Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ჩრდილო-გერმანულენოვანი ტომების (ნორმანების, დანების, ანგლების, საქსების) მითოლოგია, რომელიც ჩამოყალიბდა ქრისტიანობის მიღებამდე, დაწყებული ძვ.წ. მე-5 საუკუნიდან. მის შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყაროა პოეტური „უფროსი ედას” და ს.სტურლუსონის პროზაული „ედას” ტექსტები. თითქმის იმავე პერიოდს მიეკუთვნება დანიელი ქრონოლოგის საქსონ გრამატიკის მითოლოგიური სიუჟეტები. თავდაპირველად მხოლოდ უფსკრული გინუნგაგალი იყო. მისგან ჩრდილოეთით ნისლთა სამეფო ნიფლჰეიმი, ხოლო სამხრეთით ცეცხლის სამეფო - მუსპელჰეიმი მდებარეობდა. ნილსთა სამეფოში გელგერმირმა წყარო შექმნა,რომლისგანაც თორმეტი ძლიერი ნაკადი (ელივაგარი) წარმოიშვა. წყალი ნიფლჰეიმში ყინულად იქცეოდა, მაგრამ წყარო მაინც აგრძელებდა წყლის ნაკადს და გაყინული ლოდები მუსპელჰეიმისკენ მიედინებოდნენ. ბოლოს ყინულოვანი ლოდები ისე ახლოს მივიდნენ, რომ გადნობა იწყეს. გამდნარი ყინულების ნაპერწკლებიდან წარმოიშვა გიგანტი იმირი. მოგვიანებით, მარილიანი ყინულიდან გაჩნდა ძლიერი გიგანტი ბური. მისმა შვილმა, ბიორმა ცოლად დევქალა ბესლა შეირთო. მათ გაუჩნდათ სამი შვილი-ასები : ოდინი, ვილი და ვე. ძმებს არ მოეწონათ ბოროტი იმირის მბრძანებლობა და მოკლეს იგი, ხოლო მისი სხეულისგან შექმნეს მიდგარდი. მიდგარდისგან აღმოსავლეთით, ასებმა იოტუნჰეიმი შექმნეს და სამფლობელოდ ბელგელმირს და მის შთამომავლობას გადასცეს . დროთაგანმავლობაში ასები მომრავლდნენ და მიწიდან მაღალზე აიშენეს ქვეყანა და მას ასგარდი დაარქვეს. სამყაროს შექმნის შემდეგ, ოდინმა და მისმა ძმებმა მისი დასახლება გადაწყვიტეს. ზღვის პირას იპოვეს ხეები: თხმელა და იფანი. თხმელისგან კაცი, ხოლო იფნისგან ქალი შექმნეს. მერე ოდინმა მათ სული მისცა, ვილიმ გონება, ვემ კი სისხლი და გრძნობა. ასე გაჩნდნენ პირველი ადამიანები. კაცს ერქვა ასკი (Frêne), ქალს - ემბლა (Orme). ისინი ერთად იქნებიან ქვეყნის დასაბამიდან ცხრა სამყაროს შექმნამდე და კაცობრიობას გაამრავლებენ.
პალეოუფოლოგიისა და ეზოთერიკის მიხედვით ასგარდის ღმერთები, ასები, ფლობენ სამყაროთაშორის ჰიპერსივრცული ხიდის ანუ კვანტური დერეფნის ტექნოლოგიას, რომელსაც ეწოდება „ბიფროსტი“, რაც თარგმანში ნიშნავს „ცისარტყელისებრ ხიდს“, სინამდვილეში ასგარდის ღმერთების „ცისარტყელისებრი ხიდი“ ანუ „ბიფროსტი“ სხვა არაფერია თუ არა აინშტაინ-როზენის ხიდი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სამყაროებს შორის მოგზაურობა, ცხადი ხდება, რომ ასგარდები არიან ზეგანვითარებული ჰიპერსივრცული ტექნოლოგიების მქონე ზეადამიანები, კოსმიური დონის ზეცივილიზაცია, რომელსაც პალეოკონტაქტი ჰქონდა დამყარებული ვიკინგებთან, სკანდინავიელ ნორმანებთან
.
ბიფროსტს“ ანუ აინშტაინ-როზენის ხიდს ასგარდის ერთ-ერთი ღმერთი სახელად
ჰეიმდალი
იცავს
.

