Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ქალღმერთ მაჰაკალის აქვს 1000 სახელი. ეს წერია "შმაშანა-კალიკა-საჰასრანამაში". ჩემთვის ყველაზე საინტერესო სახელებია: 1. კამაკჰია – ვნებიანი 2. გალადრაკტავიბჰუსანა – სისხლის წვეთებით შემკული 3. პრეტაპანი სუმეკჰალა – ის ვინც მიცვალებულთა ხელების სარტყელს ატარებს 4. პრეტასანა – მიცვალებულზე მჯდომარე 5. პრიაპრეტა – გვამების მოყვარული 6. პრეტაბჰუმიკრტალაია – მის მიერ შექმნილ მიცვალებულთა მიწაზე მცხოვრები 7. პინონნატასტანი – სავსე მკერდიანი 8. დიგამბარა – შიშველი 9. ვისანკა – უშიშარი 10. მადანატურა – ის ვინც სიყვარულისგან იწვის 11. პრამატა – მთვრალი 12. პრამადა – შეშლილი 13. ნაგაკანია – ნაგების ასული 14. მოჰარატრი – სიბნელეში შემყვანი 15. რაკშასი – დემონესა 16. სონიტანანდაჯანანი – სისხლიანი ნეტარების დედა 17. ბჰოგავატი – ტკბობით აღვსილი 18. კამეში – სურვილების და ვნებების უფალი 19. დუსტადუსტამატი – ცოდვილი და არა ცოდვილი აზრი 20. რაკტასაია – სისხლში მსუფევი 21. რაკტაბჰოგა – ის ვინც ტკბება სისხლით 22. რაკტაპუჯასადარატი – სისხლიანი პუჯებით მუდამ დაკმაყოფილებული 23. რაკტაპუჯია – სისხლით თაყვანცემული 24. რაკტავატსალა – სისხლის მოყვარული 25. რაკტაპურნა – სისხლით აღვსილი 26. რაკტადეჰა – სისხლისგან შემდგარი სხეულის მქონე 27. რაკტაპუჯაკაპუტრინი – ქალიშვილი იმისა ვინც ეთაყვანება სისხლს 28. რაკტაკჰია – სისხლად წოდებული 29. რაკტინი – სისხლიანი 30. რაკტასამსპრჰა – ის ვისაც სისხლი სწყურია 31. რაკტასუნდარი – სისხლიანი სილამაზე, სისხლის დედოფალი 32. რაკტაბჰიდეჰა – სისხლის გამწმენდი 33. რაკტარჰა – სისხლის ღირსი 34. რაკტავანდაკავანდიტა – სისხლის თაყვანისმცემლებისგან თაყვანცემული 35. მაჰარაკტა – დიადი სისხლი 36. რაკტაბჰავა – თვით სისხლის არსი 37. რაკტავრსივიდჰაიინი – სისხლის დინებების გამომწვევი 38. რაკტასნატა – სისხლის განბანილი 39. რაკტაპრიტა – ის ვისაც უხარია სისხლი 40. რაკტასევიატრირაკტინი – თვით სისხლის თაყვანისმცემლის სისხლი 41. რაკტასადანანდავიდჰაიინი – მარადიული სისხლიანი ნეტარების გამომწვევი 42. რაკტანანდაკარი – სისხლიანი ნეტარების შემოქმედი 43. რაკტარაკტა – სისხლიანი და არა სისხლიანი 44. რაკტასევიაკსინირამა – ის ვისაც უხარია სისხლის თაყვანისცემის უარმყოფელის განადგურება 45. რაკტასევაკასარვასვა – სისხლის თაყვანისმცემლის მთელი კეთილდღეობა 46. რაკტანინდაკანასინი – სისხლის შეურაცმყოფელთა გამანადგურებელი 47. რაკტატმიკა – სისხლის არსი 48. რაკტარუპა – სისხლის ფორმის მქონე 49. რაკტაკარსანაკარრინი – სისხლის მიმზიდავი 50. რაკტოტსაჰა – სისხლს ვინც ესწრაფვის 51. რაკტავიაგრა – სისხლის დამცველი 52. რაკტაპანა პარაიანა – სისხლის მსმელი (სისხლის სმით დაკავებული).

