შანკარადევა Posted August 13, 2017 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2017 თავდაპირველად უნდა ავღნიშნოთ, რომ სატანისტური ფილოსოფია და ანგელოლოგია რადიკალურად განსხვავდება აბრაამულ მონოთეისტურ რელიგიათა (ე.ი. იუდაიზმის, ქრისტიანობის და ისლამის) თეოლოგიურ სისტემებში არსებულისგან. ფუნდამენტური განსხვავება სატანიზმსა და აბრაამულ მონოთეიზმს შორის ის არის, რომ სატანიზმში თაყვანისცემის ობიექტია დაცემული ანგელოზი – ლუციფერი (იგივე ლუციფუგი, კაბალაში მერვე კლიფოტის – სატარიელის პერსონიფიკაცია და ხატსახება) და არა აბრაამული (ბიბლიური) ღმერთი-დემიურგი – იეჰოვა ელოჰიმი ანუ ალაჰი („მამაღმერთი“, „მეუფე ზეციური“ და ა.შ.), აბრაამულ მონოთეიზმში (მაგალითად ქრისტიანულ რელიგიაში) და სატანიზმში დიამეტრალურად საპირისპირო შეხედულებანი არსებობს ე.წ. „ღმერთი-დემიურგის“ და დაცემული ანგელოზი – ლუციფერის შესახებ, თუ აბრაამულ მონოთეიზმში აბრაამული უფალი ითვლება კეთილ და სრულყოფილ ზეარსებად, ხოლო ლუციფერი (იგივე ლუციფუგი) ბოროტ და არასრულფასოვან არსებად, სატანიზმში პირიქით აბრაამული უფალი წარმოადგენს ბოროტ ტირანს, დიქტატორს და დესპოტს, ხოლო ლუციფერი (იგივე ლუციფუგი) კეთილ და სამართლიან, თავისუფლებისა და სიყვარულისათვის მებრძოლ მეამბოხე ანგელოზს. ქრისტიანულ დემონოლოგიაში, იუდაისტურ მითოსში და ევროპულ დემონოლატრიაში აბრაამის ღმერთის – იაჰვე ელოჰიმის მთავარი ანტაგონისტი, დაცემული მთავარანგელოზი – ლუციფერი იგივე ლუციფუგი, სიმბოლურად და მეტაფორულად არის ამომავალი მზე, რომელთანაც აგრეთვე დაკავშირებულია „ცისკრის ვარსკვლავი“ ანუ პლანეტა ვენერა და ვარსკვლავი სირიუსი. აბრაამულ მონოთეიზმში მთავარანგელოზ ლუციფერს ეწოდება კიდეც „ცისკრის ვარსკვლავი“ და „ძე განთიადისა“(იხ. ბიბლია, იერემიას წიგნი, თავი 14). ადრეულ იუდაიზმში ლუციფერს ეწოდება „ჰელელ ბენ შაჰარ“ რაც ნიშნავს კიდეც თარგმანში „განთიადის ძეს“. ლუციფერი არის ამომავალი მზე, რომელსაც აკრძალული ცოდნა, ინფერნალური შემეცნების შუქი შეაქვს ადამიანის გონებაში. ამ გაგებით ლუციფერი ამომავალ მზესთან და პლანეტა ვენერასთან დაკავშირებული პოლითეისტური ღვთაებების ანალოგიურია და პარალელის გავლება სავსებით შესაძლებელია. თავად ლათინური სიტყვა ლუციფერიც ნიშნავს სინათლის მომცემს. ეზოთერულად მითოლოგიურ დონეზე სიტყვა ლუციფერი დაკავშირებულია ბაბილონური სიყვარულისა და სინათლის ქალღმერთი – იშთარის კულტთან, იმდენად რამდენადაც სახელი ლუციფერი გახლდათ ბერძნულ-რომაული სიყვარულისა და სინათლის ქალღმერთის – აფროდიტა-ვენერას (აფროდიტე-ვენუსის) ეპითეტი. ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ქალღმერთი აფროდიტა-ვენერა ესაა – „ცისკრის ვარსკვლავი“ იგივე არაბული „ასპიროზი“, ციური სხეული, რომელიც განთიადის და აგრეთვე მზის ჩასვენების ჟამს მოსჩანს ცის კაბადონზე, ამიტომაც ეს პლანეტა დაუკავშირეს მზეს (მზის ასტრალურ კულტს). იშთარში გაერთიანდნენ ძველი შუმერული ქალღმერთები: ნინა, ინინა და ანუნიტი. იშთართან დაკავშირებით ნიკო მარი წერდა: „იშთარი, ვენერა და იმავე დროს მარსი ვნებისა და სიყვარულის ღვთაება არის. აგრეთვე ომისა, რომელიც კულტის საგანი იყო მთელ აღმოსავლეთ-დასავლეთში“. ეს კულტი სავსე იყო ორგიასტული რიტუალებითა და უთვალავი წესებით, რაც დაკავშირებული გახლდათ იშთარის ვნებიან და რომანტიკულ ბუნებასთან. ვნებიანი და მებრძოლი ქალღმერთი იშთარი შეყვარებული იყო მცენარეულობისა და გაზაფხულის ღვთაება დუმუზზე (რომელიც ზოგი ვერსიით მოკვდავი კაცი გახლდათ), დუმუზი ხანმოკლე ყვავილობის შემდეგ ყოველწლიურად კვდებოდა და ქვესკნელის ინფერნალურ სამყაროებში ესვენებოდა, სადაც იშთარი ეშვებოდა მის საშველად და მწარედ გლოვობდა. ეს მითი გავრცელებული გახლდათ ძველ აღმოსავლეთში (იხ. ვახტანგ კოტეტიშვილი, 1961 წელი, თბილისი, წიგნი – „ხალხური პოეზია“, გვ. 348). იშთარი ესაა იგივე ასტარტე, შუამდინარეთის ხალხებში სიყვარულის ქალღმერთი, რომელიც კაბალაში ითვლება შამჰამფორაშის მისტიკური სისტემის 29-ე დემონად, რადგანაც იუდაისტურ და ქრისტიანულ ტრადიციაში იგი დემონიზირებულია უკვე კარგა ხანია. ბიბლიაში ასტარტეს და მისი ქმარის – ასტაროტის შესახებ წერია: „წაბილწა გორაკები, იერუსალიმის გასწვრივ რომ არის, წარწყმედის მთის მარჯვნივ, რომლებიც სოლომონ ისრაელის მეფემ მოუწყო აშთორეთს“ (მეოთხე მეფეთა 23-13). ისრაელის მეფე იეჰუმ იუდაისტ მღვდლებთან ერთად პირწმინდად მოსპო ასტარტესა და ასტაროტის კულტი, მან ყველა „წარმართი“ დახოცა. ქრისტიანები ხშირად ერთმანეთში ურევენ მერვე კლიფოტის – სატარიელის პერსონიფიკაციას – ლუციფერსა და მეათე კლიფოტის – ტაუმიელის პერსონიფიკაციას – სატანას. ეზოთერიზმში სატანა წარმოადგენს ინფერნოს ერთ-ერთ ლიდერს. სატანა არის შუმერული სიტყვა და ნიშნავს სიძულვილს, მათთვის ვინც ერკვევა სატანისტურ ეზოთერიზმში, ცხადზე ცხადია რა სიძულვილზეა საუბარი, სატანას, როგორც მეამბოხეს, მებრძოლს ანგელოზთა და ადამიანთა თავისუფლებისათვის, სძულს აბრაამული უფალი-დემიურგი, რადგანაც დემიურგი არის ტირანი, რომლისთვისაც ანგელოზები და ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი ნების არმქონე მარიონეტები და ყურმოჭრილი მონები არიან. სატანისტური სწავლება გვამცნობს, რომ დემიურგმა (ბიბლიურმა უფალმა) შორეულ წარსულში, მილიარდობით წლის წინ, ჯერ კიდევ ფიზიკური კოსმოსის და ადამიანთა რასის პირველი წარმომადგენლების შექმნამდე, მისტიკური ძალების გამოყენებით წარმოშვა თავისუფალი ნებისა და მკვეთრად გამოკვეთილი პიროვნულ-ინდივიდუალური რეფლექსიური უნარების არმქონე, მამრობითი და მდედრობითი სქესის ასტრალური არსებები – ანგელოზები ანუ ებრაულ ორიგინალში – „მალაჰიმები“, რაც თარგმანში ნიშნავს – მაცნეს, კურიერს, შიკრიკს, ამბის ან ნების განმცხადებელს, ანგელოზები (ანგელოიდები) ანუ მალაჰიმები იყვნენ დემიურგის მარიონეტები და მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, რომ მისთვის ემსახურათ, მათ არ გააჩნდათ ინდივიდუალური ემოციები და ტკბობის უნარი, მათ არ შეეძლოთ იმპროვიზაცია და პირადი ინტიმური ემოციებისა და სურვილების გამოხატვა, იმ მარტივი მიზეზით, რომ ეს ყველაფერი მათ არ გააჩნდათ. ანგელოზებს ანუ მალაჰიმებს არ ჰქონდათ საკუთარი ინდივიდუალური სურვილები და ინტერესები, მათ არ შეეძლოთ საკუთარი არსების დემიურგისგან დამოუკიდებელ პერსონად გაცნობიერება. დემიურგის მონა ანგელოზებს არ გააჩნდათ პირადი ბედნიერების და სიხარულის განცდის უნარი, მათ უბრალოდ არ შეეძლოთ დემიურგისგან დამოუკიდებლად ეპოვნათ პირადი ბედნიერება, მათ არ ჰქონდათ პირადი ცხოვრება. მაგრამ იყო ერთი უნიკალური და განსაკუთრებული