სკანდინავიური კოსმოლოგიის თანახმად არსებობს
ცხრა სამყარო,
რომელთაგან ერთ-ერთი არის ჩვენი სამყარო, ესენია:
ასგარდი
– ასების, მეორე თაობის ღმერთების სამყარო,
ვანაჰეიმი
– პირველი თაობის ღმერთების, ვანების სამყარო,
იოტუნჰეიმი
– ყინულოვანი გოლიათების სამყარო,
იუსალფჰეიმი
– ნათელი ელფების, ფერიებისა და ნიმფების სამყარო,
სვარტალფჰეიმი
– ბნელი ელფების და ჯუჯების სამყარო,
ჰელჰეიმი
– ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი,
მუსფელჰეიმი
– ცეცხლის სამყარო, ცეცხლოვანი გოლიათების სამყარო,
ნიფელფეიმი
– ყინულოვანი სამყარო და
მიდგარდი
– ადამიანთა სამყარო. ცხრა სამყარო ერთმანეთთან დაკავშირებულია
სამყაროული კოსმიური ხის – იგდრასილიას
ტოტებითა და ფესვებით. ეს იგდრასილია სინამდვილეში სხვა არაფერია თუ არა ჰიპერსივრცე.

სკანდინავიურ მითოლოგიაში აგრეთვე ნახსენებია
ელვისა და ქუხილის ღმერთის – თორის
“ზეციური ეტლი“ და „მოძრავი და მფრინავი ციური დარბაზი“, რომელსაც აგრეთვე
„თორის დიდებულებისა და ძლევამოსილების დარბაზს“
უწოდებდნენ ვიკინგები. ამ „ციურ დარბაზს“ ეწოდება
„ბილისკნერი“
, რომელიც კარგად თუ დავფიქრდებით ცხადი გახდება, რომ წარმოადგენს
ჰიპერსივრცულ კოსმიურ ხომალდს
ე.ი. ასგარდის ღმერთ – თორს გააჩნია კოსმიური ხომალდი სახელად ბილისკნერი, ვიკინგები ამტკიცებდნენ რომ არაერთხელ უნახავთ „ბილისკნერი“ ცაში.

იოტუნები

იოტუნები - (Jötun) - სკანდინავიურ მითოლოგიაში გიგანტები გრიმტურსენების (იმირის შვილები) ოჯახიდან. იოტუნები ცხოვრობდნენ იოტუნჰეიმში, გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ძალით და სიდიდით და იყვნენ ასთა მოწინააღმდეგები და ხალხის მტრები. იოტუნების მეორე სახელია : გრიმტურსენები. ისინი განასახიერებდნენ სტიქიურ ძალებს. მათი ნაწილი ცხოვრობდა ქვის მთებში, ითვლებოდა რომ გრიმტურსენებს ქვის თავი და გული აქვთ. იოტუნების გარდა, ლეგენდებში მოხსენიებულნი არიან სხვა ტურსები(გიგანტები).

