შანკარადევა Posted October 3, 2020 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2020 ხატი (არაბ.: ხაზი, ნაწერი) — რელიგიაში ღვთაებების და წმინდანების ფერწერული ან რელიეფური გამოსახულება. მართლმადიდებლურ და რომის კათოლიკურ ეკლესიაში ხატი ტაძრის ძირითად შემადგენელ ნაწილს და ღმერთთან ურთიერთობის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს. კათოლიკურ ეკლესიაში ძირითადად სკულპტურული გამოსახულება ჭარბობს, მართლმადიდებლურ ეკლესიაში - ხეზე შესრულებული ფერწერული ხატი. ქრისტიანულ ეკლესიაში უძველესი დროიდან სცემდნენ თაყვანს წმინდა გამოსახულებებს. ქრისტიანობის დევნის პერიოდში რომის კატაკომბებში ხატს სიმბოლურად გამოსახავდნენ. მაგ., იესო ქრისტეს კრავის ან მწყემსის სახით. ქრისტიანობის დევნის შეწყვეტის შემდეგ დაიწყო ხატწერის განვითარება, ხოლო IV საუკუნეში ხატი საბოლოოდ დამკვიდრდა ეკლესიაში, მიუხედავად იმ დიდი რელიგიურო მოძრაობისა, რომელიც ისტორიაში ხატმებრძოლეობის სახელით არის ცნობილი. თქმულების თანახმად, ტილოზე (უბრუსზე), რომელიც ქრისტემ სახეზე მიიფარა, გამოსახულია მისი სახე. ანტონ მარტყოფელის მიერ საქართველოში ჩამოტანილი ასლი ხელთუქმნელი ხატისა, "ანჩისხატის" სახელწოდებით ცნობილი, ანჩისხატის ეკლესიაში იყო დასვენებული, ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. ქრისტიანულ ეკლესიაში ზოგიერთი ხატი სასწაულთმოქმედებითაა ცნობილი. ასეთებია ივერიის ღვთისმშობელი ანუ "პორტაიტისა", სამხელიანი ღვთისმშობელი, წილკნის, მანგლისის, სიონის, ყაზანის, იერუსალიმის ღვთისმშობელი, სედნაიის ღვთისმშობელი, ილორის წმ. გიორგის ხატი და სხვა. ხატი გვხვდება აღმოსავლურ რელიგიებშიც. http://1.bp.blogspot.com/-C_kOVe3HnPo/UcsDl8LU73I/AAAAAAAADMA/ROHwM68uY9Q/s1600/brahma.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.