ცხოვრებიდან, რომელიც ცუდი და მტანჯველი სიზმარია, ჭეშმარიტ ცხოვრებაში. ამ გამოღვიძებას ბუდიზმში ნირვანა ეწოდება: ეს არის სრული სიმშვიდე — არც სიცოცხლე, არც სიკვდილი.

 

 

ბუდიზმის დაარსება

ძველი წელთაღრიცხვის VI თუ V საუკუნეში თანამედროვე ნეპალისა და ინდოეთის საზღვარზე, მდინარე განგის ხეობაში, სამეფო ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელად სიდჰართა დაარქვეს. ჯერ კიდევ შობამდე ბრძენებმა უწინასწარმეტყველეს, რომ თუ ბავშვი სასახლის კედლებსა და გალავანს არ დატოვებდა, მსოფლიოს მბრძანებელი გახდებოდა, თუ არა, მისგან დიდი წმინდანი, ახალი რელიგიის მოძღვარი გამოვიდოდა.

 

როცა დაიბადა, ახალშობილი მოხუცმა ბრძენმა ასიტამ მოინახულა და დაადასტურა ბრაჰმანების წინასწარმეტყველება: ეს ბავშვი სწორედ ის არის, ვინც ქვეყანას ახალ რელიგიას მოუტანსო.ასიტამ გაიხარა მისი ხილვისას, მაგრამ დანაღვლიანებული წავიდა, რადგან ძალიან მოხუცი იყო და იცოდა, რომ ვერ მოესწრებოდა ამ დღეს.

 

 

მამა უფლისწულს განმარტოებაში ზრდიდა, რათა სასახლის გარდა ამ ქვეყანაზე სხვა ცხოვრების შესახებ არაფერი სცოდნოდა. ცდილობდა, წუთისოფლის ვაება და ბოროტება მას არ შეხებოდა. თექვსმეტი წლისას მეფის ასული შეართვეს ცოლად და შვილიც შეეძინა.

 

ერთ დღეს სიდჰართამ ეტლიდან ქუჩაში მშვილდივით მოხრილი ადამიანი დაინახა, რომელიც ძლივს მოძრაობდა ხელჯოხის დახმარებით, და განცვიფრდა, ეს რა არისო? მეეტლემ უთხრა: ნუ გიკვირს, ეს სიბერეა, რომელიც ყველა დაბადებულის ხვედრიაო. შინ დაბრუნებული სიდჰართა ნაღვლიან ფიქრებს მიეცა.

 

ერთ დღეს მან სნეულებისგან დაუძლურებული კაცი დაინახა და გაიგო სნეულების შესახებ,რომელიც ყოველ ადამიანს ემუქრება.

 

მესამედ სიდჰართამ დაინახა გაუნძრევლად მწოლიარე ადამიანი, რომელიც სადღაც მიჰყავდათ. როდესაც იკითხა, უთხრეს, ეს მკვდარია, ყველა დაბადებულის ხვედრი ეს არისო.

 

ბოლოს სიდჰართამ თავგადაპარსული, ყვითელ სამოსელში გახვეული კაცი დაინახა და როდესაც იკითხა, ეს ვინღა არისო, უთხრეს: ეს არის ასკეტი, რომელიც ხეტიალობს ამქვეყნად, რათა ჭეშმარიტებას მიაგნოს და ადამიანები იხსნას ამქვეყნიური სატანჯველისგანო.

 

და მიატოვა 29 წლის სიდჰართამ სასახლე, მშობლები, ცოლი და შვილი და მოხეტიალე ასკეტის გზას დაადგა. შვიდი წელი იხეტიალა სიდჰართამ, ბევრი მოძღვარი მოინახულა, მაგრამ მათმა სიბრძნემ არ დააკმაყოფილა: ვერ დაინახა მათ ნააზრევში ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანებს ხსნას მოუტანდა. ვერც ასკეტურმა ცხოვრაბამ ვერ დაანახა ხსნის გზა. ბოლოს, ერთი ლეღვის ძირში დაჯდა ფეხმორთმული და ჭეშმარიტების გამოცხადებას დაელოდა.