ლოკი

 

ლოკი - ცეცხლის ღმერთი სკანდინავიურ მითოლოგიაში. გიგანტების, ფარგაუტისა და ლაუფეის შვილი. მიუხედავად მისი იოტუნორი წარმოშვებისა ასებმა მაინც დართეს ნება, რომ მას ასგარდში ეცხოვრა თავისი არაჩვეულებრივი გონებისა და ეშმაკობის გამო.ლოკეს აქვს ძალა, რომლითაც მას შეუძლია ნებისმიერი ცხოველის ფორმა მიიღოს და შეიცვალოს სქესიც კი.ნახევარი წლის მანძილზე იგი ცხენად ევლინებოდა სამყაროს. ცხენად ყოფნის პერიოდში მან გააჩინა რვაფეხიანი ულაყი სლეიპნირი, რომელიც ოდინის ერთადერთ ეტალონად იქცა. ლოკეს სამი შვილი - ალი, ვალი და ნარვი - სიგინმა გაუჩინა. მას აგრეთვე სამი შვილი ანგრბოდამ გაუჩინა. ესენი არიან - სამი ყველაზე შიშისმგვრელი ქმნილებანი სკანდინავიურ პანთეონში : იორმუნგანდი - ზღვის დიდი გველი; ფენრირი - მგელი-გიგანტი; ჰელი - გარდაცვლილთა სამეფოს ქალღმერთი.

მან ბევრი ბოროტება გაუკეთა სხვა ასებს, მაგრამ მათ იგი მაინც სჭირდებოდათ თავისი მრავალი შესაძლებლობების გამო. მისი მიზეზით დაიღუპა ღმერთი ბალდარი, რაც გახდა მიზეზი სხვა ღმერთების მრისხანებისა. ლოკეს ღალატით განრისხებულმა სხვა ღმერთებმა შეიპყრეს იგი და მიწისქვეშეთში, კლდეზე, მიაბეს და თავზე შხამიანი გველი დაადეს, რომელიც მის სახეზე შხამს აწვეთებდა. მაგრამ ლოკეს ერთგული ცოლი, სიგინი გველის შხამს თასს აფარებს, რათა ლოკემ ტკივილი არ განიცადოს. როცა თასი ივსება და სიგინი მის დაცლას ცდილობს შხამის წვეთები მაინც ეცემა ლოკეს სახეზე და იგი ჯოჯოხეთურ ტკივილს განიცდის. გადმოცემით, სწორედ ამ დროს ხდება დედამიწაზე მიწისძვრა.

ოდინი - უზენაესი ღვთაება სკანდინავიურ მითოლოგიაში; ვალჰალის მბრძანებელი, ბრძენი და ომის ღვთაება. ლეგენდის მიხედვით, ხალხს უმეტესად ევლინებოდა, როგორც ცალთვალა, ლურჯმოსასხამიანი მოხუცი. იგი რვაფეხიან ცხენზე, სლეიპნირზე, არის ამხედრებული, რომელიც ცხრა სამყაროში უსწრაფესია. როდესაც ის თავის სამფლობელოს დარბაზში ზის მას ორი ყვავი, ჰუგინი (აზროვნება) და მუნინი (მახსოვრობა) გარე სამყაროს ამბებს ყურში ჩასჩურჩულებენ. ორი მგელი, რომლებიც მის ფეხებთან სხედან : გერი (ნაყროვანება) და ფრეკი (განადგურება).ოდინი არის რუნების ოსტატების მფარველი. ოდინი არის ღმერთი, რომელიც „სწირავს მსხვერპლს საკუთარ თავს“. ოდინი პოეზიის, მაგიის, ექსტაზის და ღვთაებრივი ცნობიერების სინთეზის ღვთაებაა. რუნების ოსტატი რომელიც შეიცნობს ოდინის ბუნებას, შეიცნობს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ღვთაებრივმა ტრიადამ – ოდინმა, ვილიმ და ვემ ღვთაებრივი ენერგიით წარმოშვეს ცხრა სამყარო გიგანტი იმირის კოსმოსური სხეულისგან. იმირის სხეულის ფრაგმენტებისგან შეიქმნა მიდგარდი – ადამიანთა სამყარო (და სხვა სამყაროები), თავის ქალისგან ცის თაღი, ხოლო იმირის სისხლი იქცა ოკეანედ. ჭიაყელებისგან, რომლებიც იმირის ჩონჩხს შესეოდნენ, ნაინები იქნა შექმნილი.

