Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

Guest ჭანო
მე თუ მკითხავ, რელიგია უნდა იყოს ფილოსოფიის ქვეგანყოფილება და არა პირიქით....

გეთანხმები, მე უფრო შორს წავიდოდი და ფილოსოფია განათლების ქვეგანყოფილების მომხრე ვარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 weeks later...

ფილოსოფია არაა რწმენა, არც ურწმუნოება – ფილოსოფია ცოდნაა.

ფილოსოფოსმა რაც იცის, იცის უეჭველად და რაც არ იცის, იცის რომ არ იცის.

ანუ არცოდნის შემთხვევაში ფილოსოფოსმა იცის თავისი არცოდნის შესახებ.

ამიტომაა ფილოსოფია ცოდნა, მაგრამ ვინაიდან არცოდნის ცოდნა არცოდნის აღიარებას წარმოადგნეს, ამიტომაა ფილოსოფია ასევე სიბრძნის სიყვარული, ანუ სწრაფვა ცოდნისაკენ. ფილოსოფოსი არის ადამიანი რომელიც არცოდნის ცოდნიდან იწყებს.

ცნობილი გამოთქმა: „მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი“, წარმოადგენს არა ფილოსოფიის არსს, არა ფილოსოფიის დასკვნას, არამედ ფილოსოფიის დასაწყისს.

ვინც აღმოაჩენს თავის არცოდნას და შემდეგ ან რწმენაში, ან ურწმუნოებაში გადავარდება, არაა ჭეშმარიტი ფილოსოფოსი. მორწმუნე და ურწმუნოც ფილოსოფოსობს, მაგრამ ამ ფილოსოფოსობით ერთი რწმენაში, მეორე კი ურწმუნოებაში მტკიცდება.

ფილოსოფოსია ის, ვინც არცოდნის ცოდნიდან, შემდგომ ახალ ცოდნას მიაგნებს, შემდეგ კიდევ ახალს და ა.შ., ანუ სულ უფრო მეტ და მეტ უეჭველ ცოდნას ეუფლება.

 

რა არის ცოდნა?

 

ცოდნის მთავარი მახასიათებელი არის აბსოლუტური მარტივი სიცხადე და შესაბამისად ურყევი ეჭვშეუტანლობა მასში. მაშინ როდესაც რწმენა შეიძლება შესუსტდეს ან გაძლიერდეს, ან კიდევ უარესი, დაკარგოს კიდეც ადამიანმა, ცოდნას ეს არ ემუქრება.

მაგალითად, ასეთია ადამიანის მიერ იმის ცოდნა, რომ ის არსებობს. აბა სცადეთ და ვინმე დააჯერეთ, რომ ის არ არის. აი რაც შეეხება რწმენას, მაგალითად სულის უკვდავობისა ან ღმერთის არსებობისა, ეს რწმენა შეიძლება დაკარგოს ან შეიძინოს ადამიანმა.

 

სულიერების სფეროში ცოდნა ნიშნავს ჭეშმარიტისა და კეთილის, ცრუსა და ბოროტისაგან განსხვავების უნარს.

 

ადამიანებში არსებობს ცოდნის ორი დონე: პირველი – ცხადი და უშუალოდ მოცემული, როდესაც ადამიანი მეყსეულად, მარტივად და ნათლად განარჩევს ჭეშმარიტსა და კეთილს, ცრუსა და ბოროტისაგან. ასეთი ცოდნა იშვიათია და ფილოსოფიაში პერცეპციის სახელითაა ცნობილი. პერცეპციის მქონე ადამიანებში ეს უნარი ასევე სხვადასხვა დონისაა. მეორე – როდესაც ადამიანს შინაგანი გრძნობა კარნახობს ზოჯერ მაშინვე, ზოგჯერ მოგვიანებით, თუ რასთანა აქვს საქმე, ჭეშმარიტსა და კეთილთან, თუ ცრუსა და ბოროტთან. ამას სინდისი ეწოდება და ასევე სხვადასხვა დონის არსებობს ადამიანის სულიერების მიხედვით.

