Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

იშთარი (აქადური:DINGIR INANNA) — ხორციელი სიყვარულის, ნაყოფიერების, ომისა და შუღლის ქალღმერთი ასურეთსა და ბაბილონში. მისი შუმერული ანალოგია ინანა.

 

იშთარი არის ნაყოფიერების, ფიზიკური სიყვარულის ქალღმერთი, ომის და არეულობების, ასტრალური ღვთაების პერსონიფიკაციის პლანეტა ვენერა; ასოცირებული პარასკევ დღესთან. ითვლებოდა, რომ იშთარი იცავდა მეძავებს. იგი იყო ელიასა და ბაალის ქალიშვილი. მთავარი მითი მოგვითხრობს, რომ ქალღმერთმა სიყვარული შესთავაზა გილგამეშს, თუმცა მან უარი თქვა და შეახსენა, რომ ბევრი შეყვარებულია დაღუპული მის მიერ - ღმერთების, ადამიანებისა და ცხოველების სახით. გაბრაზებული ქალღმერთი საპასუხოდ აგზავნის მის ქალაქ ურუქში ზეციურ ხარს - მონსტრს, რომელიც მისი მოთხოვნით შექმნა იშთარის მამამ, ღმერთმა ანუმ.

 

სხვა მითები გვაცნობებს ამბავს იშთარის აღზევებას ჯოჯოხეთში, რომლის შემდეგ კი გაქრა დედამიწაზე სიყვარული, ფლორა და ფაუნა. დასავლეთ სემიტურ მითოლოგიაში იშთარი ასოცირდება ასტარტით, ხოლო შუმერულ მითოლოგიაში - ინანით.

 

მის შესახებ მონაცემები დაცულია აშურის ფრაგმენტში (ძვ. წ. XI საუკუნე) და ასურბანაფალის ბიბლიოთეკაში (ძვ. წ. VII საუკუნე).

 

შუმერი ქურუმების კასტა ცალკეულ ჯგუფებათ იყოფოდა, რომლებიც ვიწრო სარიტუალო პროცესებს აღასრულებდნენ: ერთნი ღვთისმსახურებასა და ტაძრის მუსიკას განაგებდნენ, მეორენი შემლოცველნი იყვნენ, მესამენი - ნათელმხილველნი, რომელთა მოვალეობას შეადგენდა ციურ მნათობებზე დაკვირვება, კეთილ და უკეთურ დღეთა გარჩევა. იყვნენ ქურუმები ქალებიც, რომლებსაც ხალხი დიდ პატივს სცემდა. ისინი სეზონურ დღესასწაულებზე საღვთო ქორწინების რიტუალს ასრულებდნენ.

 

ადრე შუმერთა მთავარი ღვთაება იყო ენლილი. რელიგია ბოლომდე პოლითეისტური (მრავალღმერთიანი) დარჩა, თუმცა მისი განვითარების განსაზღვრულ პერიოდში (ჩვ. წ.-მდე XVIII საუკუნე) იგრძნობოდა მიდრეკილება მონოთეიზმისკენ (ერთღმერთიანობა). მაგალითად, მარდუქ-ენლილს თითქმის ყველა ღმერთის ატრიბუტები მიაწერეს.

 

British_Museum_Queen_of_the_Night.jpg

Edited by შანკარადევა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...