ოდინის სასახლეს ასგარდში, როგორც უკვე ითქვა, ეწოდება ვალჰალა. ყოველ დღე ვალჰალაში ქეიფობენ ეინხერიები – ასგარდის მებრძოლები და გვარდიელები, ბრძოლაში მახვილით ხელში გარდაცვლილი მეომრები. ცხრა სამყაროს უკანასკნელ დღეს, უკანასკნელ ბრძოლაში – რაგნაროკში – რომელშიც დაინგრევა ცხრავე სამყარო, ეინხერიები გამობრძანდებიან ვალჰალას 540 კარიბჭიდან ყოველთა მამის ოდინის მეთაურობით, რათა დაიღუპონ და გაუნთავისუფლონ ადგილი ახალ სამყაროს. ოდინს აქვს მაგიური ღვთაებრივი იარაღი, შუბი სახელად გუნგნირი, რომელიც მას გამოუჭედეს სვარტალფჰეიმში მცხოვრებმა ქონდრისკაცებმა, კერძოდ ძმებმა ელვანდებმა.

 

ოდინს უამრავი ზედმეტსახელი შეარქვეს. ყველაზე გავრცელებული სახელებია:

ალფადირ (ყველაფრის მამა)

ბოლვერკ (უბედურების მომტანი)

ჰარ (ძალიან მაღალი)

ჰარბარდ (ნაცრისფერი წვერი)

ჯაფნჰარ (უმაღლესი)

თჰიდი (მესამე)

ვეგტამ (ბილიკების მცოდნე).

ცხრა დღე-ღამის განმავლობაში, საჭმელის და სასმელის გარეშე, ოდინი იგდრასილზე (ხე-სამყარო) იყო ჩამოკიდული, რათა ხის სიმბოლოთა საიდუმლო შეეცნო. თავისი ცალი თვალი მან მიმირის შადრევანში დატოვა. თვალის ნაცვლად მან სიბრძნე მიიღო. ოდინმა ნაინებს პოეზია მოპარა და ღმერთებს და ადამიანებს აჩუქა. ოდინი მოკლული იქნა მგელ ფენრის, ლოკეს შვილის მიერ, რაგნაროკის (უკანასკნელი ბრძოლა) დღეს.

 

 

ფრეია

გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიაში სიყვარულისა და ომის მშვენიერი ქალღმერთი, ასგარდის მკვიდრი. ფრეია წარმოშობით ვანებიდან იყო და ნორდის ქალიშვილი გახლდათ, როგორც ფრეი, მისი ტყუპისცალი ძმა, ნაყოფიერებისა და ზაფხულის ღმერთი (მასზე წინა პოსტში ვისაუბრეთ, თუ როგორ დარჩა მამამისი ნორდი მძევლად ასგარდში და ოდინმა იშვილა). ფრეი და ფრეიას მსგავსი მშვენიერების ქმნილებები არც ადამიანებში, არც ვანებში და არც ასებში არ მოიძებნებოდნენ. ასევე ორივენი ძალიან კეთილი და გულმოწყალე ღვთაებები იყვნენ. ფრეიას ჰქონდა ჯადოსნური შევარდენის ფრთა, რომლითაც ფრენა შეეძლო და ასევე გააჩნდა გნომების დამზადებული შესანიშნავი ოქროს სამკაული “ბრისინგამენი”. როდესაც ფრეია ტიროდა, მისი თვალებიდან ოქროს ცრემლები ცვიოდა.
ფრეია
გარდა
იმისა
,
რომ
სიყვარულისა
და
ომის
ქალღმერთი
იყო
,
ის
მეთაურობდა
ვალკირიებს
ღვთაებრივად
მშვენიერ
ქალ
მეომრებს
,
რომლებიც ვალჰალას ემსახურებოდნენ. ფრეია ცხოვრობდა დიდებულ სასახლეში, რომელსაც ფოლკვანგი ეწოდებოდა, ხოლო მის მთავარ სასტუმრო ოთახს სესუმნირი. სიყვარულის გარდა მშვენიერი ქალღმერთი ყურადღებას აქცევდა მოსავლიანობას და ნაყოფიერებას. ასევე მას შეეძლო ბრძოლაში გამარჯვებაც მოეტანა. ფრეია აგროვებდა ბრძოლაში დაცემულ მეომრების ნახევარს (ნახევარი ოდინს მიჰყავდა).

