შანკარადევა Posted September 29, 2020 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2020 (edited) დაოსიზმი — რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა ჩინეთში. თავდაპირველად, ძვ. წ. VI საუკუნეში, წარმოადგენდა მხოლოდ ფილოსოფიურ მიმდინარეობას. მის დამფუძნებლად ითვლება ნახევრად ლეგენდარული ბრძენი ლაო-ძი ("მოხუცი მასწავლებელი"), რომელმაც დაწერა წიგნი "დაო დე ძინი". ახ.წ. II საუკუნეში ეს მოძღვრება საფუძვლად დაედო რელიგიას, რომელმაც იგივე სახელი - დაოსიზმი მიიღო. მისი ძირითადი პრინციპებია დაო - ყოველი არსის დასაბამი კანონი, "საგანთა დედა", ქვეყნიერების მარადიული ცვლა, რაც არ ემორჩილება არც ღმერთებს, არც ადამიანურ ძალას. ამიტომ ადამიანი უნდა დაემორჩილოს, დანებდეს, არ იმოქმედოს, იყოს პასიური, აშენოს მცენარეები და ცხოველები, თაყვანი სცეს კულტს, რომლის მთავარი საზრუნავი დემონთა და ავსულთა განდევნაა, მკითხაობა. უზენაესი ღმერთია შინ-დი, ცის ღმერთი, იმპერატორთა ("ცის შვილთა") მამა, შემდეგ მოდის ლაო ცზი და პან-გუ (სამყაროს შემოქმედი, ღვთაების რანგისა). ბოლო დროს თითქმის მთლიანად შეავიწროვა ბუდიზმმა, კონფუციანობამ და ქრისტიანობამ. Edited September 29, 2020 by შანკარადევა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.