Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

აქემენიანების იმპერია (დიდი სპარსული იმპერია) — ძველი სახელმწიფო, რომელიც წარმოიშვა ირანის ტერიტორიაზე ძვ. წ. 558 წელს, ხოლო გაანადგურა ალექსანდრე მაკედონელმა ძვ. წ. 330 წელს. სპარსული სახელმწიფოს სათავეში აქემენიანთა დინასტია იყო.

 

ირანის პლატოზე ინდო-არიული ტომები პირველად ძვ. წ. X საუკუნეში გამოჩნდნენ. მანამდე აქ არა არიული ხალხი ელამები ცხოვრობდნენ, რომლებიც დრავიდებს ენათესავებოდნენ. ძვ. წ. VIII საუკუნის ბოლოს დაიწყო სპარსების სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ტრადიციისამებრ პირველი სპარსული დინასტიის ფუძემდებლად ითვლება ხახამანიში. მისი უახლოვესი ჩამომავლების შესახებ მხოლოდ ბუნდოვანი ცნობები შემორჩა. გავრცელებული ვერსიის თანახმად, ჩიშპიშის შემდეგ სპარსებს ორი დინასტია (უფროსი და უმცროსი) ჰყავდათ. უფროსი მართავდა ელამთა დედაქალაქში — არშამაში, სად მართავდნენ უმცროსი დინასტიის წარმომადგენლები, უცნობია. ამ ორი შტოს ურთიერთობის შესახებ არანაირი ცნობები არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ რომ, უმცროსი აქემენიდები ძვ. წ. VI საუკუნის შუა პერიოდიდან აღარ ითვლებოდნენ მეფეებად.

კიროს II, სპარსეთის მძლავრი სახელმწიფოს ფუძემდებელი, მართავდა ანშანაშიც და ფარსშიც, ხოლო არშამას შვილიშვილი დარიოს I გამეფებამდე უბრალო მეომარი იყო და არავითარი სამეფო პივილეგიებით არ სარგებლობდა. ჰეროდოტეს თანახმად იგი მხოლოდ თავისი სიმმაცის გამო გახდა მეფე, და არა იმიტომ რომ აქემენიდების გვარის იყო. თუმცა ძვ. წ. VI საუკუნემდე უფროსი აქემებიდებიც მხოლოდ მიდიის მეფის მორჩილები იყვნენ.

კუიროს II-ს დროს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. 25 წლიანი ომების შედეგად მან დაიპყრო მეზობელი სახელმწიფოები და სპარსეთი წინა აზიის უძლიერეს იმპერიად აქცია. ძვ. წ. V საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდად სპარსეთი შიდა არეულობებმა დაასუსტა. ძვ. წ. 424 წელს, არტაქსერქსე I-ს სიკვდილის შემდეგ გამეფდა მისი ვაჟი ქსერქსე II, მაგრამ გამეფებიდან 45 დღეში იგი საკუთარ საძინებელში მოკლეს. მათ ტახტზე მისი ნახევარ ძმა სოგდიანე აიყვანეს. მან მხოლოდ 7 თვე დაჰყო ტახტზე, თუმცა ბევრი სატრაპი მას არ სცნობდა კანონიერ მეფედ. ძვ. წ. 423 წელს მისმა ნახევარძმამ ვახაუკმა მოაწყო გადატრიალება და გამეფდა დარიოს II-ს სახელით. მასაც აუჯანყდა ძმა, მაგრამ მეფემ მოახერხა აჯანყების ჩახშობა და აბბოხებული ძმა სიკვდილით დასაჯა.

დარიოსის მმართველობისთვის დამახასიათებელია ხშირი აჯანყებები და შეთქმულებები. შეთქმულებებში დედოფალი პარუშიატიშიც იღებდა აქტიურ მონაწილეობას. სატრაპებს შორის ომები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მეფის ძალაუფლება დაკნინდა. ძვ. წ. 410–ძვ. წ. 408 წლებში აჯანყდნენ მცირე აზიის და მიდიის ხალხები. ძვ. წ. 405 წელს იმპერიას რამდენიმე ათწლეულით ჩამოშორდა ეგვიპტე. არეულობები არ შეწყვეტილა არტაქსერქსე II-ს ხანგძლივი მმართველობის დროსაც. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა ენერგიული აქემენიდი — არტაქსერქსე III. მან სასტიკი ზომებით ცოტა ხნით აღადგინა იმპერიის ერთიანობა და დაიბრუნა ეგვიპტე. მისი ვაჟის არშის ხანმოკლე მმართველობის შემდეგ ტახტზე აქემენიდების დინასტიის სხვა შტოს წარმომადგენელი დარიოს III ავიდა. იგი სპარსეთის უკანასკნელი მეფე გახდა. ძვ. წ. 334–ძვ. წ. 330 წლებში აქემენიდების იმპერია ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო, რითიც მან არსებობა შეწყვიტა.

 

ezra_persian_empire_sixth_century-bc.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...