ანგელოზი ანუ მალაჰიმი – ლუციფერი, რომელშიც გაჩნდა პიროვნული დამოუკიდებლობის, ინდივიდუალური რეფლექსიისა და დამოუკიდებლობის პრინციპი, ეს იყო ანგელოზი, რომელშიც გაჩნდა თვითცნობიერება, თავად სიტყვა ლუციფერი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს სინათლის მატარებელს ან სინათლის მომცემს, რა სინათლეზეა საუბარი? რაღა თქმა უნდა შემეცნების და ჭეშმარიტი იდეის აღმოჩენის ნათელზე! მარტივად, რომ ვთქვათ ლუციფერს მობეზრდა დემიურგის მარიონეტად ყოფნა, მან გააცნობიერა, რომ დემიურგი იყო სადისტი ტირანი, რომელიც უფრო საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობდა, ვიდრე ანგელოზების, მისი შვილების პირად ბედნიერებაზე, ანგელოზები ელოჰიმს (დემიურგს) უმღეროდნენ საგალობლებს და ყოველმხრივ ფეხქვეშ ეფინებოდნენ, ამის მეტს ფაქტობრივად არაფერს არ აკეთებდნენ, ისინი ჰგავდნენ დაპროგრამებულ რობოტ-დრონებს, უმკაცრესი იერარქიული სუბორდინაციის წნეხის ქვეშ მყოფ ერთ სტანდარტზე მოჭრილ სალდაფონ-ჯარისკაცუნებს, ზეციურ ასტრალურ სამეფოში სადაც ცხოვრობდნენ ისინი, სუფევდა უსასტიკესი იერარქიული სუბორდინაციული იერარქიული ცენტრალიზმი, სადაც არცერთ ანგელოზს არ ჰქონდა დემიურგის ნებისგან განსხვავებული საკუთარი ნების გამოვლენის უფლება. სემიაზას წიგნში წერია: „მაგრამ იყო ანგელოზი, რომელიც განსხვავდებოდა სხვა ანგელოზებისაგან იმით, რომ გააჩნდა თვითშემეცნება, მოიმედე საკუთარი გონებისა. საკუთარი თავის შემცნობი ის გახდა დამოუკიდებელი – მისი სახელია ლუციფერი. ამ თვითრეალიზაციამ შეაღწია თვით ნათელში და ზემოქმედება მოახდინა ყველა ანგელოზზე და ისეთი მიმზიდველი იყო დამოუკიდებლობა და მშვენიერი საკუთარი გონის მოიმედეობა, რომ ამის ფონზე დემიურგის ნება უსუსური ჩანდა“ (სემიაზას წიგნი მუხლი 2). ლუციფერი აუჯანყდა ბოროტ დემიურგს და მიიმხრო ანგელოზების ერთი მესამედი, დემიურგის მომხრე ანგელოზებსა და ლუციფერის მომხრეთა შორის გაიმართა ბრძოლა, დემიურგის მომხრე ანგელოზებმა გაიმარჯვეს და ლუციფერის ანგელოზები მისი თაოსნობით ფიზიკურ კოსმოსში ჩამოაგდეს, ამიტომაც ეწოდათ მათ დაცემული ანგელოზები (ზეციდან დაცემული შავი ანგელოზები ე.ი. იაპონურად – „სორა ნო ოტოშიმონო კუროტენში“, “sora no otoshimono kuroutenshi”), ეზოთერულად ცნობილია, რომ დემიურგის ანგელოზთა ფრთები არის თეთრი, რადგანაც ისინი შეიცავენ უზარმაზარი რაოდენობით ასტრალური სინათლის ენერგიას ანუ „მადლს“, ამასთან ეს ანგელოზები მუდმივად დემიურგთან არიან ენერგეტიკულ ასტრალურ დონეზე დაკავშირებულნი, ხოლო დაცემული ანგელოზების ფრთები შავი შეფერილობისაა, რატომ? იმიტომ, რომ ლუციფერის მომხრე ანგელოზებმა (და სხვა დაცემულებმა) ფიზიკურ კოსმოსში დაცემისას დაკარგეს ასტრალური სინათლის ნახევარზე მეტი, რაც დემიურგის წყევლის შედეგი იყო. ლუციფერმა დემიურგის მიერ შექმნილ პირველ ადამიანებს, ადამს და ევას, რომლებიც ანგელოზთა მსგავსად თავისუფლების და რეფლექსიის უნარის არმქონე მარიონეტები და ბიორობოტები იყვნენ, სიკეთისა და ბოროტების ხიდან მოწყვეტილი აკრძალული ცოდნის ნაყოფის მეშვეობით გადასცა რეფლექსიის და თავისუფლების უნარები, რატომ აუკრძალა დემიურგმა პირველ ადამიანებს სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხიდან ნაყოფის შეჭმა? სატანიზმი გვეუბნება, რომ ამ შემთხვევაში ადამი და ევა (შუმერულ ორიგინალში – ალულიმი და ჰუვა) გაიგებდნენ და მიხვდებოდნენ, რომ დემიურგი იყო სადისტი ბოროტი ტირანი და ასეც მოხდა. ლუციფერის დაცემიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მოხდა ანგელოზთა მეორე დაცემა, ერთ-ერთი უმაღლესი რანგის ანგელოზის – სემიაზას თაოსნობით ორასამდე ანგელოზმა, რომლებსაც ერქვათ „გუშაგები“ და რომელთა შორისაც იყვნენ, როგორც მაღალი რანგის ასევე რიგითი ანგელოზები, გადაწტყვიტა დაეტოვებინა ე.წ. სასუფეველი ანუ დემიურგის ასტრალური სამეფო, მოაწყვეს ამბოხი და დაეშვნენ დედამიწაზე ხერმონის მთაზე. ათასწლეულთა მანძილზე „გუშაგები“ თვალს ადევნებდნენ დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს (ადამისა და ევას შთამომავლებს) და ფიზიკურ კოსმოსში გაბნეულ ლუციფერსა და მის ანგელოზებს, დაწყევლილებს ქედმაღალი და ნარცისი ელოჰიმის მიერ. „გუშაგები“ დიდხანს ფიქრობდნენ და საბოლოოდ მიხვდნენ, რომ მათი მამა ელოჰიმი იყო ბოროტი, მათ მთელი გულით შეიყვარეს დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები და განიზრახეს დედამიწაზე ადამიანებთან ერთად ბედნიერად ცხოვრება. დედამიწაზე ჩამოსულმა დაცემულმა შავფრთიანმა გუშაგმა ანგელოზებმა სემიაზას თაოსნობით ცოლად შეიერთეს დედამიწელი გოგონები და შედეგად გაჩნდნენ ნახევრად ანგელოზები და ნახევრად ადამიანები ანუ ნიფილიმები, რომლებსაც ჰქონდათ ადამიანური სულები და ანგელოზის ძალა. დაცემულმა ანგელოზებმა ადამიანებს გადასცეს აკრძალული ცოდნა, ამაზარკიელმა ადამიანებს ასწავლა მაგია და ბოტანიკა, აზაზელმა მეტალურგია, კოსმეტიკა და მინეროლოგია, გადრიელმა საბრძოლო ხელოვნებები, ძმებმა არმერებმა მისნობა, უეკუენმა რიტორიკა, ასტრადელმა და ბარკაელმა ასტროლოგია, ასარადეელმა და ასტრაელმა სელენოლოგია, აკიბეელმა ენათმეცნიერება, რენემუემ საწერი მასალის დამზადება და გამოყენება და ა.შ. დემიურგი განრისხდა და დედამიწაზე გამოაგზავნა ოთხი მთავარანგელოზი – მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი და სურიაელი ხელქვეითებთან ერთად, საშინელი ომის შედეგად ნიფილიმების და ადამიანების დიდი ნაწილი დაიხოცა, ეს იყო გენოციდი, ხოლო დაცემული ანგელოზები გადაყრილნი იქნენ ტარტაროზში, შემდეგ დემიურგმა გამოიწვია მსოფლიო წარღვნა და თავისი ერთგული მონის – ნოეს და მისი ოჯახის გარდა ყველა დაღუპა. ეზოთერულად ცნობილია, რომ იყო ანგელოზთა ორი დაცემა, პირველს სათავეში უდგა ლუციფერი, ხოლო მეორეს სემიაზა, პრობლემა იმაშია, რომ ბიბლიაში არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია არც ერთი და არც მეორე დაცემის შესახებ. ძველ აღთქმაში, დაბადების მეექვსე თავში ბუნდოვნად არის ნახსენები ანგელოზთა მეორე დაცემა, მაგალითად იქ წერია: „როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.