Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

რომის იმპერია (ლათ. Imperium Romanum) აღმოცენდა რომის რესპუბლიკაში უზენაესი ძალაუფლების ერთი პიროვნების ხელში მოქცევის შედეგად. პირველ იმპერატორად ოქტავიანე ავგუსტუსი ითვლება, მაგრამ იმპერიას საფუძველი ჯერ კიდევ მისმა წინამორბედებმა ჩაუყარეს. რომის რესპუბლიკის წყობა ყოველგვარად მიმართული იყო იმისკენ, რომ ძალაუფლება ცალკეული პიროვნების ხელში არ აღმოჩენილიყო, მაგრამ გაიუს მარიუსის მიერ გატარებულმა სამხედრო რეფორმამ ამისთვის საკმარისი პირობა შექმნა.

 

სულასა და მარიუსს შორის დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ, რომმა კიდევ არაერთი სამოქალაქო დაპირისპირება გადაიტანა. იულიუს კეისარმა კი შექმნა იმპერიის შექმნის ყველა წინაპირობა. იგი გახდა პირველი, ვის ხელშიც მოექცა უზენაესი ძალაუფლება, მაგრამ მას ჯერ კიდევ ჰყავდა ძლიერი ოპოზიცია რესპუბლიკური იდეალების დამცველ სენატორებს შორის, თანაც საზოგადოება მორალურად ჯერ არ იყო მზად მიეღო იგი, როგორც უზანაესი ძალაუფლების ერთადერთი მატარებელი. პროცესი დასრულდა ბრუტუსისა და კასიუსის შეთქმულებით, რომლის შედეგადაც კეისარი სენატში მოკლეს. მიუხედავად ამისა, კეისრის სახელს მიენიჭა უზენაესი ძალაუფლების მნიშვნელობა, ეს სიტყვა ამ მნიშვნელობით ბევრ ენაში შევიდა, მაგალითად გერმანულად kaiser და რუსულად царь.

 

კეისრის მკვლელობის შემდეგ ძვ. წ. 44 წელს, რომში სამოქალაქო დაპირისპირების ახალმა ტალღამ იფეთქა, რომელიც მხოლოდ ძვ. წ. 27 წელს ოქტავიუსის ანტონიუსზე გამარჯვებით დასრულდა. ამ დროისთვის ოქტავიუსს უკვე აღარ დარჩა რესპუბლიკური ოპოზიცია, რის შედეგადაც იმავე წელს სენატმა მას უზანაესი ძალაუფლება მიანიჭა.

 

რესპუბლიკის იმპერიად გარდაქმნის კიდევ ერთი წინაპირობა იყო რომის სახელმწიფოს გაზრდა პუნიკური ომების, ბალკანეთისა და მცირე აზიის ნაწილის დაპყრობის შედეგად. ამხელა სახელმწიფოს სამართავად რესპუბლიკის სახელმწიფო წყობა მოურგებელი აღმოჩნდა.

 

ძვ. წ. I საუკუნეში რომის იმპერია განფენილი იყო თანამედროვე პორტუგალიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, მაკედონიის, თურქეთის, სირიის, ისრაელის, ტუნისის და ჩრდილოეთ ალჟირის ტერიტორიებზე. ხოლო რომის პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებზე ვრცელდებოდა. ამ დაპყრობებს კეისარმა მიუმატა გალია (თანამედროვე საფრანგეთი), პონტოს სამეფო (თურქეთი) და ბრიტანეთი, ხოლო ოქტავიანემ ეგვიპტე. ამგვარად, რომის იმპერია ძველი წელთაღრიცხვის დასასრულს მოიცავდა მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთსა და დასავლეთ ევროპას. ამის გარდა, რომზე დამოკიდებული იყო მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლის მეფეებიც „რომაელი ხალხის მეგობრისა და მოკავშირის“ ტიტულს ატარებდნენ. იმდროინდელ ევროპაში, დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში არ იყო ძალა რომელიც შეძლებდა რომაულ ლეგიონებთან დაპირისპირებას.