 

მართლაც, სიდჰართამ მიიღო ჭეშმარიტების გამოცხადება, რამაც სახე გაუსხივოსნა, სიდჰართას ბუნება სრულიად გამოიცვალა- ეს გამოღვიძებას ჰგავდა, ამიტომ ეწოდა მას ბუდა, რაც ნიშნავს „გასხივოსნებულს“.

 

ამის შემდეგ ორმოცი წლის განმავლობაში ბუდა დადიოდა ინდოეთის ქალაქებში და ქადაგებდა თავის მოძღვრებას. მას უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა და ინდოეთის ფარგლებს გასცდა.

 

 

ბუდისტური კანონი და მისი კოდიფიკაცია

ქრისტეს მსგავსად არც ბუდას დაუტოვებია ჩვენთვის რაიმე წერილობითი წყარო, თუმცა ძნელია იმის დაშვება, რომ იგი უწიგნური ყოფილიყო. იგი ასწავლიდა ზეპირი სიტყვით და ამგვარადვე გადაიცემოდა მისი სიტყვა ხალხშიც. მაგრამ ბუდას გარდაცვალების შემდეგ მისი მოწაფეების წინაშე მოძღვრების დადგენის საჭიროება გაჩნდა. სწორედ ამ მიზნით იქნა მოწვეული პირველი ბუდისტური კრება. ძვ.წ. დაახლოებით 480 წელს გამოქვაბულში ქალაქ რაჯაგრიჰას მახლობლად შეიკრიბნენ ბუდას უშუალო მოწაფეები. ითვლება, რომ ამ კრებაზე, რომელსაც კაშიაპა ხელმძღვანელობდა, ანანდას, ბუდას უსაყვარლესი მოწაფის, დახმარებით დადგინდა სუტა-პიტაკასა და აბჰიდჰამა-პიტაკას ტექსტები. მაგრამ მოძღვრება კვლავ ზეპირი გადმოცემით ვრცელდებოდა და საბოლოოდ ბუდისტური კანონი მხოლოდ IV ბუდისტურ კრებაზე ჩაიწერა, კუნძულ შრი-ლანკაზე. კრების ჩატარების ზუსტი თარიღი უცნობია. პირველი ბუდისტური ტრადიცია მას ძვ.წ. 29 წელს მიაკუთვნებს, ხოლო მეორე დიდი ბუდისტური მიმართულება, მაჰაიანა — ახ.წ. I ს.-ს. უცნობია იყო თუ არა იქამდე ბუდისტური კანონი სრულად ან ნაწილობრივ დაფიქსირებული წერილობითი სახით, ერთადერთი უძველესი წყარო, რომელიც გაგვაჩნია არის შრი-ლანკაზე ჩაწერილი ტექსტი. მას ტიპიტაკა ეწოდება. თჰერავადას ბერებმა ის პალმის ფოთლებზე ჩაწერეს. ტექსტი პალიზე (ძველ ინდურ სალაპარაკო ენაზე) დაიწერა, ამიტომ მას ხშირად პალის კანონის სახელითაც მოიხსენიებენ. სიტყვასიტყვით ტიპიტაკა ნიშნავს სამ კალათს და შეესაბამება ტექსტის დაყოფას სამ ძირითად ნაწილად:

 

ვინაია-პიტაკა, რომელშიც შესულია მითითებები ბერებისა და მონაზვნებისთვის, მონასტრული ცხოვრების მომაწესრიგებელი ნორმები და სხვა.

სუტა-პიტაკა გადმოგვცემს ბუდისტურ მოძღვრებას საერთოდ, ხოლო

აბჰიდჰამა-პიტაკა ამ მოძღვრების ფილოსოფიურ დამუშავებას წარმოადგენს.

სუტა-პიტაკაში დამატების სახით ასევე შესულია ორი კრებული: დჰამაპადა — აფორიზმებისა და ბრძნული გამონათქვამების შემცველი ტექსტი და ჯატაკა - მონათხრობები ბუდას წარსული დაბადებების შესახებ.

