შანკარადევა Posted March 4, 2018 დარეპორტება გაზიარება Posted March 4, 2018 შივას და შაკტის კულტი დაკავშირებულია სექსუალურ ენერგიასთან და უმაღლეს ასკეტიზმთან. შივა ესაა სამყაროს მამა – ღვთაებრივი ცნობიერება განძარცვული თვისებებისა და ატრიბუტებისგან და პიროვნული ცნობიერება და გონება – სარგუნა ბრაჰმანი იგივე საკალა ბრაჰმანი (ღმერთი დროსა და სივრცეში). შივა როგორც სტატიკური ზეცნობიერი საწყისი და პიროვნული იშვარა სუფევს უსასრულო მულტისამყაროს თითოეულ სუბატომში. მთელი უსასრულო სამყარო აღვსილია შივას სულიერი ცნობიერებით და ღვთაებრივი გონებით. შაკტის ისევე როგორც შივას გააჩნია ორი მთავარი ასპექტი: ნირგუნა (უთვისებო) და სარგუნა (თვისებების მქონე). ნირგუნა შაკტი ესაა მულაპრაკრიტი (მატერიის დასაბამი, პირველბუნება) იგივე პარაპრაკრიტი, სარგუნა შაკტი ესაა პარააპარაშაკტი ანუ პარააპარაპრაკრიტი – სულიერი კაუზალური და ასტრალური რეალობა, პიროვნული დედა უფალი, გამოვლენილი უზენაესი ენერგიის წიაღიდან. მესამე პრაკრიტი ანუ შაკტი ესაა აპარაპრაკრიტი იგივე აპარაშაკტი (ბაჰირანგა შაკტი) – ფიზიკური ენერგია. ლინგამი ანუ ფალოსი ესაა შივას სიმბოლო, ლინგამი ესაა მამაკაცური პოტენცია, ნაყოფიერება და სულიერი ძალის განსახიერება. იონი ანუ კლიტორი ესაა შაკტის სიმბოლო, იონი ესაა ქალური სილამაზე, ნაყოფიერება, სულიერი ძალა და დიადი ნეტარება. შივაიტური ტექსტების, კერძოდ კი ჩანდრაჯნანააგამას მიხედვით არსებობს შივას სამი ლინგამი: 1) ბჰავალინგამი – სულიერი რეალობა 2) პრანალინგამი – ასტრალური რეალობა და 3) იშტალინგამი – ფიზიკური რეალობა. უმაღლესი ბჰავალინგამი აღიქმება ზეცნობიერ დონეზე, პრაბალინგამი აღიქმება მენტალური გონებით. იშტალინგამს გააჩნია კონკრეტული ფიზიკური ფორმა და იკავებს ადგილს სივრცეში. იშტალინჰამი ადამიანს აძლევს სასურველს და სპობს არასასურველს. ბჰავალინგამი იყოფა ორ ნაწილად: 1) მაჰალინგამი და 2) პრასადალინგამი. პრანალინგამიც იყოფა ორად: 1) ჩარალინგამი და 2) შივალინგამი. იშტალინგამიც იყოფა ორად: 1) გურულინგამი და 2) აჩარალინგამი. გურულინგამი ესაა იგივე ვამადევა, ხოლო აჩარალინგამი ესაა იგივე სადიოჯატა შივა. ლინგამის ჭვრეტით და თაყვანისცემით პატივს მიაგებ შივას, რადგანაც ლინგამში სუფევს თავად შივა. პრანალინგამი სუფევს მულადჰარა ჩაკრაში ისევე როგორც პრანაშაკტი ოქროს ფორმაში, გულში მთვარის ქვის ფორმით და წარბებს შორის სანათის ფორმით. უფალი მაჰეშვარას ჭვრეტა ხორციელდება ჯიოტირლინგამში. იშტალინგამის თაყვანისცემა ესაა უფლის ფიზიკური ფორმის თაყვანისცემა, პრანალინგამის თაყვანისცემა ესაა უფლის ნატიფი ფორმის თაყვანისცემა, ხოლო ბჰავალინგამის თაყვანისცემა ესაა უფლის სულიერი კაუზალური ცნობიერების თაყვანისცემა. უფლის სულიერ რეალობას შეესაბამება ჯივატმანის სულიერი სხეული – პრაჯნია. ჯივატმანი და პარამატმანი ერთიანია და როცა ჯივატმანი აცნობიერებს თავის ღვთაებრივ ბუნებას და შივას პარამატმანთან ერთიანობას, მის არსებაში იღვიძებს შაკტი და მას უჩნდება სიდჰები. გამოფხიზლებულ ადამიანს უჩნდება შეგრძნება რომ ის მუდამ ერთიანია შაკტის ანანდასთან. კუნდალინი შაკტი ესაა კალი, ხოლო ლინგამი ესაა შივა. შივას და კალის ერთობლიობა ესაა ღვთაებრივი სამყაროული რეალობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.