Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მონეტარული
სისტემა
და
მოდიფიკაციები

 

სილვიო
გეზელი
იყო
ერთ
-
ერთი
იმ
მცირერიცხოვანი
ანარქისტი
თეორიტიკოსებიდან
ვინც
განიხილა
ეკონომიკური
საკითხები
.
დღეს
,
ფინანსური
კრიზისის
ფონზე
,
ბევრი
ადამიანი
ეთანხმება
და
აღიარებს
მისი
იდეების
სისწორეს
,
ეს
საკმაო
მიზეზია
იმისათვის
რომ
შემოგთავაზოთ
ეკონომიკის
სილვიო
გეზელისეული
კრიტიკული
განხილვა
.

უპირველეს
ყოვლისა
,
განვიხილოთ
რას
წარმოადგენს
მონეტარული
სისტემა
.

Amelie Lanier

 

1.
გაცვლის
თეორია

„ბაზარი“ არის ის ადგილი სადაც იცვლება „საქონელი“, თუ გინდათ რომ იყიდოთ რაღაც ბაზარზე – იქნება ეს მცირე, ადგილობრივი, დიდი მსოფლიო ბაზარი თუ e-bay – შეძენის პროცესში მყისიერად უნდა გასცეთ სანაცვლოდ რაიმე. თუ თქვენ არაფერი არ გაქვთ, არც შეგიძლიათ რაიმე მიიღოთ, არ შეგიძლიათ დაიკმაყოფილოთ ის მოთხოვნილებები, რაც გაქვთ. ამავე დროს, ჩვენ გვაქვს კერძო საკუთრების სისტემა რომელიც ადამიანების უმეტესობას უსპობს შესაძლებლობას რომ აწარმოონ რაიმე. ადამიანების უმეტესობას არ აქვს მიწა რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. მათ არ აქვთ სახელოსნოები, სადაც შეუძლიათ შექმნან რაიმე. მათ არ აქვთ სამუშაო იარაღები და ინსტრუმენტები, არ აქვთ ტექნიკა. მათ არ აქვთ სახლი, მათ ქოხის აშემებოს იფლებაც კი არ აქვთ ტყეში რომ იცხოვრონ. იმისათვის რომ მიიღონ საკვები, თავშესაფარი თუ სამომხმარებლო პროდუქტი, მათ უნდა გასცენ სანაცვლოდ რაღაც – ამ სისტემაში ეს არის ფული. თუმცა, არაფრით იქნება უკეთესი რომ ყველა სახის გასაცვლელი ობიექტები იქნეს ნებადართული ან მოთხოვნილი ბაზრისთვის, იმიტომ რომ ისინი ასევე არ აქვთ ადამიანების უმეტესობას. ადამიანების უმეტესობას უბრალოდ წართმეული აქვს შესაძლებლობა შექმნას რაიმე ღირებული.

არსებობს მრავალი თეორია მსოფლიოს მოსახლეობის შიმშილის გასამართლებლად, ისინი განმარტავენ თუ რატომ არის რომ,
, ან რატომ კვდება ყოველწლიურად დაახლოებით 3.1 მილიონი ბავშვი შიმშილის გამო. ყველა ეს თეორია თუ ახსნა არის სიცრუე. ადამიანები იმიტომ შიმშილობენ ან იხოცებიან შიმშილის გამო რომ სხვა მოთხოვნებთან ერთად, ისინი ვერ აკმაყოფილებენ კაპიტალიზმის მთავარ მოთხოვნას: „იმისათვის რომ მიიღო რაღაც, შენ უნდა გქონდეს რაღაც რომ გასცე სანაცვლოდ.“ ამ თეორიებში აქცენტს აკეთბენ ლოჯისტიკურ და დისტრიბუციულ პრობლემებზე, ბუნებაზე და მის თავისებურებებზე, ადამიანის ბუნებაზე, მის სიხარბეზე და ა.შ. რეალურად კი ესაა სახელმწიფოს ბრალი, რომელსაც ყოველთვის ახასიათებს კორუფცია და მიდრეკილია მისკენ, ასევე კაპიტალიზმის, რომელიც თვის მხრივ დაცულია სახელმწიფოს მიერ, და მისი პირდაპირი დამსახურებაა(ასევე სახელმწიფოსი) რომ არსებული საზოგადოება არის კონტრასტულად დაყოფილი,
(დაახლოებით 3.5 მილიარდი ადამიანი). ეს არის ახალი მსოფლიო წესრიგი, სადაც ერთი მხარე ფუფუნებაში ცხოვრობს და მეორე კი სიღატაკეში ღაფავს სულს.

როგორც წესი კაპიტალიზმის განვითარებულობას და პროგრესულობას მიაწერენ ხოლმე ევროპული კულტურის განვითარების დონეს, სიმდიდრეს და ა.შ. უფრო კონკრეტულად კი მონეტარული სისტემის ევოლუციას და ღირებულების თეორიას, რეალურად კი ეს ევროპული კოლონიალიზმის და მესამე მსოფლიოს ქვეყნების ბუნებრივი თუ ადამიანური რესურსების ექსპლუატაციის და მიტაცების შედეგია. მე_15 საუკუნიდან, როცა დაიწყო დიდი აღმოჩენების ეპოქა, ევროპულმა კოლონიალიზმმა უფრო ფართოდ გაიდგა ფესვები და დაიპყრო სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკა, თითქმის მთელი აფრიკა, ავსტრალია და ასევე აღმოსავლეთ აზია. ამ დროიდან იწყება მესამე მსოფლიოს ქვეყნების ფართომასშტაბიანი ექსპლუატაცია, მათი ბუნებრივი რესურსების, წიაღისეულის თუ მოსახლეობის კატასტროფული და მტაცებლური განადგურება. ამის პარალელურად არ აძლევდა მათ განვითარების საშუალებას, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი თუ რატომ არის უღატაკესი მაგალითდ აფრიკის მოსახლეობა, რატომ კვდება ყოველდღიურად 2 500 ბავშვი სხვადასხვა დაავადებებისგან რომელიც გამოწვეულია სუფთა სასმელი წყლის არარსებობის და შიმშილის გამო. ან რატომ შემცირდა კატასტროფულად ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც დაახლოებით 100 მილიონ ადამიანამდე იყო სანამ არ ეზიარა ევროპული ცივილიზაციის „სიკეთეებს“, მათი 90-95 % შეეწირა მასშტაბურ გენოციდებს, ასევე ხელოვნურად გავრცელებულ დაავადებებს და ეპიდემიებს, რაც გამიზნულად ხდებოდა დამპყრობლების მიერ(ასეთივე სტრატეგიას იყენებდნენ ევროპელი კოლონისტები აფრიკაში, ავსტრალიაში და ა.შ.) ასევე წაართვეს მათ კუთვნილი ტერიოტორიები, გადაასახლეს და დღემდე ცხოვრობენ რეზერვაციებში, რომლებიც უმეტესად ხრიოკ, უდაბურ ადგილებშია, ხოლო ბუნებრივი რესურსები, მიწა, მდინარეები თუ ტყეები, რაც ამ ხალხის საკუთრება იყო საუკუნეების მანძილზე ჩამოართვეს, ჩამოართვეს ყველაფერი რაც მათ წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიიღეს, დამპყრობლებმა, ევროპელმა კოლონიალისტებმა და ეს ყველაფერი ცივილიზაციის და ჰუმანიზმის სახელით ჩაიდინეს – დღეს ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფლების სიმბოლოა როცა რეალურად ის წარმოადგენს ბოროტების იმპერიას რომელიც აშენებულია აფრიკელი მონების სისხლზე და ჩაგვრაზე, მათ ექსპლუატაციაზე, მკვიდრი ამერიკელი ინდიელების გენოციდზე, გადასახლებაზე და მათი კუთვნილის მიტაცებაზე.

თუ კაპიტალისტური სისტემის უარყოფითი მხარეები იქნება ყველასათვის ცნობილი და კარგად გააზრებული, გაცვლითი თეორიების, მონეტარული სისტემის და საკუთრების პრინციპის, ასევე კაპიტალიზმის და მისი დამცველი სახელმწიფოს არსებობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადეგება, ეს კი ასე ბუნებრივად და თავისით არასოდეს არ მოხდება, გაბატონებული კლასი, მმართველი ელიტა თავისით არ იტყვის უარს იმ პრივილეგიებზე რაც აქვს, იმ უშრომელ სარგებელზე რასაც იღებს და ასე უბრალოდ არ დათმობს პოზიციებს. უფრო მეტიც – მმართველი კლასი აკეთებს ყველაფერს რომ ხელი შეუშალოს ამ პროცესს, ჩაახშოს ნებისმიერი კრიტიკა და ამბოხი ექსპლუატირებული კლასებისა, გათიშოს ისინი ერთმანეთსიგან, ბავშვობიდან ჩაუნერგოს იდეები და შეხედულებები რომლებიც ორიენტირებული იქნება კაპიტალიზმის და სახელმწიფოს დაცვაზე, და ასევე გამორიცხავს ნებისმიერ ალტერნატივას. იმისათვის რომ დავინახოთ როგორ შიმშილობენ ადამიანები, აღარ არის აუცილებელი მოვინახულოთ მესამე მსოფლიოს ქვეყნები. „მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში“, მაგალითად გერმანიაში, უამრავი ადამიანია რომელიც ძლივს ახერხებს თავის გამოკვებას და სათანადოდ, სრულფასოვად ვერ იკვებება. მაგალითად, ძალიან ბევრი სკოლის მოსწავლეა რომელსაც არ აქვს საჭმელი სახლში და იღებენ მას სკოლაში ან საქველმოქმედო ორგანიზაციებში. ეს სოციალური პირობები არ არის შეუმჩნეველი, ყველამ იცის ამის შესახებ. მაგრამ ეს მართლაც შეურაცხმყოფელი პირობები არ აშფოთებს არავის იმიტომ რომ ყველა ვინც კითხულობს ამის შესახებ ან იგებს ტელევიზიის საშუალებით, დარწმუნებულია რომ გაცვლითი სისტემის და კერძო საკუთრების არსებობა აუცილებელია, და სჯერათ რომ არავინ არ აწარმოებს პროდუქციას თუ სანაცვლოდ ისინი არ მიიღებენ ამის ეკვივალენტს. ის ვინც სარგებელს იღებს ამ მსგავსი უსამართლობის, ადამიანების ექსპლუატაციის და შიმშილის ხარჯზე (მმართველი კლასი), დარწმუნებული არიან რომ არავინ დაიწყებს არსებული ეკონომიკური და სოციალური სისტემის კრიტიკას – რაც შეარყევს მათ გაბატონებულ მდგომარეობას და საფრთხეს შეუქმნის მათ ინტერესებს, ამის საფუძველს მათ აძლევთ დახვეწილი და მმართველი კლასის ინტერესებზე მორგებული განათლების სისტემა, რომლის საშუალებით მრავალი წლის მანძილზე ბავშვობიდან აჩვევენ ადამიანებს უსიტყვო მორჩილებას, დიქტატურასთან, უსამართლობასთან და ტერორთან შეგუებას, ზრდიან მათ სოლიდარული უნარის არ მქონე, დაქსაქსულ, მიზანთროპ ინდივიდებად, სწორედ ამის გათვალისწინებთ, რომ საფრთხე არ ემუქრება მათ ინტერესებს, იშვიათ შემთხვევებში მედია აშუქებს და აჩვენებს იმას რაც რეალურად ხდება, ეს თავის მხრივ იძლევა გარანტიებს რომ მოვლენები გახადონ სტაბილური, ადვილად სამართავი და დაბალი სოციალური ფენიდან წამოსული აგრესია ჩაახშონ მოჩვენებითი მზრუნველობით, ინტერესის გამოჩენით, თითქოს აწუხებთ ან მართლა მოუგვარებენ მათ იმ პრობლემებს რომელიც თავად შეუქმნეს, ისინი კი რწმუნდებიან, ენდობიან ძალაუფლების მქონე მმართველ კლასს და იჯერებენ რომ მათი მდგომარეობა შეიცვლება უკეთესობისკენ. იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ მონეტარულ სისტემას გარკვეულწილად შეექმნა ცუდი რეპუტაცია, არსებული სოციალური სისტემის ბევრი კრიტიკა ხედავს გამოსავალს ამ ყველა პრობლემიდან ბარტერულ ეკონომიკაში(ეკონომიკის ფორმა რომლის დროსაც ხდება საქონლის ან მომსახურების პირდაპირი გაცვლა, მონეტარული სისტემის გამოყენების გარეშე) დაბრუნებით, ან ფულის, მონეტარული სისტემის ამოღებით და მისი რაიმე სხვა გაცვლითი საშუალების ჩანავლებით, რომელიც არის გამოყენებადი და გააჩნია რეალური ღირებულება ფულისგან განსხვავებით.

კოლონიალიზმამდე არსებობდა ბევრი საზოგადოება და ეკონომიკური ფორმა, რომელმაც არ იცოდა არაფერი გაცვლით თეორიებზე, სადაც ადამიანები როგორღაც ახერხებდნენ შემოსილიყვნენ და გამოეკვებათ თავი, ასეთი საზოგადოები ახლაც გვხვდება სამხრეთ ამერიკაში და აფრიკაში. ლათინურ ამერიკაში მკვიდრი მცხოვრებებისგან შემდგარ ადგილობრივ მოძრაობებს დღეს აქვს დასახული მიზანი რომ დაიბრუნოს ის მიწა რომელიც წაართვეს მათ წინაპრებს საუკუნეების წინ კოლონიზატორებმა და უნდათ რომ მოაწყონ ის კომუნალურად. მათ კი ამის გამო მასიურად, უმოწყალოდ ხოცავენ საკუთარი მთავრობები – მაგალითად ვენესუალაში. მათი საფუძვლიანი კრიტიკა კაპიტალისტური სახელმწიფო სისტემის შესახებ, უქმნის რეალურ საფრთხეს არსებულ ეკონომიკურ წესრიგს და გაბატონებული კლასის ინტერესებს, ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფო აპარატის და კაპიტალიზმის არსებობას, რაც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს სახელმწიფოს მმართველებისთვის, მმართველი კლასისთვის. თუმცა, არსებული სოციალური წესრიგის დამცველებს არასოდეს მობეზრდებათ იმის თქმა რომ გაცვლითი პრინციპი მონეტარულ სისტემასთან ერთად არის სასარგებლო და საუკეთესო საშუალება. ამ გზით ისინი ეწევიან მონეტარული სისტემის პროპაგანდას. ისინი სუბიექტურად და დამახინჯებულად აღწერენ მონეტარული სისტემის შესაძლო ალტერნატივებს, მოყავთ პრიმიტიული და სასაცილო არგუმენტები და მაგალითები, მაგალითად ასეთი: „საშილენებაა მაღაზიაში წახვიდე კარტოფილით და გინდოდეს გაცვალო ის ფეხსაცმელებში. ეს ხომ არაპრაქტიკულია, რატომ მოუნდება კარტოფილის გაცვლა ფეხსაცმელებში, ფეხსაცმელების პატრონს?“. ეს კი საოცრად ჰგავს კაპიტალიზმის და სახელმწიფოს კლასიკურ გამართლებას, როცა არგუმენტებად მოყავთ მსგავსი პრიმიტიული, უადგილო და შეუსაბამო მაგალითები.

2.
უნივერსალული
ეკვივალენტი
:
ფული

მონეტარული სისტემის ასე ვთქვათ „ფანატიკოსი დამცველები“ ამბობენ: ეს არის შესანიშნავი რაღაც რომ უნივერსალური გაცვლითი საშუალება არსებობს, ერთი, რომელიც ყველას უნდა რომ ჰქონდეს. უნივერსალური ეკვივალენტი რომლის არსებობის მიზანი არის მოსახერხებელი და მარტივი გახადოს გაცვლის პროცესი, უნივერსალური ღირებულება რომელსაც ყველა აღაირებს და ეთანხმება.

რას ნიშნავს ეს გაცვლა ? ეს ნიშნავს რომ ყველას ვისაც უნდა რაიმეს გაცვლა უნდა ჰქონდეს გადახდის უნივერსალური საშუალება, ღირებულება, რომ გაყიდონ რაღაც ბაზარზე ის რაც უნდათ და სანაცვლოდ მიიღონ ეს უნივერსალური საშუალება,. ასე რომ შემდეგ ისინი შესთავაზებენ ამ უნივერსალურ საშუალებას იმაში რაც სურთ რომ ჰქონდეთ და დარწმუნებული იქნებიან რომ ეს უნივერსალური ღირებულება ყოველთვის და ყველასთვის სასურველი და მოთხოვნადი იქნება. ყველა ვინც სარგებლობს ბაზრით, თუ მათ უნდათ რომ გაცვალონ საკუთარი საქონელი ეკვივალენტურ ღირებულებაში, ისინი აღიარებენ და უნდათ ეს უნივერსალური ეკვივალენტი იმიტომ რომ დარწმუნებული არიან გაცემული პროდუქტის სანაცვლოდ მიღებული უნივერსალური ეკვივალენტით იყიდიან შემდგომში იმას რაც უნდათ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ბაზარში ყველა მიდის მხოლოდ თავისი საქონლით იმიტომ რომ მას უნდა მოიშოროს კუთვნილი პროდუქტი თავდაპირველად, და შემდეგ მიიღოს ის რაც მას არ აქვს და არ შეუძლია აწარმოოს თვითონ. არ აქვს მნიშვნელობა ეს საკვებია რომელიც საჭმელად სჭირდება, თუ ის ნედლეული რაც მას სჭირდება საკუთარი საქონლის შესაქმენლად, გაცემულის სანაცვლოდ კი ყველას უნდა ეს უნივერსალური, მიღებული გასაცვლელი მედიუმი. ადრეულ საზოგადოებებში სადაც იყენებდნენ უფრო მარტივ გაცვლით სისტემას, მაგალითად შუა საუკუნეების ევროპაში, ეს უნივერსალური ეკვივალენტი იყო ძვირფასი მეტალი: ოქრო ან ვერცხლი, და სპილენძი როგორც მონეტა. ეს ყველაფერი, მონეტარული სისტემა, უნივერსალური ეკვივალენტი სრულყო და გააუმჯობესა სახელმწიფო ინსტიტუტმა. ოქროს და ვერცხლის მოპოვება, მაშინაც კი თუ ეს ხდებოდა ინდივიდუალურად, აიყვანა სახელმწიფო კონტროლზე და სახელმწიფო გახდა მონოპოლისტი, მხოლოდ მას ჰქონდა უფლება გამოეყენებინა ძვირფასი წიაღისეული ან მოეჭრა მონეტა. თუ ვინმეს აქვს კონტროლი ამ უნივერსალურ გაცვლით საშუალებაზე, მას აქვს ძალაუფლება აკონტროლოს საზოგადოება: ამ ძალაუფლების მქონეს შეუძლია განსაზღვროს როგორც გაცვლის პირობები ასევე ძალის საშუალებით გაავრცელოს და დაამკვიდროს ისინი. ძალაუფლების მქონეს აქვს შესაძლებლობა რომ განსაზღვროს რა არის ღირებული და რა არა. თუმცა ფეოდალური მმართველები – მეფეები, იმპერატორები – იცავდნენ მონოპოლიას ეწარმოებინათ ძვირფასი მეტალები და ჰქონოდათ უფლება მოეჭრათ მონეტა. ანალოგიურად ხდება თანამედროვე მსოფლიოში, თუმცა დღეს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა გადასულია დემოკრატიული მმართველობის ფორმაზე და ფეოდალური სტრუქტურები იშვიათი გამონაკლისის გარდა მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენს ან საერთოდ აღარ არსებობს, ფეოდალების, მეფის როლში გვევლინება თანამედროვე სახელმწიფო რომელიც მტაცებლურად ისაკუთრებს ძვირფას ლითონებს, საბადოებს ან გადასცემს მას კერძო საკუთრებაში კაპიტალის მფლობელს, ორივე მათგანი, სახელმწიფო თუ კაპიტალისტი საკუთარი სურვილის მიხედვით იყენებს ამ რესურსებს, რესურსებს რომელიც წესით უნდა იყოს საერთო და ყველას შეეძლოს მისი მოპოვება(ანალოგიურად ხდება სხვა ბუნებრივი რესურსების თუ წიაღისეულის მიტაცება) მონოპოლიზებული უფლების მქონე სახელმწიფო აპარატის ან კაპიტალისტის საკუთრებას წარმოადგენს და ის ნახულობს სარგებელს საერთო რესურსის მიტაცებით, სახელმწიფო კი იგივენაირად აკონტროლებს მონეტარული სისტემის საშუალებით ადამიანებს როგორც ფეოდალურ ეპოქაში, უბრალოდ მეთოდები და საშუალებები გახდა უფრო მოქნილი და დახვეწილი რაც ორიენტირებულია ექსპლუატირებული კლასის წინააღმდეგობის ჩანასახშივე ჩასაკლავად და გასანეიტრალებლად.

ყველა ვინც მიდის ბაზარში რომ გასცეს რაღაც, რაც უნდა რომ გაცვალოს უნივერსალურ ღირებულებაში, ფულში. და ამგვარად ისინი ბუნებრივია ეთანხმებიან რომ მათი საქონელი შეფასდეს არსებული უნივერსალური ღირებულებით, მონეტარული სისტემით. ეს ნიშნავს რომ ისინი აცნობიერებენ უნივერსალურ ღირებულების საზომს, რომელსაც მათი პროდუქტი, საქონელი უნდა დაექვემდებაროს, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი საშუალება მიიღონ უნივერსალური ეკვივალენტური ღირებულება. და მათი პროდუქტი, მათი საქონელი შესაძლოა კონვერტირდეს ნაღდ ფულში მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას გააჩნია ღირებულება, ამ ღირებულებასაც არეგულირებს მონეტარული სისტემა რომელზეც მონოპოლისტური უფლება აქვს სახელმწიფო აპარატს. რამდენადაც ეს „ღირებულების საზომი“ არის დამკვიდრებული და ყველა მიისწრაფვის რომ მიიღოს ის, ძვირფასი მეტალის არსებობას როგორც უნივერსალური ეკვივალენტი აქვს თავისი ნაკლი: ის შეიძლება იყოს შეზღუდული, მისი წარმოება არის რთული, ძვირი და ის გამოყენების დროს განიცდის ცვეთას, ეროზიას. ამის გამო კი დადგა დრო რომ ის ჩანაცვლებულიყო სხვა უფრო მოსახერხებელი სუბსტანციით.

