შანკარადევა Posted October 3, 2020 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2020 (edited) ინდუიზმი (სანსკრ. सनातन, वैदिक, वर्णाश्रम धर्म sanātana, vaidika, varṇāśrama dharma ”მარადიული, ვედური, ვარნების და აშრამების კანონი”, ჰინდი: हिन्दू धर्म hindū dharma, იხ. დჰარმა) — მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი რელიგია, რომელსაც დღესდღეობით ინდოეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი (84%) ისლამის, ქრისტიანობის, სიქჰიზმის, ჯაინიზმისა და ბუდიზმის გვერდით აღიარებს.ინდუიზმი სათავეს იღებს ჰარაპის, ანუ ინდის ცივილიზაციიდან, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულებში არსებობდა ინდის დაბლობში. ამ ცივილიზაციის რელიგია ეფუძნებოდა იმ ღვთაების თაყვანისცემას, რომელსაც ბევრი საერთო აქვს ინდუისტურ ღმერთ შივასთან. "არიელთა შემოჭრის თეორიის" მიხედვით, დაახლოებით II ათასწლეულის შუა პერიოდიდან ინდოსტანის ჩრდილო-დასავლეთში არიულმა ტომებმა დაიწყეს შემოღწევა. მათ ენას მოგვიანებით ვედური სანსკრიტი ეწოდა. არიელების შემოჭრას წინ უძღვოდა ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკე ხალხების გადასახლებების ხანგრძლივი ისტორია. არიელებმა მოიტანეს მსხვერპლთშეწირვის რთული რიტუალი – იაჯნა, რომლის დროსაც ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ საქონლის შემწვარ ხორცს და ჰალუცინოგენურ სასმელს „სომას“.არიელები შეერივნენ ადგილობრივ ტომებს, რომელთაც რიგვედაში დასას ტომები ერქვათ. ამის შედეგად საზოგადოების შემადგენლობა გართულდა, რომელმაც ჯერ ვარნული სისტემის, შემდეგ კი კასტური სისტემის (ჯატი) ჩამოყალიბება გამოიწვია, რომლებიც ინდუიზმის სოციალურ ბაზად გადაიქცნენ. ახალ სისტემაში უმთავრესი როლი ბრაჰმანებს ეთმობოდა – ვედების მცოდნე ადამიანებს, რომლებიც რიტუალებსაც ასრულებდნენ.ბრაჰმანიზმი ინდოეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში ვრცელდება. ჩვ. წ–აღმდე პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში ბრაჰმანიზმის პოზიციები შესუსტდა, და იგი სხვა რელიგიებმა დროებით შეასუსტეს, ძირითადად ბუდიზმმა და ჯაინიზმმა. ჩვ. წ–აღმდე პირველი ათასწლეულის მიწირულს ინდოეთში სხვადასხვაგგვარი რელიგიური წარმოდგენების მთელი კომპლექსი ჩამოყალიბდა, რომლებიც ვედებს ღიად არ უპირისპირდებოდნენ, მაგრამ უმეტესწილად ცხოვრების ახალ პირობებს უფრო შეესაბამებოდნენ.ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისში ინდოეთში აღორძინებას იწყებს ბრაჰმანიზმი ინდუიზმის ფორმით. ამ პერიოდში ინდუიზმი და ბუდიზმი პარარელულად ვითარდებოდნენ, ამასთან მათ ფილოსოფიებს შორის დავა მათივე განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. ინდუისტური სკოლა „ნიაია“ ბუდისტური ლოგიკის გავლენით ჩამოყალიბდა, ხოლო „ვედანტას“ სკოლამ სერიოზული ზემოქმედება მოახდინა ბუდისტური სკოლა „მადჰიამიკას“ ჩამოყალიბებაზე. ბუდიზმმა დიდი როლი შეასრულა სისხლიან მსხვერპლთშეწირვაზე უარის თქმაში.გუპტების დინასტიის მმართველობის პერიოდში (ჩვენი წელთაღრიცხვის IV – VI სს.) ინდუიზმი ქვეყანაში გაბატონებულ რელიგიად იქცა. ბუდიზმი, რომელმაც ინდუიზმზე უდიდესი გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით, თეორიულ სფეროში, ქვეყნის ფარგლებს მიღმა იქნა განდევნილი, ხოლო XI საუკუნეში საერთოდ გაქრა ინდოეთში. ჯაინიზმი ერთ-ერთ ტრადიციულ რელიგიად იქცა, მაგრამ მისი მიმდევრების რაოდენობა დღემდე ძალიან მცირეა.ტერმინი ინდუიზმი ევროპული წარმოშობისაა. ინდოეთში რელიგიას ჰინდუ-სამაია ან ჰინდუ-დჰარმა ჰქვია. ინდუიზმი ფაქტობრივად ერთ მთლიან რელიგიას არ წარმოადგენს, არამედ არის ადგილობრივი ინდური სარწმუნოებების კრებული სისტემა. ინდუიზმი პოლითეისტურია, მიუხედავად იმისა, რომ ვედანტა პანთეისტური რელიგია იყო. ინდუიზმში მთავარი ღვთაებებია – ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, რომლებიც ღვთიურ სამებაში – ტრიმურტიშია გაერთიანებული. ინდუიზმში არის მონოთეიზმიც.