 

შესაბამისად, უცოდინარობა მდგომარეობს ზემოთ ნახსენები უნარის, ჭეშმარიტისა და კეთილის, ცრუსა და ბოროტისაგან გარჩევის არ ქონაში.

 

ზემოთ ნათქვამი რელიგიურად ასე გამოითქმის:

ჭეშმარიტი და კეთილი ღმერთია; ცრუ და ბოროტი ეშმაკი. შესაბამისად, ცოდნა გამოდის ღმერთისა და ღვთიურის, ეშმაკისა და ეშმაკისეულისაგან განსხვავების უნარს.

 

მოკლედ:

ცოდნა სიკეთისა და ბოროტების ცოდნაა.

მცოდნემ იცის რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება.

უცოდინარმა არც ერთი იცის და არც მეორე.

 

ზემოთ ნათქვამი ზოგს მოეჩვენება მცდარად შემდეგი მიზეზით.

ბიბლიიდან ვიცით რომ ადამის ცოდვათდაცემის მიზეზი იყო ნაყოფის ჭამა ხიდან კეთილის და ბოროტის შეცნობისა. და რომ ამის შემდეგ „აჰა, გახდა ადამი ... შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა“(ძველი აღთქმა.დაბადება.თავი მესამე.22). გამოდის, იფიქრებს ზოგი, სიკეთის და ბოროტის ცოდნა ღუპავს. დიახ, ღუპავს, მაგრამ მაშინ როდესაც ადამიანი თავისი ჭკუით ანსხვავებს სიკეთეს და ბოროტებას და არა ღმერთის მიხედვით. ადამმა თავიდან ჭეშმარიტად იცოდა სიკეთისა და ბოროტის გარჩევა, ვინაიდან ამას ღმერთის მიხედვით (ღმერთიდან) აკეთებდა, ხოლო ცოდვათდაცემის შემდეგ საკუთარი ჭკუით მოინდომა და ეშმაკისეულ ხიბლში ჩავარდა. ასე რომ, ცოდვათდაცემამდე ადამის ცოდნა იყო ჭეშმარიტი (ღვთიური) და ცოდვათდაცემის შემდეგ გახდა ცრუ (ეშმაკისეული).

* * *

ბევრს ჰგონია რომ ფილოსოფია მხოლოდ თაროებზე შემოდებულ წიგნებში და ფილოსოფოსთა თავებშია. ეს არათუ ესე არაა, უფრო მეტიც – ფილოსოფია არის ყველგან და ყველაფერში.

ყოველ ეპოქას მთლიანად განსაზღვრავს და აყალიბებს ამ ეპოქაში გაბატონებული ფილოსოფია.

ფილოსოფია აისახება ადამიანის ცხოვრების ყოველ მსხვილმანში თუ წვრილმანში, სახელმწიფოს უზოგადეს და კონკრეტულ კანონებში, მორალში, ყველა ხელოვნებაში.

***

 

რატომ არ არის ფილოსოფოსი მორწმუნე? და რატომ არ არის მორწმუნე თუ ურწმუნო ფილოსოფოსი?

პასუხი:

მე (ფილოსოფოსმა) არ ვიცი რა არის სიკვდილის შემდეგ და ამიტომ არაფერს ვამბობ ამაზე. ეს ნიშნავს რომ რაც არ ვიცი, ვიცი რომ არ ვიცი. და რახან არ ვიცი არც არაფერს ვამბობ ამაზე.

მორწმუნემაც არ იცის და ათეისტმაც არ იცის რა არის სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ერთს სწამს რომ არის რაღაცა და მეორეს სწამს რომ არაფერი არაა.