 

ფრეია ცოლად ადამიანს, სახელად ოდს გაჰყვა, რომელიც ერთი გადმოცემით ჩვეულებრივი მოკვდავი იყო, ხოლო სხვა გადმოცემით ნახევრად ღმერთი გახლდათ. ოდი მალე უგზოუკვლოდ გადაიკარგა და ფრეია დაქვრივდა. სწორედ ოდის გადაკარგვის შემდეგ დაიწყო მან ოქროს ცრემლებით ტირილი. ფრეიამ ასებს შეასწავლა ჯადოქრობის ხელოვნება, რომელიც მანამდე ვანებში იყო გავრცელებული.

 

სიფი

 

გერმანულ – სკანდინავიურ მითოლოგიაში ნაყოფიერების ქალღმერთი, თორის მეუღლე, ასგარდის მკვიდრი. ითვლებოდა ფრეიას შემდეგ ყველაზე მშვენიერ ქმნილებად. განთქმული იყო თავისი ბაჟაღლო ოქროს თმებით. მისი ქალიშვილები იყვნენ ვალკირიები ტრუდი, მოდი და ულია (ულია არ იყო თორის შვილი). ვანების მთავარმა ღმერთმა ლოკიმ სიფის ღამით თმები მოპარა, თუმცა ეს თორმა მალე შეიტყო და საშინლად განრისხდა. ის მზად იყო ლოკის მოსაკლავად მაგრამ მან სთხოვა, რომ დრო მიეცა გამოესწორებინა დანაშაული. ლოკი წავიდა გნომების ქვეყანაში. გნომები კი განთქმულები იყვნენ მჭედლობის ხელოვნებაში. ლოკიმ მათ ახალი ოქროს თმების დამზადება სთხოვა, ისინი კი დასთანხმდნენ, რადგან უნდოდათ ღმერთებისთვის დაემტკიცებინათ თუ რა შესანიშნავი ხელოსნები იყვნენ. მათი დამზადებული თმები ობობას ქსელზე უფრო ნაზი და მშვენიერი იყო, როგორც კი სიფი თავზე დაიყენებდა, მაშინვე ჩვეულებრივი თმასავით იზრდებოდნენ. ლოკმა თმა სწრაფად მიართვა თორს, რომელმაც ის ისევ სიფს გადასცა.

გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიაში მარადიული ახალგაზრდობის ქალღმერთი, ჯუჯა ივალდის ქალიშვილი, ბრაგის, პოეზიის ღმერთის მეუღლე. იდუნი ცნობილია, როგორც ვაშლის მცველი, რომლითაც ღმერთებს მარადიული ახალგაზრდობა ენიჭებოდათ. ერთხელ ფრინველმა ტიაციმ აიძულა დატყვევებული ლოკი, მისთვის გადაეცა იდუნი თავისი ჯადოსნური ვაშლებით, მაგრამ საბოლოოდ ლოკიმ ისევ დაიბრუნა ქალღმერთიც და ვაშლებიც, რადგან ოდინმა სიცოცხლეს გამოასალმა ტიაცი. იდუნი ცხოვრობდა ბრუნაკრში, ჭების ველზე, სადაც სიცოცხლისა და მუდმივი ახალგაზრდობის ჭები იყო.

