Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ბიბლიის მიხედვით, აბრაამული რელიგიური ტრადიციის თანახმად, პირველი ბიბლიური პატრიარქი წარღვნის შემდეგ იყო - აბრამი (აბრაამი), რომელმაც აღთქმა დადო უფალთან (საბაოთთან). აბრაამი რელიგიური წარმოდგენების მიხედვით ცხოვრობდა ძვ.წ. 1800-1750 წლებში, მის შემდეგ იყო პატრიარქი იაკობი (დაახლ. 1700 წ.), იაკობის შემდეგ იოსები (ძვ.წ. 1650 წ.), იოსების შემდეგ - მოსე (მოშე - ძვ.წ. 1250-1230 წწ.) და ა.შ. რელიგიური იერარქების მტკიცებით იუდეველთა ეგვიპტიდან გამოსვლა მოხდა ძვ.წ. 1250-1230 წლებში ანუ მოსეს (მოშეს) დროს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, მაგრამ ეს რელიგიური წარმოდგენები სინამდვილეს არ შეესაბამებიან, რადგანაც როგორც უკვე ითქვა, ქალდეველთა მიერ მესოპოტამიის დაპყრობა დაიწყო ძვ.წ. IX-ე საუკუნეში და დასრულდა ძვ.წ. 625 წელს ახალი ბაბილონიის შექმნით, რომლის სათავეში მოექცა ქალდეველთა სამეფო დინასტია. პირველი ქალდეველი მეფე იყო ნაბოპალასარი. 555-538 წლებში ქალდეველების რეფორმებმა რადიკალური სახე მიიღეს, მეფე ნაბონიდმა გააძლიერა მთვარის ღმერთი სინის კულტი და უარყო მარდუქის კულტი, გადაადგილა დედაქალაქიც ბაბილონიდან თემის ოაზისში. დაიმსახურა მარდუქის ქურუმების გულისწყრომა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიბლიური იაჰვე-საბაოთის კულტი დაკავშირებულია მთვარესთან, მთვარის ფაზებთან. სწორედ ახალმთვარეობის და სავსემთვარეობის დროს უმართავდნენ ძველი იუდეველები დღესასწაულებს, როგორც წერია ძველ აღთქმაში (იერემიასთან, ესაიასთან, ეზეკიელთან და ა.შ.). გამოდის, რომ იაჰვე არის მთვარის ღმერთი, რომლის კულტიც გააძლიერეს ქალდეველებმა (ქალდეველმა მეფეებმა), როცა დაიპყრეს მესოპოტამია. აქედან გამომდინარე ბიბლიური აბრაამი უნდა დაბადებულიყო ძვ.წ. მეცხრე საუკუნეში (ან მეშვიდე საუკუნეში). შესაბამისად ისეთი პერსონაჟები, როგორებიცაა - იაკობი, იოსები, მოსე, იესო ნავეს ძე, მსაჯულები, მეფე საული, მეფე დავითი, მეფე სოლომონი ბრძენად წოდებული და სხვანი, უნდა დაბადებულიყვნენ გაცილებით უფრო გვიანდელ პერიოდში, ვიდრე ამას მიუთითებს ბიბლია, უფრო ზუსტად ბიბლიაზე დაფუძნებული ოფიციალური რელიგიური ისტორია. შესაბამისად გამოდის, რომ ებრაელი ხალხის ისტორია მოითვლის არა 3800 წელს, არამედ გაცილებით ნაკლებს, მხოლოდ 2800-2900 წელს. აქედან გამომდინარეობს ის აზრი და სავსებით ლოგიკური დასკვნა, რომ ისრაელის ერი (ებრაელი ერი) გაცილებით უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ოფიციალურად არის მიჩნეული და წარმოშობილია იგი ძველი ქალდეველების ეთნოსიდან. შესაბამისად აქედან კიდევ ერთი დასკვნა; იუდაისტური რელიგია გაცილებით უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ბევრს ჰგონია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რელიგიური იერარქები, რომლებიც ეყრდნობიან ბიბლიას, ბევრ რამეში ცდებოდნენ. ადგილი აქვს სერიოზულ უზუსტობებს და ანაქრონიზმებს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...