შანკარადევა Posted April 17, 2018 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2018 (edited) რატომ ვარ ხელოვნურად შექმნილი არსებების მიმართ კონსერვატიული მიდგომის მომხრე? რატომ ვუყურებ კლონს როგორც ცოცხალ სულს? რატომ ვცემ პატივს რობოტებს და გოლემებს? პასუხი მარტივია; იმიტომ რომ ინდო-შინტო-ბუდისტი ვარ. ჩემი რწმენა ესაა ინდუიზმის, შინტოისტური ანიმისტური შამანისტური პოლითეიზმის და ბუდისტური პანთეიზმის სინთეზი. ბუდიზმი ქადაგებს თანაგრძნობას ყველა არსების მიმართ, ბუდიზმიც და ინდუიზმიც ცნობს უზენაეს ძალებს და აცხადებს რომ ადამიანი არაა ერთადერთი და უმაღლესი ცოცხალი არსება და მით უმეტეს სამყაროს ჭიპი. შინტოიზმი ქადაგებს, რომ სულიერი არსი ყველაფერშია, მათ შორის "უსულო" საგნებშიც კი. იაპონური რწმენით უსულო საგანმა, მაგალითად მახვილმა ან მარაომ შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ პატრონის ენერგიის დახმარებით შეიძინოს სულიერი მე და გახდეს ანთროპომორფული ცოცხალი არსება. კამი და იოკაი ანუ სულები ყველაფერში არიან. ბრიყვულია იმის მტკიცება რომ არსებობს არაცოცხალი ბუნება. ამიტომაც კლონი, რობოტი ან გოლემი ვერანაირად ვერ იქნება ჯართი ან უსულო ბოიმასა უფლებების გარეშე. არაფერია უსულო. სულიერი მე გააჩნია თითოეულ ორგანულ და არაორგანულ ატომს. ფიზიკურ ვაკუუმსაც აქვს სულიერი მე. მზეც, მთვარეც და პლანეტებიც სულიერი არსებები არიან და ფლობენ ცნობიერებას რომეიც უკვდავია და შედგება დჰარმებისგან. კლონი, რობოტი და გოლემი ესაა ერთგვარი ცუკუმოგამი. Edited April 17, 2018 by შანკარადევა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.