 

აი ასეთია კალის სახელები. არის კიდევ სხვა სახელები. კალი არის ღმერთების და დემონების დედა. კალი ესაა ვამპირების დედოფალი. კალის ამალა შედგება ვამპირებისგან და სხვა დემონებისგან...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 years later...

ქალღმერთი კალი გამოისახება, როგორც ოთხი ხელის მქონე შეიარაღებული გრძელთმიანი თხელი ნატიფი ქალი მუქი ლურჯი კანით. როგორც წესი, შიშველი, თუ ჩაცმულია მაშინ ვეფხვის ტყავითაა შემოსილი. ზედა მარცხენა ხელში მას უჭირავს სისხლიანი ხმალი, რომელიც განასახიერებს ეჭვის და დუალიზმის განადგურებას, ქვედა მარცხენა ხელში მას უჭირავს — დემონის მოჭრილი თავი, რომელიც სიმბოლურად პიროვნული ეგოს მოკვეთას განასახიერებს. ზედა მარჯვენა ხელით, ის აჩვენებს შიშის გამქრობელ დამცავ მუდრას (ჟესტს), ხოლო ქვედა მარჯვენა ხელით აკურთხებს ადამიანებს უსრულებს თავის ერთგულებს სურვილებს. ოთხი ხელი ესაა 4 მთავარი ჩაკრას და სამყაროს 4 მხარის სიმბოლო.

ქალღმერთის სამი თვალი მართავს სამ ძალას: შექმნას, შენარჩუნებას და განადგურებას. ისინი ასევე შეესაბამება სამ დროს, ესენია: წარსული, აწმყო და მომავალი, და არიან მზის, მთვარის და ელვის სიმბოლო. მისი ქამარი ადამიანის ხელებისგან, განასახიერებს სასტიკ კარმას, რომელიც ყველგან მოგწვდება.

მისი მუქი ლურჯი ფერი არის ფერი უსასრულო კოსმოსური მარადიული დროისა, და სიკვდილისა. ეს სიმბოლიზმი ამახვილებს ყურადღებას იმაზე რომ კალი მოკვდავთა სამყაროზე მაღლა დგას. მაჰანირვანა ტანტრა ამბობს: "შავი ფერი შედგება თეთრი, ყვითელი და ყველა სხვა ფერებისგან. ისევე როგორც კალი შეიცავს ყველა სხვა არსებებს." შავი ფერი სიმბოლოა უშფოთველი სუფთა ცნობიერებისა.

თავის ქალების გირლიანდა მის სხეულზე, განასახიერებს რეინკარნაციას. თავის ქალების რაოდენობა არის ზუსტად 50 — როგორც სანსკრიტული ანბანის ასობგერები. მოჭრილი თავი, რომელილ ხელში უჭირავს კალის, ესაა დემონური პიროვნული ეგო (ego) ანუ მატერიალისტური იდეა: " მე ვარ სხეული", რომელსაც ანადგურებს კალი. თავის ქალა ასევე განასახიერებს კალის უნარს, გაანთავისუფლოს ადამიანის ცნობიერება საკუთარი სულიერი მეს სხეულთან გაიგივებისგან. ეს გირლიანდა სიმბოლოა, სიბრძნისა და ძალისა. "კალის აჩეჩილი თმა (elokeshi) ესაა სიკვდილის საიდუმლო ფარდა, რომელიც ფარავს სიცოცხლეს. გვამი, რომელზეც დგას იგი, განასახიერებს წარმავალ და დროებით ფიზიკურ სხეულს, რომელიც სულზე (ატმანზე) დაბლა დგას.

სისხლივით წითელი ენა ესაა რაჯასის მოდუსის სიმბოლო, რაჯასი ესაა სამყაროს კინეტიკური ენერგია.

კალი სუფევს ანაჰატა-ჩაკრაში. ის ურთიერთქმედებს ფიზიკურ გულთან; ამ ფორმით მას ეწოდება რაკტი-კალი - Rakti-Kali (წითელი კალი), პულსაცია გულისა. მაგრამ ეს არაა მხოლოდ სილამაზე, ეს არის, ასევე, საშინელება და სიკვდილი. კალი — ესაა მიუწვდომელი სილამაზე, უპასუხო სიყვარული. სილამაზე მისი შეუცნობელია, რადგან მას არა აქვს ფორმა.