 

 

 

3.
სახელმწიფო
ქაღალდის
ვალუტა

სახელმწიფოებმა, ამ სუვერენულმა ორგანიზაციებმა, როგორც უნივერსალური ეკვივალენტის გარანტებმა, გადაწყვიტეს რომ მთლიანად საკუთარ თავზე მოერგოთ მთელი ეკონომიკა და შეექმნათ ახალი უნივერსალური ეკვივალენტი და ეწარმორბინათ იგი, ამისათვის კი გამოიყენეს საკუთარი „კანონიერი“ ძალაუფლება და უფლებები რომ განეხორციელებინათ ახალი იდეა, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო, რომლის შემდეგაც ქაღალდი გახდა მონეტარული სისტემის ევოლუციის ახალი საფეხური და მისი შემცვლელი. ვაჭრებმა გვერდით გადადეს თამასუქები და ბანკებმა დაიწყეს ბანკნოტების ბეჭდვა. ეს კერძო ღირებულების შემცვლელი ქაღალდები გახდა საქონლის ანდა მონეტის კანონიერი წარმომადგენელი. ისინი იყო საიმედო და პრაქტიკული ყიდვა/გაყიდვის დროს საქონელთან მიმართებაში. სახელმწიფომ გამონახა ახალი, მარტივი გზა, რომ შეექმნა არაფრისგან ღირებულება, და შეემცირებინა რეალური ღირებულების მოთხოვნა ბაზარზე გაცვლის პროცესის დროს. ამან მთლიანად შეცვალა მონეტარული სისტემა და თუ ადრე იგი წარმოადგენდა ძვირფას მეტალს რომელსაც ნამდვილად გააჩნდა ღირებულება, ახლა ის უკვე მხოლოდ ქაღალდს წარმოადგენდა რომელსაც ღირებულებას ანიჭებდა სახელმწიფო აპარატი საკუთარი სურვილის შესაბამისად. ყველა ვინც სარგებლობდა ახალი უნივერსალური ეკვივალენტით სახელმწიფოს უზრუნველყოფდა მას გარანტიით, საკუთარი ძალაუფლების საშუალებით. სახელმწიფო ქაღალდის ფული, რომელსაც თავისით, არ გააჩნია არანაირი ღირებულება – მას არ გააჩნია იმდენი ღირებულებაც კი რამდენიც სხვა ქაღალდის პროდუქტებს, მაგალითად ხელსახოცებს, ტუალეტის ქაღალდს – იღებს თავის სპეციალურ ღირებულებას როგორც უნივერსალური ეკვივალენტი, გამომდინარე იქიდან რომ სახელმწიფო ანიჭებს მას განსაზღვრულ ღირებულებას და ამბობს: ეს ქაღალდი არის 50, ეს 100 მარკა, ან დღეს უკვე – ევრო. ეს ორი ბანკნოტი არის რა თქმა უნდა ერთი და იგივე მათი სუბსტაციის გათვალისწინებით. განსხვავება მათ ღირებულებას შორის არის მხოლოდ გარედან დადგენილი, სახელმწიფოსგან, რომელიც ბეჭდავს სხვადასხვა ღირებულებებს მასზე. დღეს საქონლის, ნებისმიერი პროდუქტის თუ დოვლათის ღირებულება, არის გაზომილი და შეფასებული მხოლოდ სახელმწიფოს ქაღალდის ფულით, და ეს არ ხდება სხვანაირად. ფულის, როგორც ძვირფასი მეტალის ცირკულირება შეუძლებელია. გაცვლითი ეკონომიკა და თანამედროვე მონეტარული სისტემა უფრო ხშირად ხდება დაყენებული კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს უნდობლობა კი სრულიად სამართლიანი და მოსალოდნელია, როგორც ღირებულების თეორიის მონეტარული სისტემის მიმართ: თუ მე გამაქვს რაღაც პროდუქტი ბაზარზე და მივიღე უნივერსალური ღირებულება მის სანაცვლოდ – მაქვს მე ნამდვილად ჩემი საქონლის პროპორციული ღირებულება ? შემიძლია მე ვიყიდო რაღაც ჩემი საქონლის პროპოციული ღირებულების სანაცვლოდ ? ამგვარად გაცვლითი სისტემა ძირითადად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგანაც მას არ გააჩნია რეალური ღირებულების მქონე უნივერსალური ეკვივალენტი და ის უბრალოდ წარმოადგენს არარსებულ, წარმოსახვით საშუალებას რომელსაც სახელმწიფოს მიერ აქვს მინიჭებული განსაზღვრული ნომინალური ღირებულება.

4.

მონეტარული
თეორიის
გეზელისეული
კრიტიკა
,
კერძო
საკუთრება
და
ინტერესი

4.1.
ვალუტის
უზრუნველყოფა

კრიტიკა ნათლად აჩვენებს რომ თანამედეროვე მონეტარული სისტემის გამოყენება დაუცველია, შესაძლოა დაკარგოთ ქაღალდის ბანკნოტები, მოგპარონ ან საერთოდაც დაეცეს მისი ღირებულება უეცრად. მონეტარული სისტემა და ღირებულების თეორია თავისთავად იწვევს უარყოფით დამოკიდებულებას, უნდობლობას რაც თავის მხრივ უკვე ნიშნავს მის ნაწილობრივ უგულვებელყოფას და მისი საჭიროების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას.

ა) მონეტარული სისტემა უნდა იყოს გამყარებული საქონლით

როგორ უნდა მოხდეს ეს? თუ ნომინალური ღირებულება არის დაბეჭდილი ბანკნოტზე და ქაღალდების დასტას გააჩნია იგივე ღირებულება რაც საქონელს, რანაირად იქნება გამყარებული საქონლის ღირებულება თუ მისი გაცემის სანაცვლოდ გამცემი მიიღების ქაღალდების დასტას, რომელსაც უბრალოდ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული პირობითი ნომინალური ღირებულება გააჩნია და არ აქვს არანაირი რეალური ღირებულება. პროდუქტს ღირებულება ენიჭება სხვა პროდუქტების ღირებულების შესაბამისად, როცა რაღაც პროდუქტი პირველად ჩნდება ბაზარზე, როგორც წესი მას ენიჭება ღირებულება სხვა პროდუქტების ღირებულიების გათვალისწინების შედეგად, ანუ მარტივად რომ ვთვათ იმისათვის რომ განვსაზღვროთ პროდუქტის ღირებულება უნდა ვიცოდეთ სხვა პროდუქტების ღირებულება, ანუ ერთი პროდქტის ღირებულება განსაზღვრავს სხვა პროდუქტების ღირებულებებს. ასევე პროდუქტს ღირებულებას ანიჭებენ არა იმის მიხედვით თუ რა ჯდება მისი წარმოება, ტრანსპორტირება, ან რა არის მისი რეალური ღირებულება, არამედ იმის მიხედვით თუ რამდენად დეფიციტური ან მოთხოვნადია ეს პროდუქტი ბაზარზე. შესაბამისად ბაზარზე არსებული ნებისმიერი პროდუქტის ღირებულება უბრალოდ პირობითია. მაშინაც კი თუ არ არსებობს კაპიტალისტური ბაზარი და ჩვენ ვართ რეალურ სოციალიზმში, გაცვლითი სისტემის არსებობის შემთხვევაში ლოგიკურად გაჩნდება უნივერსალური ექვივალნტის არსებობის მოთხოვნილება და ეს ბოლოს მიგვიყვანს ისევ მონეტარულ სისტემამდე და კერძო საკუთრებამდე, იმ შემთხვევაში თუ არ შევქმნით ახალ, არსობრივად სხვა პრინციპებზე აგებულ საზოგადოებას რომელიც არ იქნება დაფუძნებული კაპიტალისტურ საბაზრო ეკონომიკაზე.

ბ) მონეტარული სისტემა უნდა იყოს გამყარებული ძვირფასი მეტალებით.

ოქრო და ვერცხლი რომელიც ინახება ეროვნულ საცავებში, უზრუნველყოფს ქაღალდის ფულის ღირებულებას რომელიც ჩაშვებულია მიმოქცევაში. მაგრამ რეალურად კი თუ მოქალაქეებს უნდათ რომ ჩააბარონ და გადაცვალონ ქაღალდის ბანკნოტი მისივე ღირებულების ძვირფას მეტალში, ანუ სანაცვლოდ მიიღონ შესაბამისი ღირებულების ძვირფასი მეტალები რომლითაც ვითომ მათი ბანკნოტებია გამყარებული, ეს არ ხდება და არც მოხდება, იმიტომ რომ რეალურად ძალიან მცირე რაოდენობის ძვირფასი მეტალი არსებობს რომელიც ინახება საცავებში და სიცრუეა ის რომ იგი ამყარებს ვალუტას, ისინი არაა მიმოქცევაში ჩაშვებული ფულის ადეკვატური და შესაბამისი, გამომდინარე აქედან, რომ გაცვალონ ქაღალდის ბანკნოტი ძვირფას მეტალში ის ვერ აანაზღაურებს მიმოქცევაში ჩაშვებულ ყველა ბანკნოტზე გამოსახულ ღირებულებას. მთელი რაოდენობა ძვირფასი მეტალებისა, რომელიც ინახება ბანკში, არის მკვდარი კაპიტალის გროვა, ის არის ყოველთვის მიტაცებული და მისაკუთრებული სახელმწიფოს თუ კაპიტალისტის მიერ კანონის ძალით და წარმოადგენს მხოლოდ ნაწილს მიმოქცევაში არსებული ფულისა.

ამ ტიპის გამყარება მხოლოდ მანამდე მუშაობს სანამ სჯერათ მისი და მას აქვს ნდობა საზოგადოების მხრიდან. რეალურად სახელმწიფოს არ შეუძლია უზრუნველყოს ფულის ღირებულების გამყარება. როგორც სახელმწიფოს მმართველი კლასების წარმომადგენლები ამბობენ: ქაღალდების დასტას რომელსაც თვითონ მიანიჭებენ ნომინალურ ღირებულებას არის იმდენივე რამდენიც ერთი უნცია ოქრო – ვის სჯერა ეს ? მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში საცავებში არსებული ოქრო რომ გადაცვალონ ნებისმიერი რაოდენობის ქაღალდის ფულში, ამდენი ოქრო არ გააჩნია სახელმწიფოს, უფრო მეტიც, იმდენი ოქრო რამდენიცაა მიმოქცევაში ჩაშვებული ფულის ჯამური ღირებულება, არა რომელიმე კონკრეტულ სახელმწიფოში, არამედ საერთოდ ერთად აღებულ მთელს მსოფლიოში არ არის.

 

4.2.
მიწის
იჯარის
წინააღმდეგ
,
უშრომელი
სარგებელი
და
შემოსავალი

თანამედროვე კაპიტალისტური სახელმწიფოები აგებულია პრინციპზე – ვინც არ მუშაობს ის არ იღებს საჭმელს, ეს კი ძალიან ჰგავს XX საუკუნის პირველი ნახევრის ნაცისტურ გერმანიას, სადაც ევთანაზია ხორციელდებოდა მასობრივი მასშტაბით იმათ წინააღმდეგ, ვინც იმ დროისთვის “ეკონომიკურ ტვირთს” წარმოადგენდა, ფაშისტებმა გამოსცეს ბრძანება იმ ბავშვების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც დაავადებულნი იყვნენ ჰიდროცეფალიით, ცერებრალური დამბლით და სხვა დაავადებებით. ამ კატეგორიას უკეთებდნენ ევთანაზიას ფენობარბიტალის ჭარბი დოზის შეყვანით. ევთანაზია იყო საშულება ”საზოგადოებისათვის ზედმეტი ტვირთის მოსაცილებლად”. შესაბამისად მსგავსი დამოკიდებულება, ლოგიკურად მიგვიყვანს ისეთ საზოგადეობამდე რომელშიც შრომის უნარის არ მქონე ადამიანები, კაპიტალიზმისთვის გამოუსადეგარი ადამიანები შიმშილით მოკვდებიან, კაპიტალიზმს სჭირდება მხოლოდ ისეთი საზოგადოება რომელშიც არსებობენ მარტო ისინი ვინც არიან ჯანრმთელები და შრომისუნაირიანები, და ყველა სხვა უბრალოდ „ზედმეტი ტვირთია“ კაპიტალისტური წესრიგისათვის.

გეზელის თავისუფალი ეკონომიკა ეწინააღმდეგება განვითარებულ კაპიტალიზმს კაპიტალიზმამდელი იდეალით: მწარმოებლების საწარმოო საშუალებებისგან მოწყვეტის თავიდან ასაცილებად ის გვევლინება იდეის დამცველად რომელიც წარმოადგენს უკან დაბრუნებას ისეთ სახელმწიფო სისტემაში, სადაც მწარმოებლები არიან ფერმერები და ხელოსნები და ამავე დროს საკუთარ საქონელს თვითონვე ყიდიან ბაზარზე. ეს იდეა ასევე პოპულარულია მათ შორის ვინც მხარს უჭერს თანამედროვე კაპიტალისტური სისტემისგან დამოუკიდებლად, მის გარეთ არსებობას, გარკვეულწილად, რადგან სრული მოწყვეტა არსებული სისტემიდან შეუძლებელია, მასში არსებული სერვისების და პროდუქტების გამო რომლის მისაღებადაც ადამიანებს უწევთ ურთიერთობა არსებულ კაპიტალისტურ სისტემასთან, ისინი გამოსავალს ხედავენ სასოფლო სამეურნეო ტიპის კომუნების არსებობაში.

რაც ყველაზე აშკარად და ადვილი შესამჩნევია, არის ის რომ თანამედროვე ეკონომიკის პირობებში გარემო, საზოგადოება მტრული და ძალადობრივია, ის მთლიანად მშრომელთა შორის კონკურენციაზეა აგებული და არა ურთიერთდახმარებაზე. ეს მოდელი, აგებულია იმ იდეაზე რომელიც მიიჩნევს რომ თითქოს ჩვენ, არ შეგვიძლია ამ ეკონომიკური სისტემის გარეშე არსებობა, და რომ კონკურენცია განაპირობებს პროგრესს, რეალურად კი ეს კონკურენცია წარმოადგენს კაპიტალის და გავლენებს შორის დაპირისპირებას, და არა ნიჭსა თუ გამომგონებლობის უნარს შორის, ისტორიიდან ნიკოლა ტესლას და თომას ედისონის „კონკურენციის“ მაგალითის მოტანაც საკმარისია რომ მივხვდეთ რას ნიშნავს რეალურად კაპიტალიზმის პირობებში კონკურენცია, თომას ედისონი, მდიდარი კაპიტალისტი საკუთარი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე მუდმივად ხელს უშლიდა მეცნიერს საკუთრი იდეების გავრცელებაში და მანამდე კი მის ექსპლუატაციას ეწეოდა, როცა ამუშავებდა თავისთან, შესაბამისი ანაზღაურების გარეშე, თანამედროვე კაპიტალისტური ეკონომიკა ისევ ამ პრინციპებზე დგას. მაგალითისთვის, რომ ავიღოთ თუნდაც აშშს 2013 წლის სამხედრო ბიუჯეტი, მან შეადგინა 682 მილიარდი აშშ დოლარი, განათლების კუთხით კი ბიუჯეტი 71 მილიარდი აშშ დოლარი, ესენი მთელი ბიუჯეტის 2 და 18 პროცენტია, მეცნიერებისთვის კი გამოყოფილი იყო 7.5 მილიარდი, რაც მხოლოდ 0.2 პროცენტია, რაც ნიშნავს იმას რომ კაპიტალისტური სახელმწიფოები ორიენტირებულია კონფლიქტებზე, ომებზე, და შესაბამისია მათი ბიუჯეტიც. არსებული სიმდიდრის, დოვლათის უდიდესი ნაწილი უაზროდ და უმისამართოდ ნადგურდება, კონფლიქტებში, ომებში და მსოფლიოში გავლენის სფეროების გადანაწილებს პროცესში, მილიტარიზაცია სახელმწიფოს არსებობისთვის ბუნებრივი და დამახასიათებელი პროცესია, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოს თუ არ შეეძლება კაპიტალიზმის და ბიუროკრატიის დაცვა, ან არ გადაიტანს მოსახლეობის ყურადღებას სოციალური პრობლემებიდან გარე კონფლიქტებსა თუ ხელოვნურად, თავისივე შექმნილ ძალადობაზე, მისი ლეგიტიმაცია და საჭიროება ეჭვის ქვეშ დადგება, რაც ასევე საფრთხის ქვეშ აყენებს კაპიტალიზმს რომელიც დღეს, სახელმწიფოს არსებობის პირობებში საუკეთესოდაა დაცული, შესაბამისად სახელმწიფო პროპაგანდისტულ მანქანაც ამ კუთხით მუშაობს. ამ ყველაფრის შესანიღნად და შესალამაზებლად კი განათლების სისტემა სკოლიდანვე მუშაობს, ასევე მედიაც აქტიურადაა ჩაბმული ამ პროცესში, და სახელმწიფო ამ პროპაგანდისტული მანქანის საშუალებით ქმნის შეფერადებულ რეალობას რომელიც ნიღბავს შიმშილს, ძალადობას, ექსპლუატაციას, და ჩაგვრას.

თანამედროვე ეკონომიკაში შექმნილ, არსებულ მოდელებს და ამ მოდელებით აზროვნებას ახასიათებს შემდეგი: ისინი ყოველთვის მათთვისაა სასარგებლო და მათ ინტერესებზეა მორგებული ვინც შექმნა იგი. მას კი ყველა ჩვენგანი იყენებს, მიუხედავად იმისა რომ სარგებელს მხოლოდ მცირე ნაწილი – მმართველი კლასი ნახულობს, სწორედ ამიტომ მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მსგავსი მოდელების არსებობა და თუ ვინმე ცდილობს შემოიტანოს ალტერნატივა, რომელიმე ინდივიდი ან ადამიანთა ჯგუფი, ცდილობს შექმნას უფრო მოქნილი, დახვეწილი მოდელი, თუ საერთოდ რევოლუციური, ახალი ტიპის სქემა, ეს ყველაფერი ან იგნორირებულია, ან იბლოკება ან სულაც ხდება თავდასხმის ობიექტი მმართველი კლასის მხრიდან. ის რაც არ არის სასარგებლო მმართველი კლასისთვის ავტომატურად იქცევა სამიზნედ, თავდასხმის ობიექტად და იწყებს მუშაობას პროპაგანდისტული მანქანა რომელიც არწმუნებს ყველას არსებული მოდელის უალტერნატივობაში და შეუცვლეობაში, ასევე ამახვილებს ყურადღებას მის დადებით მხარეებზე, რაც სრული სიცრუეა და ვერ უძლებს კრიტიკას. უკიდურეასდ გამოუვალი სიტუაციის დროს კი, როცა უკან დასახევი გზა აღარ რჩება მმართველ კლაას, ისინი მიდიან კომპრომისზე და ამით ანეიტრალებენ იმ მუხტს, იმ პროტესტს, რომელიც მოდის ჩაგრული, ექსპლუატირებული უმრავლესობისგან, აძლევენ მცირედს მათ – და ინარჩუნებენ მართვის სადავეებს, სიტუაცია არის იგივე, უბრალოდ შელამაზებული და დაფარული იმ კომპრომისით რაზეც მიდის მმართველი კლასი. მაგალითად პროგრესული საშემოსავლო გადასახადი, რაც გულისხმობს განსხვავებულ, შესაბამის საშემოსავლო ტარიფების დაწესებას მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის.

თავისუფალი ეკონომიკის პირობებში კერძო საკუთრების იჯარა არის ძალიან ჭკვიანური გზა მისმა მფლობელმა მიიღოს უშრომელი შემოსავალი: მთავარი საკითხია ის თუ როგორ ჩნდება ეს კერძო საკუთრებები, თუ რატომ ხდება მისი მისაკუთრება და გამოყენება მათ მიერ ვინც მის სანაცვლოდ გასცა რეალური ღირებულების არ მქონე, პირობითად მინიჭებული ღირებულების მქონე უნივერსალური ეკვივალენტი. ეს არის ერთ ერთი ფუნდამენტური ელემენტი კაპიტალისტური სისტემის კონსტრუქციის ერთობლიობაში რომელიც უბრალოდ მორგებულია – მმართველი კლასის ინტერესებზე და ჩაგრული ფენის ექსპლუატაციაზე.

4.3.
წარმოება
:
ადამიანის
ფუნდამენტური
უფლება

შრომა, იმ პირობით თუ ის არის პატიოსანი და მშრომელის საკუთრება, უნდა იყოს კარგად ანაზღაურებადი და დაფასებული. დღეს კი ვინც მუშაობს მხოლოდ იმდენი ანაზღაურება აქვს რომ შიმშილით არ მოკვდეს და საკვები მიიღოს, ამ მიზერულ ანაზღაურებასაც კი მხოლოდ იმის გამო იღებს მშრომელი რომ კაპიტალისტებმა მუშახელი არ დაკარგონ.

თუ ვინმე აწარმოებს იმას რაც მას შეუძლია ან უნდა რომ აწარმოოს, მან უნდა იპოვოს მყიდველი მის მიერ შექმნილი პროდუქტისათვის, რომ შემდეგ იყიდოს ბაზარზე ის რაც სჭირდება არსებობისათვის, მაგრამ თუკი მან ვერ გაყიდა მის მიერ წარმოებული პროდუქტი, მას არ შეუძლია ყიდვის შემთხვევაში შესთავაზოს სანაცვლოდ რაიმე ეკვივალენტური, შესაბამისად მისი მოთხოვნილებები იქნება უარყოფილი და დაუკმაყოფილებელი. კაპიტალიზმის პირობებში ყველას მოთხოვნილება დაკმაყოფილებული არ არის, ბაზარზე შესაძლოა არსებობდეს ყველა სახის პროდუქტი, მაგრამ მისი მიღება შეუძლია მას ვინც ფლობს უნივერსალურ ეკვივალენტს, კაპიტალს, შეიძლება სულაც გადაყარონ პროდუქტი, ან გაანადგურონ, მაგრამ მას უფასოდ არ მოგცემენ, ეს ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, რომელზეც კაპიტალიზმია აგებული.
მაგრამ ყოველ დღე 100 000 ადამიანი კვდება შიმშილისგან, იმ დროს როცა ტონობით საკვები იყრება ყოველდღიურად ნაგავსაყრელებზე, ტონობით პური რომელიც ორი დღის შემდეგ არ იყიდება, როცა ის ჩვეულებრივად ვარგისია საკვებად იყრება ნაგავში და ნადგურდება, იგივენაირად ხდება სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით იმ ფონზე როცა ჩვენს გარშემოც კი ამდენი ადამიანი შიმშილობ ან ვერ იკვებება სრულფასოვნად.

დაგეგმილი ეკონომიკა უპირისპირებს თანამედროვე საბაზრო ეკონომიკას: დაგეგმილი ეკონომიკა ნიშნავს უპირველესად მხოლოდ იმას რომ საჭირობა, მოთხოვნილების შესაბამისად უნდა მოხდეს პროდუქციის წარმოება, ჯერ უნდა განისაზღვროს მოთხოვნილებები და შემდეგ მოხდეს საჭირო რაოდენობის პროდუქტის წარმოება. გეგმა უზრუნველყოფს რომ რაც არის წარმოებული არის ზუსტად იმდენი, რამდენის მოთხოვნილებაც არსებობს. დღეს, ინტერნეტის და თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, ეს სულაც არ არის რთული წარმოსადგენი და არ იქნება პრობლემა რომ ყველამ, თვითონვე ჩამოაყალიბოს საკუთრი სურვილები და მოთხოვნილებები და ასევე განისაზღვროს წარმოების შესაძლებლობები და შეგროვებული ინფრომაციის გაანალიზების და დახარისხების შედეგად განისაზღვროს წარმოებისათვის საჭირო გეგმა.

