Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

დიდი სომხეთი ან დიდი არმენია (სომხ. Մեծ Հայք) — ძველი სომხეთის სახელმწიფო. მოიცავდა სომხეთის ზეგნის ძირითად ნაწილს. ძვ. წ. 220 სელევკიდმა ანტიოქე III-მ დაიპყრო აირარატის სამეფო და შეუერთა ტიგროსის ზემოთში და ვანის ტბის აუზში ადრე დაპყრობილ სომხურ მიწებს. ამ ქვეყანას ეწოდა დიდი სომხეთი. მისმა ადგილობრივმა გამგებელმა არტაშეს I-მა ძვ. წ. 189 დიდი სომხეთი დამოუკიდებელ სამეფოდ გამოაცხადა და სათავე დაუდო არტაშესიანთა დინასტიას. არტაშეს I-მა მეზობელი ქვეყნების ხარჯზე გააფართოვა სამეფო; იბერიას ჩამოაჭრა 3 ოლქი: ხორზენე, გოგარენე და პარიადრის მთიანეთი, დააარსა დედაქალაქი არტაშატი, განამტკიცა კერძო საკუთრება. დიდმა სომხეთმა თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია ტიგრან II-ის (ძვ. წ. 95 - ძვ. წ. 56) დროს. ტიგრანში დაიპყრო სოფენა, მიდია, ატროპატენა, სირია, ფინიკია, კილიკია და სხვა. დააარსა დედაქალაქი ტიგრანაკერტი, მაგრამ მალე რომაელებთან ბრძოლაში დამარცხდა და თითქმის მთელი დაპყრობილი მიწები დაკარგა. არტიშესიანთა დინასტია დაეცა ახ. წ. I საუკუნის დასაწყისში. I საუკუნის 60-იან წლებამდე დიდ სომხეთს რიგრიგობით მართავდნენ რომაელთა და სპარსელთა მიერ დანიშნული პირები. 30-50-იან წლებში დიდი სომხეთის სამეფო ტახტზე იბერიელი უფლისწულებიც ისხდნენ - ჯერ მითრიდატე, შემდეგ რადამისტი. 60-იანი წლებიდან გამეფდნენ პართელი არშაკიდები. 301 წელს თრდატ III-მ დიდ სომხეთში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. დიდი სომხეთის არსებობა შეწყდა 387 წელს, იგი გაიყვეს ბიზანტიამ და ირანმა.

 

Maps_of_the_Armenian_Empire_of_Tigranes.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...