კალი სიმბოლოა მარადიული ცხოვრების. მარადიულ ცხოვრებას აქვს ფასი. მხოლოდ, რაც არის უკვდავი შეიძლება იყოს უსასრულო, იმიტომ, რომ არაფერს შეუძლია შეცვალოს მისი ბუნება. მოკვდავი და გარდამავალი პროცესი დასრულდება ადრე თუ გვიან. რათა მიკიღო სარგებელი მარადისობიდან, რომელიცაა Kali, ჩვენი მოკვდავი ბუნება უნდა შევწიროთ მსხვერპლად. ამიტომაც, უბრალო ადამიანის თვალს კალი ეჩვენება, როგორც საშიში და დესტრუქციული.

კალი — ესაა მრავალსახა ქალღმერთი, რომელიც მართავს ცხოვრებას ჩასახვის მომენტიდან სიკვდილამდე. იგი განასახიერებს კოსმიურ ძალას მარადიული დროისა.

კოსმოსურ დონეზე, კალი არის დაკავშირებული ჰაერის ანუ ქარის, ვაიუს, პრანას ელემენტთან. ეს ძალა ავსებს სამყაროს, როგორც ენერგიას ტრანსფორმაციისა. მოქმედებს სწრაფად და არ ტოვებს კვალს უკან, იწვევს რადიკალურ ცვლილებებს. კალი არის ჭეშმარიტება, რომელიც უარყოფს ყოველგვარ ილუზიებს. იგი განასახიერებს შექმნას, შენარჩუნებას და განადგურებას, იწვევს სიყვარულსაც და შიშსაც.

ადამიანის სხეულში, Kali არსებობს სუნთქვის ანუ სიცოცხლის ძალის (პრანას) სახით. მისი სიმბოლოა ნამგალა მთვარე.