 

ითვლება, რომ გასხივოსნებასთან ერთად ბუდამ მიიღო ჭეშმარიტი ცოდნა და შეიცნო სამყარო წარსულსა, აწმყოსა და მომავალში. შესაბამისად, მან შეიძინა ცოდნა თავისი წარსული და სხვათა წარსული თუ მომავალი დაბადებების შესახებ. მოწაფეებთან საუბრის დროს იგი ხშირად ყვებოდა სხვადასხვა ისტორიებს წარსული დაბადებებიდან და მათ მაგალითზე ხსნიდა ეთიკურ ნორმებს ან რაიმე სხვა საკითხებს. ორივე ეს კრებული, დჰამაპადა და ჯატაკა, ბუდისტური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნებს წარმოადგენენ. ხოლო სუტა-პიტაკას ძირითად ნაწილში გადმოცემულია ბუდისტური მოძღვრების ბირთვი: ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტება და რვასაფეხურიანი გზა.

 

 

ბუდიზმი არის იაპონიის ყველაზე გავრცელებული რელიგია, რომლის მიმდევარია იაპონიის მოსახლეობის უმრავლესობა. იაპონური ბუდიზმი არაერთგვაროვანია – ათასნახევრიანი ისტორიის განმავლობაში იაპონიაში შეიქმნა მრავალი ბუდიტური სკოლა და მიმდევრობა. ზოგი მათგანი ორიენტირებულია ფილოსოფიაზე, ზოგი კულტურაზე, ზოგი მედიტაციაზე, ზოგი რიტუალზე და ზოგიც მანტრების კითხვაზე. ბუდიზმის სხვადასხვა სკოლა პოპულარულია იაპონელთა სხვადასხვა შრეში – მეცნიერებში, სამურაებში, ჩვეულებრივ ხალხში. სკოლები ურთიერთობენ ერთმანეთთან, თუმცა ისტორიაში იყო მომენტები, როდესაც ბუდიზმის სხვადასხვა სკოლა ეომებოდა ერთმანეთს. ზოგი ბუდისტური სკოლა შეერწყა სხვას, ზოგიც კი გადარჩა მხოლოდ მცირე ტაძრებში. მიუხედავად იმისა, რომ იაპონური სკოლები წარმოიშვა კორეის, ინდოეთისა და ჩინეთის სკოლების საფუძვლებზე, იაპონიის კუნძულოვანი მდგომარეობის გამო მათ სულ სხვა გზა განვლეს. ზოგი სკოლა კი დარჩა მხოლოდ იაპონიაში და გაქრა ინდოეთსა თუ ჩინეთში.

 

vajrasattva11.jpg

 

photo.jpg

 

31%60Phat-Thich-Ca-Thien-Dinh-AIx4%20png.png

 

bp.jpeg

 

n6hy5eBV0yI-1024x1024.jpg

 

79i5be0487d0ac4c7.80029482-1200x675.jpg

 

http://cdn.fishki.net/upload/post/2016/04/24/1930113/0001f72b.jpg

 

http://gb.nakadashi.pw/pic.php?http://i.imgur.com/a6IlF.jpg

 

2390201_800n.jpg

 

8bfaa05698ad8e17dc534fa92acc09c3.jpg

 

03-jina-budha.png

 

%D1%81%D0%B8%D0%BC%D0%B2%D0%BE%D0%BB-dharma-%D0%B1%D1%83%D0%B4%D0%B8%D0%B7%D0%BC%D0%B0-%D0%B7%D0%BE%D0%BB%D0%BE%D1%82%D0%B8%D1%81%D1%82%D1%8B%D0%B9-9257313.jpg

 

13312.jpg

 

http://4.bp.blogspot.com/-eqgAqulEdcI/VHWpLEbaeuI/AAAAAAAAAqU/YyZF9oiqVRg/s1600/Manjushri_2004A-print.jpg

 

http://www.ckhuman.uni-eger.hu/public/pic/editor/37df3f4a1187ed42a19bf5a4325df896_1920.jpg

 

belaya_tara.jpg

 

d91b6faf1e2db664c19c6ef02dcaa4e8.jpg

 

81e0b1e16d4462d6fbab13a194e79d16.jpg

 

mystic-lover-tantra-feng-shui-angels-meditation-bliss.jpeg

 

$_57.JPG?set_id=8800005007

 

T%C5%8Ddai-ji_Kon-d%C5%8D.jpg

 

Gandhara_Buddha_%28tnm%29.jpeg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...