დაგეგმილი ეკონომიკის საწინააღმდეგოდ, ყოველთვის არის წამოყენებული მოსაზრება რომ მსგავსი ეკონომიკა აუცილებლად წარმოშობს კონკრეტული პროდუქტის დეფიციტებს, და არ იქნება მოთხოვნილების და საჭიროების შესაბამისი. ასევე ხშირად ჩნდება კითხვა თუ ვინ იქნება ის ვინც განსაზღვრავს საჭიროებებს, მოთხოვნილებებს, დააგეგმარებს მათ, გაუწევს კოორდინაციას და ა.შ. ამის საპასუხოდ კი დაგეგმილი ეკონომიკის მოდელი გვთავაზობს რომ ყველა ადამიანი თავად იყოს ჩართული მოთხოვნილების, საჭიროების განსაზღვრის თუ საწარმოო გეგმის შედგენის საკითხებში ჩართული, ის რომ ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილებები, როგორიცაა საკვები, წყალი, ტანსაცმელი და თავშესაფარი უპირობოდ უნდა იქნას დაკმაყოფილებული, ეს ბუნებრივია ასეც იქნება, სხვა დანარჩენი საწარმოო გეგმის განსაზღვრა თუ დადგენა იმისი რა პროდუქტი უნდა შეიქმნას ან რა რაოდენობით წარმოადგენს განხილვის და მსჯელობის საგანანს რომელიც ზემოთხსენებული პრინციპებით უნდა მოხდეს. კერძო ინიციატივას უნდა გამოიჩინოს ყველამ რათა განისაზღვროს თუ რა ან რამდენი უნდა იწარმოოს. და ამგვარად ის აბსურდები და ანომალიები რაც ახასიათებს კაპიტალისტურ ეკონომიკას ძალადობრივი და სულელურიც ჩანს ამ ფონზე: ვიღაცამ უნდა აწარმოოს პროდუქტი რომელიც არავინ იცის სჭირდება თუ არა საზოგადოებას, და შემდეგ იფიქროს მის გასაღებაზე, ისე რომ არ გაიგოს ყველას აზრი მოთხოვნილების თუ საჭიროების შესახებ, უბრალოდ მიაწოდოს მათ პროდუქტი და დააჯეროს ისინი რომ მათ სჭირდებათ ეს, რეკლამების თუ სხვა კონსუმერული ტვინის რეცხვის საშუალებებით. მას კი ვისაც არ შუძლია საკუთარი წარმოებული პროდუქტის რეკლამირებაში ფული ჩადოს ან უბრალოდ მის მიერ შექმნილი პროდუქტი არ არის მოთხოვნადი, ან ზედმეტად დაბალანაზღაურებადია კონსუმერულ კაპიტალისტურ საზოგადოებაში უწევს აწარმოოს სხვა პროდუქტი, შექმნას ის რაც არ უნდა, აკეთოს ის რაც არ სურს, რომ არ მოკვდეს შიმშილით და იარსებოს, ინდივიდუალური წარმოება კაპიტალისტურ ბაზარზე, დიდი კაპიტალის და გავლენიანი მფარველების გარეშე იმდენად რთული და უშედეგოა რომ მწარმოებელს მოგება თითქმის არ რჩება, მან ჯერ უნდა შექმნას პროდუქტი და შემდეგ მოძებნოს ვინმე მყიდველი, იპოვოს ვინმე ვინც გადაიხდის ფულს მისი პროდუქტისთვის, ან ელოდოს როდის გამოჩნდება შესაბამისი მყიდველი და მერე შექმნას პროდუქცია. აქედან გამომდინარე კაპიტალისტური ეკონომიკა კრახისთვისაა განწირული და ხშირად ეფლობა ეკონომიკურ კრიზისებში. მთელი ეს პროცესი ყველაზე მეტად საზიანო კაპიტალის არ მქონე, დაბალ სოციალურ საფეხურზე მყოფი ადამიანებისთვის არის და ხშირად ეს ზიანი არამარტო შიმშილს არ მატერიალური სიდუხჭირის, არამედ ზოგჯერ სიკვდილის მიზეზიც ხდება ხოლმე. ეს სოციალური უთანასწორობა ამ ყველაფერთან ერთად წარმოშობს კლასობრივ დაყოფას, და უფსკრულს კლასებს შორის, ერთ მხარეს დგანან ადამიანები რომლებსაც საკუთარი თავის გადარჩენისთვის, და საკვების მოპოვებისთვის ყოველდღიური მძიმე ბრძოლის გადატანა უწევთ, ხოლო მეორე მხარეს კი დგანან ადამიანები რომლებიც სწორედ სხვების შიმშილის და სიღარიბის ხარჯზე მდიდრდებიან და აგროვებენ კაპიტალს. ამ ყველაფერს კაპიტალისტური სისტემის დამცველები ბუნებრივი გარდაუვალობით ხსინიან და ასევე ამბობენ რომ ადამიანების ბუნება ასეთია. თვითონ ზემოდან ქმნიან პრობლემას ხელოვნურად და შემდეგ დამნაშავეებად გამოყავთ ისევ დაზარალებული, ექსპლუატირებული ადამიანები.

4.4.
ნაღდი
ფული
,
შუამავალი
სასაქონლო
ბირჟაზე

ხშირად ამბობენ რომ სილვიო გეზელს სურდა მონეტარული სისტემის გაუქმება. მაგრამ მე რაც ვისწავლე და წავიკითხე მისი ნაშრომებიდან, აქიდან გამომდინარე შემიძლია განვაცხადო რომ გარკვეულწილად არ არის ასე. მას უნდოდა რომ ფული გამხდარიყო ფუნქციური სასაქონლო ბირჟაზე და არ იყო მონეტარული სისტემის სრული გაქრობის წინააღმდეგი. მას ჰქონდა თავისი თეორიები იმის შესახებ თუ ვინ მართავს და ვისი ინტერესები დგას მონეტარული სისტემის უკან. მას განსაკუთრებით უნდოდა რომ თავიდან აეცილებინა მონეტარული სისტემის გაქრობა მიმოქცევიდან. მას უნდოდა რომ ფული მოგროვებულიყო და გამხდარიყო ცალკეული საქონელი, რომელსაც შემდეგ ისევ გამოიყენებდნენ სპეკულაციისთვის. მას უნდოდა დაეტოვებინათ ის მიმოქცევაში, ამიტომ მისი ფულის შეზღუდვის თეორია: ფულის დაგროვება უსარგებლოა და საჭიროა მისი შემცირება. იმიტომ რომ მას უნდოდა უარი ეთქვა უნივერსალურ ეკვივალენტზე, ფული ყოველთვის უნდა დარჩენილიყო მიმოქცევაში და უნდა მომსახურებოდა საქონლის გაცვლას, შეესრულებინა შუამავლის როლი. მისი იდეა ფულის შემცირების შესახებ გვაძლევს საფუძველს ვთქვათ რომ ის იყო სასაქონლო ბირჟის უპირობო დამცველი.

ხშირად ადგილობრივი ვალუტის შემოღება მიაჩნიათ არსებული ეკონომიკური კრიზისის დაძლევის საშუალებად, გეზელის თეორია ეთანხმება ამ იდეას, მე მოვიყვან ორ მაგალითს რომ წარმოვაჩინო როგორი სარისკოა მონეტარული სისტემის არსებობა- იმიტომ რომ სხვადასხვა სავალუტო სისტემების შემოღების აუცილებლობა ბუნებრივად ხდება კრიტიკულ სიტუაციებში და ის გამოირჩევა არასტაბილურობით და დიდხანს ვერ ახერხებს არსებობას, მალევე ქრება ან გარე ჩარევის ანდაც ბუნებრივად, უსარგებლო ხდება.

 

5.
სიმბოლური
ფული
ადგილობრივი
მონეტარული
სისტემა
როგორც
ალტერნატივა

.
ვერგელი

1930 წელს, ავსტრიული ქალაქი ვერგელი გაკოტრდა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო და ის ვეღარ უხდიდა ანაზღაურებას საკუთარ დასაქმებულ მოქალაქეებს. 1932 წელს ქალაქის მერმა გადაწყვიტა შემოეღო ადგილობრივი ვალუტა, რომელიც მიღებული უნდა ყოფილიყო არსებულის ნაცვლად, დასაქმებულებს ანაზღაურებას უხდიდნენ ადგილობრივი ვალუტით, ფაქტობრივად ამ გზით მოხერხდა რეგიონალური გადახდის უნარიანობის შექმნა და სასაქონლო ბრუნვის აღდგენა ვერგელში და მის შემოგარენში. მალე მასს სამ სხვა რეგიონშიც მიბაძეს, მათაც ასევე უნდოდათ რომ შემოეღოთ ადგილობრივი ვალუტა. ვერგელის რეგიონულმა ვალუტამ აღადგინა ეკონომიკა იმ დროს როცა კრიზისის შედეგად იგი სრულიად განადგურებული იყო. ავსტრიის ეროვნული ბანკი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა ვერგელის რეგიონალურ ვალუტას – ეს იყო გამოწვევა სახელმწიფო მონოპოლიისთვის და მონეტარული სისტემისთვის – რაც ლოგიკურად დამთავრდა სახელმწიფო სისტემის სასარგებლოდ, 1933 წელს ეს ყველაფერი აღიკვეთა სახელმწიფოს უხეში ჩარევის შედეგად, რომელმაც გამოიყენა პირდაპირი ზეწოლა რეგიონზე და განახორციელა შეიარაღებული ქმედება, სამხედრო ინტერვენციის გზით. ამან არსებულ თვითთმართველობას მოუსპო ამ იდეების გავრცელების შანსი და სახელმწიფომ დაიბრუნა მონოპოლია.

.
არგენტინა

1991 წელს, არგენტინამ უარყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინიციატივა, რომლის თანახმად ადგილობრივი ვალუტა – პესო უნდა გათანაბრებოდა დოლარს რომ შეეჩერებინათ მიმდინარე ინფლაცია ქვეყანაში და დაესტაბილურებინათ ვალუტა. ერთ ერთი აუცილებელი პირობა იყო ის რომ არგენტინის სახელმწიფოს უნდა შეეწყვიტა ვალუტის გამოცემა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს ეკონტროლებინა მონეტარულ პოლიტიკა არგენტინაში.

იმის ერთ ერთი შედეგი რომ არგენტინამ არ შეასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნები, იყო ის რომ პროდუქციის ექსპორტირება უჯდებოდა უფრო ძვირი და დაკარგა საექსპორტო ბაზრები. პარალელურად შიდა ბაზარზე არგენტინული პროდუქტი აღარ იყო კონკურენტული იაფასიან იმპორტირებულ პროდუქტთან შედარებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აიძულა არგენტინის მთავრობა რომ მოეხდინა წამგებიანი კომპანიების პრივატიზება. ამ პრივატიზაციის შემდეგ კი კომპანიებმა ვერ მიიღეს საჭირო სუბსიდიები, რომელსაც საჭიროებდნენ ისინი რომ არ განეცადათ სრული კრახი, რეალურად კი სახელმწიფოს, რომელიც იმ დროს ისედაც კრიზისში იმყოფებოდა არც შეეძლო ეს, პრივატიზაციას კი ხშირ შემთხვევაში აქვს იგივე ეფექტი რაც დახურვას.

ამ გზით, 1991 წლიდან 2000 წლამდე არგენტინამ მოახდინა საკუთრი ინდუსტრიის წამყვანი ნაწილის ლიკვიდაცია, რომელიც სათავეს იღებდა ხუან დომინგო პერონის მთავრობის დროიდან. ამ კომპანიებს შორის იყო სარკინიგზო ქსელი, საავიაციო, საავტომობი და სამხედრო ინდუსტრია, ასევე ენერგეტიკის და სამომხმარებლო ინდუსტრიის სფეროები. არგენტინა მთლიანად გახდა დამოკიდებული იმპორტზე. მას უწევდა უფრო და უფრო მეტი რაოდენობის იმპორტირება პროდუქტისა, რომელიც უკვე აღარ იწარმოებოდა ადგილობრივად. ამრიგად მისი სავაჭრო დეფიციტი გაიზარდა. არგენტინას ჰქონდა ყველაზე დიდი პრობლემა საკუთარი ობლიგაციების მსოფლიო ბაზარზე გადაცვლისას, სახელმწიფოს დავალიანება კი იზრდებოდა ეკონომიკის ვარდნის პარალელურად. ამ ყველაფერმა გამოიწვია ეროვნული ეკონომიკის სრული კრახი და ჩამოშლა 2001-2002 წლებში.

უკვე 90_იან წლებში, ღირებულება დაკარგულ ვალუტას ჰქონდა თავისი შედეგი. ჩრდილო პროვინციებში, არ იყო ფული, ყველა წარმოება რაც კი იყო განვითარებული მანამდე, აღარ არსებობდა. ერთადერთი იყო სახელმწიფო სამსახურები, რომლებიც ფუნქციონირებდა და ადამიანები იყვნენ დასაქმებულები: მასწავლებლები, მოსამსახურეები, ექიმები. თუმცა ისინიც ხშირად ვერ იღებდნენ ხელფასებს თვეების განმავლობაში, ასევე სასოფლო სამეურნეო წარმოება, როგორც დამხმარე საარსებო საშუალება.

იმისათვის რომ შეენარჩუნებინათ მონეტარული სისტემა, პროვინციებმა დაიწყეს საკუთარი ფულის გამოცემა – რომელიც მხოლოდ ლეგიტიმური იყო ადგილობრივად, საკუთარ პროვინციაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თვალი დახუჭა ამა ფაქტზე, რადგანაც ადგილობრივი ვალუტა მათთვის არ წარმოადგენდა პრობლემას, მათი მთავარი სამიზნე იყო ეროვნული ვალუტა. მსგავსი მოვლენების ფონზე 90_იანი წლებში შიმშილის გამო ხდებოდა აჯანყებები პროვინციებში, რომლებსაც არგენტინის მთავრობა ახშობდა პოლიციის და არმიის საშუალებით.

რისთვის
არის
საჭირო
მონეტარული
სისტემა
?

1.ზოგადად რომ შენარჩუნდეს სახელმწიფოს ერთობლიობა. თუ ჩვენ ყველა არ მივიღებთ ხელფასებს, როგორც სახელმწიფო მოხელეები: მასწავლებლები, საჯარო მოხელეები, ექიმები, ან უბრალოდ ნებისმიერ სამსახურში დასაქმებული ადამიანები – რისთვის უნდა ვიმუშავოთ ჩვენ ? ეს საფრთხეს უქმნის არსებულ კაპიტალისტურ წესრიგს რომელიც სწორედ მონეტარულ სისტემაზეა აგებული და კაპიტალისტური ეკონომიკის მხარდამჭერები ყველა გზას იყენებენ რომ ადამიანები დაარწმუნონ ფულის არსებობის აუცილებლობაში, კაპიტალიზმი იყენებს სახელმწიფო პროპაგანდისტულ მანქანას და ყველა საშუალებას რომ ეკონომიკის კაპიტალისტური პრინციპები იქნას გამოყენებული.

2. რომ შეინარჩუნდეს ინფრასტრუქტურა, იფუნქციონიროს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, იარსებოს სახელმწიფო სამსახურებმა, პოლიციამ, რაც თავის მხრივ სისტემის დაცვის და მასების გაკონტროლების, დაშინების და დასჯის საუკეთესო და საუკუნეების მანძილზე დახვეწილი მეთოდია, ასევე იმისათვის რომ პროვინციულ ქალაქებსა და დედაქალაქს შორის იყოს კავშირი და ა.შ.

ახლა მე არ მინდა თავი შევაწყინო ვინმეს უფრო მეტი დეტალებით 30_იანი წლების ავსტრიის ან 90_იანი წლების არგენტინის შესახებ. მე მხოლოდ იმიტომ მოვიტანე ეს მაგალითები რომ ასეთი საშუალება ადგილობრივი ვალუტის შესახებ არის გეზელის თეორიაში მოყვანილი. ადგილობრივი ვალუტა იქმნება რეგიონში მაშინ როცა გლობალური ვალუტა განიცდის ინფლაციას და პროდუქციის ღირებულება ქრება, კაპიტალისტური ეკონომიკის კრახის, კრიზისის გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა წარმოებული პროდუქციის ღირებულების პრინციპი და სასაქონლო ბირჟა უნდა იყოს შენარჩუნებული. ისინი საჭიროა: რადგანაც მონეტარული სისტემა უბრალოდ არის უნივერსალური ეკვივალენტი რომელიც წარმაოდგენს ღირებულებას, და არსებული ეკონომიკის პრინციპები მოითხოვს ამ უნივერსალური ეკვივალენტის არსებობას.

თუ ვინმეს მიაჩნია რომ ადგილობრივი ვალუტის გამოცემა არის კრიზისისგან თავის დაღწევის საშუალება, მას ბოლომდე არ ესმის რა არის ფული: უპირველესად, უნივერსალური ეკვივალენტი რომელსაც აღაირებს ყველა, და ეთანხმება რომ ის წარმაოდგენს ღირებულებას. მეორე, უბრალოდ ღირებულების გამოხატვა არის საშუალება ბიზნესითვის: მონეტარული სისტემის ადგილობრივი ვალუტის კონტექსტში განხილვის მცდელობა, და მისი შენარჩუნება როგორც მიმოქცევის საშუალება, არის მხოლოდ მცდელობისა რომ გადავარჩინოთ კაპიტალისტური ეკონომიკა, კაპიტალიზმის კრიზისის შედეგად გამოწვეული კრახისგან რომ მას შეეძლოს კვლავ აღდგმოა მოგვიანებით სრული ძალით კონტროლის აღება ხელში: რომ უზრუნველყოს მათი კეთილდღეობა და აღმატებული, გაბატონებული, პრივილეგირებული მდგომარეობა ვისაც აქვს კერძო საკუთრება და კაპიტალი ასევე მხარდაჭერა სახელმწიფოსგან, რომ კვლავ განაგრძოს ექსპლუატაცია მათი, ვისაც არ გააჩნია ეს ყოველივე და მიეკუთვნება მოსხლეობის ღარიბ, მშრომელ ნაწილს. რეგიონალური ვალუტის შექმნა, როგორც მონეტარული სისტემის ყველა სხვა მოდიფიკაცია, ლოგიკურად ისევ მიგვიყვანს ექსპლუატაციამდე, კლასობრივ დაყოფამდე, კაპიტალიზმამდე და სახელმწიფომდე, იმისათვის რომ თავიდან იქნას ეს ყველაფერი არიდებული უნდა რადიკალურად შევცვალოთ არსებული პრინციპები ანარქისტული პრინციპებით.

- See more at:

დევიდ გრებერი – ფული უბრალოდ ქაღალდია, რომელიც ბანკებს ამოძრავებს

 

 

 

 

1930-იან წლებამდე, ჰენრი ფორდი ამბობდა, რომ კარგია, როცა ამერიკელების უმრავლესობამ არ იცის თუ რეალურად როგორ მუშაობენ ბანკები. მათ რომ ეს ცოდნოდათ, „რევოლუცია მოხდებოდა ხვალ დილამდე“.

გასულ კვირას აღსანიშნავი რამ მოხდა. ინგლისის ბანკმა „კატა ჩანთიდან გამოუშვა“. თეორიას, რომლის სახელწოდებაა „
“, სამი ეკონომისტი ავტორი ჰყავს ბანკის ფინანსური ანალიზის დირექტორატიდან. მათ ცალსახად განაცხადეს, რომ საერთო გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ბანკი – მცდარია. ამ სახის პოპულიზმით კი ერეტიკული პოზიციები უფრო მეტად უკავშირდება ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა მაგალითად – დაიკავე ვოლ სთრითი.

რომ იგრძნოთ თუ რამდენად რადიკალურია ბანკის ახალი პოზიცია, განიხილეთ საყოველთაოდ მიღებული ხედვა, რომელიც ბაზისია საჯარო პოლიტიკაში ყოველგვარი დებატისა. ხალხს შეაქვს თავისი ფული ბანკში. შემდეგ ბანკი ამ ფულს გაასესხებს პროცენტით – ან ჩვეულებრივ მომხმარებლებზე, ან მეწარმეებზე, რომლებიც მის ინვესტირებას მოახდენენ რამე მომგებიან საწარმოში. სინამდვილეში, ნაწილობრივი სარეზერვო სისტემა ნებას რთავს ბანკს გაასესხოს იმაზე გაცილებით მეტი თანხა, ვიდრე ეს რეზერვშია, ხოლო თუ დანაზოგები არ კმარა, კერძო ბანკს შეუძლია ისესხოს მეტი ფული ცენტრალური ბანკიდან.

ცენტრალურ ბანკს შეუძლია დაბეჭდოს იმდენი ფული, რამდენიც მოუნდება. მაგრამ მაინც საფრთხილოა, რომ არ დაბეჭდოს ძალიან ბევრი. მართლაც, ჩვენ ხშირად გვეუბნებიან რომ სწორედ ამის გამო არიან დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკები პირველ ადგილზე. მთავრობებს თავად რომ შეეძლოთ ფულის ბეჭდვა, რასაკვირველია ისინი ძალიან ბევრს გამოუშვებდნენ, და საბოლოო ჯამში ინფლაცია ეკონომიკას ქაოსში გადაიყვანდა. ისეთი დაწესებულებები, როგორებიცაა ინგლისის ბანკი ან შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი, შეიქმნა იმისათვის, რომ ყურადღებით დაარეგულირონ ფულის მიწოდება, რათა თავიდან აიცილონ ინფლაცია. სწორედ ამიტომ, მათ ეკრძალებათ ხელისუფლების პირდაპირ დააფინანსება, ვთქვათ, სახაზინო ობლიგაციების ყიდვით, მაგრამ ამის ნაცვლად აფინანსებენ კერძო ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც ხელისუფლებას უხდის.

ეს არის მოცემულ საკითხზე ის წარმოდგენა, რაც საშუალებას გვაძლევს კვლავაც ვისაუბროთ ფულზე ისე, თითქოს ეს იყოს შეზღუდული რესურსი, ისევე როგორც მაგალითად ალუმინის მადანზე ან ნავთობზე, რომ ვთქვათ: „უბრალოდ არ არის საკმარისი თანხა“ იმისათვის, რომ დაფინანსდეს სოციალური პროგრამები, იმისათვის, რომ ისაუბრო სამთავრობო ვალის უზნეობაზე, ან სახელმწიფო ხარჯებზე, რომლებიც განდევნიან კერძო სექტორს. რაც ინგლისის ბანკმა აღიარა ამ კვირაში, ეს არის ის, რომ არცერთი ზემოთ ჩამოთვლილთაგანი არ შეესაბამება სინამდვილეს. თუ მოვიყვანთ ციტატას მათი პირველადი მიმოხილვიდან: „ოჯახების მიერ ბანკში ფულის შენახვასა და შემდეგ სესხებაზე მეტად, ბანკში დეპოზიტს – საბანკო სესხი ქმნის.“ … „ჩვეულებრივ დროებში, ცენტრალური ბანკი არ უშვებს ჯამურ თანხას მიმოქცევაში, არცერთი ცენტრალური ბანკის ფული არ „მრავლდება“ სესხებითა და დეპოზიტებით.“

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი რაც ვიცით არაა მცდარი, არამედ ჩამორჩენილია. როდესაც ბანკები აკეთებენ სესხებს, ისინი ქმნიან ფულს. ფული სინამდვილეში არის უბრალოდ IOU (IOU – „მე მმართებს შენი“, აღიარებითი ვალის არაფორმალური დოკუმენტი). ცეტრალური ბანკის ფუნქციაა გაუძღვეს კანონიერ ბრძანებას, რომელიც ბანკებს მიანიჭებ ექსკლუზიურ უფლებას შექმნან რამდენიმე სახის IOU, მაგალითად ერთ-ერთი მათგანი ასეთია: მთავრობა ვაჭრობას აღიარებს კანონიერად, თუ ვაჭრობის მსურველები დათანხმდებიან მთავრობას გადასახადების გადახდაზე. მართლაც, უთვალავი ბანკი შეიძლება შეიქმნას იმ პირობით, თუ ისინი მოძებნიან სესხის აღების მსურველებს. ისინი არასოდეს დაკავდებიან მოკლე ვადით, მარტივი მიზეზის – მსესხებლების გამო, ზოგადად რომ ვთქვათ, იღებენ ნაღდ ფულს და დებენ საკუთარი ლეიბების ქვეშ; საბოლოო ჯამში, ბანკის ნებისმიერი ფულადი სესხი ბოლოს ისევ და ისევ რომელიმე ბანკში დაბრუნდება. ასე რომ, ბანკის სისტემა როგორც მთლიანი არის ის, რომ ყოველი სესხი უბრალოდ ხდება მორიგი ანაბარი. გარდა ამისა, იმდენად რამდენადაც ბანკებმა უნდა მიიღონ დაფინანსება ცენტრალური ბანკისგან, მათ შეუძლიათ ისესხონ იმდენი, რამდენიც მოუნდებათ; ყველაფერი ეს უკანასკნელი კი ცვლის საპროცენტო განაკვეთს, ფულის ღირებულებას, და არა მის რაოდენობას. კრიზისის დაწყებიდან მოყოლებული, შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკებმა შეამცირეს ეს ღირებულება თითქმის არაფრამდე. მართლაც, „რაოდენობრივი გაადვილებით“ ისინი ეფექტურად ტენიან ბანკებში იმდენ ფულს, რამდენიც შეუძლიათ, ყოველგვარი ინფლაციური ეფექტის გამოწვევის გარეშე.