ლეგენდები მოგვითხრობენ, რომ ერთხელ, როცა ეგოცენტრიზმით შეპყრობილმა გათამამებულმა და გათავხედებულმა დემონებმა, შუმბჰამ და ნიშუმბჰამ მიიღეს წყალობა ბრაჰმასგან და დაამარცხეს ღმერთები, მათ დაიპყრეს სამი სამყარო: ზეცა, დედამიწა და ქვესკნელი. ინდრამ დაკარგა ძალაუფლება და ღმერთები მივიდნენ შივასთან დახმარების სათხოვნად, მაგრამ მოხდა ისე, რომ შივამ უარი თქვა დემონთა წინააღმდეგ ბრძოლაზე, რადგანაც მან იცოდა რომ დემონებს ბრაჰმასგან ისეთი წყალობა ჰქონდათ მიღებული, რომლის გამოც მათ ვერცერთი ცოცხალი არსება ვერ მიაყენებდა ზიანს... ვერავინ ქალის გარდა. დიახ. შუმბჰა და ნიშუმბჰა იმდენად ამპარტავნები, ბრიყვები და სექსისტები იყვნენ, რომ არც კი იფიქრეს ბრაჰმასთვის ეთხოვათ ისიც, რომ ვერცერთ ქალს ვერ მიეყენებინა მათთვის ზიანი. შუმბჰა და ნიშუმბჰა იყვნენ მუტრუკები, რომლებსაც ქალები არარაობებად მიაჩნდათ. შივამ ეს იცოდა. ჰოდა პარვატიმ გადაწყვიტა განეხორციელებინა ასკეზა და მიეღო ძალა, რომლითაც შეძლებდა მუტრუკი დემონების დამარცხებას. პარვატის ასკეზამ შედეგი გამოიღო და მალევე პარვატი გახდა მაჰა-კალი. პარვატის სხეულმა მიიღო მუქი ლურჯ-იისფერი შეფერილობა, ქალღმერთის ცნობიერება შეიცვალა და ის გახდა ვნებიანი და შიშველი მეომარი. მაჰა-კალიმ დახოცა ყველა მეამბოხე დემონი, შეპყრობილი ძალაუფლების წყურვილით და ეგოიზმით, მათ შორის შუმბჰაც და ნიშუმბჰაც. ინდრამ დაიბრუნა სვარგა-ლოკას სამეფო, ხოლო დედამიწა განთავისუფლდა დემონური ტირანიისგან. კალის შემზარავი ფორმა დაკავშირებულია იმასთან, რომ ისაა დამსჯელი და მრისხანე ღვთაება, რომელიც იყენებს ტამასიკურ ენერგიას, ნგრევის ენერგიას - სამჰარა-შაკტის. კალი ნიშნავს მარადიულს ან შავ-ბნელს. როცა დგება ბოროტი სულების (ეგოისტების) დასჯის დრო, ნათელი ღმერთები იღებენ მრისხანე და ბნელ ფორმებს და სჯიან უსამართლო სულებს (ასეა არა მხოლოდ ინდუიზმში, არამედ ტანტრისტულ ბუდიზმშიც, სადაც არსებობენ შემზარავი დამსჯელი ღვთაებები - დჰარმაპალები). მოჭრილი თავი კალის ხელში არის დემონის თავი, ესაა დემონური ეგო. მოჭრილი თავი არის დემონურ ეგოიზმზე გამარჯვების სიმბოლო. სამკაპი ანუ ტრიპურა განასახიერებს სამ სამყაროს, სამ ცნობიერებას და სამ სხეულს. კალის სისხლიანი მახვილი სჯის უვიცებს და ანადგურებს უმეცრებას. მახვილი ესაა უმეცრების გამანადგურებელი იარაღი. მუქი ფერის კანი განასახიერებს უპიროვნო სუფთა შაკტის (ენერგიას). კალის სიშიშვლე განასახიერებს ადვაიტას ანუ იმპერსონალიზმს, სახელისა და ფორმის მიღმა გასვლას. სიშიშვლე არის სიცარიელის (შუნიას) სიმბოლო. 4 ხელი ესაა სამყაროს 4 მხარის და შემოქმედების, დაცვის და დანგრევის სრული ციკლის სიმბოლო. თავისქალები ესაა მატერიაზე გამარჯვების სიმბოლო. აჩეჩილი და გრძელი თმები აღნიშნავს ქაოსს ნგრევის პროცესში. კალის მრავალი სახელი აქვს: კამაკჰია - ვნებიანი, მაჰარაკტა - დიადი სისხლი, მადატანურა - ვნებისგან დამწვარი, რაკტაპანა პარაიანა - სისხლის მსმელი, პრეტასანა - გვამზე ამხედრებული და ა.შ. კალი სჯის მხოლოდ სადისტებს და ეგოისტებს, კლავს მათ და სვამს მათ სისხლს. კალი ესაა ველური მეომარი ქალურობა. კალი არ ინდობს არავის, ვინც სასტიკად ექცევა ქალებს. ბევრს სძულს კალი, რადგანაც არ ესმით ტანტრული და ვედური თეოლოგია. უბრალოდ აბრაამული და ვედური რჯული რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ცხადია, რომ დუალისტური მეტაფიზიკის მიმდევარი აბრაამიტისთვის კალი არის "სატანა", მაგრამ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ვედურ ფილოსოფიაში არ არსებობს აბსოლუტური ბოროტება და არც დემონები წარმოადგენენ აბსოლუტურ ბოროტებას, რომელიც უნდა გვძულდეს. სამყაროში ყველას თავისი ადგილი და როლი აქვს. საჭიროა როგორც სიბნელე, ასევე სინათლე, სამყარო ამ ორის გარეშე არ არსებობს, ასე რომ არ უნდა ვისაუბროთ ნათლის მიერ ბნელის დაძლევაზე ან პირიქით. არც დემონური არსებები უნდა გვძულდეს, რადგანაც მათაც თავიანთი როლი აქვთ კოსმოსში. კალი ესაა ქალური ძალა და დამსჯელი ღვთაებრივი ენერგია და განასახიერებს ტირანიის და ეგოიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. დემონს აქვს უნარი დაძლიოს ეგოიზმი და გახდეს სიდჰი (სრულყოფილი სული).

