შანკარადევა Posted September 29, 2020 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2020 ცინის დინასტია — ჩინეთის უკანასკნელი საიმპერატორო დინასტია. დააარსეს მანჯურიელებმა, რომლებიც იყვნენ ციმბირიდან მანჯურიაში ჩასახლებული ხალხები. ცინის დინასტია ჩინეთს 1644-1911 წლებში მართავდა. 1368 წლის შემდეგ ჩინეთს მინის დინასტიის იმპერატორები მართავდნენ, მაგრამ დიდმა გადასახადებმა მათი მმართველობა შეარყია და მთელი ქვეყანა ამბოხმა მოიცვა. როდესაც აჯანყებულმა გლეხებმა მინების დედაქალაქი ბეიჯინგი ააოხრეს, მათმა უკანასკნელმა იმპერატორმა ჩუნჟენმა თავი ჩამოიხრჩო. ამ არეულობით ისარგებლა მანჯურიელთა ბელადმა, დორგუნმა და თავის ჯარს მშობლიური მანჯურიიდან სამხრეთისაკენ გაუძღვა. მან აიღო ბეიჯინგი და დააარსა ცინის („წმინდა“) დინასტია. ცინის დინასტიის პირველი იმპერატორი გახდა მისი ძმისშვილი შუნჯი. ჩინეთის სამხრეთ პროვინციებში მანჯურიელებს კიდევ 40 წელი უწევდნენ წინააღმდეგობას. საბოლოოდ, ცინებს მთელი ჩინეთი დაემორჩილა. მანჯურიელები ჩინელებისგან განცალკევებით, საგანგებოდ გამაგრებულ ადგილებში ცხოვრობდნენ. აკრძალული იყო ქორწინება მანჯურიელებსა და ჩინელებს შორის. ჩინელ მამაკაცებს, მანჯურიელებისადმი მორჩილების ნიშნად, გრძელი თმის დაწვნასაც კი აიძულებდნენ. მიუხედავად ამისა, იმპერიის მართვის პროცესში მონაწილეობდნენ როგორც ჩინელი, ისე მანჯურიელი სამოქალაქო მოხელეები. რაც დრო გადიოდა, მანჯურიელები სულ უფრო ითავსებდნენ ჩინურ ჩვეულებებს. ამ მხრივ, მათი ურთიერთშეგუება საკმაოდ ადვილად მოხდა. მანჯურიელები საკმაოდ მცირერიცხოვანნი იყვნენ, ამიტომ სიფრთხილეს ირჩევდნენ და ჩინელებთან ზედმეტად მკაცრ ურთიერთობას ერიდებოდნენ. მათ შემოიტანეს ქვეყანაში ახალი, უფრო ეფექტიანი ცხოვრების წესები ისე, რომ არ დაურღვევიათ ჩინელების წეს-ჩვეულებები. ცინის დინასტიის მმართველობის ხანაში ჩინეთი წარმატებული ქვეყანა იყო – იზრდებოდა და ვითარდებოდა ვაჭრობა, განსაკუთრებით, ევროპასთან.ჩინური აბრეშუმი და ფაიფური მსოფლიოში საუკეთესო იყო, ჩინური ბამბეულის ნაწარმი სიიაფითა და მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. XVIII საუკუნის ევროპაში მოდაში შემოვიდა ჩაის სმის კულტურა, რამაც ჩინური ჩაის დიდი რაოდენობით ექსპორტი განაპირობა. იმპერია იმდენად განდიდდა და გაძლიერდა, რომ მისი მმართველები ქედმაღლურად ეპყრობოდნენ დანარჩენ მსოფლიოს. მაგალითად, იმპერატორ კანის (1661-1722) ბრძანებებს ვაჭრები დაჩოქილები უსმენდნენ. მანჯურიელებმა ვასალურ სიტუაციაში ჩააყენეს ზოგიერთი სახელმწიფოც, მათ შორის: ტიბეტი, ანამი (დღევანდელი ვიეტნამი), ბირმა, მონღოლეთი და თურქმენეთი. ჩინელები, ასევე, აწარმოებდნენ გარიგებებს - ციმბირის მიწების სანაცვლოდ რუსებმა მიიღეს ჩინეთში ვაჭრობის უფლება. იმდროინდელი ჩინეთის იმპერია მსოფლიოში უდიდესი იყო. ცინების მმართველობის დასაწყისში სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში ეთნიკურმა უმცირესობებმა მათ მიწებზე ჩინელების დასახლების წინააღმდეგ რამდენიმე აჯანყება მოაწყეს. ზოგადად, ცინის ხანამ ჩინეთს მშვიდობა, აყვავება და უსაფრთხოება მოუტანა. შთამბეჭდავი იყო მოსახლეობის ზრდა - 100 მილიონიდან (1650) - 300 მილიონამდე (1800). მიუხედავად ამისა, XVIII საუკუნის ბოლოს ქვეყანაში კორუფციამ იმატა და დაიწყო დაცემის პროცესი. ადრეულ 1900-იან წლებში სუნ იატსენმა რევოლუციის ორგანიზება დაიწყო ცინის დინასტიის წინააღმდეგ, რომელმაც შედარებით უსისხლოდ ჩაიარა 1911 წელს და სუნ იატსენი პირველი პრეზიდენტი გახდა. ახალი მთავრობის დედაქალაქი მდებარეობდა ნანკინში. 1912 წელს დასრულდა ცინის დინასტია და დაიწყო ჩინეთის რესპუბლიკის ერა. 6 წლის იმპერატორი პუი გადადგა. ჩინეთის 2000 წლიანი იმპერატორული მმართველობა დასრულდა. ძირითადი თარიღები1644: მანჯურიელები ცინის დინასტიას აფუძნებენ ბეიჯინგში.1644-60: მანჯურიელები იპყრობენ ჩინეთის ნაწილს.1661: მინის დამხობილი დინასტიის მხარდამჭერები ფორმოსას კუნძულებს იპყრობენ.1674-81: სამხრეთის აჯანყებები.1683: მანჯურიელები კუნძულ ფორმოსას ართმევენ დამარცხებული მინების მხარდამჭერებს.1689: რუსები ჩინურ საქონელში ცვლიან ციმბირის მიწებს.1696: მანჯურიელები ამარცხებენ მონღოლებს მონღოლეთში.1717-20: ომი მონღოლებთან ტიბეტზე კონტროლის დასამყარებლად.1750: ჩინეთის შეჭრა ტიბეტსა და თურქმენეთში.1760: ჩინეთის შეჭრა ბირმაში და ვასალური სახელმწიფოს შექმნა. ლიტერატურა„მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედია“, გამომცემლობა „ელფი“, თბ., 2009. გვ. 262- 263. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bantikif Posted June 23, 2023 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2023 ძალიან საინტერესოა ძალიან ესეთი საინტერესო რაღაც არ გამიგია ჯერ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.