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ რეალური ზღვარი ფულის ოდენობისა არის არა ის, თუ რა რაოდენობის თანხის გასესხებას მოინდომებს ცენტრალური ბანკი, არამედ რამდენი ხელისუფლება, ფირმები და ჩვეულებრივი მოქალაქეები მოინდომებენ, რომ ისესხონ ფული. სახელისუფლებო დანახარჯი ამ ყველაფრის მთავარი მამოძრავებელია (და ქაღალდი აღიარებს, თუ თქვენ ყურადღებით წაიკითხავთ მას, რომ ცენტრალური ბანკი აფინანსებს მთავრობას ამ ყველაფრის შემდეგ). ასე რომ, აღარ არის შეკითხვები სახელმწიფო დანახარჯების მიერ კერძო ინვესტიციების გაძევების შესახებ. ეს კი სწორედ საწინააღმდეგო რამაა.

რატომ აღიარა მოულოდნელად ეს ყველაფერი ინგლისის ბანკმა? ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ეს აშკარა სიმართლეა. ბანკის საქმეა რეალურად აწარმოოს სისტემა, ხოლო ბოლო დროს სისტემა არცისე განსაკუთრებულად კარგად დარბის. შესაძლოა მათ გადაწყვიტეს რომ ეკონომიკის „წარმოსახვითი-მიწის“ ვარიანტის შენარჩუნება, რომელმაც დაამტკიცა რომ ძალიან ხელსაყრელია მდიდრებისათვის, იმდენად დიდი ფუფუნებაა, რომ უფრო მეტ ხანს ვეღარ მოახერხებდა არსებობას.

მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ხდება დიდი რისკის ფასად. უბრალოდ განსაჯეთ, რა შეიძლება მოხდეს, თუკი იპოთეკარები გააცნობიერებენ, რომ ფული რომელიც მათ ბანკმა ასესხა უბრალოდ არ არსებობს, მართლაც, ზოგიერთი ხელმომჭირნე პენსიონერის ცხოვრების დანაზოგი, მაგრამ როგორღაც ბანკმა მოახერხა და რეალობა შესძინა მას ჯადოსნური ჯოხის საშუალებით, რომელიც ჩვენ, საზოგადოებამ გადავეცით ხელში.

ისტორიულად, ინგლისის ბანკს ყოველთვის ჰქონდა ტენდენცია ყოფილიყო ლიდერი, გარეგნული მოჩვენებითი პოზიციებით, რომლებიც საბოლოოდ ახალი აქსიომები გახდნენ. თუ ეს მართლაც ის არის, რაც აქ ხდება, მაშინ ჩვენ შესაძლოა მალე იმ პოზიციაზე დავდგეთ და გავიაზროთ, რომ ჰენრი ფორდი მართალი იყო.

- See more at:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრისტოფერ
ჰიტჩენსი
უფალი
არ
სუფევს
.
როგორ
წამლავს
რელიგია
ყველაფერს

 

 

თავი
1.
მსუბუქად
რომ
ვთქვათ

თუ ამ წიგნის რომელიმე მკითხველი, არ დაკმაყოფილდება უბრალო უთანხმოებით ავტორთან და გადაწყვეტს გამოიკვლიოს რა ცოდვებმა მაიძულა კალმის აღება (ჩემი გამოცდილება კი მიჩვენებს, რომ გულმოწყალების და მიმტევებლობის მქადაგებელნი, ხშირად, სწორედ ასე იქცევიან.), ის გამოიწვევს არა მარტო მიუწვდომელ და სრულყოფილ შემოქმედს, რომელმაც სავარაუდოდ, თავადვე შემქმნა ასეთად, არამედ შებღალავს კეთილი და უანგარო რწმენის მქონე ქალბატონის, ჯინ უოტსის ხსოვნას.

9 წლის ასაკში, როდესაც ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე სკოლა “დარტმურში” დავდიოდი, ჯინ უოტსის მოვალეობა გახლდათ, ვეზიარებინე ბუნების საიდუმლოებებისა და წმინდა წერილისთვის. მას დავყავდით ექსკურსიებზე, ჩემი სამშობლოს განსაკუთრებულ მხარეებში და გვასწავლიდა ფრინველების, ცხოველების და მცენარეების სახელებს. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე საოცარი სილამაზე, რომელსაც ბუნება მალავდა: ბუდეში მჭიდროდ ჩაწყობილი ფრინველის კვერცხები; ხელის გაწვდენაზე ამოსული მხსნელი მრავალძარღვა, ფეხების დასუსხვის შემთხვევაში.- ეს ყველაფერი ისევე ჩარჩა ჩემს მეხსიერებაში, როგორც ის “მონადირეთა მუზეუმი”, სადაც ადგილობრივ გლეხებს გამოფენაზე გამოჰქონდათ ნანადირევ ცხოველთა ფიტულები. მარტივად მიხვდებით რის გადმოცემას ვცდილობ, თუ წაგიკითხავთ ჯონ კლერის უკვდავი პროვინციული ლირიკა.

გაკვეთილებზე გვაძლევდნენ ფურცლებს, რელიგიის სწავლებაზე პასუხისმგებელი სამინისტროს ოფიციალური ბეჭდით დამოწმებულს, რომელსაც ერქვა “გამოვიკვლიოთ წმინდა წერილი”. (ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, ის სახელმწიფოს მიერ იყო მხარდაჭერილი.) ფურცელზე ეწერა ნაწყვეტი, ძველი ან ახალი აღთქმიდან. ჩვენ უნდა წაგვეკითხა ის და წერილობით ან ზეპირად გადმოგვეცა თუ რას მოგვითხრობდა ნაწყვეტი და რა იყო მისი მორალი. მე ძალიან მომწონდა ეს დავალება და ხშირად საუკეთესოდ ვასრულებდი. ჩემთვის, ეს აღმოჩნდა შესავალი კრიტიკულ აზროვნებაში. მე ვკითხულობდი ტექსტებს, რომლებიც წინ უძღოდა და მოსდევდა მოცემულ ნაწყვეტს, რათა სწორად გამეგო მისი “აზრი”. ჩემს მოწინააღმდეგეთა სამწუხაროდ, მე ახლაც შემიძლია ამის კეთება და ახლაც განვიცდი პატივისცემას მათ მიმართ, რომელთა სტილსაც ზოგჯერ “მხოლოდ და მხოლოდ” თალმუდისტურად და “ფუნდამენტალისტურად” მოიხსენიებენ. ასეთი სავარჯიშოები სასარგებლოა ინტელექტის და ლიტერატურული გამოცდილების დონის ასამაღლდებლად.

თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, საბრალო მისის უოტსმა გადააჭარბა. ბუნებისმეტყველებისა და წმინდა წერილის მასწავლებლის როლის შეთავსების მცდელობისას, მან თქვა:

“შეხედეთ ბავშვებო, რამდენად დიადი და გულუხვია ღმერთი. მან ყველა ბალახი და ხე მწვანე ფერის შექმნა, რადგან სწორედ მწვანე ფერია ყველაზე სასიამოვნო ჩვენი თვალებისთვის. წარმოიდგინეთ, რა საშინელება იქნებოდა, მცენარეებს წითელი ფერი რომ ჰქონოდათ.”

და აი, წარმოიდგინეთ რა ჩაიდინა ამ ღვთისმოშიშმა ქალმა. მე მომწონდა მისის უოტსი: ის იყო უშვილო, ბავშვების მოყვარული მოხუცი, ცხოვრობდა ბებერ, მოსიყვარულე ავჩარკასთან ერთად, რომელსაც როვერს ეძახდნენ, და გაკვეთილების შემდეგ ხშირად გვეპატიჟებოდა ტკბილეულზე, თავის რკინიგზასთან ახლოს მდგომ სახლში. სატანა-თუ მისის უოტსი მან შეარჩია ჩემი ჭეშმარიტი გზიდან გადასაცდენად- ამ შემთხვევაში ბევრად უფრო შემოქმედებითი იყო, ვიდრე გველი ედემის ბაღიდან. მისის უოტსი არასოდეს უწევდა ხმას და არასოდეს მიმართავდა ხელმძღვანელობას-ზოგიერთი სხვა მასწავლებლისგან განსხვავებით-და საერთოდ, ის ერთ-ერთი იყო იმ ადამიანთაგან, რომლებზეც ჯორჯ ელიოტი წერდა: “თუ თქვენი საქმეები არც ისე ცუდადაა, როგორც შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს ნაწილობრივ იმ ადამიანთა დამსახურებაა, რომლებმაც ღირსეულად განვლეს თავიანთი უმნიშვნელო ცხოვრება და ახლა მივიწყებულ საფლავებში განისვენებენ.”

ამგვარად, მისის უოტსის სიტყვებმა შემძრა. თითქოს მის მაგივრად მრცხვენოდა. 9 წლის ასაკში, მე არ მქონდა არანაირი წარმოდგენა თეოლოგიურ თვალსაზრისზე ღმერთის შესახებ, დარვინის თეორიაზე ან ფოტოსინთეზსა და ქლოროფილს შორის კავშირზე. გენეტიკის საიდუმლოებანი, ჩემთვის ისევე უცნობი იყო, როგორც ყველასთვის იმ პერიოდში. მაშინ ჯერ კიდევ არ ვაკვირდებოდი ბუნებას, მის ჰარმონიულ ელემენტებს, არ ვფიქრობდი ადამიანის ან საერთოდ სიცოცხლის საწყისზე. მე უბრალოდ ვიცოდი-თითქოს უმაღლეს ავტორიტეტთან მქონოდა წვდომა,-რომ ჩემმა მასწავლებელმა მოახერხა ორი წინადადებით თავდაყირა დაეყენებინა ყველაფერი. მე ვიცოდი, რომ თვალები იყო მორგებული ბუნებას და არა პირიქით.

თავს არ მოგაჩვენებთ, თითქოს ყველაფერი ზედმიწევნით მახსოვს, მაგრამ ამ სიტყვებიდან მალევე, დავიწყე სხვა წინააღმდეგობების შემჩნევა. თუ ღმერთი ყველაფრის შემოქმედია, რატომ ვართ ვალდებულნი გამუდმებით ვემადლიეროთ იმისათვის, რაც მისთვის სირთულეს არ წარმოადგენადა? ეს ძალიან წააგავს მონურ “სიყვარულს”.თუ იესოს შეეძლო განეკურნა ნებისმიერი ბრმა, რომელსაც შეხვდებოდა, რატომ არ ჰკურნავდა ყველას ერთად? რით იყო ასეთი გასაოცარი მის მიერ დემონების განდევნა, თუ ისინი ღორებს ჩაუსახლდნენ? არის ამაში რაღაც ამაზრზენი, შავი მაგიის მსგავსი. რისთვისაა ეს მუდმივი, უშედეგო ლოცვები? რატომ ვარ ვალდებული, გაუთავებლად, საჯაროდ განვაცხადო, რომ უსუსური ცოდვილი ვარ?რატომ არის სექსის თემა ასეთი ტოქსიკური? ეს პირველი, ბავშვური ეჭვები, საკმაოდ გავრცელებულია, დიდწილად იმიტომ რომ არც-ერთი რელიგია არ გვაძლევს მათზე დამაკმაყოფილებელ პასუხებს.

ამავე პერიოდში, სკოლის დირექტორმა-რომელიც ყოველდღიურ ლოცვებს და ღვთისმსახურებას ხელმძღვანელობდა და სადისტი და ფარული ჰომოსექსუალი იყო(თუმცა მას დიდი ხნის წინ ვაპატიე, რადგან სწორედ მან გააღვიძა ჩემში ისტორიისადმი ინტერესი)-დიდაქტიკური განცხადება გააკეთა:”შეიძლება ახლა თქვენთვის გაუგებარია, თუ რაში გვჭირდება მთელი ეს რელიგია,მაგრამ როდესაც თქვენი ახლობლები დაიღუპებიან,მიხვდებით.”

აი აქ მე ისევ ვიგრძენი აღშფოთება ამ წარმოუდგენელი უაზრობის მიმართ. ასეთივე წარმატებით, დირექტორს შეეძლო ეთქვა, რომ რელიგიათა სწავლებები შეიძლება ტყუილია, თუმცა არავის ესაქმება, რადგან ის გვამშვიდებს. რა სიმდაბლეა. მაშინ, ცამეტი წლის ასაკში, ჯერ არაფერი ვიცოდი ფროიდზე(ეს კი დამეხმარებოდა დირექტორის ქმედების ახსნაში), მაგრამ იმ მომენტში, თითქოს ცხადად წარმომიდგა მისი ესე “ერთი ილუზიის მომავალი”.

ამ გაწელილი შესავლით, მინდა დაგარწმუნოთ რომ მე არ ვარ მათი მსგავსი, ვინც “ჯანსაღი რელიგიური რწმენის” შანსი ფსიქოლოგიური ტრავმის ან ძალადობის გამო დაკარგა. მე ვიცი, რომ მილიონობით ადამიანს მოუხდა მსგავსის გადატანა და ვთვლი, რომ რელიგიას შეუძლია და ვალდებულია პასუხი აგოს მიყენებულ ტკივილზე. (სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენთვის ცნობილი გახდა თუ როგორ ძალადობდა კათოლიკური ეკლესია ბავშვებზე.)

არსებობს ოთხი ფუნდამენტური უარყოფითი ასპექტი რელიგიისა. პირველი, ის არასწორად აღწერს სამყაროსა და ადამიანის შექმნის პროცესებს. მეორე, საწყისი შეცდომის წყალობით ის ახერხებს ნარცისიზმისა და ფარისევლობის შეთავსებას. მესამე, ის ერთდროულად წარმოადგენს ადამიანის სექსუალობაზე ზეწოლის შედეგსა და მიზეზს. და ბოლოს, მის საფუძველშივე დევს მისწრაფება მიიღოს სასურველი, რეალურად არსებულის ნაცვლად.

ვფიქრობ, ქედმაღლურად არ გამომივა, თუ ვიტყვი რომ ეს ოთხივე ფაქტი ჯერ კიდევ ხმის დაბოხებამდე გავაანალიზე (ასევე შევამჩნიე ერთი უფრო ვულგარული და ნათელი მდგომარეობა:ხელისუფლებაში მოხვედრილი ადამიანები, ყოველთვის ცდილობენ ძალაუფლების გაძლიერებას რელიგიის საშუალებით). დარწმუნებული ვარ, რომ სხვა მილიონობით ადამიანი, ამავე გზით, ამავე დასკვნებამდე მივიდა. მე შევხვედრივარ ამ ადამიანებს, ასობით ქალაქში, ათობით ქვეყანაში. ბევრ მათგანს თავიდანვე არ სწამდა ღმერთის, ბევრმა კი ეს მხოლოდ რთული შინაგანი ბრძოლის შემდეგ შეძლო. ბევრ მათგანს ეს ეჭვები ისევე უეცრად დაატყდა თავს, როგორც მოციქული პავლე მოექცა დამასკოში, თუმცა ეს ნაკლებად ჰგავდა ეპილეფსიას და არ შეიცავდა აპოკალიპტურ აზრებს(საბოლოოდ კი ბევრად უფრო საფუძვლიანი და რაციონალურიც აღმოჩნდა). მთავარა განმასხვავებელი ჩემი და ჩემი თანამოაზრეებისა, არის ის, რომ ჩვენი რწმენა- არ არის რწმენა. ჩვენი პრინციპები- არ არის რელიგია. ჩვენ არ ვეყრდნობით მხოლოდ მეცნიერებასა და გონებას,ეს შეუცვლელი მაგრამ არა საკმარისი პირობებია, თუმცა ეჭვით ვუყურებთ ყველაფერს რაც ეწინააღმდეგება მეცნიერებას ან შეურაცხყოფს გონებას. შესაძლოა ჩვენ ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, თუმცა, გვაერთიანებს პატივისცემა თავისუფალი და მიუკერძოებელი აზროვნების მიმართ. ჩვენ არ ვართ დოგმატურები: აზრთასხვადასხვაობა პროსფესორ სტივენ გოლდსა და პროფესორ რიჩარდ დოკინსს შორის და პოსტ-დარვინისტული თეორიის ხარვეზები შეიძლება საკმაოდ რთული და ღრმაა, მაგრამ ჩვენ მათ ფაქტებითა და ლოგიკით გადავჭრით და არა ფანატიკური დაპირისპირებით. ( ჩემი პირადი პრეტენზიები რიჩარდ დოკინსისა და დენიელ დენეტის მიმართ გამოწვეული მათი გულისამრევი იდეით, რომ ათეისტმა თვითნებურად უნდა მიიკეროს სახელწოდება “ნათელი გონება”.-ასევე ზემოთხსენებული კამათის ნაწილია.) ჩვენთვისაც ნაცნობია “სასწაულების აღქმა”, საიდუმლოებები და “თაყვანისცემა”:ჩვენ გვაქვს მუსიკა, ფერწერა და ლიტერატურა და ვთვლით, რომ შექსპირი, ტოლსტოი, შილერი, დოსტოევსკი, ჯორჯ ელიოტი და სხვანი, ბევრად უფრო კარგად ართმევენ თავს მნიშვნელოვანი მორალური საკითხების გადაწყვეტას, ვიდრე მქადაგებლური მითები წმინდა წიგნებიდან. გონებასა და “სულს” კვებავს ლიტერატურა და არა წმინდა წერილები. ჩვენ არ გვწამს ჯოჯოხეთის ან სამოთხის, თუმცა არცერთი სტატისტიკა არ აჩვენებს, რომ ამ მუქარებისა და დაპირებების გარეშე, ჩავდივართ უფრო მეტ დანაშაულს სიხარბის გამო ან ვახორციელებთ ძალადობის უფრო მეტ აქტს ვიდრე მორწმუნეები. (მეტიც, დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე ზუსტი სტატისტიკის შედგენის შემთხვევაში, ფაქტები საპირისპიროზე მიუთითებენ.) ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი სიცოცხლე სასრულია, უკვდავების ერთადერთი გამოვლინება კი ჩვენი შვილებია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანები სიცოცხლის სასრულობის გაანალიზების შემდეგ, შესაძლოა უფრო კეთილები გახდნენ ერთმანეთის მიმართ. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ თანასწორი და ღირსეული ცხოვრება შესაძლებელია რელიგიის გარეშე. ჩვენ რელიგიის გარეშე ვიცით რა არის კარგი და ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ძალიან ხშირად, რელიგიის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები, არამარტო იქცეოდნენ სხვებზე უარესად, არამედ ჩადიოდნენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც ბორდელის მეპატრონეშიც კი უარყოფით ემოციებს გამოიწვევს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ, ურწმუნოებს არ გვჭირდება ჩვენი ურწმუნოების მუდმივი ხაზგასმა. სწორედ ჩვენ გვგულისხმობდა ბლეზ პასკალი, როდესაც მიმართავდა მათ, ვინც აცხადებდა: “მე ისე ვარ მოწყობილი, რომ არ შემიძლია ღმერთის მწამდეს”. სოფელ მონტელში, ინკვიზიციის თარეშის პერიოდში, ერთ-ერთ ბრალდებულს ჰკითხეს თუ ვინ შთააგონა ერეტიკული აზრები ჯოჯოხეთისა და აღდგომის შესახებ. ქალმა სავარაუდოდ იცოდა, რომ ხანგრძლივი და მტანჯველი სიკვდილი ელოდა, თუმცა უპასუხა რომ ეჭვები თავისით გაუჩნდა. (ხშირად გვესმის როგორ ადიდებენ მორწმუნენი თავიანთ თანამოძმეებს სრულიად უბრალო და უაზრო მიზეზებით, თუმცა ამ ქალის მსგავს ნამდვილ მოაზროვნეებზე არასოდეს საუბრობენ. ასეთივე მიზეზებით ჩაქოლილ და ცოცხლად დამწვარ ადამიანთა სახელების ჩამოსათვლელადაც კი, მთელი სიცოცხლე არ კმარა.)

ჩვენ არ გვჭირდება შეკრება ყოელდღე, ყოველ მეშვიდე დღეს, ან რომელიმე ღირშესანიშნავ დღეს ჩვენს სიმართლეზე სალაპარაკოდ ან საკუთარი უღირსი არსებობის მოსანანიებლად. ჩვენ, ათეისტებს, არ გვჭირდება მღვდლები და საეკლესიო იერარქია, რომელიც დოგმების სიწმინდეს დაიცავს. ჩვენთვის ამაზრზენია მშვერპლშეწირვა და სხვა რიტუალები, ისევე როგორც რაიმე საგნისა და გამოსახულების გაღმერთება, თაყვაყვანისცემა (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საგანი ადამიანის მიერ შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე სასასრგებლო ნივთს-წიგნს წარმოადგენს). დედამიწის არცერთი ნაწილი ჩვენთვის არ არის უფრო “წმინდა”, ვიდრე სხვა. მომლოცველთა ჯიუტ პატივმოყვარეობასა და რომელიმე წმინდა კედლის, გამოქვაბულისა თუ ქვის გამო სისხლისღვრას ჩვენ ვუპირისპირებთ აუჩქარებელ, მოუთმენელ ნაბიჯებს ბიბლიოთეკის დარბაზებსა თუ გალერეებში, ან სადილს კარგ მეგობართან- ყოველთვის სილამაზისა და ჭეშმარიტების ძიებაში. რომელიმე გასეირნება წიგნების თაროებსა და ნახატებს შორის თუ, რომელიმე საუბარი სადილისას, აუცილებლად მიგვიყვანს რწმენასა და მორწმუნეებამდე: დაწყებული დიდი კომპოზიტორებით და მხატვრებით, რომელთაც შთაგონება რელიგიურ თემატიკაში იპოვეს, დამთავრებული წმინდა ავგუსტინეთი, თომა აკვინელით, მაიმონდითა და ჯონ ნიუმანით. ამ ძლიერი გონების მქონე ადამიანებს, შეეძლოთ ეწერათ ამაზრზენი და აფსურდული ტექსტები და ყოფილიყვნენ წარმოუდგენლად უმეცარნი, დაავადებების წარმოშობის მიზეზებსა თუ მზის სისტემაში დედამიწის ადგილზე საუბრისას (რომ აღარაფერი ვთქვათ, საერთოდ სამყაროს მოწყობაზე), მაგრამ სწორედ ამ მიზეზით, მათნაირი ხალხი ახლა აღარ არის და არც არასოდეს იქნება. ბოლო სიტყვა, რომელშიც ჯერ კიდევ იყო აზრი, კეთილშობილება და შთაგონება, რელიგიამ დიდი ხნის წინათ წარმოთქვა. უკეთეს შემთხვევაში, მისი ბოლო გამონათება ჩვენ შეგვიძლია შევნიშნოთ, პატივსაცემ, მაგრამ ბუნდოვან ჰუმანიზმში, ისეთი ადამიანებისა, როგორიც იყო მამაცი ლუთერანი მღვდელი, დიტრიხ ბონჰეფერი, რომელიც ნაცისტებმა მათთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო მოკლეს. ჩვენ აღარასოდეს ვნახავთ არავის, ძველ წინასწარმეტყველთა და “ბრძენთა” მსგავსს. ჩვენი დღევანდელი კერპები, მხოლოდ ჩავლილი დღეების გამოძახილია, რომელიც ზოგჯერ ყვირილად იქცევა, რწმენის საშინელი სიცარიელის ჩახშობის მცდელობისას.

