Jump to content
Planeta.Ge

დაბადების პირველი თავის კაბალისტური და თეოსოფიური ანალიზი


Recommended Posts

კაბალა და თეოსოფია დაგვეხმარება ბიბლიის გაგებაში.

ბიბლიაში წერია:

ძველი აღთქმა

დაბადება

თავი პირველი

1. თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.

2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წ####ბს ზემოთ.

3. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი.

4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.

5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე.

 

"უსახო" და "უდაბური" ანუ "უფორმო" და "ცარიელი" ითქმის ასე: «тоhу ва-воhу»

რას ნიშნავს ეს? ჯერ ერთი ბიბლიის პირველივე სტროფი არის არასწორი. პირველი სტროფი ორიგინალში ასე ჟღერს: "ბარაშიტ ბარა ელოჰიმ ჰაშაიმაიმ ვეთ ჰაარეც", თეოსოფები განმარტავენ ასე: "მარადიულად არსებული არსიდან ჰერმაფროდიტმა ღმერთებმა წარმოშვეს ორმაგი ცა". ორმაგ ცაში იგულისხმება სულიერი სამყარო და ფიზიკური სამყარო ან სეფიროტი და კლიფოტი. სიტყვა "ელოჰიმ" რეალურად ნიშნავს არის მრავლობითი სიტყვა და ნიშნავს "ღმერთებს", ასევე სიტყვა "ელოჰიმი" არის არა მხოლოდ მამრობითი არამედ მდედრობითი სქესისაც. ანუ საუბარია მამრობით-მდედრობით ღმერთებზე. ესაა იგივე შაბდაბრაჰმანი ანუ იშვარა.

"ტოჰუ" ესაა სიღმე და ქაოსი, ხოლო "ბოჰუ" ესაა წინარეარსებული ცარიელი სივრცე. ბიბლიაში სწორედ ამ საწყისებზე არის საუბარი. ტოჰუ, ბოჰუ და ჰასეკი ანუ ბნელეთი აწონასწორებენ ერთმანეთს. ბიბლიაში არსებული ნათელი და ბნელი ესაა "ორ ეინ სოფ" და "ჰასეკ" იგივე "ჰოშეჰ". თეოსოფიური გაგებით სამი უზენაესი ტრიადა და სამი უმდაბლესი ტრიადა კაბალაში ანუ ეინი, ეინ სოფი და ეინ სოფ აორი და ტოჰუ, ბოჰუ და ჰასეკი არიან ერთი მედლის ორი მხარე, ერთი არადუალისტური აბსოლუტის ორი მხარე. ნათელიც და ბნელიც არის ერთი ღვთაებრივი აბსოლუტის ორი საპირისპირო ასპექტი. სწორედ ამაზეა საუბარი ადვაიტა ტანტრაშიც.

ნათელი და ბნელი ანუ "ორ" და "ჰასეკ" ესენია პირველყოფილი წინარეკოსმიური ოკეანე. თავდაპირველი საწყისი ესაა ნათლის და ბნელის ერთიანობა. ბიბლიაში სწორედ ამაზეა საუბარი. ბევრი ვერც კი ხვდება რას ნიშნავს "ნათელი", "ბნელი" და "უსახო" და "უდაბური". ეს იმიტომ რომ არ ესმით კაბალა და თეოსოფია.
Edited by შანკარადევა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...