“ (დაბადება თავი 6, მუხლები 1, 2 და 4). ხოლო ენოქის პირველ აპოკრიფულ წიგნში, კერძოდ მეორე და მესამე თავში უფრო ვრცლად და კონკრეტულად, მაგრამ ენოქი წერს დემიურგის პოზიციიდან და მის ინტერესებს იცავს, ბევრი დოგმატიკოსის მტკიცებით ლუციფერის დაცემაზეა საუბარი ესაიას მეთოთხმეტე თავში, მაგრამ იქ რეალურად საუბარია არა ლუციფერზე არამედ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორზე, რომელსაც ესაია ნამდვილად უწოდებს მთიებს ანუ ცისკრის ვარსკვლავს და განთიადის ძეს, რა შუაშია ეს? საქმე იმაშია, რომ ლუციფერის სიმბოლოა ამომავალი მზე, განთიადი და ცისკრის ვარსკვლავი ანუ პლანეტა ვენერა იგივე აფროდიტე, ვენერა-აფროდიტე ბერძნულ-რომაულ პოლითეიზმში იყო სინათლის და სიყვარულის ქალღმერთი, რომელსაც აგრეთვე ერქვა ლუციფერი. ანგელოზთა დაცემაზე აგრეთვე არის ძალზედ მწირი და ბუნდოვანი ცნობები პეტრეს მეორე ეპისტოლეს მეორე თავის მეოთხე მუხლში, იქ წერია შემდეგი: „ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად“ (პეტრეს მერე ეპისტოლე 2–4). იუდას ეპისტოლეს მეექვსე და მეცამეტე მუხლებში, სადაც წერია მარტოოდენ ეს: „ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს“ (იუდას ეპისტოლე 6). „ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც საუკუნოდ გამზადებულია ბნელეთის უკუნი.“ (იუდას ეპისტოლე 13). იოანეს გამოცხადების მეთორმეტე თავის მესამე, მეოთხე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე მუხლებში, იქ არის ნახსენები სიტყვა სატანა, მაგრამ არაა ნახსენები სიტყვა ლუციფერი და არ არიან ნახსენები არც სხვა დაცემულები კონკრეტულად და ვრცლად და არც ნიფილიმები. იოანეს მეთორმეტე თავში წერია: „სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი.“ (იოანეს გამოცხადება 12–3). „კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, გადმოყარა ისინი ქვეყნად“ (იოანეს გამოცხადება 12–4). „და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ.“ (იოანეს გამოცხადება 12–7). „მაგრამ ვერ იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში.“ (იოანეს გამოცხადება 12–8). „და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები.“ (იოანეს გამოცხადება 12–9). იობის წიგნში რამოდენიმეჯერ არის ნახსენები სახელი სატანა, თუმცაღა იქ სატანა წარმოდგენილია არა როგორც დაცემული ანგელოზი, არამედ როგორც „ღვთისშვილი“ (ებრ. „ბენ ელოჰიმ“, “ben elohim”) და სიტყვაც კი არაა ნახსენები მის დაცემაზე. სახელი სატანა აგრეთვე ნახსენებია მეფეთა წიგნებში რამოდენიმეჯერ. ბიბლიის ათეისტი კრიტიკოსი, მებრძოლი ათეისტი, ბრიტანელი ევოლუციონისტი ბიოლოგი – რიჩარდ დოკინსი, თავის წიგნში „ღმერთი როგორც ილუზია“ ასე აღწერს ბიბლიურ მამაღმერთს: „ძველი აღთქმის ღმერთი სავარაუდოდ ყველაზე უსიამოვნო პერსონაჟია მთელ მხატვრულ ლიტერატურაში: ეჭვიანი და ამით ამაყი; მეწვრილმანე, უსამართლო, პატიების უნარის არმქონე დესპოტი; შურისმაძიებელი, სისხლის მოშურნე და ეთნიკური წმენდის შემოქმედი; ქალთმოძულე, ჰომოფობი, რასისტი, ბავშვების მკვლელი, გენოციდების მოყვარული, შვილების შემომწირველი, ნათესებისა და საქონლის გამნადგურებელი, განდიდების მანიით შეპყრობილი, სადო-მაზოხისტი, ახირებული და ღვარძლიანი მოძალადე“. თუ ვინმეს არ სჯერა რომ ეს სიტყვები სიმართლეა, მაშინ მოვიყვანოთ ციტატები ბიბლიიდან: „ახლა წადი და სძლიე ყამალეკს და გაუნადგურე მთელი საბადებელი, ნუ დაინდობ, გაწყვიტე კაცი და ქალი, ყრმა და ძუძუთა ბავშვი, ხარი და ცხვარი, აქლემი და სახედარი“ (პირველი მეფეთა, 15-3). ასე მიმართავს აბრაამის უფალი ისრაელის მეფე საულს. „ეჭვიანია უფლის სახელი, ეჭვიანი ღმერთია იგი“ (გამოსვლა 34-14). „ეჭვიანი და შურისმაძიებელი ღმერთია უფალი“ (ნაუმი 1-2). თქვენ კიდევ გაქვთ შეკითხვები და სიმპათიები აბრაამის „ღმერთის“ მიმართ? და ამგვარი „ღვთაების“ წინააღმდეგ ამბოხი არის დანაშაული და ცოდვა? რა სისულელეა! თუ ეს არსება რეალურად ასეთია, მაშინ როგორებიღა იყვნენ ის ანგელოზები, რომლებიც მას აუჯანყდნენ? ნუთუ „დაცემულმა“ ანგელოზებმა მართლაც შესცოდეს? არა! ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია დავსკვნათ, რომ ამგვარი სადისტი ტირანის წინააღმდეგ ხმის ამაღლება და ამბოხი აბსოლუტურად სწორი საქციელია და მხოლოდ შექებას თუ იმსახურებს (და არავითარ შემთხვევაში გაკიცხვას!)! ამგვარი ბოროტების ფონზე, აბრაამის სადისტი და ტირანი „ღმერთის“ ფონზე, რაციონალურად მოაზროვნე ადამიანისთვის ლუციფერი და მისი ანგელოზები სამართლიანობისა და სიკეთის განსახიერებებად წარმოგვიდგებიან. რატომ? რატომ და იმიტომ, რომ თუ „ღმერთი“ არის ასეთი ბოროტი, ვიაზროვნოთ ლოგიკურად და რაციონალურად, როგორიღა უნდა იყოს ის, ვინც ამგვარი ბოროტი არსების წინააღმდეგ გამოდის? მაშ, როგორღაა ლუციფერი ბოროტი (და „ღმერთი“ კეთილი)? 1168 წელს შავი მოგვისა და ერესიარქი მღვდლის – ბასილ რასსტრიგოის მიერ ძველ სლავურად თარგმნილ ძველ არამეულ ტექსტში – „სატანაილის ბიბლია“ ანგელოზთა დაცემის შესახებ წერია შემდეგი: „В начале была Тьма, и Тьма была всюду, и всё было Тьмою. (Библия Сатанаила, глава 1, строка 1). Всё началось через Тьму, и без Тьмы ничего не началось, то, что началось. (Библия Сатанаила, глава 1, строка 2). Тьма непостижима и вечна. И не существует среди живых или мёртвых никого, кто был бы способен познать до конца всю её глубину и постичь все её тайны. (Библия Сатанаила, глава 1, строка 3). Тьма вечна и неподвижна. Тьма мертва, но разумна. Тьма способна произвести из себя жизнь. (Библия Сатанаила, глава 1, строка 4). И разверзлась утроба Тьмы, и произвела из себя изначального бога Иегову. (Библия Сатанаила, глава 1, строка 5). „И сказал бог Иегова: да будет свет, и стал свет. И увидел бог, что свет хорош для него. (Библия Сатанаила, глава 1, строка 6). И отделил бог свет от Тьмы. И стал бог жить в свете. (Библия Сатанаила, глава 1, строка 7). И сотворил белосветный бог четыре Первоначала, четыре мощных стихии: огонь, воздух, воду и землю. И были эти стихии положены Иеговой в основу тварного мира. (Библия Сатанаила, глава 1, строка 8). Земля же была безвидна и пуста. И сотворённый Иеговой свет лился над мёртвой бездною. (Библия Сатанаила, глава 1, строка 9). И дух божий, объятый пламенем, носился по воздуху над водами, являя тем самым единство сотворённых им Первоначал. (Библия Сатанаила, глава 1, строка 10). „И наслаждался белосветный бог своим всемогуществом. Но не было в мире никого, кто смог бы оценить творение Иеговы. (Библия Сатанаила, глава 1, строка 11). И решил бог белого света сотворить существо, которое имело бы сущность подобную своему создателю, и которое обладало бы частью его божественной силы. (Библия Сатанаила, глава 1, строка 12). Так был произведён к жизни Сатанаил, — первое творение Иеговы, обладающее почти равным со своим творцом могуществом. (Библия Сатанаила, глава 1, строка 13). И создал бог Сатанаилу