რელიგიის ზოგიერთი აპოლოგეტი (მაგალითად, პასკალი) თავის მხრივ ბრწყინვალეა. ზოგიერთი მათგანი კი (არ შეიძლება არ გავიხსენოთ კლეივ ლუისი), სასაცილო და მომაბეზრებელი. თუმცა, ორივე მხარეს აერთიენებს აუტანლად მძიმე ტვირთი. როგორი ძალისხმევაა საჭირო, დაუჯერებლის დასასაბუთებლად! აცტეკები ყოველდღე იზიანებდნენ გულ-მკერდის არეს, რადგან მზეს ამოსვლა არ გადაეფიქრებინა. მონოთეისტები ვალდებულნი არიან, კიდევ უფრო ხშირად ევედრონ მოწყალება თავიანთ ღმერთს, ალბათ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი ყრუა. რა დონის ცუდად შენიღბული და აზრს მოკლებული პატივმოყვარეობაა საჭირო, რომ თავი ღვთიური გეგმის ცენტრად მიიჩნიო? შენი პირადი ღირსების რა ნაწილი უნდა შესწირო მსხვერპლად, რომ მუხლებზე მდგომმა, დაუღლელად, ცოდვების მიტევება ითხოვო? რამდენი უაზრო და უმიზეზო დაშვებაა საჭირო იმისათვის, რომ ყოველი ახალი მეცნიერული აღმოჩენა, ძველი კერპების სწავლებების ან წინასწარმეტყველებების(რომლებიც ადამიანის გამოგონილია) დამადასტურებლად შერაცხო? რამდენი წმინდანი, რამდენი სასწაული, ტაძარი და საიდუმლო კრებაა საჭირო იმისათვის, რომ რომელიღაც დოგმა ჯერ ჭეშმარიტებად გამოაცხადო, -ტანჯვის, წამების, უზარმაზარი დანაკარგის და სისასტიკის შემდეგ კი-ისევ უარყო? ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი თავის ხატად და მსგავსად. ყველაფერი სწორედ რომ პირიქით იყო. სწორედ ამან გამოიწვია რელიგიებისა და ღმერთების ასეთი სიმრავლე(თავისთავად, კონფესიათაშორისი ხოცვა-ჟლეტაც), რამაც ასე შეაფერხა ჩვენი ცივილიზაციის განვითარება.

დანაშაულები რელიგიურ ნიადაგზე, ხდებოდა და ხდება, არა იმიტომ, რომ ცოდვილნი ან დაწყევლილნი ვართ არამედ იმიტომ, რომ ჩვენი სახეობა, თავისი ბიოლოგიური ბუნებით, მხოლოდ ნაწილობრივაა რაციონალური. ევოლუციამ ჩვენი შუბლისწინა ნაწილი ზედმეტად პატარა, ხოლო თირკმელზედა ჯირკვლები ზედმეტად დიდი დატოვა; ჩვენი რეპროდუქტიული ორგანოები, როგორც ჩანს, სპეციალურმა კომისიამ შექმნა. ასეთმა “ფეთქებადმა ნივთიერებამ”, ცალკე აღებულმა, ან სხვა ინგრედიენტებთან ერთად, არ შეიძლება არ გამოიწვიოს უბედურება და დარღვევები. და მაინც, განსხვავება მორწმუნეთა გულმოდგინებასა და ისეთი ადამიანების დაუღალავ შრომაში, როგორებიც არიან დარვინი, ჰოკინგი და კრიკი, უზარმაზარია. ამ ადამიანების ცრურწმენები ან ვარაუდებიც კი, უფრო ბევრ რამეს ჰფენენ ნათელს, ვიდრე ნებისმიერი მორწმუნე, რომელიც თავისი ცრუ მოკრძალებულობით ცდილობს დაამტკიცოს წრეწირის კვადრატულობა და ამ გზით, შემოქმედის უბრალო ქმნილებებს, ამავე შემოქმედის მიზნები თუ ჩანაფიქრები აუხსნას. ჩვენ- ჰუმანისტებს, ათეისტებს, აგნოსტიკებს- შეიძლება გვაქვს ესთეტიური წინააღმდეგობის გრძნობა,მაგრამ სულაც არ გვსურს რომ ადამიანებს წავართვათ “ჯადოქრობით”, “სასწაულებით” მინიჭებული სიმშვიდე. არავითარ შემთხვევაში. გამონახეთ რამოდენიმე წუთი, ტელესკოპ “ჰაბლის” მიერ გადაღებული ფოტოებისათვის და თქვენ იხილავთ ბევრად უფრო გრანდიოზულ, იდუმალ და მშვენიერ–ასევე უფრო ქაოტურ და საშიშ–მოვლენებს, ვიდრე შეუძლია მოგითხროთ ნებისმიერ მითს სამყაროს შექმნასა თუ აღსასრულზე. წაიკითხეთ, რას წერს ჰოკინგი “მოვლენათა ჰორიზონტზე” ან “შავ ხვრელებზე”- რომელშიც, თეორიულად შეიძლება “ჩაყვინთო” და თვალწინ დაგიდგეს წარსული და მომავალი, და ამის შემდეგ ნაკლებად შეძლებს თქვენს გაოცებას მოსე, თავისი “ცეცხლმოდებული ბუჩქით”. დატკბით დეენემის მოლეკულის ორმაგი სპირალის სილამაზითა და სიმეტრიულობით, შეუკვეთეთ თქვენი გენეტიკური კოდის სრული გამოკვლევა, და თქვენ დაგამუნჯებთ თქვენი შემადგენელი ნაწილების თითქმის უკამათო სრულყოფილება. ამავე დროს, თქვენ გაიგებთ (და იმედია გესიამოვნებათ) თუ რამდენი საერთო გაქვთ ადამიანთა სხვა ტომებთან(“რასის” ადგილი იმავე ნაგვის ყუთშია, რომელშიც მითისა “შემოქმედზე”). ალბათ დაგაინტერესებთ იმის გაგებაც, თუ რამდენი საერთო გაქვთ სხვა ცხოველებთან. ბოლოს და ბოლოს, თქვენ შეძლებთ, მშვიდად ჩახედოთ თვალებში თქვენს “შემოქმედს”, რომელიც, როგორც ჩანს, არა პიროვნება, არამედ მუტაციის პროცესია, რომლის დროსაც ბევრად უფრო მეტი რამეა დამოკიდებული შემთხვევითობაზე, ვიდრე ეს ჩვენს თავმოყვარეობას უნდა. ყველა ეს საიდუმლო და “სასწაული”, ნებისმიერ ძუძუმწოვარს ეყოფა მისტიურობის განცდის სურვილის დასაკმაყოფილებლად. განათლებული ადამიანი თანამედროვე სამყაროში, უნდა მიხვდეს, რომ რაც უფრო მეტი იცის, მით უფრო მეტი აქვს გასაგები.

რელიგიის მიერ მოტანილ სიმშვიდესა და იმედზე (რადგან რელიგიის მიმდევრები ასე თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ რწმენას ამ თითქოსდა ამ აუცილებელი მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლია), ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მოჩვენებითი იმედით მოვაჭრენი- მოჩვენებითი მეგობრები არიან. რელიგიის კრიტიკოსები არა მხოლოდ უარყოფენ რწმენის მიერ ტკივილის გაყუჩების ფაქტს, არამედ გამოდიან პლაცებოს ეფექტისა და “შეფერილი წყლის” წინააღმდეგ. ალბათ ჩვენს დროში, ყველაზე ცნობილი და ნათელი შემთხვევა, ციტატის ბოროტად გამოყენებისა – არის მტკიცება, რომ მარქსი რელიგიას მსუბუქად, მხოლოდ “ხალხის ოპიუმად მოიხსენიებდა. რეალურად, რაბინების ხაზის გამგრძელებელს მშვენივრად ესმოდა რელიგიური რწმენის ძალა და “ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკაში” შემდეგს წერდა:

რელიგიური
სიღატაკე
ერთსა
და
იმავე
დროს
არის
გამოხატულება
ნამდვილი
სიღატაკისა
და
პროტესტი
ნამდვილი
სიღატაკის
წინააღმდეგ
.
რელიგია
არის
ჩაგრულ
ქმნილებათა
ამოოხვრა
,
უგულო
ქვეყნის
სული
და
გულია
,
ისე
როგორც
იგი
არის
სული
უსულო
მდგომარეობათა
.
იგი
ოპიუმია
ხალხისა
.

გაუქმება
რელიგიისა
,
როგორც
ილუზორული
ბედნიერებისა
,
ამ
ხალხის
ნამდვილი
ბედნიერების
მოთხოვნაა
,
მოთხოვნა
თავის
მდგომარეობის
შესახებ
არესბულ
ილუზიებზე
ხელის
აღებისა
,
რომელიც
ილუზიებს
საჭიროებს
.
რელიგიის
კრიტიკა
,
მაშასადამე
,
ჩანასახში
კრიტიკაა
გლოვის
ველისა
,
რომლის
წმინდა
შარავანდედი
რელიგიაა
.

კრიტიკამ
ბორკილებს
წარმოსახვითი
ყვავილების
იმისთვის
კი
არ
ჩამოაგლიჯა
,
რომ
ადამიანმა
უფანტაზიო
,
უნუგეშო
ბორკილები
ატაროს
,
არამედ
იმისთვის
,
რომ
მან
ბორკილები
მოიხსნას
და
ცოცხალი
ყვავილი
მოსწყვიტოს
. “

როგორც ხედავთ, აქ საქმე გვაქვს რელიგიის წინააღმდეგ ფილოსოფიური არგუმენტის დამახინჯების საკმაოდ უხეშ მცდელობასთან. მათ, ვინც დღემდე სჯეროდა მღვდლების, იმამებისა თუ რაბინების მონათხრობისა, იმაზე თუ რას ფიქრობენ ურწმუნოები, ჩემს წიგნში კიდევ ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. შეიძლება მათ ისწავლონ ეჭვის შეტანა იმაში, რასაც ეუბნებიან- ისწავლონ, რომ ყველაფერი რასაც მოისმენენ, არ უნდა “ირწმუნონ”. რეალურად, სწორედ ეს არის პრობლემის გადაწყვეტის გზა.

უნდა ვაღიაროთ, რომ მარქსი და ფროიდი, არ იყვნენ არც ექიმები, არც ზუსტი მეცნიერებების წარმომადგენლები. უკეთესია ისინი მივიღოთ როგორც დიდი, მდიდარი წარმოსახვის მქონე, თუმცა ხშირად მაინც გზააბნეული ესეისტები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა სამყაროს ზოგადი სურათი იცვლება, მე არ მრცხვენია ჩემი ადრინდელი მცდარი პოზიციების კრიტიკის. მე ვიაზრებ იმას, რომ ზოგიერთი წინააღმდეგობა, დარჩება წინააღმდეგობად, ზოგიერთი პრობლემის გადაჭრა შეუძლებელი იქნება იმ ძუძუმწოვრის ტვინისათვის, რომელსაც ადამიანს ვეძახით, ხოლო ზოგიერთი რამ, უბრალოდ შეუცნობელი და გაუგებარია. მაგალითად, სამყაროს სასრულობაც და უსასრულობაც(თუ ოდესმე რომელიმე მათგანს დაამტკიცებენ), ჩემთვის ერთნაირად წარმოუდგენელია. მე შევხვედრივარ ბევრ ადამიანს, ჩემზე ჭკვიანსა და ბრძენს, თუმცა არცერთი მათგანის სიბრძნე და ჭკუა არ აღმოჩნდა საკმარისი ამ საკითხთან დაკავშირებით.

ამგვარად, ყველაზე ზომიერი და ამავდროულად, ყველაზე რადიკალური არგუმენტი რელიგიის წინააღმდეგ: რელიგია- ადამიანის ქმნილებაა. მისმა შემოქმედებმა ვერ შეძლეს შეთანხმებულიყვნენ იმაზეც კი, თუ რა თქვეს რეალურად მათმა მხსნელებმა, წინასწარმეტყველებმა და გურუებმა. ნაკლებად უნდა გვქონდეს იმედი რომ ისინი აგვიხსნიან, ბოლო დროის აღმოჩენების რეალურ “მნიშვნელობას”, რომელთაც დასაწყისში, თავად ამუხრუჭებდნენ, ან წყევლიდნენ. თუმცა, მოუსმინეთ თანამედროვე მორწმუნეებს: მათ ძველებურად იციან! თანაც, იციან ყველაფერი. არა მხოლოდ იციან, რომ ღმერთი არსებობს, მან შექმნა და აკონტროლებს სამყაროს, არამედ აქვთ ზუსტი ინფორმაცია იმაზე, თუ რა უნდა “მას” ჩვენგან, ჩვენი რაციონის, რიტუალებისა და სექსზე შეხედულებების ჩათვლით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ უსაზღვრო და გაუგებარ დისკუსიაში, რომლის წყალობითაც, ჩვენ ვიგებთ უფრო და უფრო მეტს და თან ვხვდებით, თუ რა ცოტა ვიცით, არსებობს მხარე, რომელიც თავად შედგება დაპირისპირებული ჯგუფებისგან, მაგრამ ყოფნის თავხედობა იმის სათქმელად, რომ ყველა აუცილებელი ინფორმაცია ჩვენ უკვე გვაქვს. კლინიკური სიბრიყვის ერთი ასეთი კომბინაციაც კი საკმარისია იმისათვის, რომ “რწმენაზე” საერთოდ აღარ ვისაუბროთ. ის ადამიანი, ვინც აცხადებს რომ უდავო ჭეშმარიტებას ფლობს, და ამ ჭეშმარიტებას ღვთიური საფუძვლით ამაგრებს, ჰომო საპიენსის ბავშვური დაავადებითაა შეპყრობილი. ბავშვობასთან გამოთხოვების პროცესი შეიძლება ხანგრძლივი აღმოჩნდეს, თუმცა ის უკვე დაიწყო, და მისი გაჭიანურება ისევე არ ღირს, როგორც საერთოდ, გამომშვიდობების პროცესისა.

ერთი შეხედვით, რთულია მიხვდეთ რომ ჩემი შეხედულებები რელიგიის მიმართ ასეთია. ჩემს მორწმუნე მეგობრებთან ერთად მებევრად უფრო ხშირად ვმჯდარვარ გვიანობამდე, ვიდრე ნებისმიერ სხვასთან. (ეს მეგობრები ხშირად “მაძიებელ ადამიანს” მეძახიან, რაც, რა თქმა უნდა, გამაღიზიანებელია. თუ მე რაიმეს “ვეძებ”, იმას ნამდვილად არა, რასაც ისინი ფიქრობენ.) დევონში რომ დავბრუნდე, სადაც მისის უოტსი მივიწყებულ საფლავში განისვენებს, ალბათ აუცილებლად ჩამოვჯდებოდი რომელიმე კელტური ან საქსონური ეკლესიის კუთხეში და ფიქრებს მივეცემოდი.( ფილიპ ლარკინის ლექსი “ეკლესიაში” მშვენივრად გადმოსცემს ჩემს გრძნობებს.) ერთხელ, როდესაც ჯორჯ ორუელზე ვწერდი წიგნს,- ადამიანზე, რომელიც აუცილებლად იქნებოდა ჩემი გმირი, გმირები რომ მყავდეს- მე გამაღიზიანა იმ უხეშობამ, რომლითაც ის 1936 წელს, კატალონიაში ეკლესიის დაწვის შესახებ საუბრობდა. დიდი ხნით ადრე, მონოთეიზმის აღზევებამდე, სოფოკლემ აჩვენა, რომ ანტაგონეს ზიზღი მკრეხელებისადმი- ადამიანობის მაჩვენებელია. დაე მართლმორწმუნეებმა თავად დაწვან ერთმანეთის ეკლესიები, მეჩეთები და სინაგოგები, ამის სურვილი მათ სულ ექნებათ. მე კი, ფეხზე ვიხდი, როდესაც მეჩეთში შევდივარ. მე ვიფარებ ქუდს, როდესაც სინაგოგაში შევდივარ. ერთხელ, ინდოეთში, ასღამის წესები დავიცავი, თუმცა ეს ჩემთვის გამოცდას წარმოადგენდა. მშობლები არ მაიძულებდნენ რომელიმე რელიგიის მიმდევარი გავმხდარიყავი. ალბათ გამიმართლა, რომ მამაჩემს არც ისე თბილი მოგონებები ჰქონდა თავის ბაპტისტურ/კალვინისტურ აღზრდაზე, დედამ კი თავის იუდეისტურ მემკვიდრეობას, ასიმილაცია არჩია. ჩემი ნაცნობობა ყველა სახის ადამიანურ რწმენასთან, საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ ყველგან და ყოველთვის, ურწმუნოდ დავრჩე. თუმცა მაინც, ჩემი ათეიზმი, პროტესტანტულია. ჩემი პირველი უთანხმოება რელიგიასთან, იყო უთანხმოება მეფე იაკობის ბიბლიისა და კრანმერის ლოცვების წიგნის(რომელზეც, სიბრიყვის შემოტევისას, თანამედროვე ანგლიკანურმა ეკლესიამ უარი თქვა) ლექსებთან ღვთისმსახურებისთვის. მამაჩემი დაკრძალულია პორტსმუტის მსგავს სამლოცველოში, რომელშიც 1944 წელს, ნორმანდიაში ოპერაციის დაწყების მიჯნაზე, გენერალი ეიზენჰაუერი გამარჯვებისათვის ლოცულობდა. დაკრძალვის დღეს სიტყვით გამოვედი სამლოცველოს კათედრიდან. წასაკითხად ავირჩიე ნაწყვეტი, პავლე მოციქულის წერილიდან ფილიპეელთა მიმართ(თავი 4, მუხლი 8):

“ბოლოს, ძმებო, რაც ჭეშმარიტია, რაც სამართლიანია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულის ღირსია, რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია, იმაზე იფიქრეთ.”

ეს ნაწილი იმ შეფარული, თავის მომაბეზრებელი მიკიბულ-მოკიბულობისთვის ავარჩიე, რომელიც ალბათ ბოლო საათამდე ჩემთან იქნება. და იმიტომაც, რომ ის შეძლებისდაგვარად გამოყოფილია წყევლის, მუქარებისა და აბსურდების საერთო ფონიდან.

კამათი რელიგიაზე- დასაწყისია კამათისა ფილოსოფიაზე, მეცნიერებაზე, ისტორიაზე და ადამიანური ბუნების შეცნობაზე.

მასშია დასაწყისი(მაგრამ არა დასასრული) მთელი პოლემიკისა სიკეთესა და სამართლიანობაზე. რელიგია ჯერ კიდევ მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ჩვენი ევოლუცია გრძელდება. ის არ მოკვდება, სანამ ჩვენ შეგვეშინდება სიკვდილის, სიბნელისა და ერთმანეთის. ამიტომაც, მე არ ავკრძალავდი რელიგიას, ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს. რა სულგრძელობაა, იტყვით თქვენ. მაგრამ დაფიქრდით: იქნებიან კი მართლმორწმუნენი ასეთივე სულგრძელები ჩემს მიმართ? ამ კითხვას ვსვამ იმიტომ, რომ ჩემსა და ჩემს მორწმუნე მეგობრებს შორის არსებობს ერთი ფუნდამენტური განსხვავება, და ნამდვილი მეგობრები აღიარებენ ამას. მე შემიძლია წავიდე მათი შვილების ნათლობაზე(bar mitzvah- რიტუალზე), აღვფრთოვანდე მათი გოთიკური ტაძრებით, “პატივი ვცე” მათ რწმენას, რომ ყურანი, მხოლოდ არაბულ ენაზე, წერა-კითხვის არ მცოდნე ვაჭარს უკარნახეს. ან დავინტერესდე ინდუისტებითა თუ ჯაინებით. მეტიც, ამას მე გავაკეთებ საპასუხო პატივისცემის მოთხოვნის გარეშეც კი, რომ ცხოვრებაში ხელი არ შემიშალონ. სამწუხაროდ, რელიგიას არ შეუძლია იყოს ასეთი თავაზიანი. მანამ, სანამ მე ამ სიტყვებს ვწერ, მანამ, სანამ თქვენ მათ კითხულობთ, მართლმორწმუნეები ამუშავებენ ახალ მეთოდებს, რომლითაც შეიძლება გამანადგურონ მეც, თქვენც და გაანადგურონ მძიმე შრომით მიღწეული ადამიანური ცივილიზაციები, რომელზეც აქ ვსაუბრობდი. რელიგია წამლავს ყველაფერს, რასაც ეხება.

მთარგმნელი: ვაკო ხურციძე

პეგი
კორნეგერი
ანარქიზმი
:
კავშირი
ფემინიზმთან

 

 

თერთმეტი წლის წინ, როდესაც ილინოისის პატარა ქალაქში მცხოვრები უფროსკლასელი მოსწავლე ვიყავი, სიტყვა “ანარქიზმი” არც კი გამეგო. მსმენოდა მხოლოდ ანარქიის შესახებ, რაც ქაოსს აღნიშნავდა. რაც შეეხება სოციალიზმს და კომუნიზმს, ისტორიის გაკვეთილები როგორღაც მარწმუნებდა, რომ ესენი ფაშიზმისგან არ განსხვავდებოდა. ფაშიზმი კი თავისთავად მომაგონებდა ჰიტლერს, საკონცენტრაციო ბანაკებს და ათასგვარ საშინელებას, რაც ჩვენს თავისუფალ ქვეყანაში არასდროს ხდებოდა. ასე შეუმჩნევლად მკვებავდნენ უგემური, ტრადიციული ამერიკული პოლიტიკით, რაც ზომიერებას, კომპრომისებსა და ორაზროვნებას გულისხმობს. ეს გაკვეთილები კარგადაც ავითვისე; ჩემი “განათლების” თანმხლები მიკერძოებებისა თუ სიმრუდის ამოსაცნობად წლები დამჭირდა. (თეთრკანიანი) კაცობრიობის ისტორია [“his-story”] სწორედ ამას ნიშნავდა – როგორც ქალს მეორეხარისხოვნად არსებობის ნება მებოძა; როგორც ანარქისტი, საერთოდ არ ვარსებობდი. წარსულის დიდი ნაწილი (და შესაბამისად, სამომავლო შესაძლებლობებიც) ჩემთვის დაფარული და წართმეული იყო. მხოლოდ ამ ბოლო პერიოდში აღმოვაჩინე, რომ ჩემს შეუკავშირებელ პოლიტიკურ მისწრაფებებსა და იმპულსებს საერთო ჩარჩო გააჩნდა – ეს ჩარჩო ანარქისტული ანუ ლიბერტარიანული სააზროვნო ტრადიციაა. ჩემთვის ეს მრავალწლიანი სინაცრისფრის შემდეგ უეცარი განათების ტოლფასი იყო.

ანარქიზმის განსაზღვრება თავდაპირველად ემა გოლდმანთან აღმოვაჩინე:

“ანარქიზმი ემხრობა ადამიანის გონების გათავისუფლებას რელიგიის ბატონობისგან; ადამიანის სხეულის გათავისუფლებას საკუთრების ბატონობისგან; გათავისუფლებას სამთავრობო შეზღუდვებისა და ბორკილებისგან. ანარქიზმი ემხრობა სოციალურ წესრიგს, რომელიც ეფუძნება ინდივიდების თავისუფალ გაერთიანებას ნამდვილი სოციალური სიმდიდრის საწარმოებლად, რაც თავის მხრივ გარანტიაა იმისა, რომ ყოველ ადამიანს ექნება წვდომა რესურსებზე და შეძლებს, სრულად დაიკმაყოფილოს ცხოვრებისეული საჭიროებები ინდივიდუალური სურვილების, გემოვნებისა და მისწრაფებების შესაბამისად.”