მორწმუნემ თუ ათეისტმა ეს არ იცის. ერთს სწამს რომ ზნეობრივი ცხოვრება სამოთხეს დაუმკვიდრებს და ამიტომაა ასეთი, მეორე კი თუ ზნეობრივია, მხოლოდ იმიტომ რომ კანონი ან საზოგადოებრივი მორალი აკავებს. თუ რომ მორწმუნე ან ათეისტი შეიმეცნებს იმას, რაც ზემოთ ვთქვი, ანუ ნათლად აღმოაჩენს რომ უზნეობა აუბედურებს და ზნეობრიობა აბედნიერებს, მაშინ იგი უკვე გახდება მცოდნე.

***

 

ფილოსოფოსები ყველა ეპოქაში ყოველთვის ყველაზე ცოტანი იყვნენ, მაგრამ ისინი განსაზღვრავდნენ ეპოქის სულს.

რაც უფრო ფილოსოფიურია ეპოქა, მით უფრო ბევრს უტოვებს იგი როგორც თანადროულ, ისე მომავალ საზოგადოებას. ასეთი ეპოქები იყო ელინური და აღორძინების ეპოქები. რაც უფრო კვდება ფილოსოფია საზოგადოებაში, მით უფერული ხდება ცხოვრება – ასეთი იყო მთელი რიგი საუკუუნეები, რომელთაც თითქმის არაფერი დაგვიტოვეს.

თვლის რა რომ არ ფლობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, ფილოსოფოსი ყოველთვის სიფრთხილით და პატივისცემით ეკიდება ყველას და ყველაფერს, არის ყურადღებიანი ყველას და ყველანაირი აზრის მიმართ, საკუთარ აზრებს სიფრთხილით და გულმოდგინედ აყალიბებს, არავის არ შეურაცხყოფს და ვერც მას შეურაცხყოფს ვერავინ, რამეთუ იგი თავის აზრებს და შეხედულებებს არ აკერპებს, არც ვინმე ადამიანს თუ საკუთარ თავს.

ფილოსოფოსი არავის ებრძვის, არავის არ აწვება, ყოველთვის ცდილობს მხოლოდ გააგებინოს და აუხსნას და თუ არ გამოსდის, მშვიდობიანად გაეცალოს.

ფილოსოფოსობა არაა ადვილი საქმე. იგი მუდმივ მუშაობას მოითხოვს როგორც საკუთარ გონებაზე, ასევე გულზე. მუდმივ თვითშემეცნებას და მუდმივ სრულქმნას.

ფილოსოფოსი არ ეძებს ამ ქვეყნად ბედნიერებას, იმიტომ რომ იცის რომ მოკვდავია, და არ ელოდება საიქიო ცხონებას, იმიტომ რომ არ იცის არის თუ არა იქით რამე.

ფილოსოფოსი ცხოვრობს დღევანდელი დღით და არ აშენებს ოცნების კოშკებს მომავალში.

იცის რა თუ რა არის ცხოვრება და ადამიანი, იგი თავისუფალია ილუზიებისაგან და კმაყოფილდება რეალობით.

მას უყვარს სიცოცხლე, მაგრამ არ გიჟდება მასზე. მან იცის რომ არყოფნა მუდამ მის გვერდითაა სათუთად აფასებს ყოველ მშვიდ და უშფოთველ წუთს თავის ცხოვრებაში. ნათლად ხედავს რა ადამიანის ცხოვრების სიმოკლეს, საბოლოო უსუსურობას და ტანჯულ ყოფას, თანაუგრძნობს ყველას განურჩევლად და არავინ არ სძულს, არამედ შეეწევა ყველას ყველაფერში რამდენადაც კი ეს შეუძლია.

 

 

ფილოსოფოსი შემეცნებაში არავის არაფერს არ უჯერებს, გარდა საკუთარი თავისა. ის ეკითხება თავის თავს – ვინ ვარ მე? როგორი ვარ? რატომ ვარ ისეთი, როგორიც ვარ? შეიძლება რამე შევცვალო? და თუ კი, მაშინ როგორ?