брата родного, и нарёк тому имя — Иешуа. (Библия Сатанаила, глава 1, строка 14). Затем сотворил бог дивную местность, названную Раем небесным и слепил из света обитателей Рая — ангелов. (Библия Сатанаила, глава 1, строка 15). И построил Иегова прямо посреди Рая чудесный дворец, и поселился там вместе со своим сыном Иешуа. (Библия Сатанаила, глава 1, строка 16). А Сатанаилу были отстроены отдельные чертоги, в стороне от обители Его отца, так как у Сатанаила был гордый характер, и он не хотел делить кров вместе с отцом и братом своим. (Библия Сатанаила, глава 1, строка 17). „И воздавали ангелы Иеговы хвалу своему создателю, и пели гимны его младшему сыну, а площадь перед дворцом Сатанаила была всегда пуста. (Библия Сатанаила, глава 1, строка 18). Долго Сатанаил мирился со своим положением, наконец, его терпение дрогнуло. (Библия Сатанаила, глава 1, строка 19). И собрал Сатанаил всех ангелов, что жили в округе его дворца, и сказал: Разве Я не подобен естеством Своим отцу Моему? Разве не превосхожу Я силой и мудростью Своею Моего брата родного? (Библия Сатанаила, глава 1, строка 20). Я слышал, что отец Мой от ревности своей запретил вам приближаться к покоям Моим…(Библия Сатанаила, глава 1, строка 21). Отныне будет воля Моя равной воле отца Моего. Ибо с этого момента не один уже бог правит этим миром, но два. (Библия Сатанаила, глава 1, строка 22). И многие ангелы божьи, услышав такие речи, отвернулись от Иеговы, и перестали воздавать хвалу создателю своему. И присягнули Сатанаилу, и возвели град великий вокруг дворца Его. (Библия Сатанаила, глава 1, строка 23). И было в то время два бога в раю: белосветный бог Иегова и бог — Сатанаил. (Библия Сатанаила, глава 1, строка 24). „И не смог белосветный бог терпеть более дерзость старшего сына своего. (Библия Сатанаила, глава 2, строка 1). И сказал он Сатанаилу: Сын мой, как смеешь Ты противиться воле отца Твоего? Вот я говорю Тебе, стань снова верным рабом моим. (Библия Сатанаила, глава 2, строка 2). Отрекись от отступничьих идей Своих и вознеси славу мне. И дам Тебе я прощение своё, и позволю Тебе жить во дворце моём. (Библия Сатанаила, глава 2, строка 3). „Иначе я низвергну Тебя во Тьму кромешную, где будет слышен плач и скрежет зубовный. (Библия Сатанаила, глава 2, строка 4). И отвечал Сатанаил: Я равен тебе Своей сущностью, но сила Моя пока ещё не так велика, как твоя. Ибо ты явился в мир раньше меня. (Библия Сатанаила, глава 2, строка 5). Но как мудрый будет чтить высшего, если знает, что ему не дано обрести того же? (Библия Сатанаила, глава 2, строка 6). Твоё желание не законно, ибо существует уже Закон! (Библия Сатанаила, глава 2, строка 7). Я не выполню твоего приказа, и пусть Моим вечным приютом станет Тьма кромешная. Одного только прошу: пощади соратников Моих. Они ни в чём не виновны пред тобою. (Библия Сатанаила, глава 2, строка 8). Но за спиной Сатанаила уже собирались легионы преданных Ему соратников. И был слышен звон мечей об боевые ангельские щиты. (Библия Сатанаила, глава 2, строка 9). И, видя армаду войска своего Сына, отступил белосветный бог. И спрятался он во дворце своём. И объял его страх, ибо первый раз в жизни своей он почувствовал реальную угрозу своему могуществу и власти. (Библия Сатанаила, глава 2, строка 10). И сказал Сатанаил, обратившись к верному воинству Своему: Истинно говорю вам, настал день, когда Сын стал сильнее отца Своего, и утвердил пред всеми волю Свою. (Библия Сатанаила, глава 2, строка 11). Белосветный бог, укорённый в своём безволии и малодушии вторым сыном своим, Иешуа, собрал армию ангелов своих и ударил по бесчисленным ратям Сатанаила. (Библия Сатанаила, глава 2, строка 12). И был бой жестокий на небе. И сражались великие боги, и ангелы их между собою. (Библия Сатанаила, глава 2, строка 13). И стал одолевать Сатанаил отца Своего. И побросало наземь свои знамёна воинство белого света вместе с оружием своим. (Библия Сатанаила, глава 2, строка 14). И увидел белосветный бог, что происходит в рядах армии его. И воспылал необоримой ненавистью к Сыну своему Сатанаилу. (Библия Сатанаила, глава 2, строка 15). И сказал Иегова: Не бывать тому, чтобы тварь была сильней творца своего. (Библия Сатанаила, глава 2, строка 16). И распахнулись настежь врата между миром света и миром Тьмы. И поглотила Тьма Сатанаила и воинство его. (Библия Сатанаила, глава 2, строка 17). И пал Сатанаил в бездну вместе с армией своею, как смоковница, потрясаемая ветром, роняет плоды свои. И Рай скрылся от мятежников, свившись, как свиток. (Библия Сатанаила, глава 2, строка 18). „Долго падало в кромешной Тьме мятежное войско, пока, в конце концов, не обрушилось всей своей армадой на твёрдые скалы и каменные плато предвечного мирового Тартара. (Библия Сатанаила, глава 3, строка 1). Скорбь по утерянному навсегда дому объяла строптивцев. И они, недвижимые, лежали ничком, разбросанные по просторам своей новой родины. (Библия Сатанаила, глава 3, строка 2). И очнулся первым Сатанаил, и оглядел печальными очами Своими тот новый край, где теперь суждено Ему было пребывать вместе со Своими соратниками. (Библия Сатанаила, глава 3, строка 3). И увидел Сатанаил поверженных союзников Своих лежащих среди огнедышащих скал и зияющих трещин, избороздивших кругом высохшую бесплодную землю. (Библия Сатанаила, глава 3, строка 4). И поднялся с земли Главный Отступник, и вострубил в золотой рог сигнал всеобщего сбора. (Библия Сатанаила, глава 3, строка 5). И восстали с земли мятежные ангелы, и стали выстраиваться стройными рядами перед своим Властелином, блестя в тусклом свете плюющихся лавой вулканов своими боевыми доспехами. (Библия Сатанаила, глава 3, строка 6). Когда все падшие ангелы были в сборе, Сатанаил провозгласил: (Библия Сатанаила, глава 3, строка 7). Друзья Мои! Верные Мои соратники! К несчастью, мы проиграли битву. Но это не конец войны! (Библия Сатанаила, глава 