ინდუისტური მსოფლმხედველობის საფუძველია მოძღვრება ადამიანის ცხოვრების სამი მიზნის შესახებ: დჰარმა, ართა და კამა. ინდუიზმში სამი ძირითადი მიმართულებაა – ვიშნუიზმი, შივაიზმი და შაკტიზმი. შაკტისტები არიან ქალური საწყისის თაყვანისმცემლები. უძველეს ინდოეთში ძირითად რელიგიურ-ფილოსოფიურ პრინციპებთან – „ვადამისთან“ მიმართებაში ყველა რელიგიური სკოლა ორ ნაწილად იყოფოდა – ასტიკად (თეიზმი) და ნასტიკად (ათეიზმი). XIX საუკუნის მეორე ნახევარში ინდუიზმში გაჩნდა რეფორმისტული მოძრაობა „არია სამაჯი“, რომელსაც დღესდღეობით უამრავი მიმდევარი ჰყავს.ინდუიზმი არის ინდოეთის უდიდესი რელიგია, 2001 წლის აღწერით, მას მოსახლეობის დაახლოებით 80,5 % მიმდევარი ჰყავს რაც 960 მილიონ ადამიანს წარმოადგენს. სხვა ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მიმდევარი ჰყავს ნეპალში (23 მილიონი), ბანგლადეშში (15 მილიონი) და ინდონეზიის კუნძულ ბალიზე (3,3 მილიონი).შაქტი (ტელუგ. శక్తి, ტამილ. சக்தி; სანსკრ. ძალა, ენერგია, არსთა საძირკველი, ყოფიერების მიზეზი) — ქალი, საწყისი ძალა პროტოინდური რელიგიის იმ სახეობაში, რასაც ტანტრიზმი ეწოდა და რომლის „ბიბლია“, მეხუთე ვედა თითქოს თვით შივამ დაწერა. ამ რწმენის მიხედვით, თვით ქალია სამყაროს უზენაესი დედა, არსთა მშობელი. მასთან წამიერი შეერთებით მოწრმუნე მამაკაცები უკავშირდებიან ღმერთს. ამდენად, დედობრივი საწყისის ძალა ინდურ რელიგიაში ღვთაების რანგში ადის. იმავე დროს, ესაა სქესობრივი ცხოვრების ხანგრძლივი ისტორიის თავისებური ეტაპი და ფორმა, რასაც ქრისტიანი მისიონერები თვლიან გახრწნილების უსაძაგლეს სახედ, ეშმაკის სამსახურად. დიდი დედის კულტი საყოველთაო მოვლენაა მთელს დედამიწაზე. თვით პალეოლითის ხანის ქვის ქანდაკებები მეტყველებენ, რომ ქალს პირველყოფილი ადამიანი უკვე აღმერთებდა.ფალოსის კულტის დამახასიათებელი სიმბოლოები, ქვის, კირქვის და ლითონის კვირისტავები, რომლებიც სვანეთშია აღმოჩენილი, ყურადღებას იქცევენ შაკტის შესაბამის ძეგლებთან, იონი-ლინგამებთან მსგავსებით. ეს ლინგა (ლინგამები ფალოსის სიმბოლური გამოსახულებებებია (ქვის ან ბრინჯაოსი) წარმოადგენდა შივას კულტის განუყოფელ ნაწილს და ინახებოდა შივას ტაძრებში (სვანებიც ეკლესიებში ინახავდნენ, რაც შორეულ კულტურათა შეხვედრის ნიმუშია). შაკტის სარწმუნოების მიხედვით, ასოს შივას სახე ჰქონდა და მთელი ინდოეთი მოწიწებით სცემდა თაყვანს. მისი ქანდაკებანი ნაპოვნია შივას ტაძარში, აფრიკულ ქოხებში, ეგვიპტის აკლდამებში, ყველა მხარეში. ხატავდნენ და აქანდაკებდნენ, ვითარცა მამაკაცის ატრიბუტს, ცალკე ან ფრთოსან ვულვასთან ერთად. ამ მხრივ განსაკუთრებით ცნობილია ძველი ეგვიპტე. ქანდაკი: ფალოსის ღმერთი მინი, რომაული პორნოგრაფიული სცენა: ფავნუსი და ნიმფა, პრიაპის გამოსახულებანი (ბრინჯაო, პომპეი), კოიტუსის სცენა (რომაული სანათი). http://1.bp.blogspot.com/-otNkKoCuJcs/VDljRdCo_8I/AAAAAAAAAG4/bmzpvgvgko0/s1600/Visnu-Supersoul.jpg http://www.mahasabha.nl/wp-content/uploads/2020/03/vaishno-devi-mata-hindu-maa-durga-lakshmi-and-saraswati-1561739-980x627.jpg http://www.jeevangyan.com/wp-content/uploads/2018/10/81PY-Vtz2dL._SL1401_.jpg http://s2.dmcdn.net/Xm0AY/x720-h6A.jpg [ video]https://www.youtube....h?v=sCPp5_kWrvs[ /video] [ video]https://www.youtube....h?v=GXUefD59ZVs[ /video] [ video]https://www.youtube....h?v=Idkio-Zf-zQ[ /video] [ video]https://www.youtube....h?v=4kkwiHLK9BA[ /video] Edited October 3, 2020 by შანკარადევა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.