 

ეგოიზმი დემონური თვისებაა, რომელიც შობს გაუნათლებლობას, მრუდე მცდარ იდეოლოგიას და ღუპავს ჯივატმებს [სულებს]. რატომაა კალი ასეთი საზარელი და მოჭრილი თავი რატომ უკავია? რატომ უჭირავს ხელში თავი? ყველაფერი მარტივადაა, იმიტომ რომ კალი-დევი სპობს ეგოისტებს. როგორც ბჰაგავად გიტას მეთექვსმეტე თავში ამბობს უფალი შრი კრიშნა, ეგოისტები და ბრაზიანი სადისტები არიან - დემონები [ასურები]. კრიშნა ამბობს ბჰაგავად გიტაში, რომ დემონური ეგოიზმის მქონე ადამიანებს სიკვდილის შემდეგ ქვესკნელში აგდებს ეონის დასასრულამდე. მოჭრილი თავი კალის ხელში ესაა ეგოისტი ადამიანის, უფრო ზუსტად დემონის თავი, ესაა სიმბოლო, ესაა დემონური ეგო, ესაა დამარცხებული დემონური ეგოიზმი. ეგოიზმი, ზიზღი, შური, ისტერიკა და პანიკა არის დეგრადირებული ცნობიერება ტამო-გუნაში, რაც ახასიათებთ ცოდვილ ადამიანებს დემონური ფსიქოლოგიით. ასე რომ ნუ იჩქარებთ კალის შეძულებას და ეგოიზმის შეყვარებას. სიყვარულში ეგოიზმი არ უნდა იყოს, ეგოიზმით არ უნდა წაიბილწოს ისეთი მაღალი გრძნობა, როგორიცაა სიყვარული. სიყვარული ესაა ალტრუიზმი და არა ეგოიზმი, ნუ გერევათ, შეყვარებული ადამიანი მსხვერპლად სწირავს საკუთარ ეგოს და არა პირიქით, რეალური სიყვარული ესაა პიროვნული ეგოიზმის დაძლევა, დანგრევა. სიყვარული სპობს პიროვნულ ეგოს, თუ პირიქით ხდება, ეგ არაა სიყვარული, არამედ იმიტაცია და პაროდია. კალი-დევი ნაყავს და ლეწავს ეგოისტებს და ეგოს. რეალური ტანტრა კლავს ეგოს - აჰამკარას და აქრობს ტამასის მოდუსს.

XII-XIX საუკუნებში ინდოეთში არსებობდა ავაზაკების ჯგუფი, რომელთაც ერქვათ თჰაგები (ტუგები), რომლებიც დიდი სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ასევე გავრცელებული იყო ხმები, რომ ისინი უფალი შივას მეუღლეს - კალის ეთაყვანებოდნენ, რამაც სერიოზულად შებღალა შაკტიზმის რეპუტაცია. XII საუკუნიდან მოყოლებული მათი "საქმიანობა" ქარავნების ძარცვითა და მოგზაურების დახრჩობით შემოიფარგლებოდა. XVIII საუკუნიდან კი ისინი მხოლოდ მკვლელობით იყვნენ დაკავებული. ისტორიკოს უილიამ რუბინშტეინის გამოთვლებით თჰაგების მსხვერპლთა რაოდენობამ მხოლოდ 1740 - 1840 წლებში დაახლოებით 1 000 000 იყო, ხოლო თუ თანამედროვე გამოთვლებს ვენდობით მათ ორი საუკუნის განმავლობაში 3 000 000_ზე მეტი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. აღმოჩნდა, რომ ისინი ასრულებდნენ ძირითადად ე.წ. ნარაბალის სისხლიან რიტუალს, რომელიც ვითომდა ტანტრებში, შაკტიზმის ოკულტურ ტექსტებში ამოიკითხეს, თუმცა რეალურად ნებისმიერი მსგავსი რიტუალი, წარმოადგენს წმინდა სიმბოლიზმს და მეტაფორას და არ უნდა იქნეს ბუკვალურად გაგებული, ნებისმიერი ხსენება ცოცხალი არსებების შეწირვის შესახებ ტანტრებში, ესაა შიფრი ცრუტანტრისტების გამოსავლენად, რომლებსაც შეუძლიათ მხოლოდ იმიტაცია და არ გააჩნიათ რეალური ტრადიცია. დედა კალის მსხვერპლად სწირავენ ემოციურ სიბინძურეებს: ვნებას (თხას), ბრაზს (ხარს), სიხარბეს (კატას), სიბრიყვეს და უმეცრებას (ცხვარს), შურს (აქლემს) და სიამაყეს და მატერიალიზმს (ადამიანს). ამ აფექტების შეწირვის გარეშე მაძიებელი სულიერ გზაზე ვერაფრით ვერ წაიწევს წინ და არაფრითაა ცხოველზე უკეთესი. კალი რომ რეალურად ისეთი ბოროტება იყოს, როგორიც ის დასავლელ კინორეჟისორებს წარმოუდგენიათ, ინდოელები ზედაც არ შეხედავდნენ და საერთოდ არავითარი ინტერესი არ ექნებოდათ მის მიმართ. თვით კრიშნაიზმის მიმდევრებიც კი პატივს მიაგებენ შივას მრისხანე და ვითომდა შავ-ბნელ მეუღლეს, თუმცა დუალისტური ქრისტიანული მონოთეიზმის ადეპტისათვის ეს სრულებით გაუგებარია. ქრისტიანობაში არსებობს კვეთრი ზღვარი ბნელსა და ნათელს შორის, ვედებში - არა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