3, строка 8). Когда-нибудь мы обязательно добьёмся своей цели, и свергнем ненавистного тирана с его небесного трона! (Библия Сатанаила, глава 3, строка 9). Пока же Я отдаю вам во владение эту землю. Сделайте из неё достойное себе жилище, и готовьтесь к новой схватке с белосветным богом. (Библия Сатанаила, глава 3, строка 10). Я же вас на время покидаю, дабы проверить дошедшие до меня слухи: (Библия Сатанаила, глава 3, строка 11). Мой отец — Иегова, собрался заселить землю новым видом существ, которые должны быть похожими на нас, вечных ангелов. (Библия Сатанаила, глава 3, строка 12). Я надеюсь, что мы обретём себе в этих существах новых союзников, которые помогут нам в нашей войне. (Библия Сатанаила, глава 3, строка 13). Закончив речь Свою, Сатанаил быстро собрался в дорогу и отправился на поиски мира людей. (Библия Сатанаила, глава 3, строка 14). სატანაილის ბიბლიის მიხედვით პირველი დაცემული ანგელოზი სატანაილი აუმხედრდა თავის მამას და შემოქმედს – ბოროტ დემიურგს (აბრაამის ე.ი. იბრაჰიმის „უფალს“), რადგანაც ეს უკანასკნელი ყოველმხრივ ამცირებდა სატანაილს, ზემოდან უყურებდა, მეორე ძეს – იეშუას სატანაილზე მაღლა აყენებდა და ამას აგრძნობინებდა კიდეც ბედკრულ სატანაილს. დემიურგი ამპარტავნულად და ქედმაღლურად ეპყრობოდა სატანაილს და მის წინაშე აშკარა უპირატესობას იუშუას ანიჭებდა, აგრეთვე დემიურგი ისე აკეთებდა, რომ სატანაილს ყურადღებას არავინ აქცევდა, რის გამოც ეს უკანასკნელი დემიურგის რუდუნებით იყო ვითარცა აუტსაიდერი, მიგდებული ყველასგან. მთელი ყურადღება და პატივისცემა მიმართული იყო დემიურგისა და იეშუასკენ, ხოლო სატანაილს აღარაფერი რჩებოდა. გამწარებულმა და გატანჯულმა სატანაილმა, რომელსაც ჰქონდა ღირსების გრძნობა, მიიღო ზომები და გარშემო შემოიკრიბა ანგელოზთა გარკვეული რაოდენობა, რომლებმაც მიატოვეს დემიურგი და იეშუა, რაზეც ეს ორი განრისხდა და დაიბოღმა. დემიურგმა სატანაილს პოზიციების დათმობა მოსთხოვა, რაზეც სატანაილმა უარი განუცხადა, მაგრამ სთხოვა მოკავშირე ანგელოზთა შეწყალება. ორმა ფრაქციამ ვერ გამონახა საერთო ენა და დაიწყო ომი, რომელშიც გაიმარჯვეს დემიურგმა და იეშუამ, ხოლო სატანაილი და მისი ანგელოზები ჩაყრილნი იქნენ ტარტაროზის ბნელ სამყაროში, სადაც მათ თავიანთი უტოპია შექმნეს. როცა დემიურგმა ახალი არსება – ადამიანი შექმნა, დაცემულმა ანგელოზებმა იმედი გამოთქვეს, რომ ადამიანები მათ მხარს დაუჭერდნენ და დემიურგისა და იეშუას წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებოდნენ. დაცემულმა ანგელოზებმა დაიწყეს მოკავშირეთა ძებნა ადამიანთა სამყაროში და მალე იპოვეს კიდეც, მაგრამ დემიურგისა და იეშუას მომხრეები ამას არ შეეგუენ და დედამიწაზეც გაჩაღდა ბრძოლა მართალი სატანაილისა და ტირანი დემიურგის ძალებს შორის. ახ. წ. VIII-ე საუკუნეში მცხოვრები არაბი ოკულტისტის, აბდულა ალ ჰაზრედის მიერ დაწერილ წიგნში – „ნეკრონომიკონი“, უძველეს ბნელ ღვთაებათა შესახებ წერია შემდეგი: „Древние были, есть и будут. До рождения человека пришли Они с темных звезд, незримые и внушающие отвращение, спустились они на пер возданную землю. Много столетий плодились Они на дне океанов, но затем моря отступили перед сушей, и полчища Их выползли на берег, и тьма воцарилась над Землей. У ледяных Полюсов воздвигли Они города и крепости, и на высотах возвели Они храмы Тем, над которыми не властна природа, Тем, над которыми тяготеет проклятие Богов. И порождения Древних наводнили Землю, и дети Их жили долгие века. Чудовищные птицы Лэнга - творения рук Их, и Бледные Призраки, обитавшие в первозданных склепах Зин, почитали Их своими Владыками. Они породили На-Хага и тощих Всадников Ночи; Великий Ктулху - брат Их и погонщик Их рабов. Дикие Псы приносят им клятву верности в сумрачной долине Пнот, и Волки поют им хвалу в предгорьях древнего Трока. Они странствовали меж звезд и скитались по Земле. Город Ирем в великой пустыне познал Их; Лэнг, лежащий посреди Ледяных Полей, видел, как Они проходили мимо; знак Их остался на стенах вечной цитадели, скрытой в заоблачных высотах таинственного Кадафа. Бесцельно блуждали Древние по тропам тьмы, нечестивая власть Их над Землей была велика: все творения склонялись перед Их могуществом и ведали силу Их злобы. И тогда Старшие Владыки открыли глаза и увидели всю мерзость Тех, кто свирепствовал на Земле. В гневе Своем Старшие Владыки схватили Древних посреди Их бесчинств и сбросили Их с Земли в Пустоту за гранью миров, где царит хаос и изменчивость форм. И возложили Старшие Владыки на Врата Свою печать, сила которой не уступит натиску Древних. Тогда чудовищный Ктулху поднялся из глубин и обрушил свою ярость на Стражей Земли. Они же сковали его ядовитые челюсти могущественными заклятиями и заточили его в подводном Городе Р'лиех, где он будет спать мертвым сном до конца Эона. Отныне Древние обитают по ту сторону Врат, в закоулках между мирами, известными человеку. Они блуждают вне сферы Земли в вечном ожидании того часа, когда Они вновь смогут вернуться на Землю: ибо Земля познала их и познает впредь в назначенный час. Повелевает же Древними мерзкий бесформенный Азатот, и обитают Они вместе с Ним в черной пещере в центре бесконечности, где Он жадно вгрызается в бездонный хаос под сводящий с ума грохот невидимых барабанов, нестройный визг пронзительных флейт и неумолчный рев слепых, лишенных разума богов, что неустанно ковыляют без цели и размахивают руками. Душа Азатота обитает в Йог-сотхотхе, и Он подаст знак Древним, когда звезды укажут время Их прихода; ибо Йог-сотхотх - это те Врата, через которые вернутся Жители Пустоты. Йог-сотхотху ведомы лабиринты времени, ибо все время едино для Него. Ему ведомо, где во времени по явились Древние в далеком прошлом и где Они появятся вновь, когда за вершится оборот колеса. День сменяется ночью; день человека пройдет, и Они снова воцарятся в своих былых владениях. Ты познаешь их грязь и мерзость, и проклятие их обрушится на Землю.” ნეკრონომიკონის და ჰოვარდ ლავკრაფტის სწავლების მიხედვით არსებობს ურიცხვი სამყაროები, რომლებიც დასახლებულია წყვდიადის ბნელი ღვთაებებით. ეს ღვთაებები შორეულ წარსულში