ფილოსოფოსი შემეცნებას აწარმოებს საკუთარი თავიდან. ის არ კითხულობს ვინ არის და როგორია ივანე თუ ვალიკო. ის ცდილობს გაერკვეს თავის თავში და აქედან გაიგოს ყველა და ყველაფერი. ფილოსოფიური შემეცნების გზაა თვითშემეცნება. შეიცან თავი შენი – აი ფილოსოფოსის კრედო და მანათობელი ვარსკვლავი.

საკუთარ თავში აღმოაჩენს ფილოსოფოსი მზესაც, მთვარესაც, ვარსკვლავებს, მიწას. საკუთარ თავში აღმოაჩენს იგი შიშს, სიძულვილს, უმეცრებას, სიმშვიდეს, სინათლეს და სიყვარულს. საკუთარ თავში აღმოაჩენს მთელ კოსმოსს. ასე იმეცნებს იგი ყველას და ყველაფერს – საკუთარ თავში.

 

* * *

გარე სამყარო, სხვა ადამიანები ფილოსოფოსისთვის სარკეა, სადაც ის ხედავს თავის თავს.

შესაბამისად ყველასთან და ყველაფერთან მას აქვს ისეთი დამოკიდებულება, როგორც საკუთარ თავთან.

 

 

ფილოსოფია არის ყოველივეს საფუძველი, ყოველივე ფილოსოფიაა და ყოველში ფილოსოფიაა.

ფილოსოფოსი არის რეალობის უშუალო შემმეცნებელი.

ყოველივე სხვა რეალობას იმეცნებს იგავის მეშვეობით.

 

 

ფილოსოფია არ არის სიბრძნის სიყვარული, როგორც ჩვეულებრივ ჰგონიათ.

ფილოსოფია არის ფილეო და სოფია, ანუ სიყვარულის და სიბრძნის ერთობა.

ფილოსოფია იწყება ცოდნით (სიბრძნით) და თავის დასრულებას ნახულობს სიყვარულში.

ანუ ჭეშმარიტი ფილოსოფოსი არის სიბრძნის და სიყვარულის მფლობელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პლატონი

"ყველა მეცნიერება მასზე უფრო საჭიროა, მაგრამ არცერთი მასზე უკეთესი არ არის".

და მაინც, თქვენი აზრით რა მისია აკისრია ფილოსოფიას? რისთვისაა ის საჭირო? რისი მოცემა შეუძლია მას? შესაძლებელია, რომ მან გავლენა მოახდინოს ადამიანთა ამქვეყნიურ ყოფაზე?

ჩემ აზრს მოგვიანებით დავწერ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

paolo

რა მისია აკისრია ფილოსოფიას? რისთვისაა ის საჭირო? რისი მოცემა შეუძლია მას? შესაძლებელია, რომ მან გავლენა მოახდინოს ადამიანთა ამქვეყნიურ ყოფაზე?

 

ფილოსოფია,როგორც მოგახსენეთ, არის სიბრძნე და სიყვარული.

 

ეხლა გავიმეოროთ თქვენი შეკითხვები ამ კონტექსტში.

 

მივიღებთ:

 

რა მისია აკისრია სიბრძნეს და სიყვარულს? რისთვისაა ისინი საჭირო? რისი მოცემა შეუძლიათ მათ? შესაძლებელია, რომ მათ გავლენა მოახდინონ ადამიანთა ამქვეყნიურ ყოფაზე?

 

ამის შემდეგ უნდა ვთქვათ თუ რა არის სიბრძნე და რა არის სიყვარული.

 

სიბრძნე არის სიკეთე – ბოროტების გარჩევის უნარი.

სიყვარული კი არის სიკეთეში ცხოვრება.

