შანკარადევა Posted August 14, 2017 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2017 ხალხო, იცით რატომ არის „მიუღებელი" ზოგადად ეროტიზმი, ასევე კონკრეტულად ლგბტ რომანტიკა, ჰელუინის მსგავსი კოსტიუმირებული ფესტივალები და მასკარადები და რაღა თქმა უნდა მეცნიერული აზროვნება?? საქმე იმაშია რომ მენტალური განვითარების და მთელი გულით გართობის დროს (მით უმეტეს რომანტიკულ და სექსუალურ პლანში) ადამიანის ტვინში გამოიყოფა „ენდორფინები“ ანუ უნიკალური „იმუნური“ დამცავი საშუალება, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ კიბოს უჯრედებსაც კი ანადგურებს! და ადამიანი ჯანმრთელი ხდება, სიცოცხლე უხარია, მაგრამ ესეთი ჯანმრთელი ადამიანი უკვე საშიშია „სისტემისთვის" ანუ მსოფლიო „მთავრობებისთვის“ და ეკლესიებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებათ ლაღი, სიცოცხლით სავსე, ბედნიერი, გახარებული და ჯანმრთელი ადამიანები, ასეთ ადამიანს ხომ ვერც წამალს მიჰყიდი და ვერც მართავ როგორც გინდა! ამიტომაც ,,პარაზიტებმა" მოიფიქრეს უნიკალური მეთოდი, აკრძალეს ზოგადად ყოველგვარი „არაეკლესიური“ სახის მატერიალისტური „სიამოვნებები“ და გამოაცხადეს საშინელ „ცოდვად“, ხოლო კონკრეტულად ეროტიზმზე საუბარიც კი გამოცხადებულია ,,გარყვნილებად", დაბალ დონედ, პრიმიტიულად, პირუტყვულად ამორალურ ქმედებად და ადამიანები დაიყვანეს უტვინო, აგრესიული და უცოდინარი ცხოველის დონეზე! საბჭოთა დროს კულტურის და მეცნიერების სივრცე შევსებული ჰქონდა ფსევდოკომუნისტურ ბოლშევიკურ დესპოტიას, როცა ის დაემხო ეს ფუღურო სივრცე შეავსეს საპატრიარქოს დეგენერატებმა ანუ რელიგიურმა მაფიამ, რომელმაც მშვენივრად იცოდა როგორ გამოეტვინებინა და გამოეყენებინა არაფრისმცოდნე იმბეცილი ბრბო გამოტვინებული 70 წლიანი საბჭოთა ტვინის რეცხვით (ამერიკაში და ევროპაში იყვნენ ულტრაკონსერვატორი ფანატიკოსები, არაბული მსოფლიო ხომ საერთოდ ჭაობია...). „ჯვაროსნებმა“ დაიკავეს ცარიელი სივრცე, რომელიც ხალხმა თავისით ვერაფრით ვერ შეავსო (!), აბა რა უნდა სცოდნოდა ტვინგამორეცხილ და დაბეჩავებულ ბრბოს? არავითარი... ჩვენ უნდა მუდამ დავსვათ შეკითხვა: ვის აწყობს ესა თუ ის სიტუაცია?, იმიტომ რომ რაღაცა მუდამ ვიღაცას აწყობს! იაპონიაში, სმხ. კორეაში, ავსტრალია-ზელანდიაში, ევროპაში და ამერიკაში ლიბერალიზმი და მიწიერი გართობა-თამაშობანი, ასევე მეცნიერება იმიტომაა ლეგალური და პოპულარული, რომ ეს ვიღაცას (გარკვეული სტატუსის მქონე ძლიერ ჩინოვნიკს) აწყობს, ჩვენნაირ ქვეყნებშიც ასეა, ჩვენთან და ჩვენზე უარეს ქვეყნებში რომ ფაშიზმია პრაქტიკულად, ესეც აწყობთ კონკრეტულ გალსტუკიან და ანაფორიან ბიძიებს. მათ უბრალოდ არ სურთ კლიენტების დაკარგვა, რელიგია და პოლიტიკა ხომ ბიზნესია, არა? ჰოდა მათაც იციან რომ ბედნიერ და განსწავლულ ხალხს ისინი თავიანთი ბოდვითი იდეაფიქსებით არავის დასჭირდება და განწირულნი მესამე ათასწლეულში ყოველმხრივ ცდილობენ არ დაკარგონ თავიანთი პოზიციები და მასა სულიერ სიბნელეში ამყოფონ. საუდის არაბეთში რომ „ერეტიკოსებს“ თავისკვეთით სჯიან „სათნოების“ კომისიის „მუტავინის“ დამქაშები ეგეც ვიღაცას აწყობს, მორჩა და გათავდა. თუ ვიღაც ტრანსგენდერს ესვრის „კაკაშკას“, ესეც ვიღაცის წისქვილზე ასხამს წყალს. მუდამ უნდა ვიაზროვნოთ: ვინ ითბობს ამაზე ხელს?... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.