 

 

ნერვას სიკვდილის შემდეგ 98 წელს, იმპერატორი მისი შვილობილი ტრაიანე გახდა. იგი წარმოშვებით ესპანეთიდან იყო. რომის იმპერატორი პირველად გახდა პროვინციელი. ეს მიუთითებს თუ რა მდგომარეობა ეკავათ იმპერიაში იმ დროს რომანიზებულ დასავლეთ პროვინციებს. იგი ენერგიული ადმინისტრატორი და კარგი მხედართმთავარი იყო. იგი ცდილობდა სენატთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა, რომელიც, უმეტესად, უკვე არა ძველი ლათინური არისტოკრატებით იყო დაკომპლექტებული, არამედ მასში უკვე პროვინციელი არისტოკრატები ჭარბობდნენ.

 

მისი იმპერატორობის დროს სენატს მეტი უფლებამოსილება მიენიჭა. იგი, ასევე, ცდილობდა აღედგინა რომაული არმიის ავტორიტეტი. 101 წელს მან დაკიასთან დაიწყო ომი. დაკები მხოლოდ 2 წლიანი გაცხარებული ბრძოლების შედეგად დანებდნენ. ომი 105 წელს განახლდა დაკების რომაულ გარნიზონებზე თავდასხმით, რასაც რომაელებმა 106 წელს დაკიაში შეჭრით უპასუხეს; მომდევნო წელს კი პროვინციად აქციეს. ამ გამარჯვების აღსანიშნავად, ტრაიანემ ახალი ფორუმი ააშენა და მის ცენტრში 40 მეტრის სიმაღლის სვეტი აღმართა.

 

109 წელს იმპერატორმა პართიასთან ომისთვის მზადება დაიწყო. იმავე წელს რომაელები კავკასიის რეგიონში შეიჭრნენ და კოლხებს და იბერიელებს მათი ბატონობა აღიარებინეს. 111 წელს რომაელებმა სინის ნახევარკუნძული და არაბეთის ჩრდილო-დასავლეთი დაიპყრეს. 114 წელს ტრაიანე სომხეთში შეიჭრა და იგი რომის პროვინციად აქცია. მომდევნო წელს კი რომაელმა ლეგიონერებმა მესოპოტამიის დიდი ნაწილი დაიკავეს. 116 წელს რომაელებმა უკვე პართიის დედაქალაქი ქტეზიფონი დაიკავეს. ასურეთი, მესოპოტამია და ბაბილონია რომის პროვინციებად იქცა. ამით ტრაიანემ ომის დასრულება გამოაცხადა, მაგრამ 116 წლის ბოლოს აჯანყება მოხდა არამხოლოდ დაპყრობილ შუამდინარეთში, არამედ ეგვიპტეში, კირენაკიასა და კვიპროსზეც. ამ აჯანყების ჩასახშობად ტრაიანეს მოუწია აღმოსავლური არმიის ნაწილის გაგზავნა, რითიც ისარგებლეს პართიელებმა და დარჩენილი ლეგიონები გაწყვიტეს.

 

 

117 წლის ზაფხულში რომაელებს მოუწიათ სამხრეთ შუამდინარეთის დატოვება, ხოლო მოგვიანებით, მესოპოტამიის დიდი ნაწილისაც. რომის არმია ძალიან დასუსტდა. ტრაიანეს უნდოდა აღედგინა არმიის ბრძოლისუნარიანობა და გაეგრძელებინა ომი. ამისთვის იგი გაემგზავრა რომისკენ, მაგრამ გზაში ავად გახდა და მოკვდა. რომაელების მეხსიერებაში ტრაიანე დარჩა როგორც საუკეთესო პრინცეპსტი, ალბათ უფრო იმიტომ რომ მმართველობის პერიოდის უმეტესობა ლაშქრობებში გაატარა, ხოლო სახელმწიფოს მართვა სენატს ანდო.

 

 

http://shapinghowwethink.com/wp-content/uploads/2019/07/1280px-RomanEmpire_117_recoloured_2.svg_.png

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...