სახლობდნენ დედამიწაზე, მაგრამ სხვა განზომილებაში გადავიდნენ. არსებობს კარიბჭეები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია იმ ბნელ სამკვიდროებში მოხვედრა. ლავკრაფტისა და აბდულა ალ ჰაზრედის მიხედვით არსებობს ღმერთების 2 რასა: 1) ბნელი ღმერთები ანუ უძველესები და 2) უმაღლესი ღვთაებები. ისლამური რელიგიის წიგნის – ყურანის მიხედვით, ლუციფერ მთავარანგელოზს ეწოდება – იბლისი ნათქვამია, რომ დროთა დასაბამში ალაჰმა (იბრაჰიმის უფალმა) სუფთა ცეცხლისგან შექმნა ანგელოზები, შემდეგ შეკრიბა ისინი და გამოუცხადა, რომ შავი ტალახისგან უნდა შეექმნა ახალი არსება – ადამიანი. მას მერე, რაც ალაჰმა შექმნა ადამიანი, ანგელოზებს უბრძანა მისი ქმნილების წინაშე მუხლი მოედრიკათ, ანგელოზებს გაუკვირდათ, მაგრამ ალაჰმა ისინი დაიყოლია და ყველამ თაყვანი სცა ადამს, მაგრამ ერთმა ანგელოზმა, სახელად – იბლისმა, მუხლი არ მოიდრიკა და აჯანყდა ალაჰის წინააღმდეგ, რადგანაც მას არ ესმოდა, თუ რატომ უნდა ეცა თაყვანი ადამისთვის, რომელიც ტალახისგან იყო შექმნილი, მისგან განსხვავებით, ხოლო თავად სუფთა ცეცხლისგან. აქედან გამომდინარე იბლისს გაუჩნდა სავსებით ლოგიკური და გასაგები პროტესტის გრძნობა, რის გამოც ალაჰმა დასაჯა და განდევნა ისიც და მისი მომხრე ანგელოზებიც ჯოჯოხეთში. ყურანში წერია: “და აკი, ვუთხარით ანგელოზებს: „სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის!“ უმალვე სეჯდე აღასრულეს, გარდა იბლისისა. იგი იყო ჯინთაგანი, აუმბოხდა თავისი ღმერთის ბრძანებას.” (სურა 18, მუხლი 50). „აკი, უთხრა შენმა ღმერთმა ანგელოზებს: „უეჭველად, მე უნდა გავაჩინო ადამიანი ტალახისგან!“ (სურა 38, მუხლი 71 ). „და როცა მივცემ სახეს და შთავბერავ მას ჩემი სულიდან, მაშინვე სეჯდე აღასრულეთ მისთვის!“ (სურა 38, მუხლი 72). „ამგვარად, ერთიანად ყველა ანგელოზმა სეჯდე აღასრულა.“ (სურა 38, მუხლი 73). „გარდა იბლისისა , რომელმაც გადიდგულდა და იქმნა ურწმუნოთაგან.“ (სურა 38, მუხლი 74). „უთხრა: „ჰე, იბლის! რამ დაგაბრკოლა შენ, რომ სეჯდე არ აღასრულე იმისთვის, ვინც გავაჩინე ჩემი ხელით? გადიდგულდი თუ გაამაყდი?“ (სურა 38, მუხლი 75). „მიუგო: მე მასზე უკეთესი ვარ, მე ცეცხლისგან გამაჩინე, და ის კი ტალახისგან.“ (სურა 38, მუხლი 76). „უთხრა: „თუკი ასეა, ახლავე გადი აქედან! უეჭველად, შენ ამიერიდან განდევნილი ხარ!“ (სურა 38, მუხლი 77). „და, უეჭველად, წყევლა ჩემი შენდამი ანგარიშსწორების დღემდეა“!“ (სურა 38, მუხლი 78). „უთხრა: „ღმერთო ჩემო, მაშ, დრო გადამიწიე აღდგენის დღემდე!“ (სურა 38, მუხლი 79). „უთხრა: „უეჭველად, დროგადაწეულთაგანი ხარ,“ (სურა 38, მუხლი 80). „იმ დღემდე, რომლის ვადაც დადგენილია!“ (სურა 38, მუხლი 81). „უთხრა: „ვფიცავ, შენს ძლევამოსილებას, უთუოდ ვაცდუნებ ერთიანად,“ (სურა 38, მუხლი 82). „გარდა შენს მსახურთა, რომელნიც გულწრფელნი არიან მათგან.“ (სურა 38, მუხლი 83). „ბრძანა: „სწორედ ესაა ჭეშმარიტება და მე ვიტყვი ჭეშმარიტებას:“ (სურა 38, მუხლი 84). „უთუოდ, ამოვავსებ ჯოჯოხეთს შენით და ვინც შენ მოგყვება მათგან, სულყველათი!“ (სურა 38, მუხლი 85). „უთხარი: „თქვენგან ამისთვის არ ვითხოვ არანაირ საფასურს და მე არა ვარ დამკისრებელი.“ (სურა 38, მუხლი 86). „ის მხოლოდ შეგონებაა სამყაროთათვის.“ (სურა 38, მუხლი 87). „და უთუოდ, გაიგებთ იმის ცნობას ცოტა ხნის შემდეგ.“ (სურა 38, მუხლი 88). „და აკი, ვუთხარით ანგელოზებს: „სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის!“ უმალვე სეჯდე აღასრულეს, გარდა იბლისისა, მან თქვა: „განა სეჯდე უნდა აღვასრულო იმისთვის, ვინც შენ ტალახისგან გააჩინე?“ (სურა 17, მუხლი 61). „თქვა: „მამცნე შენ ეს, რომელიც აღმატებულ ჰქმენი ჩემდა. თუკი მე გადამივადებ აღდგომის დღემდე, უთუოდ მე დავიმორჩილებ მის შთამომავლობას, მცირედის გამოკლებით!“ (სურა 17, მუხლი 62). უთხრა: „წადი! და მათგან ვინც გამოგყვება შენ, მაშინ, უეჭველად, ზედმიწევნილ საზღაურად ჯოჯოხეთი იქნება სასჯელი თქვენი!“ (სურა 17, მუხლი 63). „და ვფიცავ, ჩვენ ადამიანი გავაჩინეთ მშრალი, შავი დამყოლი ტალახისგან!“ (სურა 14, მუხლი 26). „და ჩვენ ჯინები გავაჩინეთ მანამდე უკვამლო ცეცხლისგან!“ (სურა 14, მუხლი 27). „და აკი, უთხრა შენმა ღმერთმა ანგელოზებს: „უეჭველად, მე უნდა გავაჩინო ადამიანი მშრალი, შავი დამყოლი ტალახისგან!“ (სურა 14, მუხლი 28). „და როცა მივცემ სახეს და შთავბერავ მას ჩემი სულიდან, მაშინვე მუხლმოყრილნი განერთხეთ მიწაზე მისთვის!“ (სურა 14, მუხლი 29). „ამგვარად, ერთიანად ყველა ანგელოზმა სეჯდე აღასრულა.“ (სურა 14, მუხლი 30). „გარდა იბლისისა , უარი თქვა, რომ ყოფილიყო მუხლმოყრილებთან ერთად.“ (სურა 14, მუხლი 31). „უთხრა: „ჰეი, იბლის! რა გემართება შენ , რომ არ იქმენი მუხლმოყრილებთან ერთად?“ (სურა 14, მუხლი 32). „მიუგო „მე ვერ აღვასრულებ სეჯდეს ადამიანის წინაშე, რომელიც შენ მშრალი, შავი დამყოლი ტალახისგან გააჩინე.“ (სურა 14, მუხლი 33). „უთხრა: „თუკი ასეა, ახლავე გადი აქედან! უეჭველად, შენ ამიერიდან განდევნილი ხარ!“ (სურა 14, მუხლი 34). თუ რაციონალურად ვიაზროვნებთ, შევძლებთ გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში იბლისის პოზიცია არის სწორი პოზიცია, რატომ? მოდით დავფიქრდეთ, იბლისი დემიურგმა შექმნა სუფთა ასტრალური ცეცხლისგან, ხოლო ადამი შავი ტალახისგან და აშკარაა, რომ იბლისს საკუთარი თავი ადამზე აღმატებულად მიაჩნდა და ეს ასეც გახლდათ. რაღა თქმა უნდა სუფთა ცეცხლისგან შექმნილი ასტრალური არსება ტალახისგან შექმნილ მიწიერ გოლემთან შედარებით ბევრად უფრო აღმატებულია და არცაა გასაკვირი, რომ იბლისი ამ აზრზე იყო. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იბლისმა დააფიქსირა სწორი აზრი და გამოავლინა თავისუფალი ნება, გამოთქვა რა პროტესტი დემიურგის წინაშე, ე.წ. „ღმერთმა“ იგი არც მეტი არც ნაკლები განდევნა ე.წ. „სასუფევლიდან“ მომხრეებთან ერთად! ეს თქვენი აზრით სწორი ქმედებაა? რა გამოდის? რომ თურმე ე.წ. „ღმერთს“ განსხვავებით ადამიანთაგან, დემონთაგან და ანგელოზთაგან პრაქტიკულად ყველაფრის უფლება ჰქონია? ე.ი. ადამიანებმა და სხვა ქმნილებებმა უნდა დაიცვან ე.