ანარქიზმი და რადიკალური ფემინიზმი ერთმანეთთან მალევე დავაკავშირე. ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი გახდა, ჩამეწერა ეს აღქმები, რათა სხვებისთვისაც გამეზიარებინა ის აღელვება, რასაც ანარქა-ფემინიზმთან მიმართებაში განვიცდი. ჩვენი ხედვების ერთმანეთისთვის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბარიერების დასანგრევად, რასაც ჩვენ შორის სხვადასხვა გაუგებრობები და განხეთქილებები წარმოქმნის ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ თავს ანარქა-ფემინისტს ვუწოდებ, ეს განსაზღვრება შეიძლება თავისუფლად მოიცავდეს სოციალიზმს, კომუნიზმს, კულტურის ფემინიზმს, ლესბოსურ სეპარატიზმს და სხვა ბევრ პოლიტიკურ კატეგორიას. როგორც სუ ნეგრინი წერს: “ჩემს საჭიროებებს სრულად ვერც ერთი პოლიტიკური ქოლგა ვერ ფარავს.” ჩვენ შეიძლება უფრო მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე გვგონია. ახლა, როდესაც ჩემს აღქმებსა და რეაქციებზე ვწერ, ჩემს ცხოვრებასა და აზრებს სხვა ქალების ცხოვრებისა და აზრებისგან განცალკევებულად არ განვიხილავ. მეტიც, როცა საქმე “ქალთა მოძრაობას” ეხება, მტკიცედ მჯერა, რომ საერთო ხედვა გვაკავშირებს. ამ ხედვაში ჩემი ჩართულობა გამოიხატება არა ურყევი განცხადებებითა და კატეგორიული პასუხებით, არამედ შესაძლებლობების და განვითარებადი კავშირების შეთავაზებით, რაც იმედი მაქვს, უფრო დაიხვეწება და ხელს შეუწყობს ჩვენსავე ინდივიდუალურ და კოლექტიურ ზრდას, ევოლუციას/რევოლუციას.

რას ნიშნავს ანარქიზმი სინამდვილეში?

ანარქიზმი იმდენი ხნის განმავლობაში მოიხსენიებოდა ავად და განიმარტებოდა არასწორად, რომ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია იმის განმარტებით დავიწყო, თუ რა არის და რა არ არის “ანარქიზმი” სინამდვილეში. ანარქისტის შესახებ ყველაზე ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპი ამ უკანასკნელს გვიხატავს ავისმოსურნე კაცად, რომელიც შავი სამოსის ქვეშ ბომბს მალავს და მზადაა, მოკლას და გაანადგუროს ყველა და ყველაფერი, რაც გზაზე დახვდება. ეს ხატება ადამიანთა უმეტესობას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, შიშს და ზიზღს აღუძრავს. შესაბამისად, ანარქიზმი “ჩამოიწერება”, როგორც მახინჯი, ძალადობრივი და ექსტრემისტული მოვლენა. ანარქისტის მეორე ცრუ აღქმაა მისი დანახვა არაპრაგმატულ იდეალისტად, რომელიც უსარგებლო, უტოპიური აბსტრაქციებით აზროვნებს და კონკრეტულ რეალობას კი მოწყვეტილია. შედეგად, ანარქიზმი ისევ “ჩამოიწერება”, ამ შემთხვევაში როგორც “ფუჭი ოცნება”.

ანარქისტის ამ ორი სახიდან სინამდვილეს არც ერთი არ ასახავს (მიუხედავად იმისა, რომ ანარქისტი მკვლელებიც და ანარქისტი იდეალისტებიც ისევე არსებობდნენ, როგორც მკვლელები და იდეალისტები სხვა, მემარცხენე თუ მემარჯვენე პოლიტიკური მოძრაობების შემთხვევებში). რას მივიჩნევთ სინამდვილედ, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი აღქმის ჩარჩოზეა დამოკიდებული. ისევე როგორც სოციალიზმია სხვადასხვაგვარი, ანარქიზმშიც სხვადასხვა მიმართულებები არსებობს. ამ შემთხვევაში მე კომუნისტური ანარქიზმის შესახებ ვისაუბრებ, რაც ჩემი ხედვით, პრაქტიკულად ლიბერტარიანული (ანუ არაავტორიტარული) სოციალიზმის იგივეობრივია. სახელწოდებები და კატეგორიები შეიძლება საკმაოდ დამაბნეველი იყოს, ამიტომ ვეცდები, ნათელი მოვფინო ამ ტერმინს და ავხსნა ანარქიზმი სამი ძირითადი პრინციპის გამოყენებით (ჩემი აზრით, სამივე პრინციპი ასევე ებმის საზოგადოების ანალიზს რადიკალური ფემინიზმის პოზიციიდან; ამაზე უფრო მეტს მოგვიანებით ვისაუბრებ):

1. მმართველობის, იერარქიისა და მთავრობის გაუქმება. ანარქისტები ძალაუფლების რღვევას ესწრაფვიან და არა მის ხელში ჩაგდებას; ებრძვიან როგორც ცალკეული ინდივიდის, ასევე სახელმწიფო ძალაუფლებას. სოციალისტების უმრავლესობა მუშათა კლასის მთავრობას ითხოვს და “სახელმწიფოს თანდათანობით გაქრობას” ელოდება, ანარქისტებს კი მიაჩნიათ, რომ მიზნებს საშუალებები ქმნის და ძლიერი სახელმწიფო თავისთავად უზრუნველყოფს თვითშენარჩუნებას. ანარქისტული თეორიის მიხედვით, ანარქიზმის მიღწევის ერთადერთი გზა თანამშრომლობაზე დაფუძნებულ, ანტიავტორიტარულ საშუალებებზე გადის. ამ პროცესის რევოლუციის მიზნებისგან გამიჯვნა მხოლოდ მჩაგვრელი სტრუქტურისა და სტილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

2. ინდივიდუალობა და კოლექტიურობა ერთდროულად. ინდივიდუალობა კომუნისტურ აზრთან შეუთავსებადი სულაც არ არის. თუმცა უნდა განვასხვაოთ “მკაცრი ინდივიდუალიზმი”, რომელიც კონკურენციასა და სხვისი საჭიროებების უგულებელყოფას წაახალისებს და ნამდვილი ინდივიდუალობა, რომლის შემთხვევაშიც თავისუფლება სხვისი თავისუფლების შეზღუდვის გარეშეა შესაძლებელი. უფრო კონკრეტულად, სოციალურ და პოლიტიკურ ორგანიზებასთან მიმართებაში, ეს ნიშნავს, რომ ინდივიდუალური ინიციატივა კოლექტიური მოქმედებით ბალანსირდება; ეს ხერხდება ისეთი სტრუქტურების შექმნით, სადაც გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულია მთელი ჯგუფი, თემი თუ ქარხანა და ეს საქმე “წარმომადგენლებს” ან “ლიდერებს” არ აქვთ ჩაბარებული. კოორდინირება და მოქმედება ხდება არაიერარქიული ქსელის (შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ურთიერთგადამკვეთი წრეები პირამიდის სანაცვლოდ) მეშვეობით პატარა ჯგუფებსა ან საზოგადოებებში. დაბოლოს, ეს ნიშნავს, რომ წარმატებული რევოლუცია იქმნება მანიპულაციისგან თავისუფალი, ავტონომიური ინდივიდებისა და ჯგუფების თანამშრომლობით, რათა მათ დაამყარონ “პირდაპირი, უშუალო კონტროლი საზოგადოებასა და საკუთარ ცხოვრებაზე.”

3. სპონტანურობა და ორგანიზებულობა ერთდროულად. ანარქისტებს გამუდმებით ადანაშაულებენ ქაოსის მოთხოვნაში. ადამიანების უმრავლესობა მართლაც ფიქრობს, რომ ანარქიზმი უწესრიგობის და ძალადობის სინონიმია. ეს ანარქიზმის იდეის სრული გაუკუღმართებაა. ანარქისტები არ უარყოფენ ორგანიზების აუცილებლობას, ისინი უბრალოდ აცხადებენ, რომ ორგანიზება უნდა მოდიოდეს ქვემოდან და არა ზემოდან, შიგნიდან და არა გარედან. გარედან თავს მოხვეული სტრუქტურა თუ მკაცრი წესები, რომლებიც მანიპულაციისა და პასიურობის შესაქმნელი ინსტრუმენტებია, შესაძლო სოციალისტური “რევოლუციის” ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფორმაა. მომავალი განვითარების კარნახი დაზუსტებით არავის შეუძლია. თუ ისეთი საზოგადოების შექმნა გვსურს, რომელიც ინდივიდებისა და ჯგუფების ცვალებად საჭიროებებს ფეხს უწყობს, მაშინ საჭიროა სპონტანური მოქმედება, კონკრეტული სიტუაციების კონტექსტის გათვალისწინებით. ანარქისტებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა ფლუიდური, მოქნილი საშუალებები: მცირემასშტაბიანი მონაწილეობითი დემოკრატია ფართომასშტაბიან კოლექტიურ თანამშრომლობასა და კოორდინაციასთან ერთად (ამავდროულად, არ უნდა დაიკარგოს ინდივიდუალური ინიციატივაც).

ანარქიზმი და ქალთა მოძრაობა

დობის [sisterhood] განვითარების საფრთხე უნიკალურია, რადგანაც იგი მიემართება იერარქიისა და დომინაციის ბაზისურ სოციალურ და ფსიქიკურ მოდელს…

— მერი დეილი

მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალთა დამოუკიდებელმა ჯგუფებმა დაიწყეს ფუნქციონირება სტრუქტურის, ლიდერების და მამაკაცური მემარცხენეობისთვის დამახასიათებელი სხვა მოხელეების გარეშე და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თუმცა ერთდროულად შექმნეს სხვადასხვა დროისა და სივრცის ანარქისტების მსგავსი ორგანიზაციები. ეს შემთხვევითობა არ არის.

—კეთი ლევინი

თანამედროვე ქალთა მოძრაობამ და საზოგადოების რადიკალურ-ფემინისტურმა ანალიზმა ლიბერტარიანულ აზრს ბევრი შესძინა. მეტიც, ჩემი აზრით, ფემინისტები ამ წლების განმავლობაში გაუცნობიერებლად ანარქისტულები არიან თავიანთ თეორიაშიც და პრაქტიკაშიც. ახლა უბრალოდ საჭიროა, გავაცნობიეროთ ფემინიზმსა და ანარქიზმს შორის არსებული კავშირები და ეს ჩარჩო ჩვენს აზრებსა და ქმედებებს მოვარგოთ. ჩვენთვის ნათელი უნდა გახდეს, რა არის ჩვენი მიზანი და როგორ უნდა მივიდეთ იქამდე. იმისთვის, რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ და შევქმნათ მომავალი, რომლის შექმნაც შესაძლებელია, უნდა გავაცნობიეროთ, რომ უბრალოდ ცვლილება კი არა, სრული გარდაქმნა გვსურს.

რადიკალური ფემინიზმის ხედვა თითქმის ანარქიზმია. მისი საფუძველმდებარე თეორია აცხადებს, რომ ნუკლეარული ოჯახი წარმოადგენს ყველა ავტორიტარული სისტემის ბაზისს. მამისგან, მასწავლებლისგან, ბოსისგან თუ ღმერთისგან ბავშვი სწავლობს, რომ ძალაუფლების დიად, ანონიმურ ხმას უნდა დაემორჩილოს. ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლა სრულ ავტომატად ქცევას ნიშნავს, რომელსაც კითხვების დასმის და თვით გამართულად ფიქრის უნარიც კი არ აქვს. ასე შევდივართ “შუა ამერიკაში”, სადაც რასაც გვეუბნებიან, ყველაფერს ვიჯერებთ და ხმის ამოუღებლად ვიღებთ სიცოცხლის განადგურებას ჩვენ გარშემო.

ფემინისტებს ერთობ გულისგამაწვრილებელ მოვლენასთან აქვთ საქმე – მამრების დომინირებაზე ორიენტირებული დამოკიდებულება სამყაროს მიმართ ადგილს მხოლოდ სუბიექტი-ობიექტის ურთიერთობებისთვის ტოვებს. ტრადიციული მამაკაცური პოლიტიკა ადამიანს ობიექტის სტატუსამდე ამცირებს და შემდეგ დომინირებს და მანიპულირებს ამ ობიექტით აბსტრაქტული “მიზნების” მისაღწევად. ქალები კი, თავის მხრივ, ყველგან “უცხოს” [“Other”] ცნობიერების განვითარებას ცდილობენ. სუბიექტი-სუბიექტის ურთიერთობებს არა მხოლოდ სასურველად, არამედ აუცილებლად მივიჩნევთ (ბევრი ჩვენგანი სწორედ ამ მიზეზით ირჩევს, რომ მხოლოდ ქალებთან იმუშაოს და მხოლოდ ქალები უყვარდეს – ასეთი ურთიერთობების ქონის შესაძლებლობა მეტია). ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გავაფართოოთ ჩვენი ემპათია, ცოცხალი არსებების შესახებ ცოდნა და ვცდილობთ, იდენტიფიკაცია მოვახდინოთ გარეშე ქმნილებებთან, ნაცვლად მათი ობიექტივაციისა და მანიპულაციისა. ამ ეტაპზე სიცოცხლის ფორმების პატივისცემა ჩვენივე გადარჩენის წინაპირობაა.

რადიკალური ფემინიზმის თეორია ასევე აკრიტიკებს მამაკაცური იერარქიული აზრის სტრუქტურას – სადაც რაციონალობა დომინირებს მგრძნობელობაზე, გონება დომინირებს ინტუიციაზე, ხოლო მყარი დაპირისპირებები და პოლარობები (აქტიური-პასიური, ბავშვი-მოზრდილი, საღი-შეშლილი, მუშაობა-თამაში, სპონტანურობა-ორგანიზებულობა) გვაუცხოებს საკუთარი გონებისა და სხეულის ერთ მთლიანობად განცდისა და ადამიანური გამოცდილების კონტინუუმისგან. ქალები ცდილობენ მოიშორონ ეს დაპირისპირებები და იცხოვრონ სამყაროსთან ჰარმონიაში როგორც გამთლიანებულმა, ინტეგრირებულმა ადამიანებმა, რომლებიც ჩვენი ინდივიდუალური იარებისა და რღვევების კოლექტიური განკურნებისთვის იღწვიან.

ქალთა მოძრაობის პრაქტიკაში ფემინისტებს იერარქიის და დომინაციის მოსპობაში წარმატებაც განუცდიათ და წარუმატებლობაც. ჩემი აზრით, ქალები ხშირად “ინტუიტურად” ანარქისტებივით იქცევიან და ლაპარაკობენ, ანუ ჩვენ ვუახლოვდებით ან ზღვარზე ვართ, რომ სრულად უარვყოთ ყოველგვარი პატრიარქალური აზრი და ორგანიზაცია. თუმცა ეს მიახლოება იბლოკება იმ ძლიერი, გაშინაგანებული პატრიარქალური ფორმებით, რომელიც არსებობს ჩვენს გონებასა და ჩვენს ურთიერთობებში. პატრიარქალურ საზოგადოებაში ცხოვრება და მისი პირობებია იმის მიზეზი, რომ ხშირად ვერ ვამჩნევთ ფემინიზმსა და ანარქიზმს შორის არსებულ მნიშვნელოვან კავშირს. ჩვენ ვამბობთ, რომ ვებრძვით პატრიარქატს, მაგრამ ყველა ჩვენგანისთვის ნათელი არ არის, რომ ეს ყოველგვარ იერარქიასთან, ყოველგვარ ლიდერობასთან, ყოველგვარ მთავრობასა და თვით მმართველობის იდეასთან დაპირისპირებას ნიშნავს. ჩვენი იმპულსები, რომ ვიმუშაოთ კოლექტიურად და პატარა, ულიდერო ჯგუფებში, ანარქისტულია, მაგრამ უმეტესად თავისთვის ანარქისტები არ გვიწოდებია. ეს კი მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ფემინიზმის ანარქიზმად გააზრებამ შეიძლება ქალები რეფორმიზმისა და დროებითი ზომების მიღებისგან დააშოროს და ავტორიტარულ პოლიტიკასთან რევოლუციურ დაპირისპირებაში ჩააბას.

თუკი “პატრიარქატის დამხობა” გვინდა, უნდა ვილაპარაკოთ ანარქიზმზე, ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ საკუთარი თავისა და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სტრუქტურის გარდასაქმნელად. ფემინიზმი არ ნიშნავს ქალების კორპორატიულ ძალაუფლებას ან ქალ პრეზიდენტს, ფემინიზმი ნიშნავს, რომ არც კორპორატიული ძალაუფლება არსებობს და არც პრეზიდენტები. შესწორება თანასწორ უფლებებზე [The Equal Rights Amendment] ვერ გარდაქმნის საზოგადოებას, ის ქალებს უბრალოდ იერარქიულ სისტემაში ჩართვის “უფლებას” აძლევს. სექსიზმთან ბრძოლა ყოველგვარ იერარქიასთან ბრძოლას ნიშნავს – ეკონომიკურთან, პოლიტიკურსა და პირადთან. და ეს კი ანარქა-ფემინისტურ რევოლუციას ნიშნავს.

კერძოდ, როდის იქცეოდნენ ფემინისტები ანარქისტულად და სად დავბრკოლდით? როდესაც 1960-იანების ბოლოს ქვეყანაში ფემინიზმი გავრცელდა, ქალთა ჯგუფები ხშირად გამოუთქმელ ლიბერტარიანულ ცნობიერებას ასახავდნენ. ქალები აუჯანყდნენ და გაემიჯნნენ შეჯიბრზე დაფუძნებულ ძალაუფლებრივ თამაშებს, უპიროვნო იერარქიას და მამაკაცური პოლიტიკის მასობრივი ორგანიზების ტაქტიკებს. ამის ნაცვლად ისინი გაერთიანდნენ პატარა, ულიდერო, ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ ჯგუფებში, რომლებიც ჩვენსავე ყოველდღიურ ცხოვრებაში წამოჭრილ პირადულ საკითხებზე მუშაობდნენ. ჩვენი იქამდე დაუფასებელი აღქმებისა და გამოცდილებების ერთმანეთისთვის გაზიარებით ერთად შევეცადეთ, ჩავწვდომოდით ჩვენი ჩაგვრის მიზეზებს. ერთმანეთისგან ვისწავლეთ, რომ პოლიტიკა “სადღაც გარეთ” კი არ არის, არამედ ჩვენს გონებაში, სხეულებსა და ინდივიდებს შორის ურთიერთობებში. გავიგეთ, რომ ჩვენი, როგორც პოლიტიკური კლასის ჩაგვრაში პირადი ურთიერთობები მონაწილეობდა. ჩვენი ტანჯვა და თვითსიძულვილი მამაკაცთა დომინაციის პირდაპირი შედეგი იყო; მამაკაცთა დომინაციის სახლში, ქუჩაში, სამსახურსა და პოლიტიკურ ორგანიზაციაში.

ამრიგად, აშშ-ს სხვადასხვა რეგიონებში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდნენ C-R [consciousness raising – ცნობიერების ამაღლება] ჯგუფები როგორც პირდაპირი მოქმედების/რეაქციის ფორმები პატრიარქატზე. პატარა ჯგუფი, როგორც ბაზისური საორგანიზაციო ერთეული, პირადული და პოლიტიკური, ანტიავტორიტარიზმი, სპონტანური პირდაპირი მოქმედება – ყოველივე ამის გამოკვეთა არსებითად ანარქისტული იყო. მაგრამ გვაკლდა ის სამზადისი, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა და წინ უძღოდა ესპანეთში რევოლუციური აქტივობების გაღვივებას. ქალთა ჯგუფების სტრუქტურა თვალშისაცემად ჰგავდა ანარქისტულ ჯგუფებს, რომლებიც ესპანეთში, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში ანარქო-სინდიკალისტური კავშირების შემადგენლობაში იყვნენ. მიუხედავად ამისა, საკუთარ თავს ანარქისტებს არ ვუწოდებდით და ცნობიერად ანარქისტური პრინციპების ირგვლივ ორგანიზება არ მომხდარა. იმ დროს საკომუნიკაციო, იდეებისა და უნარების გასაცვლელი იატაკქვეშა ქსელიც კი არ გვქონდა. ქალთა მოძრაობა ჯერ კიდევ იზოლირებული ჯგუფების სახით არსებობდა, რომლებიც პასუხებს სიბნელეში ხელის ფათურით ეძებდნენ, ანარქიზმი კი ჩვენს გონებაში დაუზუსტებული იდეალის სახით იყო წარმოდგენილი.

მიმაჩნია, რომ ეს ქალებს უნიკალურ პოზიციაში აყენებს იმ აზრით, რომ თუკი ჩვენი დამარხული ანარქისტული ცნობიერების არტიკულირება და დაკონკრეტება მოხდება, ეს ყველა სხვა ჯგუფზე მეტად მიგვაახლოებს სრულ რევოლუციასთან. ქალთა ინტუიტური ანარქიზმის დახვეწა და დაზუსტება დიდი ნახტომი იქნება წინ (ან მიღმა) ადამიანთა გათავისუფლებისთვის ბრძოლაში. რადიკალური ფემინიზმის თეორია ფემინიზმს აბსოლუტურ რევოლუციად აცხადებს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება სიმართლე, თუკი ჩვენს ანარქისტულ ფესვებს ვაღიარებთ და ავითვისებთ. ფემინიზმსა და ანარქიზმს შორის კავშირის ვერდანახვით მხოლოდ ვაყოვნებთ რევოლუციას და ისევ ტრადიციულ მამაკაცურ პოლიტიკაში ვიჭედებით. დროა, დავასრულოთ სიბნელეში ხელის ფათურით სვლა და გავიაზროთ, რას ვაკეთებდით და რას ვაკეთებთ ახლა, იმ კონტექსტში, თუ საითკენ გვსურს გეზის აღება.

C-R ჯგუფები კარგი დასაწყისი იყო, მაგრამ ხშირად პირად პრობლემებზე საუბარში ისე იჭედებოდნენ, რომ პირდაპირ მოქმედებასა და პოლიტიკურ კონფრონტაციაზე გადასვლას ვეღარ ახერხებდნენ. ჯგუფები, რომლებიც კონკრეტული საკითხის ან პროექტის ირგვლივ ორგანიზდებოდნენ, ხანდახან იმ აღმოჩენამდე მიდიოდნენ, რომ “უსტრუქტურობის ტირანია” შეიძლება ისეთივე დესტრუქციული იყოს, როგორც “ტირანიის ტირანია”. ორგანიზებულობისა და სპონტანურობის შერწყმა ვერ ხერხდებოდა, რაც უფრო უნარიანი ან პიროვნული ქარიზმის მფლობელი ინდივიდების ლიდერებად ქცევას იწვევდა. შედეგად წარმოშობილი გულისწყრომა და იმედგაცრუება საფუძველს უდებდა ფარულ შეჯიბრს, მანიპულაციას და ძალაუფლებრივ ბრძოლებს. როგორც წესი, ეს ჯგუფის სრულ არაეფექტურობას განაპირობებდა ან ჯგუფის წევრები რეაქციულად წყვეტდნენ, რომ მეტი “სტრუქტურულობა” სჭირდებოდათ (ამ სიტყვის ტრადიციული მამაკაცური იერარქიული გაგებით).

პრობლემას ამ შემთხვევაშიც ვერბალიზებული ანარქისტული ანალიზის არარსებობაში ვხედავ. უნდა ითქვას, რომ ორგანიზებულობა არ ნიშნავს სპონტანურობის ჩახშობას ან იერარქიული წესით მუშაობას. ყველაზე წარმატებული ქალთა ჯგუფები თუ პროექტები სწორედ ისინი იყვნენ, რომლებიც ფლუიდური სტრუქტურის ფორმებს ცდიდნენ: მოვალეობებისა და ხელმძღვანელი პირების ხშირი ცვლა, ყოველგვარი უნარის ერთმანეთისთვის გაზიარება, ინფორმაციასა და რესურსებზე თანაბარი წვდომა, გადაწყვეტილების მიღებაზე მონოპოლიების არქონა და ჯგუფის დინამიკის განხილვისთვის გამოყოფილი დრო. ეს უკანასკნელი სტრუქტურული ელემენტი მნიშვნელოვანია, რათა ჯგუფის წევრებმა საერთო ძალისხმევით ადევნონ თვალი “შეუმჩნევლად შემოპარულ ძალაუფლებრივ პოლიტიკას”. თუკი ქალები სიტყვიერად თანხმდებიან კოლექტიურად მუშაობაზე, მაშინ მათ იმისთვისაც მოუწევთ ბრძოლა, რომ გადაეჩვიონ პასიურობას (“მიმდევრების” აღმოსაფხვრელად) და მიეჩვიონ განსაკუთრებული უნარებისა და ცოდნის სხვებისთვის გაზიარებას (“ლიდერების” მოსასპობად). ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის სიტყვებსა და ცხოვრებას შთაგონების წყაროდ ვეღარ გამოვიყენებთ; ძლიერი ინდივიდების გამორჩეული ქმედებები შეიძლება გადამდები და ამდენად, მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა შეუმჩნევლად ისევ ქცევის ძველ სქემას არ დავუბრუნდეთ.

