Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

დაოსიზმი — რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა ჩინეთში. თავდაპირველად, ძვ. წ. VI საუკუნეში, წარმოადგენდა მხოლოდ ფილოსოფიურ მიმდინარეობას. მის დამფუძნებლად ითვლება ნახევრად ლეგენდარული ბრძენი ლაო-ძი ("მოხუცი მასწავლებელი"), რომელმაც დაწერა წიგნი "დაო დე ძინი".

 

ახ.წ. II საუკუნეში ეს მოძღვრება საფუძვლად დაედო რელიგიას, რომელმაც იგივე სახელი - დაოსიზმი მიიღო. მისი ძირითადი პრინციპებია დაო - ყოველი არსის დასაბამი კანონი, "საგანთა დედა", ქვეყნიერების მარადიული ცვლა, რაც არ ემორჩილება არც ღმერთებს, არც ადამიანურ ძალას. ამიტომ ადამიანი უნდა დაემორჩილოს, დანებდეს, არ იმოქმედოს, იყოს პასიური, აშენოს მცენარეები და ცხოველები, თაყვანი სცეს კულტს, რომლის მთავარი საზრუნავი დემონთა და ავსულთა განდევნაა, მკითხაობა. უზენაესი ღმერთია შინ-დი, ცის ღმერთი, იმპერატორთა ("ცის შვილთა") მამა, შემდეგ მოდის ლაო ცზი და პან-გუ (სამყაროს შემოქმედი, ღვთაების რანგისა). ბოლო დროს თითქმის მთლიანად შეავიწროვა ბუდიზმმა, კონფუციანობამ და ქრისტიანობამ.

 

2dc44f790d3cca45ed97b0bd628aea60.jpg

Edited by შანკარადევა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...