https://www.youtube.com/watch?v=B8lmSFBkq28

 

რეალური ტრადიციული ტანტრიზმი შემზარავი გარეგნობისაა, ხოლო ყალბი ტანტრიზმი (ე.ი. ფალსიფიკაცია) - მომხიბლავი და მიმზიდველი გარეგნობის. ყალბი ტანტრა ხიბლავს გარეგნობით და სიტყვებით, მაშინ როცა ტრადიციულ ტანტრაზე მასებს გული ერევათ. ეს უმეცრების რეზულტატია. ეს იმიტომ რომ მსოფლიოს დემონები მართავენ. ეს იმიტომ რომ ფალსიფიკატორებმა ამოიღეს ტანტრადან დამსჯელი ღმერთების კულტი და რეალური რჯულის კანონი.

 

როცა ტანტრა გაინტერესებს, მთავარია დასვა ორი კითხვა: 1) რაზე მუშაობს ტანტრა? 2) რატომ არიან ტრადიციული (ბუდისტური და ინდუისტური) ტანტრიზმის ღვთაებები და ბოდჰისატვები შემზარავი გარეგნობის? პასუხი: ჯერ ერთი, ტანტრა მუშაობს ადამიანური ცნობიერების ბნელ სიღრმეებზე და მათ წიაღში არსებული შემზარავი ცოდვების აბსოლუტურ სათნოებად გარდასახვაზე. მეორეც: ტანტრისტული დევატების (ღვთაებების) შემზარავი გარეგნობა არის გარდაუვალი აუცილებლობა. მათ უნდა ჰქონდეთ ასეთი ფორმა. როცა ხედავთ დევატას გამოყოფილი ენით, თავისქალებით, მოჭრილი თავით და ა.შ. კი არ უნდა შეშინდეთ, არამედ უნდა მიხვდეთ, რომ ეს ფორმა, არის ტანტრიზმის სულიერი პრაქტიკის არსი. შემზარავი და ბნელი ფორმით ბუდა ან ნათელი უფალი ცდილობს დასაჯოს ცოდვილი, შეიჭრას მის ქვეცნობიერში და გარდასახოს სიბილწე და ცოდვა სათნოებად და სიკეთედ. ბნელი ღმერთები არიან დამსჯელი ღმერთები, ცოდვილთა დამსჯელები. ისინი არიან დემონებთან მებრძოლი ღმერთები. ისინი ებრძვიან ადამიანის შინაგან დემონებს და ვნებებს, ამიტომაც აქვთ მრისხანე და საზარელი ფორმები. ნათელ ღვთაებას არ შეუძლია გაარღვიოს ბარიერი, შევიდეს ადამიანური ცნობიერების ბნელ სიღრმეებში და გარდასახოს ცოდვილი ვნება აბსოლუტური გასხივოსნების სათნოებად. შემზარავი ღმერთები და ბოდჰისატვები გამოყოფილი წითელი ენით, თავისქალებით და ა.შ. სჯიან ადამიანურ შინაგან დემონებს, სჯიან ცოდვილ სულებს. მათ მოაქვთ ნირვანა. მათი მიზანია ადამიანური სირეგვნის დანგრევა, ამიტომაც ეწოდებათ დამანგრეველები. მათი შიში უვიცობაა.

