შანკარადევა Posted September 29, 2020 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2020 ალექსანდრე დიდი, მაკედონელი (ბერძ. Μέγας αλέξανδρος; დ. 20/21 ივლისი, ძვ. წ. 356, პელა — გ. 11 ივნისი, ძვ. წ. 323, ბაბილონი), ასევე ალექსანდრე III — მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვიდლამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავ II ადოლფის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამხედრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა. ალექსანდრე რომელსაც ხშირად ალექსანდრე დიდს ან მაკედონელს უწოდებდნენ 20 წლის ასაკში ჩაიგდო ძალაუფლება ხელში. მიუხედავად მცირე ასაკისა მან სერიოზული მომზადება გაიარა. მამამისმა ფილიპე II-მ ჯერ კიდევ გამოჩენილ ფილოსოფოსს არისტოტელეს მიაბარა აღსაზრდელად და 16 წლის ასაკში მისი ლაშქრობების მონაწილე გახდა. ალექსანდრეს უპირველესი სურვილი იყო, რომ შეექმნა ერთი დიდი სახელმწიფო, სადაც მოქცეული იქნებოდა იმ დროინდელი ცივილიზირებული სამყარო და ამ ერთიანობას საფუძვლად უნდა დასდებოდა სამი ერთიანობის პრინციპი: ენობრივი კულტურული და პოლიტიკური. ეს იდეა კი ალექსანდრეს სხვა დამპყრობლებისაგან განასხვავებს. ძვ. წ. 340 : როდესაც ფილიპე II აჯანყების ჩასახშობად იყო წასული, ალექსანდრე მართავდა მაკედონიას. მას აუჯანყდა მაედი. მან აჯანყება ჩაახშო და ქალაქს ალექსანდროპოლისი დაარქვა.ძვ. წ. 336 : მოკლეს ფილიპე II და ალექსანდრე გახდა ქვეყნის სრულუფლებიანი მმართველი.ძვ. წ. 334 : ივნისში, გრანიკოსის ბრძოლაში, მან დაამარცხა სპარსეთის ჯარი, სექტემბერში კი აიღო ჰალიკარნასი.ძვ. წ. 333 : ისოსის ბრძოლა. მან გადაჭრა გორდიას ნასკვი. ამავე წლის ნოემბერში დაატყვევა სპარსების სამეფო ოჯახი.ძვ. წ. 332 : 14 ნოემბერს იგი აღიარეს ეგვიპტის ფარაონად. მომდევმო წლის ზამთარში დაიწყო ალექსანდრიის მშენებლობა. 1 ოქტომბერს გავგამელის ბრძოლაში მან საბოლოოდ დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიოს III. 21 ოქტომბერს ალექსანდრე შევიდა ბაბილონში.ძვ. წ. 331 : გავგამელის ბრძოლა. ალექსანდრემ მესამედ დაამარცხა დარიოსის ჯარი.ძვ. წ. 330 : მთლიანად დაიპყრო სპარსეთი.ძვ. წ. 329 : იგი შეიჭრა ცენტრალურ აზიაში. იქსარტეს ბრძოლაში მან დაამარცხა სკვითები.ძვ. წ. 328 : წარმატებით ჩაახშო სპიტამენესის აჯანყება მაკედონიაში.ძვ. წ. 327 : სიკვდილით დასაჯა სამეფო კარის მემატიანე კალისთენესი. ამავე წელს ალექსანდრემ დაიპყრო „სოგდიის კლდე“, აჯანყებულთა მთავარი ციხე. აგვისტოში იგი დაქორწინდა როქსანაზე, ბაქტრიელი მთავრის ოქსირატესის ასულზე. ამავე წლის ზაფხულში მან ინდოეთი დაიპყრო.