აქედან უკვე ნათელია, შესაძლებელია თუ არა, რომ ფილოსოფიამ გავლენა მოახდინოს ამქვეყნიურ (და არა მარტო ამქვეყნიურ) ყოფაზე.

 

რისთვისაა საჭირო ფილოსოფია? კეთილის და ბოროტის გარჩევისთვის და კეთილად ცხოვრებისთვის.

რისი მოცემა შეუძლიათ მათ? სისრულის, სრულყოფილების. რამეთუ კეთილის და ბოროტის გარჩევაში და კეთილად ცხოვრებაშია სრულქმნა. საბოლოო ნაყოფი ყოველივე ამისა კი არის ნეტარი სიცოცხლე.

Edited by პლატონი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პლატონი

ფილოსოფია არის არაზუსტი მეცნიერება...

 

რასაც ამბობს იმას ვერ დაამტკიცებს ფილოსოფოსი..

 

ყველაზე ნაკლებად ფილოსოფოსებს უნდა ენდოს ადამიანი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ა)ფილოსოფია არის არაზუსტი მეცნიერება...

 

ბ)რასაც ამბობს იმას ვერ დაამტკიცებს ფილოსოფოსი..

 

გ)ყველაზე ნაკლებად ფილოსოფოსებს უნდა ენდოს ადამიანი...

 

ა)ფილოსოფია სულის მეცნიერებაა, მას თავისი გამოყენების სფერო აქვს, სადაც ყველა სხვა მეცნიერება სრულიად უძლურია. არასწორია საერთოდ მეცნიერებების ერთმანეთთან შედარება, ეს იგივეა რომ ვადარებდეთ ერთმანეთს ექიმს და ფეხბურთელს, ან ასფალტის მტკეპნელს ფორმულა ერთის მანქანას.

 

ბ)ჭეშმარიტი ფილოსოფოსი თავის ნათქვამს ამტკიცებს თავისი ცხოვრებით და არა სიტყვებით. ასეთები იყვნენ ჭეშმარიტი ფილოსოფოსები: მაგ. სოკრატე.

 

გ)ადამიანი არავის არ უნდა ენდოს, არამედ თვითონ უნდა გახდეს ფილოსოფოსი, ყველა თავისი შესაძლებლობის შესაბამისად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პლატონი

ა)ფილოსოფია სულის მეცნიერებაა, მას თავისი გამოყენების სფერო აქვს, სადაც ყველა სხვა მეცნიერება სრულიად უძლურია. არასწორია საერთოდ მეცნიერებების ერთმანეთთან შედარება, ეს იგივეა რომ ვადარებდეთ ერთმანეთს ექიმს და ფეხბურთელს, ან ასფალტის მტკეპნელს ფორმულა ერთის მანქანას.

 

ბ)ჭეშმარიტი ფილოსოფოსი თავის ნათქვამს ამტკიცებს თავისი ცხოვრებით და არა სიტყვებით. ასეთები იყვნენ ჭეშმარიტი ფილოსოფოსები: მაგ. სოკრატე.

 

გ)ადამიანი არავის არ უნდა ენდოს, არამედ თვითონ უნდა გახდეს ფილოსოფოსი, ყველა თავისი შესაძლებლობის შესაბამისად.

ა) სულიზე რომ ლაპარაკობენ, გულისმობენ ადამიანის ფსიქიკას, შესაბამისად არსებობს ფილოსოფიაზე ზუსტი მეცნიერება, ესაა ფსიქოლოგია.

ბ) უფრო სწორედ აჩვენებს რომ ისე ცხოვრობს როგორც ის ასაღ$ებს, რომ ცხოვრობს.. მითია ეს ჩემი მოკრძალებული აზრით.