 

ადამიანთა უმეტესობა უვიცია და მშიშარა, განსაკუთრებით კი ჩვენს ქვეყანაში. ადამიანთა უდიდესი ნაწილი ვერ ერკვევა ინდუისტურ და ბუდისტურ სიმბოლიზმში, რჯულის კანონში (თეოლოგიაში) და იკონოგრაფიაში და ბნელი, მრისხანე ტანტრისტული ღვთაებების ხატების დანახვაზე ნეგატიური რეაქცია აქვთ, ეწყებათ კანკალი, შიშები და იწყებენ ტანტრიზმის ლანძღვას. ტრადიციულ ტანტრიზმში ბნელი მრისხანე ღმერთები და ბოდჰისატვები, განასახიერებენ ადამიანთა ცნობიერებაში არსებულ ნეგატიურ იმპულსებს და მათზე გამარჯვებას. ტანტრისტულ ღვთაებებს აქვთ ბნელი და საზარელი ფორმები იმიტომ, რომ მათი დანიშნულება და ფუნქციაა ადამიანში არსებული დემონური ეგოიზმის და ცოდვების დაძლევა. მათი მიზანია დემონური ძალების დამარცხება. როცა ნათელი და მოწყალე ღმერთი ან ბუდა ნათელი სახით ვერაფერს აკეთებს, ის იღებს ბნელ მრისხანე ფორმას და ცდილობს მრისხანე, შემზარავი ფორმით აიძულოს ადამიანს გამოფხიზლება სულიერ დონეზე და შემუსროს მის არსებაში ცოდვები. ბნელი მრისხანე ღვთაების მიზანია ადამიანში არსებული დემონური ბნელი იმპულსების მოსპობა. მაგალითად: ქალღმერთი კალის გამოყოფილი წითელი ენა ესაა რაჯასის მოდუსი ანუ ვნება. ესაა ვნების სიმბოლო. მოჭრილი თავი ესაა დემონური ეგოიზმი, დამარცხებული დემონური ეგო. მესამე თვალი ესაა ბოროტების დამანგრეველი თვალი. სამი თვალით კალი ხედავს და აკონტროლებს სამ დროს (წარსულს, აწმყოს და მომავალს) და სამ სამყაროს (ზეცას, ადამიანთა სამყაროს და ქვესკნელს). მოჭრილი ხელების ქამარი ესაა კარმა. მოჭრილი ხელები იმის ნიშანია რომ უფლის ხელი კარმის დახმარებით ყველგან მოგწვდება. კარმას ვერსად გაექცევი. მოჭრილი თავების გირლიანდა ესაა - სამსარა (რეინკარნაცია). ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ერთხელ არ იბადება. ეს არის სხვადასხვა სხეულების და ცხოვრებების სიმბოლო. ადამიანი იბადება და კვდება. ესაა ბუნების კანონი. ოთხი ხელი ესაა სამყაროს 4 მხარე და შემოქმედების, დაცვის და დანგრევის ფაზების სრული წრე. კალის კანის ფერი ესაა სუფთა ენერგია, სუფთა შაკტი. სისხლიანი ნაჯახი ნიშნავს იმას, რომ კალი ანადგურებს უმეცრებას და ცრუ ცნობიერებას. მისი სიშიშვლე განასახიერებს ზესულიერ სისუფთავეს და მატერიის მიღმა სულიერ სფეროში გასვლას. შივა კალის ფეხქვეშ ესაა პასიური მამაკაცური ცნობიერება, რომელსაც დინამიკური ქალური ენერგიის გარეშე არაფერი შეუძლია. კალი ესაა დინამიკური ენერგია - შაკტი, ხოლო შივა - პასიური ნეიტრალური სულიერი ცნობიერება, მამრობითი საწყისი. თუ კალი დგას თავის ქალებზე, ეს ნიშნავს მატერიაზე და მატერიალიზმზე გამარჯვებას და რომ სული (ატმა) სხეულზე მაღლა დგას.

 

პირადად მე ბნელი ფენტეზი და ვამპირები ძალიანაც მომწონს და ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...