ძვ. წ. 326 : ჰიდასპეს ბრძოლაში ალექსანდრემ მეფე პორუსი დაამარცხა. სექტემბერში ჯარმა მას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.ძვ. წ. 325 : ივლისში მან ინდოეთის ოკეანეს მიაღწია.ძვ. წ. 324 : ალექსანდრემ ქ. სუზაში გასცა ბრძანება, რომ ჯარისკაცებს ცოლად მოეყვანათ სპარსი ქალები. თვითონ კი დარიოს III-ის ქალიშვილზე - სტატირაზე იქორწინა. ივლისში მას ჯარი კვლავ აუჯანყდა ქალაქ ოპისთან. ოქტომბერში, ეკბატანაში, გარდაიცვალა მისი უახლოესი მეგობარი ჰეფესტიონი (სავარაუდოდ ის მისი საყვარელიც იყო, მაგრამ ეს არც ერთი წყაროთი არ დასტურდება).ძვ. წ. 323 : ალექსანდრე დაბრუნდა ბაბილონში. 10 ივნისს იგი გარდაიცვალა. დიადოქოსები (ბერძ. διάδοχος — მემკვიდრე) — ალექსანდრე დიდის სარდლები, რომლებმაც მისი გარდაცვალების შემდეგ, ძვ. წ. 323—ძვ. წ. 301 წლებში მიმდინარე ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად, გაინაწილეს ალექსანდრე მაკედონელის იმპერია. ამ გაყოფის შედეგად წარმოიქმნა ელინისტური სახელმწიფოები — სირია, ეგვიპტე, ბითინია, პერგამონი და მაკედონია ცნობილი დიადოქოსები იყვნენ — ანტიგონე I და მისი ვაჟი დემეტრე პოლიორკეტი, ანტიპატრი და მისი ვაჟები კასანდრი, პტოლემე I, სელევკი, ლისიმაქე და ევმენი. მათ შორის გაჩაღდა სისხლისმღვრელი ბრძოლა, რომელიც გაგრძელდა 22 წელიწადი ძვ. წ. 323 – ძვ. წ. 301 წლებს შორის. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა იპსასთან ძვ. წ. 301 წელს. ეს პერიოდი ისტორიაში ცნობილია სახელწოდებით – დიადოქოსების (სარდლების) ბრძოლა. ბრძოლის შედეგად, წარმოიქმნა სახელმწიფოთა ახალი სისტემა, რომელიც ცნობილია, როგორც ელინისტური სახელმწიფოები და რომელშიც შევიდა მთელი მიწები – ადრიატიკის ზღვიდან მდინარე ინდამდე გადაჭიმული. ელინისტური მონარქიებიდიადოქოსების ბრძოლა ხასიათდება ბერძნული პოლიტიკური ორგანიზაციებიდან — პოლისებიდან დაპყრობილი ტერიტორიების მემკვიდრეობით მონარქიებად გარდაქმნაში, აგრეთვე, ბერძნული კულტურისა და ეკონომიკური აქტივობის მცირე აზიასა და ეგვიპტეში გადატანით. ასეთი ქვეყნები იწოდებიან ელინისტურ სახელმწიფოებად. მათ შორის მნიშვნელოვანი იყოː ამ ე. წ. ელინისტურად წოდებულ სახელმწიფოთაგან უმნიშვნელოვანესი იყვნენː ელინისტური ეგვიპტე, პტოლემეებით სათავეშისირია, სელევკიდებით სათავეშიმაკედონია, ანტიპატრე I ცალთვალას მემკვიდრეებით სათავეშიძვ. წ. 282 წელს მათ მიუერთდა პერგამონის სამეფო ატალიდების დინასტიით სათავეშიყველა მათგანი, საბოლოოდ, დაპყრობილ და მიერთებულ იქნა ძველი რომის სახელმწიფოს მიერ. http://talimger.org/_pu/0/s55656406.jpg http://samlib.siwatcher.ru/img/o/orlow_w_k/orlowwk-prorochestwa2016/orlowwk-prorochestwa2016-20.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.