 

გ) მეცნიერებისა და ადამიანის ნდობაზეა ადამიანი არ უნდა ენდოს არაზუსტ მეცნიერებებს ბოლომდე, რა თქმა უნდა ნაწილობრივ რაღაც იქნება ჭეშმარიტი ფილოსოფიაში, მარა საბოლოო ჯამში მაინც არაზუსტია, შესაბამისად მეცნიერებებიდან, არაზუსტ მეცნიერებებს არ უნდა ენდო ბოლომდე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ა) სულზე რომ ლაპარაკობენ, გულისხმობენ ადამიანის ფსიქიკას, შესაბამისად არსებობს ფილოსოფიაზე ზუსტი მეცნიერება, ესაა ფსიქოლოგია.

 

ბ) უფრო სწორედ აჩვენებს რომ ისე ცხოვრობს როგორც ის ასაღებს, რომ ცხოვრობს.. მითია ეს ჩემი მოკრძალებული აზრით.

 

გ) მეცნიერებისა და ადამიანის ნდობაზეა ადამიანი არ უნდა ენდოს არაზუსტ მეცნიერებებს ბოლომდე, რა თქმა უნდა ნაწილობრივ რაღაც იქნება ჭეშმარიტი ფილოსოფიაში, მარა საბოლოო ჯამში მაინც არაზუსტია, შესაბამისად მეცნიერებებიდან, არაზუსტ მეცნიერებებს არ უნდა ენდო ბოლომდე.

 

ა) ფილოსოფიის საგანი სრულიად სხვაა, ფსიქოლოგიის სხვა. ადამიანი შედგება სამი არსებითი ნაწილისგან: სხეული+სამშვინველი+სული. ფსიქოლოგიის საგანია ფსიქე, რუსულად душа, ხოლო ფილოსოფიის საგანია სული, რუსულად дух. სამშვინველი ცხოველებსაც აქვთ. აი სული კი მხოლოდ ადამიანებს. ფსიქოლოგიაში არ არსებობს ჭეშმარიტებისა და სიცრუის, სიკეთისა და ბოროტების, საიქიო ცხოვრების პრობლემები, იმიტომ რომ სამშვინველი ამ სფეროების მიღმაა. სამშვინველი, ისევე როგორც სხეული, შეიძლება დაავადდეს, და ბოლოს სხეულის სიკვდილთან ერთად ისიც წყვეტს არსებობას. სული კი მარადიულია და განაგრძობს არსებობას სულიერ კოსმოსში.

თავად სული ორი განუყოფელი ნაწილისგან შედგება: ნებისა და გონებისგან. ნების საგნებია სიკეთე და ბოროტება, გონების ჭეშმარიტება და სიცრუე.

 

ბ) კი, ადამიანს შეუძლია სხვასაც ატყუებდეს და თვითონაც ტყუვდებოდეს, სიკვდილზეც კი წავიდეს სხვების დასანახავად, მაგრამ ყოველთვის ასე არაა. ამ საკითხზე, ანუ ადამიანის ბუნებაზე, ჩვენ სხვა თემაში გვაქვს საუბარი და იქ განვავრცობ სათქმელს.

 

გ) ფილოსოფიაში არ შეიძლება რომ ყველაფერი ნათელი და ზუსტი იყოს. ეს იმიტომაა საჭირო, რომ ადამიანს ჰქონდეს თავისუფალი არჩევნის საშუალება. წარმოიდგინე რომ სპორტსმენმა ან მეომარმა ასი პროცენტით იცოდეს(იცოდეს და არა სწამდეს, ცოდნაა სხვაა, რწმენა სხვა, რწმენა სულის თავისუფლებას და სიმამაცეს ეფუძნება ცოდნისაგან განსხვავებით, სადაც თავისუფლება არ არსებობს), რომ გაიმარჯვებს, განა დარჩება მას იმის საშუალება, რომ გამოავლინოს სულის ისეთი მშვენიერი თვისებები, როგორიცაა ვაჟკაცობა, თავდადება, შეუპოვრობა, სიმამაცე, რაინდობა, კეთილშობილება, იმედი, რწმენა და სხვა მრავალი ისეთი თვისება, რაც აგრერიგად ამშვენებს და აღამაღლებს ადამიანს; ფილოსოფიის დანიშნულებაა ჭეშმარიტი ადამიანის ჩამოყალიბება, ამისათვის კი ფილოსოფიამ უნდა დაუტოვოს ადამიანს ჭეშმარიტი ადამიანისათვის დამახასიათებელი ბუნების გამოვლინების საშუალება. ამიტომ აუცილებელია, რომ ფილოსოფიაში ბოლომდე ნათელი და ბოლომდე ცხადი არაფერი არ იყოს. ამაშია ფილოსოფიის ძალა და მომხიბვლელობა. ფილოსოფიაა არაა სუსტების საქმე, ისევე როგორც ჩემპიონობა.

