Jump to content
Planeta.Ge

ორიოდე სიტყვა რელიგიური წიგნების შესახებ


Recommended Posts

რა ვერ გაიგეთ მუსულმანებმა? ალლაჰი ანუ ალ-ილაჰი ესაა მთვარის ღმერთი არაბული პოლითეიზმიდან. ალ-ილაჰი იგივეა რაც იაჰვე ელოჰიმი ებრაული წარმართობიდან. თავიდან ებრაელები პოლითეისტები იყვნენ ისევე როგორც ქრისტიანები და მუსულმანები. ამას ადასტურებენ რაფაელ პატაი, რობერტ გრეივსი, ტიმოტი ფრეკი და სხვა მეცნიერები.

ყურანის გარდა ვედებიც, თორაც და ბიბლიაც თავდაპირველად ზეპირად გადაეცემოდა და ჩაწერილი არ იყო. ეს "წიგნები" დაიწერა მხოლოდ მოგვიანებით, როცა ცხადი გახდა, რომ კალი-იუგას გამო ადამიანთა მეხსიერება დეგრადირდებოდა და საჭირო იყო წიგნის სახით ქაღალდზე დაწერა და გამრავლება. ქრისტიანული "ახალი აღთქმა" დაიწერა მხოლოდ ახ.წ. 120 წლიდან და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ახ. წ. 314 წლიდან. ინდური ვედების ჩაწერა დაიწყო ძვ.წ. 500 წლიდან. თორა და ზოგადად "თანახი" დაიწერა ძვ. წ. 300-200 წლებში. თალმუდი საერთოდ შეადგინეს შუასაუკუნეებში. ეს მეცნიერულად დასტურდება. იხილეთ ტ. ფრეკის და ე. პეიჯელსის შრომები.

თავდაპირველად ყურანი არ არსებობდა ტექსტის სახით. მუჰამედმა უბრალოდ ჯაბრაილისგან მოისმინა "სიბრძნე" და დაიმახსოვრა. შემდგომ ეს "სიბრძნე" მიუყვა სხვებსაც. ადამიანებმა, რომლებმაც იცოდნენ ყურანი, დაამახინჯეს ორიგინალი და შექმნეს სხვადასხვა ვერსიები. შემდეგ ეს ვერსიები უკვე ჩაიწერეს და საბოლოოდ არსებობდა სხვადასხვა ტექსტები და თითოეული იყო ყურანის ერთ-ერთი ვარიანტი. ბოლოს გადაწყვიტეს რაღაც ექნათ და დაედგინათ სიმართლე, მაგრამ დღემდე მიდის დავა, თუ რომელი ვარიანტია სწორი. არიან შიიტები, სუნიტები, აჰმადისტები, ბაჰაისტები, ალავიტები, სუფისტები და ა.შ. და თითოეულს თავისი ვერსია ყურანისა. უკიდურესი შიიტები და სხვა ზოგიერთი მუსულმანები აღიარებენ რეინკარნაციას რასაც ეწოდება "ტანასუხ". სხვები ამ იდეას არ ცნობენ. ეს სექტები მუდამ ებრძვიან ერთმანეთს. ამაზე საუბრობენ სემ ჰარისი, კრისტოფერ ჰიტჩინსი, მამა დანიელ სისოევი და რენე გენონი. ყველას თავისი აზრი აქვს. პირადად მე ვთვლი რომ ჯერ ერთი არაბული წარმართობა უკეთესი იყო და მეორეც ფაშიზმი ისლამში არ უნდა იყოს. ნამდვილი ისლამი უნდა იყოს სუფისტურ-ბაჰაისტური, ხოლო იუდაიზმი და ქრისტიანობა მკაცრად კაბალისტურ-ნეოპლატონიკური.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...