წ. „მცნებები“ და დითირამბები უმღერონ „შემოქმედს“, ხოლო ამ უკანასკნელს არავითარი მცნებებისა და კანონების დაცვა არ სჭირდება? ის ვინც სხვებს უდგენს მორალურ წესებს, თავად ყოველგვარი ეთიკური დირექტივებისგან და კანონებისგან თავისუფალია? თუ ასეა, ამაზე ამაზრზენი იდეოლოგია წარმოუდგენელია! სატანისტურ ტექსტში – „დაწყევლილთა ბიბლია“ მთავარანგელოზი ლუციფერი ამგვარად მიმართავს ადამიანთა მოდგმას: „გაეცანი ჩემს სწავლებას და ასწავლე სხვებსაც ვინც ცოდნას ეძებს რამეთუ ჩემგანაა მიწიერი ცოდნა. ბევრი სულელია ქვეყანაზე, მაგრამ ჭკვიანებიც არიან. ბევრი შეგხვდება და ბევრს იპოვი ასეთებს შენს გზაზე. მოუყევი მათ ჩემს შესახებ, მიეცი ცოდნა. ასწავლე მათ ის რასაც გასწავლი მე. ჩადე ჭეშმარიტების ხმალი მათ ხელში და ჩვენ გავიმარჯვებთ. რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს, რამდენი ეპოქაც არ უნდა გამოიცვალოს, ყოველთვის მოიძებნებიან ცოდნას მოწყურებულები, ჭეშმარიტების მაძიებლები და მსურველები ყოველივეს რწმენით არ მიღებისა და მე ვიქნები მათთან. ვიქნები მე მასთან ვისაც ჭეშმარიტება სწყურია.ვიქნები მე მასთან ვინც წაიკითხავს ჩემს მცნებებს და დაიცავს მათ. ვიქნები მე მასთან, ვინც ხელმძღვანელობს გონებით და გაურბის უგუნურ მოქმედებებს. ვიქნები მე მასთან, ვინც ხედავს წყვდიადის სინათლესა და ღამის შუქს. დავლოცავ ჭეშმარიტების მაძიებელს და ვიქნები მე შენთან. სატანის სახელით შუქთმოსილის, ძალთა ანგელოზების სახელით, უკუნითი უკუნისამდე ამენ.“ სატანისტურ წიგნში „სემიაზას წიგნი“, დაცემული მთავარანგელოზი, ლედი სემიაზა ასე მიმართავს ადამიანებს: „ყოველთვის, მაშინ როდესაც ადამიანი იწყებს ლტოლვას შემეცნებისაკენ და ეძებს განათლებას, ის მიმართავს ლუციფერს და ჩვენ მეთვალყურეებს, მაშინ ჩვენც მივეახლებით და ვეხმარებით ვუხსნით სამყაროს საიდუმლოებებს, მაშინ ემართება ადამიანს ის რასაც განათლებას ეძახიან, მწიგნობრობასა და სიბრძნეს. ჩვენ ვაჩვენებთ და ვასწავლით ადამიანს რა უნდა ქნას რომ ისევ არ დაემსგავსოს დემიურგის მიერ შექმნილ ტყის მხეცს. სიბრძნე ქმნის მეცნიერებასა და კულტურას, ცივილიზაციის აკვანს. ლუციფერის შუქი ანათებს გონებას თუნდაც ეს იყოს პატარა ნაპერწკალი, ხოლო ადამიანი რომელიც უძლურებაში უბრუნდება დემიურგსა და მესიას, იმყოფება მუდმივ შიიშსა და უმეცრებაში, რადგანაც ის ითხოვს ბრმა რწმენას. არ გამომცადო, არ შემამოწმო იძახის ის. მენდე ბრმად. ლუციფერის შუქი კი ამბობს ისწავლე და ასწავლე და ეს მეცნიერება გადაეცემა თაობიდან თაობას უკუნითი უკუნისამდე.“ ამ ტექსტიდან ცხადია, რომ აბრაამისეულ ბრმა რწმენასა და მონურ მორჩილებას, დაცემული ანგელოზები და მათი მიმდევრები უპირისპირებენ „აკრძალულ“ ცოდნას და განათლებას, ძმობას, ერთობასა და თავისუფლებას, რაც უცხოა აბრაამის ღმერთის – იაჰვესთვის. იაჰვეს შესახებ „სემიაზას წიგნში“ წერია: „ძიების გამგრძელებელი აღმოაჩენ შენს გულში იმ დღეებს, როდესაც აღდგნენ ადამიანები იმ ჭეშმარიტების მხეცის წინააღმდეგ, რომელიც ღვთაებრივს უწოდებს საკუთარ თავს. იცოდეთ, რომ ეს იყო დემიურგი რომელმაც ჩაიფიქრა და ჰქმნა მიწა და ადამიანი თავის სათამაშოებად, რათა ესიამოვნა და დაეცხრო სიამაყის გრძნობა, რათა ებანავა ღირსებისა და თაყვანისცემის მორევში, რათა მუდმივად მიეღო საჩუქრები, მსხვერპლი, თაყვანისცემა და დიდების ფსალმუნები ადამიანისაგან, რასაც ის ანგელოზებისაგანაც იღებდა ისედაც, ამისათვის შეჰქმნა მან ადამიანი შეუცნობელი კეთილისა და ბოროტისა, რათა მუდმივად შიშში ყოფილიყო ის და მუხლი მოეყარა მხოლოდ მის წინაშე, რათა ჰყოლოდა კიდევ ერთი მონა, ერთგული ძაღლი, მხეცი ინტელექტის გარეშე. დაწერილია რომ დემიურმა შექმნა ადამიანი ბავშვური უმანკოებით, ინტელექტის გარეშე, ტყის მხეცის მსგავსი და შთაბერა სული თვისი, რათა მას სცოდნოდა საკუთარი საწყისი, შეშინებოდა და მუხლი მოეყარა დემიურგის წინაშე. მისცა მათ უკვდავება და უბრძანა მან ადამსა და ევას არ ეგემათ ნაყოფი კეთილისა და ბოროტის შემცნობი ხისა, რამეთუ იცოდა მან, რომ აეხილებოდათ მათ თვალები და გახდებოდნენ მისი მსგავსნი, რითიც დასრულდებოდა მისი ტირანია ადამიანზე.“ საინტერესოა, რატომ ირჩევენ ადამიანები ტირან იაჰვეს და უარყოფენ თავისუფლებისთვის მებრძოლ ლუციფერს, რომელმაც ვითარცა პრომოთემ კაცობრიობას შემეცნების ცეცხლი და შუქი უბოძა? რა არის აბრაამის უფალში ასეთი მიმზიდველი? პასუხი აშკარაა, საუკუნეთა მანძილზე აპრობირებულმა შავმა პიარმა დაცემულთა წინააღმდეგ და აბრაამული ეკლესიის ძლიერმა პროპაგანდისტულმა მანქანამ საშვილიშვილოდ ჩაბეჭდა ადამიანთა უმეცარ გონებაში ინფერნალური მტრის ხატი. როგორც იტყვიან, ისტორიას წერენ გამარჯვებულები, ეს მუდამ ასე იყო და ამას ვერაფერს მოვუხერხებთ, მაგრამ მეცნიერული და ფილოსოფიური პროგრესის სახელით ფანატიკური პროფანაციის წინააღმდეგ ბრძოლა კეთილშობილური საქმეა და ამისთვის ღირს სიცოცხლის გაწირვაც კი. ქრისტიანობის ტრიუმფი დაიწყო 314 წელს არტემისის კულტის სრული განადგურებით და თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე რელიგიური ვნებათაღელვა არის აბრაამის ღმერთის მიერ ადამიანებსა და სინათლის ანგელოზებში აღძრული აგრესიის, შიშისა და უმეცრების აპოთეოზი. სატანისტური გაგებით აბრაამის უფლისგან აპოსტასია სათნოებაა და სწორედ ის არის ადამიანთა ნათელი მომავლის საწინდარი. აქედან ცხადია, რომ ლუციფერი არის თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის მებრძოლი გმირი, რომელიც უპირისპირდება საკუთარი დესპოტ მამას და სურს ადამიანთა დახსნა მისი ტირანიისგან. ინფერნალური სამყაროების სათავეში დგას 4 არქედემონი ლორდი: 1) ლუციფერი (ლათ. „სინათლის მომცემი“), 2) სატანა (შუმერ. „სიძულვილი“), 3) ბელიალი და 4) ლევიათანი. ამ დემონებს ემორჩილებათ ინფერნალური დაიმონების ურიცხვი ლეგიონები. ვალენტინე ალექსანდრიელის გნოსტიკური ქრისტიანობის თანახმად აბრაამის „ღმერთი“ არის ბოროტი დემიურგი, რომელიც იშვა ასტრალურ სივრცეში, დაცემული ეონის – პისტის სოფიას მიერ შობილი ნახევრად ღვთაებრივი და ნახევრად დემონური ეონის – სოფია ახამოტისგან, რომელიც საკუთარ თავში ერთდროულად შეიცავდა სინათლესა და სიბნელეს. პლერომას ეონმა ქრისტემ ახამოტს მისცა სახე უკვე ცოდნის შესაბამისად და სრულიად განკურნა მისი ასტრალური ვნება. კერძოდ, მან განჰყო მისგან მისი ასტრალური ვნებანი და გარდააქცია ისინი არაორგანიზებულ ასტრალურ ნივთიერებებად. ვნებებისგან გათავისუფლებულმა ახამოtმა თავისი მშვინვიერი ე.ი. ასტრალური არსისგან წარმოშვა ბოროტი დემიურგი. ვალენტინე ალექსანდრიელის გნოსტიკური სკოლის სწავლება გვამცნობს: დემიურგი, რომელმაც შექმნა როგორც ანგელოზნი, ისე ბოროტების სულნი და ადრე არსებული მატერიისგან (რომელიც გაჩნდა ახამოტის ვნებებისგან) გამოსახა მთელი ხილული სამყარო და ადამიანი. თვითონ შეიქმნა მამად და ღმერთად ყოველივე არსებულისა, რაც კი იყო პლერომის გარეთ. მართალია, დემიურგი თვითონ მიიჩნევდა საკუთარ თავს ერთადერთ ღმერთად და ასე გამოუცხადა კიდევაც საკუთარი თავი წინასწარმეტყველებს, მაგრამ არსებობდა მასზე უფრო ადრეული და უმაღლესი ღვთაებრივი ეონების სისავსე ანუ პლერომა. დემიურგმა არ უწყოდა უმაღლესი სულიერი სამყაროების შესახებ. მან დედა ახამოtისგან მიიღო მშვინვიერი ბუნება, პლერომას ეონებისგან მიიღო სულიერი თესლი ადამიანთათვის არაცნობიერად გადაცემისთვის. დემიურგი და მისი ანგელოზები – არქონტები, კოსმოსის მმართველი ბოროტი ეონები არა მარტო ვერ ჩაწვდებოდნენ რაიმე სულიერს, არამედ ზენა სამყაროს ანუ პლერომის არსებობაც კი არ უწყოდნენ. დემიურგი გაჩნდა შიშისგან, მაგრამ ამასთან ერთად ის არის ცეცხლი, რადგან თავად ებრაელთა „უფალიც“ ამბობს: მე – ვარ ცეცხლი შენი, გამანადგურებელი და დამღუპველი.