სასიხარულო ის არის, რომ ბოლო წლებში ქალთა მოძრაობის სტრუქტურა ანარქისტული მიმართულებით ვითარდებოდა – პატარა საპროექტო ჯგუფები კომუნიკაციის იატაკქვეშა ქსელსა და კონკრეტულ საკითხებზე კოლექტიური მუშაობით იყვნენ დაკავებულნი. ლიდერებისა თუ “ვარსკვლავების” არყოლასთან დაკავშირებით ნაწილობრივმა წარმატებამ და პატარა პროექტების (გაუპატიურების კრიზისული ცენტრები, ქალთა ჯანმრთელობის კოლექტივები) მთელი ქვეყნის მასშტაბით გაბნევამ ძალიან გაართულა ქალთა მოძრაობის მხოლოდ ერთ ადამიანთან ან ჯგუფთან გაიგივება. ფემინიზმი ის მრავალთავიანი ურჩხულია, რომელსაც ცალკეული თავის მოჭრით ვერ გაანადგურებ. ჩვენი ზრდისა და გავრცელების გზები იერარქიული მენტალობისთვის მიუწვდომელია.

თუმცა არ უნდა დავაკნინოთ იმ უზარმაზარი ძალაუფლების მნიშვნელობა, რასაც მტერი ფლობს. ეს ძალაუფლება ყველაზე ვერაგულად შეიძლება გამოვლინდეს კოოპტირებაში, რასაც ხელს უწყობს ნებისმიერი არაშორსმჭვრეტელური, არაანარქისტული ხედვა ფემინიზმისა, როგორც უბრალო “სოციალური ცვლილებისა”. სექსიზმის იმგვარ ბოროტებად მიჩნევა, რომელიც არსებულ წესრიგში ქალების მონაწილეობით აღმოიფხვრება, ისევ დომინაციიის და ჩაგვრის გაგრძელების გარანტიაა. ფემინისტური კაპიტალიზმი წინააღმდეგობრივი ტერმინია. როცა ქალთა საკრედიტო კავშირებს, რესტორნებს, წიგნის მაღაზიებს ვაარსებთ, უნდა გვესმოდეს, რომ ამას თვითგადარჩენისთვის ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმ მიზნით, რომ შევქმნათ კონტრსისტემა, რომელიც დაუპირისპირდება შეჯიბრს, მომხვეჭელობას და ეკონომიკური ჩაგვრის ყველა ფორმას. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მარგინალურად, ანტიკაპიტალისტური, არამომხმარებლური ღირებულებებით ცხოვრებისთვის. ჩვენ არც სისტემაში ინტეგრაცია გვინდა და არც გადატრიალება, რომელიც “ძალაუფლებას ბიჭების ერთი წყებიდან მეორე წყებას გადასცემს”. ჩვენ ვითხოვთ სრულ რევოლუციას, რომელიც ისეთ მომავალს შექმნის, სადაც ინდივიდუალური განსხვავებების მიმართ უსამართლობა, დომინაცია და უპატივცემულობა აღარ გამოვლინდება – ერთი სიტყვით, ფემინისტურ-ანარქისტულ რევოლუციას. მჯერა, რომ ქალებმა დიდი ხანია, იციან, როგორ უნდა მიაღწიონ ადამიანთა გათავისუფლებას. ახლა მხოლოდ ის გვჭირდება, რომ შემორჩენილი მამაკაცური პოლიტიკის ფორმები და ხედვები მოვიშოროთ და ჩვენს საკუთარ, ანარქისტულ ქალურ ანალიზზე ვფოკუსირდეთ.

მომავლის ტრანსფორმაცია

ქალური კულტურის შექმნა მეტად გადამდები პროცესია, რადგან ეს ნიშნავს მონაწილეობას იმ ხედვაში, რომელიც ისევ და ისევ იჩენს თავს ყველაფერში, დაწყებული მეგობრული საუბრებიდან და გაგრძელებული ხორცის ბოიკოტებით, მაღაზიების დაკავებით იქ ბავშვთა ცენტრების მოწყობის მიზნით და ასევე “დასთან” სექსით. ამას ვერ განსაზღვრავ და ვერაფერს უწოდებ ცვლილების პროცესის გარდა. ქალთა კულტურა არის ჩვენი საერთო ძალისხმევა განდევნისთვის, სახელდებისა და შემოქმედებისთვის, რითიც საკუთარ თავში, ერთმანეთთან და ჩვენს დედამიწასთან ერთად ჰარმონიის ხედვას ვავითარებთ. ბოლო ათი წლის განმავლობაში სულ უფრო ავჩქარდით და სულ უფრო მივუახლოვდით პატრიარქატის ძალაუფლების დამხობას… ეს გახდა ჩვენი სიხარულის და იმედის მიზეზი – ველური, გადამდები, შეუჩერებელი, შეშლილი იმედის!.. ამ იმედს, რომ სიცოცხლე გაიმარჯვებს სიკვდილზე, სასოწარკვეთასა და აზრისგან დაცლილობაზე, უკვე სადაც გავიხედავ, ყველგან ვხედავ. ეს იმედი ქალთახედვის თილისმად არის ქცეული…

– ლორელი

ადრე ვფიქრობდი, რომ თუ რევოლუცია ხვალვე არ მოხდებოდა, ყველანი კატასტროფისთვის (ან სულ ცოტა, უძრაობისთვის) ვიყავით განწირულები. ახლა უკვე აღარ მჯერა მოვლენების ამგვარი დაყოფის “რევოლუციამდე” და “რევოლუციის შემდეგ”. თანაც ვფიქრობ, რომ სწორედ ამგვარი აზროვნებით ვუბიძგებთ საკუთარ თავს მარცხისა და სასოწარკვეთისკენ. მჯერა, რომ ჩვენი ბრძოლის გასაგრძელებლად (მიუხედავად ყოველდღიურ ცხოვრებაში განცდილი ჩაგვრისა) მხოლოდ იმედი გვჭირდება – მომავლის ისეთი მშვენიერი და ძლიერი ხედვა, რომელიც მყარად გვექაჩება წინ მის შესაქმნელად, სადაც შინაგანი და გარეგანი სამყაროები ყველასთვის გამოსადეგი და კმარი იქნება. მე მჯერა, რომ იმედი არსებობს, ამას ვხედავთ ლორელის “ქალთახედვაში”, მერი დეილის “ეგზისტენციალურ სიმამაცესა” და ანარქა-ფემინიზმში. ჩვენი სხვადასხვაგვარი ხმები ერთსა და იმავე ოცნებას აღწერენ და “მხოლოდ ოცნებას შეუძლია იმ ქვის დამსხვრევა, რომელიც პირს გვიკეტავს.” როდესაც ვლაპარაკობთ, ვიცვლებით, ხოლო როდესაც ვიცვლებით, საკუთარ თავსაც და მომავალსაც ერთდროულად გარდავქმნით.

მართალია ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში გამოსავალი არ არსებობს, არც ინდივიდუალური და არც სხვაგვარი. მაგრამ თუ მოვახერხებთ და ამ დამთრგუნველ ცოდნას დავაბალანსებთ ჩვენივე განცდილი რადიკალური მეტამორფოზების გაცნობიერებით – მეტამორფოზების ცნობიერებასა და ცხოვრებაში – მაშინ ალბათ ისევ გვექნება საკმარისი მხნეობა, რათა განვაგრძოთ იმის შექმნა, რაზეც ვოცნებობთ და რაც შესაძლებლად მიგვაჩნია. რასაკვირველია, არ არის იოლი, ყოველდღიურ ჩაგვრას აწყდებოდე და იმედს მაინც ინარჩუნებდე. მაგრამ ეს ჩვენი ერთადერთი შანსია. თუ იმედს (კავშირების დანახვისა და მომავალზე ოცნების უნარს) დავკარგავთ, ეს ნიშნავს, რომ უკვე დავმარცხდით. იმედი ქალის ყველაზე ძლიერი რევოლუციური იარაღია; სწორედ იმედს ვაძლევთ ერთმანეთს ყოველთვის, როცა ცხოვრებას, საქმესა და სიყვარულს ვუზიარებთ. ამასვე გამოვყავართ იმ თვითსიძულვილისგან, თვითგვემისა და ფატალიზმისგან, რომელიც იზოლირებულ პატიმრებად გვამყოფებს. თუკი ახლა დეპრესიას და სასოწარკვეთილებას დავნებდებით, ამით ავტორიტარული პოლიტიკისა და პატრიარქალური დომინაციის გარდაუვალობას ვაღიარებთ. (“სასოწარკვეთა ყველაზე მძიმე ღალატია, ყველაზე ცივი ცდუნება – დაჯერება იმისა, რომ ბოლოს მაინც მტერი იმარჯვებს.” – მარჯ პირსი). არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი ტკივილი და ბრაზი უიმედობამდე და არაშორსმჭვრეტელურ “ნახევარგამოსავლებამდე” დავიდეს. ჩვენი მოქმედება არასდროსაა საკმარისად ეფექტური, მაგრამ მეორე მხრივ, ის “პატარა ცვლილებები”, რომლებსაც ჩვენს გონებასა და ცხოვრებაში, აგრეთვე ერთმანეთის ცხოვრებაშიც ვახდენთ, სრულად უაზრო და უშედეგო მაინც არ არის. რევოლუციის შექმნას დიდი დრო სჭირდება, ეს ისეთი რამეა, რისთვისაც ადამიანი თან ცხოვრობს და თან ემზადება. მომავლის ტრანსფორმაცია ერთ წამში არ მოხდება, მაგრამ ის კი შესაძლებელია, რომ ტოტალური იყოს… აზრისა და მოქმედების, ინდივიდუალობისა და კოლექტიურობის, სპონტანურობისა და ორგანიზებულობის კონტინუუმი არსებულიდან შესაძლებლამდე გადაიჭიმება.

ანარქიზმი გვაძლევს ჩარჩოს ამ ტრანსფორმაციისთვის. იგი არის ხედვა, ოცნება, შესაძლებლობა, რომელიც შეგვიძლია ჩვენი მოქმედებით რეალობად ვაქციოთ. ფემინიზმი არის ის, რაც ანარქიზმს მომავალთან აკავშირებს. როდესაც ამ კავშირს ნათლად დავინახავთ, როდესაც ამ ხედვის ერთგულნი ვიქნებით და უარს ვიტყვით, ძალადობით წაგვართვან იმედი, მაშინ გადავაბიჯებთ არარაობის უფსკრულს და ისეთ ყოფაში აღმოვჩნდებით, რაც ახლა ვერც კი წარმოგვიდგენია. ქალთახედვას – ანარქა-ფემინიზმს საუკუნეების მანძილზე საკუთარი სხეულებით ვატარებთ. “ხანგრძლივი ბრძოლა მოგვიწევს, რათა ეს ხედვა ვშვათ”, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ. “ჩვენი მრისხანება ბრძოლაში სპილოების მსგავსად უნდა შევიყვანოთ.”

*Anarchism: The Feminist Connection. სტატია გამოქვეყნებულია ამერიკულ ფემინისტურ ჟურნალში “მეორე ტალღა” (
The
Second
Wave
) 1975 წელს.

წყარო
:
ანარქისტ-ქვიარ-ფემინისტური ბლოგი
(Geo)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მურეი
ბუკჩინის
ანარქიზმი
მუშათა
კლასის
გარეშე

მიუხედავად იმისა, რომ ის 2006 წელს გარდაიცვალა, მურეი ბუკჩინი მაინც აქტიურად ჩანს ახალ ამბებში. ბურჟუაზიული გაზეთები აშკარა შოკით იტყობინებიან, რომ ქურთების რევოლუციური მოძრაობა ამერიკელი ანარქისტის, მურეი ბუკჩინის იდეებით საზრდოობს. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ამის განხილვას ახლა. ჩვენი მიზანი არაა იმაზე მსჯელობა, თუ როგორ მიესადაგება მისი პოლიტიკური ფილოსოფია
.

ბუკჩინმა უდიდესი წვლილი შეიტანა ანარქიზმის, განსაკუთრებით – და არა მხოლოდ – ეკო-ანარქიზმის განვითარებაში. ამასთანავე უნდა ავღნიშნოთ, რომ მისი ნაშრომები ღრმად მცდარია, რადგან უარყოფს მუშათა კლასის წამყვან როლს კაპიტალიზმიდან ანტი-ავტორიტარულ სოციალიზმში გადასვლაში. როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის სხვა რადიკალები, ისიც შეძრული იყო მსოფლიოს მუშათა კლასის მოძრაობების მიერ, ოცდაათიან და ორმოციან წლებში განცდილი მარცხებით და მოხიბლული იყო დასავლური სამყაროს ომის შემდგომი აყვავებით და სტაბილურობით. წინათ კომუნისტი და შემდეგ ტროცკისტი, ახლა ანარქიზმის ახალ მიმდინარეობაზე მოექცა, რომელიც უარყოფდა მუშათა კლასის რევოლუციას.

ეს ხედვა არასდროს ყოფილა დომინანტი ანარქისტებში. ბაკუნინი, კროპოტკინი, მალატესტა, მახნო, გოლდმანი, დურუტი, სხვა ანარქო-სინდიკალისტები და ანარქო-კომუნისტები მიიჩნევდნენ, რომ “ანარქიზმი არის ლიბერტარიანული სოციალიზმის რევოლუციური, ინტერნაციონალური კლასობრივი ბრძოლა. ”

ბუკჩინის მიერ 1969 წელს გამოქვეყნებულ ბროშურაში – “Listen, Marxist!”, მან გააკრიტიკა “მითი პროლეტარიატის შესახებ”. ის წერდა – “ჩვენ ვნახეთ, რომ მუშათა კლასი, როგორც “რევოლუციური ცვლილებების აგენტი”, განეიტრალდა, თუმცა მაინც იბრძვის ბურჟუაზიულ ჩარჩოებში მეტი ხელფასებისა და მოკლე სამუშაო საათებისთვის. კლასობრივი ბრძოლა კაპიტალიზმმა ჩაყლაპა”. მისი ნაშრომების უკანასკნელი კოლექცია იმეორებს ამ მოსაზრებას. “. . . მეორე მსოფლიო ომმა ბოლო მოუღო
რევოლუციური
პროლეტარიატის
სოციალიზმის
მთლიან
ერას
, რომელიც 1848 წლის ივნისში დაიწყო. ”

რევოლუციური
პროლეტარიატის
ერაში
” ის გულისხმობდა არა წარმატებულ რევოლუციებს, არამედ მუშათა კლასის მასობრივ მოძრაობებს.

“მუშა დომინაციას განიცდის ქარხნის იერარქიის, ინდუსტრიული რუტინის და სამუშაო ეთიკისგან. კაპიტალისტური წარმოება არამხოლოდ კაპიტალიზმის სოციალურ კავშირებს აახლებს, არამედ მის სულს, ღირებულებებს და იდეოლოგიას. ” (რატომ არ იმოქმედა ინდუსტრიული კაპიტალიზმის წარმოების ამ მომაკვდინებელბა ეფექტებმა “
რევოლუციური
პროლეტარიატის
სოციალიზმზე
” “მთელი ამ ხნის” განმავბლობაში 1848 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე ის არ ხსნის. )

ბუკჩინი არ უარყოფდა, რომ ისევ არსებობს ბრძოლა უკეთესი ხელფასებისა და მოკლე სამუშაო განაკვეთისთვის, თუმცა ამ დაბალი დონის კლასობრივ კონფლიქტში რევოლუციის პოტენციალს ვერ ხედავდა. არც იმას უარყოფდა, რომ მუშა შეიძლება რევოლუციურ ძალად ქცეულიყო, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ თავზე, როგორც მუშაზე, ფიქრს შეწყვეტდა, ფოკუსირდებოდა პრობლემებზე, რომლებიც მის ყოველდღიურ საქმესთან დაკავშირებული არ იყო და თავს ჩათვლიდა უკლასო “მოქალაქედ”.

კომუნალიზმი
vs
ანარქიზმი
&
მარქსიზმი

სანამ იმაზე გადავიდოდეთ, თუ რატომ უარყო ბუკჩინმა კლასობრივი რევოლუცია – და რატომ ვფიქრობთ, რომ ეს არასწორია – ამ თეორიის სხვა განვითარებაც ვახსენოთ. დაახლოებით ორმოცი წლის შემდეგ, რაც ის საკუთარ თავს ანარქისტად მოიხსენიებდა, ბუკჩინმა ამ ტერმინზე ხელის აღება გადაწყვიტა და საკუთარ “პროგრამას” “კომუნალიზმი” უწოდა. 2002 წელს გამოქვეყნებულ მის უკანასკნელ ნაშრომში არის ესეები, რომლებიც განმარტავს ამ შეხედულებას.

“კომუნალიზმში” ის გულისხმობდა ეკოლოგიურად ბალანსირებული სამეზობლოებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების კონფედერაციას, სადაც ეკონომიკა და პოლიტიკური მოწყობა მართული იქნებოდა პირდაპირი დემოკრატიული წესით შექმნილი მოქალაქეთა საკრებულოებით, თვით-ორგანიზებული ჯგუფებით. რაც არ უნდა ვთქვათ ამ წყობაზე, ის ანარქიზმის ერთ-ერთი სახეობაა.

ბუკჩინი ადარებდა კომუნალიზმს ანარქიზმსა და მარქსიზმს და ამბობდა, რომ კომუნალიზმი მოიცავდა საუკეთესოს ორივედან, თუმცა უფრო შორს მიდიოდა. შედარების დროს ანარქიზმს ყოფდა ორ კატეგორიად, კერძოდ “ანარქიზმად” და “რევოლუციურ სინდიკალიზმად”. ხოლო ამ უკანასკნელში ის გულისხმობდა ნებისმიერი ტიპის ანარქიზმს, რომელიც მოიცავდა კლასობრივ ბრძოლას. მაგრამ თუ ჩვენ მოვაცილებთ მუშათა კლასის ასპექტებს ანარქიზმიდან (აღმოვფხვრით ფართოდ გავრცელებულ ანარქისტულ ტრადიციას), მივიღებთ “ანარქიზმს”, რომელიც ინდივიდუალისტური, არარევოლუციურად ექსტრემისტული და უპასუხისმგებლოა – ზუსტად იმას, რასაც თვითონვე აკრიტიკებდა ანარქიზმში!

ასევე მარქსიზმშიც. თუ ჩვენ მოვაცილებთ პროლეტარიატს მარქსიზმს – თუ ჩვენ უარვყოფთ, რომ “მუშათა კლასის ემანსიპაცია თავად მუშათა კლასმა უნდა მოახდინოს” – მაშინ მარქსიზმისგან დარჩება მხოლოდ ცენტრალიზმი, დეტერმინიზმი და სტეიტიზმი – ის, რაც სტალინისტური ტოტალიტარიზმის საფუძველია.

მთავარი კონცეპტი, რომელიც ბუკჩინმა მარქსიზმისგან აიღო იყო კაპიტალიზმის ანალიზი, როგორც დოვლათის მწარმოებელი სისტემა, რომელიც ან უნდა გაფართოებულიყო, ან მომკვდარიყო. კონკურენციის ზეწოლის ქვეშ ყველა ფირმამ უნდა აწარმოოს მეტი, გაყიდოს მეტი, გააკეთოს მეტი ფული, გაიზარდოს და დააგროვოს რაც შეიძლება მეტი. ბუკჩინი ხედავდა, რომ კაპიტალიზმის მამოძრავებელი ძალა აუცილებლად შეუქმნიდა საფრთხეს ეკოლოგიას მსოფლიოში. (ის მანამდე წერდა ამაზე, სანამ პრო-ეკოლოგიურად მოაზროვნე მარქსისტი სწავლულები დაიწყებდნენ თავიანთი თეორიების შემოშავებას)

სამწუხაროდ მას არ ესმოდა, რომ კაპიტალიზმის დაგროვების სწრაფვაზე საუბარი იგივეა, რაც მის მიერ მუშების ექპლოატაციის საჭიროებაზე საუბარი. არსობრივად კაპიტალიზმი არაფერია, თუ არა კაპიტალისა და შრომის ურთიერთობა – რის დროსაც ბუნება ღირებულებად არ მიიჩნევა. დოვლათის და ფულის დაგროვება ხდება ადამიანური შრომით და მუშებისთვის მათსავე წარმოებული პროდუქტის ღირებულებაზე ნაკლების გადახდით. ადამიანების შრომის უნარიც ასევე საქონელია, რომელსაც კაპიტალისტი ყიდულობს იმაზე ნაკლებ ფასად ვიდრე ამ უნარს შეუძლია რომ აწარმოოს. სწორედ მოგებაა ის, რასაც მუშები არ იღებენ, რისი დაგროვებაც ხდება და რაც უზრუნველყოფს ზრდის უწყვეტ ციკლს. ბუკჩინს რაც არ უნდა ეფიქრა, მუშათა კლასი რჩებოდა კაპიტალის ძირითად და ცენტრალურ მამოძრავებელ ძალად. რაც მას ასევე ცენტრალურ და მამოძრავებელ ძალად ხდიდა კაპიტალიზმის დასამხობად. როდესაც ფულის აკუმულაცია მცირდება (მონოპოლიის, გადაჭარბებული წარმოების ბუნებრივ რესურსებზე გაზრდილი ფასების და სხვათა გამო), კომპანიები ცდილობენ ყველანაირი გზით გაზარდონ მოგება. რაც პირდაპირ აისახება მუშებზე, წარმოებული პროდუქციიდან მათი წილის შემცირებით. ასეც მოხდა, როცა მეორე მსოფლიო ომიდან 30 წლის შემდეგ მათი კეთილდღეობის ხანა დასრულდა – დაახლოებით 1970 წლისთვის. ბუკჩინი (და ‘50-’60 წლების მემარცხენე თეორეტიკოსების უმეტესობა) არ ელოდა ომის შემდგომი “გაფურჩქვნის” დასრულებას იმაზე მეტად, ვიდრე ლიბერალები და კონსერვატორები. ის წერდა კიდეც: “მსოფლიო კაპიტალიზმი WW II-ის შემდეგ უფრო გაძლიერდა ვიდრე მთელი ისტორიის მანძილზე ყოფილა. არ არსებობს კაპიტალიზმის კრიზისი. ”

ის უარყოფდა ლუქსემბურგის და ლენინის შეხედულებებს, რომ “პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კაპიტალიზმი პროგრესული პერიოდიდან გადავიდა ფართოდ რეაქციონერულ ფაზაში. ” ამის მაგივრად მას სწამდა – “გასულმა ორმოცდაათმა წელმა გვაჩვენა, რომ უნიკალურად მეამბოხე პერიოდი 1917-1939 წლებს შორის, არ ყოფილა კაპიტალიზმის არაჯანსაღობის და დაცემის მტკიცებულება, როგორც ამას ლენინი(და არამარტო! – ავტ. ) ვარაუდობდა. ეს იყო სოციალური მოძრაობის პერიოდი, როცა გამოჩნდა ახალი საკითხები, რომლებიც ცდებოდა კლასიკური მემარცხენეობის მუშებზე ფართოდ ორიენტირებულ ანალიზებს. ” უარყოფდა რა კაპიტალიზმის შესვლას მის რეაქციულ, უკუქმედებით ეპოქაში, ბუკჩინი არ მიიჩნევდა, რომ კაპიტალიზმის ომის შემდგომი აყვავება მხოლოდ დროებითი იყო და კრიზისი ხელახლა გამოჩნდებოდა. ის არ ელოდა მუშებზე ახალ შეტევას და კლასობრივ ომს ზევიდან ქვევით.