Edited by პლატონი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გ)ადამიანი არავის არ უნდა ენდოს, არამედ თვითონ უნდა გახდეს ფილოსოფოსი, ყველა თავისი შესაძლებლობის შესაბამისად.

მართალია, მაგრამ მაინც...

ადამიანთა დიდი ნაწილი ისე გაივლის თავის ცხოვრებას, რომ სერიოზულად არ დაფიქრდება კითხვებზე: ვინ ვარ მე? საიდან მოვედი? საით მივდივარ? რა არის ჩემი არსებობის აზრი? რას წარმოვადგენ მე ამ სამყაროში? რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება?

რა გამოდის, თუ მათი ენა უმრავლესობას არ ესმის?

ფილოსოფია მხოლოდ ფილოსოფოსებისთვის არსებობს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალია, მაგრამ მაინც...

ადამიანთა დიდი ნაწილი ისე გაივლის თავის ცხოვრებას, რომ სერიოზულად არ დაფიქრდება კითხვებზე: ვინ ვარ მე? საიდან მოვედი? საით მივდივარ? რა არის ჩემი არსებობის აზრი? რას წარმოვადგენ მე ამ სამყაროში? რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება?

 

ფილოსოფია მხოლოდ ფილოსოფოსებისთვის არსებობს?

 

ფილოსოფია არსებობს ადამიანისთვის.

ვინც საერთოდ არ ფილოსოფოსობს, ის ადამიანს მხოლოდ ჰგავს.

Edited by პლატონი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პლატონი

ა) ფილოსოფიის საგანი სრულიად სხვაა, ფსიქოლოგიის სხვა. ადამიანი შედგება სამი არსებითი ნაწილისგან: სხეული+სამშვინველი+სული. ფსიქოლოგიის საგანია ფსიქე, რუსულად душа, ხოლო ფილოსოფიის საგანია სული, რუსულად дух. სამშვინველი ცხოველებსაც აქვთ. აი სული კი მხოლოდ ადამიანებს. ფსიქოლოგიაში არ არსებობს ჭეშმარიტებისა და სიცრუის, სიკეთისა და ბოროტების, საიქიო ცხოვრების პრობლემები, იმიტომ რომ სამშვინველი ამ სფეროების მიღმაა. სამშვინველი, ისევე როგორც სხეული, შეიძლება დაავადდეს, და ბოლოს სხეულის სიკვდილთან ერთად ისიც წყვეტს არსებობას. სული კი მარადიულია და განაგრძობს არსებობას სულიერ კოსმოსში.

თავად სული ორი განუყოფელი ნაწილისგან შედგება: ნებისა და გონებისგან. ნების საგნებია სიკეთე და ბოროტება, გონების ჭეშმარიტება და სიცრუე.

რა გითხრა აბა, მე სულის არსებობის არ მწამს და მემგონი ამაზე კამათი ვერ შედგება ჩვენს შორის..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა გითხრა აბა, მე სულის არსებობის არ მწამს და მემგონი ამაზე კამათი ვერ შედგება ჩვენს შორის..