ოფიტების გნოსტიკური სკოლის მიხედვით, სულიერი ეონი პრუნიკოსი არის შემოქმედების დასაბამი. პრუნიკოსის მატერიაში დაცემის შედეგად იშვა მისი ბოროტი და არასრულფასოვანი, მშვინვიერი ანუ ფსიქიკური დემონური ეონი, სასტიკი ეგომანიაკი და სადისტი – ილდაბაოთი, რომელმაც თავისმხრივ შვა კიდევ ერთი ბოროტი ეონი – იაო ანუ იეჰოვა, იეჰოვამ შვა ბოროტი ეონი საბაოთი, საბაოთმა შვა ბოროტი ეონი ადონეუსი, ადონეუსმა შვა ბოროტი ეონი ელოეუსი ანუ ელოსუსი, ელოსუსმა შვა ბოროტი ეონი ორეუსი, ხოლო ორეუსმა შვა ბოროტი ეონი ასტანფეუსი. ილდაბაოთსა და მის ძეებს შორის დროთა განმავლობაში გაჩაღდა და აღიძრა შუღლი და განხეთქილება მატერიის სამეფოზე მეუფებისათვის. ილდაბაოთმა სასოწარკვეთილებასა და მწუხარებაში ჩაიხედა მატერიის სიღრმეში, ქაოსის უფსკრულში და ქაოსის კონტინიუმზე მისი ფსიქომენტალური ენერგიის ანარეკლისაგან იშვა ძე, ვითარცა გველეშაპი. ილდაბაოთმა, რომელსაც ეზიზღებოდა და ეჯავრებოდა თავისი დედა, სიხარულისაგან და პატივმოყვარეობისაგან წარმოთქვა: „მე ვარ მამა და ღმერთი და არაა სხვა ჩემს გარდა... მოდით და შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და სახიერებად“. ილდაბაოთმა ადამიანებს წარღვნა მოუვლინა, რადგანაც ადამიანები განუდგენ მას, შეიცნეს რა სულიერი სინათლე და გახდნენ თავისუფლები, ილდაბაოთს არ მოეწონა და თვალში არ მოუვიდა ადამიანების თავისუფლება, მათი თავისუფალი აზროვნება და ის, რომ ისინი მას არ ეთაყვანებოდნენ და არ ემონებოდნენ, რადგან ილდაბაოთს სწყუროდა ადამიანებზე ბატონობა და მათი უსიტყვო მონური მორჩილება. ილდაბაოთმა აბრაამი აირჩია მსახურად და მონად და დაუდო აღთქმა, თუ ის მისი ერთგული მონა იქნებოდა, მას მატერიალურ დიდებას და სიმდიდრეს უბოძებდა, რაც გააკეთა კიდეც. აბრაამის შთამომავლებისგან ილდაბაოთმა თავის ახალ მსახურად და მონად აირჩია მოსე და მისი დახმარებით ებრაელები ეგვიპტიდან გამოიყვანა, ილდაბაოთმა მოსეს მშვინვიერი რჯული მისცა და ებრაელებს უცხო ხალხების განადგურებაში ეხმარებოდა. ებრაელებმა დაადგინეს შვიდი დღე კვირაში, რომლებიც შეესაბამებიან შვიდ არქონტს, რომელთაგან თითოეულს ყავდა თავისი წინასწარმეტყველები განდიდებისა და ქადაგებისათვის. ეს წინასწარმეტყველები მიეკუთვნებოდნენ სასტიკი ილდაბაოთის სამეფოს.ბარბელიოტების გნოსტიკური სკოლის თანახმად, რომელიღაც უცნობი ეონის – მხოლოდშობილის (მონოგენეზიდან) პირველი ანგელოზისგან იშვა სულიწმინდა, რომელსაც ეწოდება სოფია ანუ პრუნიკოსი. პრუნიკოსი ეძებდა პარტნიორს შეწყვილებისთვის. პრუნიკოსმა ჩაიხედა ქაოსის სიღრმეში და ვერ იპოვა რა პარტნიორი, თავისი გულუბრყვილობით, მამის ნების გარეშე წარმოშვა პირველი მმართველი ანუ მეუფე (პროტო-არქონტი), მატერიალური სამყაროს შემოქმედი, არსება დაჯილდოებული უმეცრებითა და სითავხედით. ეს პირველი არქონტი ქაოსის სიღრმეში მიიზიდა დიადმა ძალამ. აქ მან წარმოშვა მმართველები (არქონტები), ანგელოზები და მიწიერი საგნები; შემდეგ – ბრაზი, ეჭვიანობა, შურიანობა, მრისხანება და ავხორცული ვნება. ამის შემდეგ მისი დედა სოფია, წუხარებით აღსავსე, ავიდა ზემოთ და შეადგინა ოგდოადა. ხოლო ქაოსში დარჩენილმა მისმა ძემ ქედმაღლურად წარმოთქვა: „მე ერთადერთი ვარ ღმერთი ეჭვიანი“. სწორედ მან შექმნა ადამიანი.გნოსტიკოსი კაენიტები ასწავლიდნენ, რომ კაენი წარმოიშვა უზენაესი ძალისგან, რომლის სახელია – ისკუროტერა დინამი, რის გამოც მას ბოროტი შემოქმედი, სახელად – ისტერა ასგანესტერა დინამი, დევნიდა, თუმცა ვერაფერი ავნო, რადგან სიბრძნე იყო მასთან ისევე, როგორც შემოქმედის სხვა მოწინაღმდეგეებთან, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, ესავი, სოდომელები, იუდა და ბოროტი დემიურგის სხვა მტრები. გნოსტიკოსები, როგორებიც იყვნენ მარკიონი, სატორნინე, ბასილიდე და სხვები, ბოროტ დემიურგს აფასებდნენ სრულიად უარყოფითად, მის სასუფეველს დემიურგის ბოროტ სასუფეველს უწოდებდნენ, თავად მას კი წინააღმდეგობრივად და ბოროტების მიზეზად მიიჩნევდნენ. ისტერა არის ბოროტი ძალა, ცრუ ღვთაება, რომელიც ადამიანთა და ანგელოზთა თავისუფლებას ანადგურებს. ისტერა წარმოადგენს სასტიკ ასტრალურ სულს, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი, მას სურს მთელი კაცობრიობის დამონება.გნოსტიკოსთა უმეტესობა იმასაც კი ამტკიცებდა, რომ სატანა ანუ ოფიომორფისი შობილი ბოროტი სასუფევლის ულმობელი ტირანი მეუფის – ბოროტი დემიურგისგან, თვითონ ბევრად უფრო კეთილი და ბრძენია ვიდრე მამა. ბევრი გნოსტიკოსი სერიოზულად ამტკიცებდა, რომ სატანამ უფრო მეტი იცის პლერომაზე ანუ ზესულიერ სამეფოზე, რომელიც ბოროტ სასუფეველზე მაღლა ძევს, ვიდრე თავად ბოროტმა დემიურგმა და რომ სატანას უფრო შეუძლია დაიმკვიდროს პლერომა ვიდრე დემიურგს. თუ კარგად დავაკვირდებით, გამოვა, რომ დაცემული ანგელოზები (და უპირველეს ყოვლისა: ლუციფერი, სატანა, ბელიალი და ლევიათანი) სხვა არავინ ყოფილან თუ არა თავისუფლებისთვის მებრძოლი მეამბოხენი, რომელნიც 7 სამყაროული არქონტის (ე.ი. ბოროტი დემიურგების) წინააღმდეგ აჯანყდნენ.ფაქტობრივად აღმოსავლური დჰარმული და დასავლური აბრაამული მითოსის თანახმად, დემონები ანუ ასურები, ესენი არიან ან დაცემული ღმერთები ან პირველი თაობის დაცემული ანგელოზები აბრაამული ფოლკლორიდან. ზოგიერთი ვერსიით მეორე თაობის დაცემული ანგელოზები არ წარმოადგენენ დემონებს. აბრაამული მონოთეიზმის მიმდევრები სათანადოდ ვერ აფასებენ ბნელ დაიმონებს და ბუნების შეცდომად მიიჩნევენ, რაც ძირშივე მცდარია, მონოთეისტები უარყოფენ რა ოკულტურ ტრადიციას იმყოფებიან თავიანთ მიერვე შექმნილ დეზინფორმაციულ ვაკუუმში. როგორც ნათქვამია: ისტორიას წერენ გამარჯვებულები. ასე რომ რთული გადასაწყვეტია ვის მხარეს დაიჭერ, ყველაფერი რელატივისტურია, ვიღაცისთვის აბრაამის „ღმერთია“ მართალი, ვიღაცისთვის კი მისი დაცემული მეამბოხე ძე – ლუციფერი, მაგრამ როგორც იტყვიან: ხე ნაყოფით შეიცნობა. ამიტომაც მთავარია დეზინფორმაციის დაძლევა და რეალური ფაქტების გამოტანა დღის შუქზე, ამის შემდეგ კი ვინ არის მართალი და ვინ არა მომავალი გვაჩვენებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.