ბუკჩინის
მიერ
მუშათა
კლასის
უარყოფის
მიზეზები

“მარქსის მოლოდინების საპირისპიროდ, ინდუსტრიული მუშათა კლასი პატარავდება და მტკიცედ კარგავს თავის ტრადიციულ იდენტობას როგორც კლასი. თანამედროვე კულტურამ და წარმოების მეთოდებმა პროლეტარიატი აქცია წვრილ-ბურჟუა ფენად. პროლეტარიატი მთლიანად შეიცვლება წარმოების ავტომატიზირებული საშუალებებით. კლასობრივი კატეგორიები გადახლართულია რასაზე, გენდერზე, სექსუალობაზე და ნაციონალურ ან გეოგრაფიულ განსხვავებებზე დაფუძნებულ იერარქიულ კატეგორიებთან. ” აქ ჩანს რამდენიმე გაუგებრობა მუშათა კლასის განსაზღვრებაში. არც მარქსიზმი და მითუმეტეს არც ანარქო სინდიკალიზმი არ განსაზღვრავს “პროლეტარიატს” ისე შეზღუდულად როგორც “ინდუსტრიული მუშათა კლასი”. ადამიანები, რომლები თავიანთ შრომას ყიდიან და საერთო მოგების შექმნაში იღებენ მონაწილეობას, კაპიტალიზმის მუშები არიან (“მუშათა კლასი” გაცილებით ფართო გაგებისაა ვიდრე მხოლოდ დასაქმებული ადამიანების ერთობლიობა. ის ასევე მოიცავს ადამიანებს რომლებიც დასაქმებულებზე არიან დამოკიდებულნი – მათ ოჯახის წევრებს, პენსიონერებს, დროებით უმუშევრებს, სტუდენტებს და ა. შ. )

“ამერიკელების დიდი უმრავლესობა წარმოადგენს მუშათა კლასს. ისინი არიან კვალიფიციურები და არაკვალიფიციურები, წარმოებაში და მომსახურების სფეროში, ქალები და კაცები ნებისმიერი რასის. ისინი ატარებენ სატვირთო მანქანებს, წერენ რუტინულ კომპიუტერულ კოდს, ამუშავებენ ხელსაწყოებს, ემსახურებიან მაგიდებს, ალაგებენ და არიგებენ წერილებს, დგანან ბანკის კონსულტანტებად, ასრულებენ ათასობით სამუშაოს ეკონომიკის ყველა სფეროში. მათი განსხვავებულობის მიუხედავად მუშათა კლასის წარმომადგენლები წარმოებაში ერთი და იგივე ადგილს იზიარებენ, სადაც ძალიან მცირე კონტროლი აქვთ თავიანთ შექმნილ კონტენტზე და არ არიან არავის ბოსები. ისინი ქმნიან ერების სიმდიდრეს, თუმცა იღებენ მხოლოდ იმას რისი ყიდვაც შეუძლიათ თავიანთი ხელფასით”.

(
Michael
Zweig. 2000
. )

ერთ ერთი მიზეზი ა. შ. შ-ში მძიმე ინდისტრიული მუშახელის შემცირებისა იყო კომპანიების მიერ პროდუქციის წარმოების გაფართოება ოკეანის გადაღმა, რამაც გამოიწვია საერთაშორისო დონეზე მუშათა კლასის გაფართოება, განსაკუთრებით აზიაში და სხვა ღარიბ – ე. წ. “მესამე მსოფლიოს” რეგიონებში. ბუკჩინს ასევე მაგალითად მოყავდა რუსული და ესპანეთის 1930 წლის რევოლუცია. ის ამბობდა, რომ მუშათა კლასში ყველაზე რევოლუციურები არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ გლეხობიდან იღებენ ფესვებს. სავარაუდოდ ეს იყო კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც ამერიკელი მუშები იყვნენ კონსერვატორები. მაგრამ ამ დებულების სისწორიდან გამომდინარეობს ისიც, რომ ჩაგრულ ერებში ახალი მუშათა მოძრაობების მეტად რადიკალურობა და მილიტანტურობაა მოსალოდნელი. .

ბუკჩინის მთავარი ანტი-პროლეტარული ხედვა დაფუძნებული იყო იმ ემპირიულ მოცემულობაზე, რომ ამერიკელი მუშები ანარქიზმის, სოციალიზმის კომუნიზმის ან ზოგადად რევოლუციის მხარდამჭერები არ არიან და არც კი თვლიან თავს ამ სოციალური კლასის წარმომადგენლებად. რეალურად თეთრკანიანი მუშების უმეტესობა საკმაოდ კონსერვატორია. თუმცა კლასობრივი ორიენტაცია არ გულისხმობს, რომ მუშათა რომელიმე ნაწილს ჩამოუყალიბდება კლასობრივი აზროვნება და გახდება რევოლუციონერი. არსებობს ძალები, რომლებიც მათ უბიძგებენ რადიკალიზმისკენ: ექსპლოატაცია, გაუცხოება, სიღარიბე, არასათანადო მოქცევა, უმუშევრობა, დომინაცია, ასევე კაპიტალიზმის სხვა “უკლასო” სიბოროტეები, როგორიცაა ომი და ეკოლოგიური კატასტროფები. მაგრამ ასევე არსებობს ძალები, რომლებიც მათ რადიკალიზმს აშორებს: რასიზმი, სექსიზმი, პატრიოტიზმი, რელიგიები, არასწორი განათლება და სხვა. შედარებით უკეთეს პირობებში მომუშავეებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად კომფორტის ზონაში არიან არ სურთ თავიანთი მდგომარეობის გარისკვა. უარეს პირობებში მომუშავენი კი დემორალიზებულნი და გატეხილნი არიან.

დროთა განმავლობაში, კლასობრივი ცნობიერებისკენ მიდრეკილი ძალები გაიმარჯვებენ, მაგრამ ეს გარანტირებული შედეგი არაა – და მითუმეტეს არაა გარანტირებული, რომ ეს მოხდება მანამდე, სანამ მსოფლიო ეკონომიკურ კოლაფსის, ახალ მსოფლიო ომების ან კლიმატური კატასტროფების პრევენციაა შესაძლებელი. ეს ხომ ადამიანების არჩევანია და არა მექანიკური პროცესი. “პროლეტარიატისთვის რევოლუციური კლასის დაძახება ნიშნავს კლასს, რევოლუციების მოწყობის ისტორიული პოტენციალით. ეს არის იარლიყი სოციალური სწრაფვის და არა განმარტება მიმდინარე მოვლენების. ” (ჰალ დრაპერი, 1978).

ბუკჩინი მართალია როცა ამბობს: “კლასობრივი კატეგორიები გადახლართულია რასაზე, გენდერზე, სექსუალობაზე… დაფუძნებულ იერარქიულ კატეგორიებთან”. ეს მუდამ ასე იყო. რათქმაუნდა ყოველთვის არსებობდნენ ვულგარული მარქსისტები და სინდიკალისტები, რომლებიც არასწორად მიიჩნევდნენ სოციალურ კლასს ერთადერთ მნიშვნელოვან საკითხად. არაფერია მასში ისეთი, რაც საჭიროებს ჩამოთვლილი უმნიშვნელოვანესი თემების იგნორირებას. კლასობრივი საკითხი ურთიერთქმედებს და ნაწილობრივ მოიცავს რასის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციის, ეროვნული ჩაგვრის, ეკოლოგიის, იმპერიალიზმის თემებს. (როგორც უვკე ავღნიშნეთ, მაგალითად, ეკოლოგიური კრიზისი წარმოჩნდება, როგორც ქროს-კლასობრივი პრობლემა რადგან ეხება ყველას, თუმცა გამოწვეულია კაპიტალიზმის სწრაფვით მოახდინოს ფულის აკომულაცია, რაც სათავეს იღებს მშრომელთა ექპლოატაციიდან. )

ბუკჩინი არსად განიხილავს მთავარ მიზეზს თუ რატომ არ აქვს მუშათა კლასის იმედი. ხალხს, როგორც მშრომელებს, აქვთ უდიდესი პოტენციური ძალაუფლება. მრავარიცხოვნობის გარდა, მათ აქვთ წვდომა წარმოების საშუალებებზე, ტრანსპორტზე, კომუნიკაციაზე, სოციალურ სერვისებზე და კომერციულ გადარიცხვებზე. მათ შეუძლიათ “გათიშონ” მთელი ქვეყანა და შემდეგ ისევ აამუშაონ სრულიად ახლებურად, თუ მოისურვებენ. ერთადერთი ძალა რაც კაპიტალისტებს გააჩნიათ მათ წინააღმდეგ, არის სახელმწიფოს კონტროლირებადი პოლიცია და სამხედროები. როგორც უბრალო “მოქალაქეებს”, ხალხს არ აქვს ამის პოტენციური ძალა.

ბუკჩინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იყო რევოლუციების ისტორიული შესწავლა, რაც ასე შეაჯამა: “შუასაუკუნეების გლეხების ომებიდან დღევანდელ ინდუსტრიულ მუშათა და გლეხთა მოძრაობების აღზევებამდე, ჩაგრული ხალხი ქმნიდა საკუთარ საზოგადოებრივი ასოციაციების ფორმებს. რევოლუციების მსვლელობების დროს, ეს ასოციაციები იღებდა ადგილობრივი საკრებულოების ან მანდატიან წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ საბჭოების ფორმებს”. ეს არის ბაზისი ნებისმიერი ანარქისტული რევოლუციის პროგრამის. ბუკჩინის ყურადღება მიპყრობილი იყო ქალაქებისა და სამეზობლოების საკრებულოებსა თუ საბჭოებზე. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ასეთი გაერთიანებების ძირითად ფორმას წარმოადგენდა ქარხნებისა და სამუშაო ადგილების კომიტეტები. მუშები ქმნიდნენ თვით-ორგანიზებად დემოკრატიულ, ჰორიზონტალურ პრინციპზე დაფუძნებულ საკრებულოებს. ბუკჩინი ამბობდა, რომ ის არ იყო მსგავსი დროებითი გაერთიანებების წინააღმდეგი, თუ მოხდებოდა მათი შერწყმა უფრო გლობალურ სახალხო საბჭოებში.

ბუკჩინის
სტრატეგია

მუშათა კლასზე უარის თქმით, ბუკჩინს ცვლილებებისთვის საჭირო სოციალური ძალები სხვაგან უნდა მოეძებნა. 1970 წელს ის იმედებს ამყარებდა კონტრკულტურასა და ახალგაზრდების წინააღმდეგობაზე, ჰიპებზე და ტრაიბალიზმზე. “ცხოვრების სტილი აუცილებელია რევოლუციის ერთიანობის შესანახად” – ამბობდა ის. მოგვიანებით(1985) გული აუცრუვდა კონტრკულტურაზე და დაიწყო იმ მიმართულებით სვლა, რომელსაც თავად სდებდა ბრალს
ლაიფსტაილიზმში
(
lifestyle anarchism –
ამ ტერმინით ბუკჩინი აღწერდა და აკრიტიკებდა ანარქისტებს, რომლებიც კონკრეტული ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ და არ მოქმედებდნენ საბაზისო ანარქისტული პრინციპების მიხედვით).

ბოლო ნაშრომებში, ბუკჩინმა შეაჯამა თავისი ხედვა, რომ ხალხს მოთხოვნილებები უნდა ჰქონოდა როგორც უკლასო “მოქალაქეებს” და არა მათი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. სხვადასხვა სფეროში მომუშავეები საკრებულოებში დაიკავებდნენ ადგილებს არა როგორც მშრომელები – მბეჭდავები, ხელოსნები, დამლაგებლები და ა. შ. – არამედ როგორც მოქალაქეები, რომელთა მთავარი საზრუნავი იქნებოდა იმ საზოგადოების ძირითადი ინტერესები, რომელშიც იცხოვრებდნენ. მოქალაქეები იქნებოდნენ თავისუფალნი რომელიმე ერთი კონკრეტული იდენტობისგან და ინტერესებისგან. “ეს არის მშრომელთა ტრანსფორმაცია კლასობრივი არსებებისგან მოქალაქეებში. ” რათქმაუნდა ეს “ტრანსკლასობრივი” ტრანსფორმაცია არ არის შეზღუდული მხოლოდ მუშებზე და ასევე მოიცავს მენეჯერებს, კაპიტალისტებს, პოლიტიკოსებს და ყველას. სავარაუდოდ მათაც მოუწევდაც გადაქცევა “კლასობრივი არსებებისგან მოქალაქეებში. ”

ოთხმოციან წლებში ელენ მეიკსინს ვუდსმა დაწერა შესანიშნავი კრიტიკა ბრიტანელი და ფრანგი მარქსისტებისა, რომლებიც ბუკჩინის მსგავსი მიზეზებით ამბობდნენ უარს მუშათა კლასზე. ის წერდა:

“ეს თეორიები უნდა ნიშნავდეს, რომ კაპიტალისტური ექპლოატაცია ვერ განაპირობებს მშრომელთა ცხოვრებისეულ მდგომარეობას იმაზე მეტად, ვიდრე სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელსაც მათ ცხოვრებასთან აქვს შეხება. გამოდის, რომ მშრომელებზე ისევე მოქმედებს ექპლოატაცია, როგორც სხვა ადამიანებზე, რომლებიც საერთოდ არ არიან პირდაპირი ექპლოატაციის ქვეშ მყოფი ობიექტები. ეს გულისხმობს იმასაც, რომ კაპიტალისტები არანაირ სარგებელს არ იღებენ მუშათა ექსპლოატაციით, რომ მუშები არანაირ ზიანს არ განიცდიან ექპლოატირებულობით, რომ ექპლოატაციის შეწყვეტით მათთვის არაფერი შეიცვლება, რომ კაპიტალისა და შრომის ურთიერთობას არანაირი ფუნდამენტური გავლენა არ აქვს სოციალური და პოლიტიკური ძალაუფლების სტრუქტურაზე, და რომ კაპიტალისტებსა და მშრომელებს შორის არსებული ინტერესთა კონფლიქტი მხოლოდ მოჩვენებითია. ”

აქედან გამომდინარე ბუკჩინის “მოქალაქეებს” არ აქვთ არანაირი მიზეზი, რომ კაპიტალიზმს აღუდგნენ წინ, გარდა იმისა, რომ ეს მორალურად სწორია. არც არანაირი სტრატეგიული ძალაუფლება არ აქვთ კაპიტალიზმის საბოტაჟისთვის, როგორც ეს გააჩნიათ გაფიცულ მუშებს. აფრო-ამერიკელი მშრომელ ქალს არ აქვს იმაზე მეტი მიზეზი, რომ იყოს ბუკჩინის მოქალაქეთა საკრებულოს წევრი, ვიდრე დიდი კორპორაციის ტოპ მენეჯერს ან პოლიციელს.

ბუკჩინის კომუნალიზმის მიღწევის სტრატეგია დაფუძნებული იყო მის ანალიზებზე, რომ კაპიტალისტური საზოგადოების ფუნდამენტური კონფლიქტი მიმდინარეობდა არა კაპიტალსა და მუშათა კლასს შორის, არამედ ადგილობრივ გაერთიანებებსა და ცენტრალიზებულ, მჩაგვრელ სახელმწიფოს შორის. ის არ იყო ისეთი აჯანყებების მომხრე, რომლის დროსაც რევოლუციური საკრებულოები იქმნებოდა. ნაცვლად ამისა, ამბობდა, რომ მოქალაქეებს მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში უნდა შეექმნათ მასობრივი გაერთიანებები, სოფლების ქალაქების და გარეუბნების დონეზე. იმ მიზნით, რომ ეს გაერთიანებები ოფიციალური გამხდარიყო, “ბუკჩინისტები” კენჭს იყრიდნენ ადგილობრივ არჩევნებში. ისინი დაიკავებდნენ ქალაქის საბჭოებს და მსგავს დაწესებულებებს. ისინი ეცდებოდნენ, რომ შეეცვალათ ქალაქის გამგებლობის ქარტიები და მმართველი ორგანოები ჩაენაცვლებინათ სახალხო თვითმმართველობებით. რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა ისინი ეცდებოდნენ ხელში ჩაეგდოთ ადგილობრივი ბიზნესები და ინდუსტრიები, რათა ეკონომიკის “მუნიციპალიზება” მოეხდინათ. და ეს იქნებოდა ბაზისი ლიბერტარიანული კომუნიზმისა.

შემდეგ ლოკალური გაერთიანებები დაიწყებდნენ ერთმანეთთან დაკავშირებას კონფედერაციის ჩამოსაყალიბებლად. (მათ არ უნდა ეცადათ ქვეყნის მთავრობა არჩევნების ძალით დაემარცხებინათ; ბუკჩინი ამას სახელმწიფო რეფორმად მიიჩნევდა). მოვლენების განვითარების რაღაც ეტაპზე, სახელმწიფო და მმართველი კლასი ეცდებოდა პროცესის შეჩერებას. იქნებოდა დაპირისპირება, ძალადობრივი ან არაძალადობრივი, გარემოებებიდან გამომდინარე. თუ კონფედერაცია გაიმარჯვებდა მივიღებდით რევოლუციას!

ბუკჩინის მიღწევების ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ეს არის გიჟური ფანტაზია. ლოკალური თვითმმართველობების შექმნა საზოგადოებრივი ორგანიზების მაგალითია. მაგრამ მუნიციპალური მთავრობა სახელმწიფოს ნაწილია და მცდელობა, რომ არჩევნებში გაიმარჯვო იგივე პრობლემებს წარმოქმნის, რაზეც ანარქისტები ყოველთვის მიუთითებდნენ მარქსისტებსა და სხვებს, როცა ისინი მთავრობის ნებისმიერ საფეხურზე მოხვედრას ცდილობდნენ.

მართალია ადვილი ჩანს ამბოხებულთა მიერ ადგილობრივი მთავრობების დაკავება, მაგრამ მათ თითქმის არანაირი ძალაუფლება არ გააჩნიათ სახელმწიფოს მთავრობასთან შედარებით. თუ ქალაქი ანტი-კაპიტალისტური პროგრამით დაიწყებს მუშაობას, ცენტრალურ მთავრობას და ბიზნესს არ გაუჭირდება მათ ეკონომიკას საბოტაჟი მოუწყოს. ქალაქების და სოფლების ადგილობრივი თვითმმართველობებიც სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის. თუ ლოკალური რეჟიმი გახდება საკმარისად რადიკალური, სახელმწიფო მთავრობა მას არალეგიტიმურად ცნობს და ძალის გამოყენებით ეცდება დამხობას. იყო შემთხვევები, როცა ნიუ იორკ სითის ბიუჯეტი გადავიდა სახელმწიფოს სპეციალური სამსახურის კონტროლის ქვეშ ფინანსური პრობლემების გამო. იდეა, რომ ხალხს შეუძლია არჩევნებში ხმა მისცეს ლიბერტარიანულ მუნიციპალიზმს ლოკალურ დონეზე, ისეთივე რეფორმისტული და უაზროა, როგორც ეროვნულ დონეზე სოციალიზმისთვის ხმის მიცემა(შეგვიძლია ავიღოთ სირიზას მაგალითი საბერძნეთში).

ბუკჩინისა და მისი მიმდევრების მიერ ამ სტრატეგიის გამოყენების მცდელობები კრახით დასრულდა. არც ანარქისტულმა გარემომ აითვისა რაიმე ლიბერტარიანული მუნიციპალიზმისგან. შეიძლება ეს გახდა მიზეზი, რატომაც ბუკჩინმა საბოლოოდ განაცხადა, რომ ანარქისტი აღარ იყო. სიმართლეს თუ ვიტყვით, ანარქიზმის რევოლუციურ კლასობრივ ბრძოლასაც არ ჰქონია წარმატება უკანასკნელ პერიოდებში. თუმცა კი უდიდესი ისტორია აქვს.

შეჯამება

მურეი ბუკჩინი იყო ნაყოფიერი და გავლენიანი თეორეტიკოსი. მან მოახდინა ანარქიზმისა და ეკოლოგიის მნიშვნელოვანი ინტეგრაცია. მან გვაჩვენა, რომ კაპიტალიზმის სწრაფვა აკუმულაციისკენ არის საფუძველი ეკოლოგიური კრიზისისა. შექმნა მოდელი პოსტ კაპიტალისტური საზოგადოებისა, რომელიც უნდა იქნეს კარგად შესწავლილი და გაანალიზებული.

ბუკჩინმა დაუშვა ფუნდამენტური შეცდომა მუშათა კლასის, როგორც რევოლუციის ერთ-ერთი ძირითადი ძალის უარყოფით. მას არ ესმოდა მშრომელთა მნიშვნელობა კაპიტალიზმში, შესაბამისად არც მათი ინტერესი კაპიტალიზმის დასრულების. ვერ აცნობიერებდა მათ ძალაუფლებას ამის გასაკეთებლად. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდს ხედავდა, როგორც კაპიტალისტური განვითარების ახალ ეტაპად, და არა როგორც ღრმად კრიზისული სისტემის დროებით სტაბილურობად, რაც ეკოლოგიური კრიზისის მისსავე ანალიზებში უნდა დაენახა. პროლეტარიატის უარყოფით დაიწყო ალტერნატივების ძიება უკლასო, მულტიკლასობრივ ძალებში – წარმოსახვით “მოქალაქეებში”, რომლებიც მხოლოდ აბსტრაქტული და მორალური საზრუნავით იყვნენ მოტივირებულნი. თავიანთი სტრატეგიით, ისინი შეცვლიდნენ კაპიტალიზმს ლოკალურ არჩევნებში გამარჯვებით.

ასეთ ხედვას არ შეუძლია მოძრაობის წამოწყება, არათუ რევოლუციის.

გამოყენებული
მასალები

Biehl
,
Janet
,
with
Bookchin
,
Murray
(1998).
The Politics of Social Ecology: Libertarian Municipalism.
Montreal/NY: Black Rose Books.

Bookchin, Murray (1986).
Post-Scarcity Anarchism (2nd rev. ed. ).
Montreal/Buffalo: Black Rose Books.

Bookchin, Murray (1996).
The Third Revolution; Vol. 1: Popular Movements in the Revolutionary Era.
London/NY: Cassell.

Bookchin, Murray (2015).
The Next Revolution: Popular Assemblies and the Promise of Direct Democracy; Essays by Murray Bookchin
(Ed. : Debbie Bookchin & Blair Taylor). London/NY: Verso Books.

Brinton, Maurice (2004). “The Bolsheviks and Workers’ Control, 1917—1921: The State and Counter-Revolution. ” In
For Workers’ Power; The Selected Writings of Maurice Brinton
(ed. : David Goodway). Oakland CA/Edinburgh UK: AK Press. Pp. 293—378.

Draper, Hal (1978).
Karl Marx’s Theory of Revolution; Vol. II: The Politics of Social Classes.
NY/London: Monthly Review Press.

Enzinna, Wes (12/29/2015). “The Rojava Experiment. ”
The New York Times Magazine.
Pp. 38—45.

Kropotkin, Peter (2002).
Anarchism: A Collection of Revolutionary Writings
(ed. Roger Baldwin). Mineola NY: Dover Publications.

Price, Wayne (2013).
The Value of Radical Theory; An Anarchist Introduction to Marx’s Critique of Political Economy.
Oakland CA: AK Press.

Schmidt, Michael & van der Walt, Lucien (2009).
Black Flame: The Revolutionary Class Politics of Anarchism and Syndicalism; Vol. 1.
Oakland: AK Press.

White, Damien F. (2008).
Bookchin: A Critical Appraisal.
London: Pluto Press.

Wood, Ellen Meiksins (1998).
The Retreat from Class; A New ‘True’ Socialism
. London/NY: Verso.

Zweig, Michael (2000).
The Working Class Majority: America’s Best Kept Secret.
Ithaca NY/London UK: Cornell University Press/ILR Press.

წყარო:

ShareThis Copy and Paste

- See more at:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...