 

ნამდვილად!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...
..."ზვიად გამსახურდია განასხვავებს აზროვნების ორ დონეს:რაციონალურს და ინტუიცურს...რაციონალური ანაწევრებს შლის სინამდვილეს,მხოლოდ მის გარეგან მხარეს ეხება ,ამიტომმას საქმე არა აქვს თვითონ სინამდვილესთან,მის გულთან...სხვაა მისთვის ინტუიცური აზროვნება,რომელიც უშუალოდ ეხება სინამდვილეს, მის გულს... იგი ღმერთის ხატად და მსგავსად ხდის ადამიანს...მისი აზრით სინამდვილის გული,არსი ღმერთია,ინტუიტური,სულიერი აზროვნება სწორედ ღმერთს ეხება,"ვეფხისტყაოსანშიც" ღმერთის ხატს ხედავდა,ქართულ ენაში-ღვთის სიტყვას,ქართლის ცხოვრებაში-ტანჯვით სიკვდილისა და აღდგომის ქრისტესეულ მისტერიას,ეროვნულ თავისუფლებაში-ღვთით ბოძებულ საიდუმლოებას;მტერთან ბრძოლაში-ქრისტესეულ მხილებას,აპოკალიფსურს...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
ცოდნის მთავარი მახასიათებელი არის აბსოლუტური მარტივი სიცხადე

რა არის აბსოლუტური მარტივი სიცხადე?

სამშვინველი, ისევე როგორც სხეული, შეიძლება დაავადდეს, და ბოლოს სხეულის სიკვდილთან ერთად ისიც წყვეტს არსებობას.

არ არის მართალი.

 

ფილოსოფია სულის მეცნიერებაა

არ არის მართალი:D

სულის მეცნიერება არის ანთროპოსოფია.

:yes2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...
მე არ ვარ მართმადიდებელი, მაშასადამე აღარ ვარ ქართველი!!! ჰურაა

ჭანო

ჭანო გავიგეეეეე, რომ არ ხარ მართლმადიდებელიიიიიი!!!

რატომ ხარ ასეთი გაბრაზებული ყველაზე. რა დაგიშავეთ დანარჩენებმა?

რას იზამ ყველას აქვს თავისი ნაკლი.

ფილმი მახსენდება მგონი "მეხუთე ელემენტი"ა ნაყურები გაქვს. ეპიზოდია ასეთი, როდესაც დედამიწის გადარჩენისათვის დგას ადამიანთა ჯგუფი და ლოცულობენ, ამ დროს გადის ტიპი და მას ეუბნებიან მოდი და ჩვენთან ილოცეო. პასუხი: მე თქვენი სარწმუნოების არ ვარო, მლოცველები კი ეუბნებიან: არაუშავს უნაკლო არავინაა.

ასე რომ გადავიდეთ არსებით საკითხების განხილვაზე.

ვენი დროის უბედურება ის არის, რომ თანამედროვე მეცნიერული დასკვნების აღქმა, შესაბამისად ფიქრი და მოქმედება აღარ შეგვიძლია. და თუ ჩვენს საზოგადოებაში მოაზროვნე ადამიანები ჯერ კიდევ შემორჩნენ, მაშინ ვალდებულნი ვართ, ერთმანეთი მოვძებნოთ და გავაძლიეროთ, რადგან

”არავინ ანთებს სანთელს, რომ ჭურჭელი დაახუროს ან საწოლქვეშ დადოს: არამედ სასანთლეზე დადებს, რათა შემომსვლელებმა იხილონ ნათელი” (ლუკა 8. 16.).

“მოაზროვნე ადამიანების მცირე ჯგუფებად ჩაკეტვა, იზოლაცია ასუსტებს ერის ფილოსოფიურ სულს და ხალხი სულიერ სიღატაკემდე მიჰყავს” (ალბერტ აინშტაინი).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...