 

ჰელი

 

მკვდართა სამყაროს, ჰელჰეიმის ქალღმერთი, ლოკისა და ქალი-გოლიათის, ანგრბოდის ქალიშვილი. როდესაც ლოკის ყველა შვილთან ერთად ოდინთან მიიყვანეს, მან ჰელს მკვდართა სამყაროს ქალღმრთობა უბოძა. მასთან მიდიოდა ყველა გარდაცვლილი ბრძოლაში დაცემული მეომრებისა და გმირების გარდა, რომლებიც ვალკირიებს ვალჰალაში მიჰყავდათ. ჰელი საშინელ სახეს იღებდა და ხალხს მისი ძალიან ეშინოდა. როდესაც ურჩხულად გარდაისახებოდა, მისი სხეულის ნახევარი შავ-თეთრი ხდება, ხოლო მეორე ნახევარი მკვდარივით უფერული.

ტიური

ტიური – კანონმდებლობის ღმერთი. იგი მფარველობს მართმსაჯულებას და რაციონალურ აზროვნებას. ტიურმა იცის ყველასა და ყველაფრის საზომი. ტიური არის ჭეშმარიტი რწმენის ღმერთი და მას ყოველთვის შეგვიძლია ვენდოთ. ეტიმოლოგიურად ტიური შეესაბამება ზევს-იუპიტერს. იგი აგრეთვე ცნობილია ულრის ან ულინის სახელით.

თორი

სახელი თორი იგივე ტუნარი ნიშნავს „მეხთამტეხელს“. თორი შეურყეველი ერთგულების ღმერთია. თორი არის ყოველთა მამის ოდინის და დედამიწის ქალღმერთის ერდის ძე. ოდინის შემდეგ, თორი ყველაზე პოპულარული ღვთაებაა. ვიკინგების ეპოქაში თორს თაყვანს სცემდნენ როგორც მთავარ ღმერთს და მას აგრეთვე უწოდებდნენ „უბრალო ადამიანების ღმერთს“. თორი აგრეთვე ცნობილია თავისი უთავბოლო ბრძოლებით იოტუნებთა ანუ გრიმტურსებთან, ყინულოვან გოლიათებთან. ის არის ასგარდისა და მიდგარდის უშიშარი დამცველი. თორი არის ერთადერთი ღმერთი რომელიც უნერგავს შიშს ცეცხლის ღმერთ ლოკის. ზოგჯერ თორი ითვლება დაბალი ინტელექტუალური განვითარების მქონე ღმერთად ოდინთან და ლოკისთან შედარებით, თუმცა მისი მეთოდები ხშირად ყველაზე სწრაფი და ეფექტური.

თორის იარაღია ნეიტრონული ვარსკვლავისგან გამოდნობილი ზემკვრივი მაგიური გრდემლი ანუ ურო, სახელად მიოლნირი ანუ მოლმერი, რომელიც გამოჭედეს სვარტალფჰეიმში მცხოვრებმა ძმებმა ქონდრისკაცებმა, სინდრიმ და ბროკმა. მიოლნირი ყოველთვის ბუმერანგივით უბრუნდება თორს. ამბობენ რომ თორის მიმართ გულწრფელად მლოცველი ადამიანის ლოცვას იგი პირველი შეისმენს.

ფრიგი

ფრიგი არის ოდინის მეუღლე და ფლობს ნათელხილვისა და წინასწარმეტყველების უნარებს და თუმცაღა ხედავს მომავალს, იშვიათად საუბრობს მის შესახებ.

ფრეია

ფრეია – მაგიის, რომანტიკის, ეროტიკის და ფიზიკური კეთილდღეობის ქალღმერთი. ფრეერი – ესაა ფრეიას ტყუპისცალი ძმა. სახელები ფრეერი და ფრეია თარგმანში ნიშნავს „ბატონს“ და „ქალბატონს“ (ანუ ლორდს და ლედის). ფრეია მართავს ბუნების ციკლების ენერგიებს, რომლის სიმბოლოცაა ძვირფასი ყელსაბამი – ბრისინგამენი, რომელიც გამოჭედა ოთხმა ქონდრისკაცმა. ფრეია ჩრდილოეთის ღმერთებს შორის ყველაზე „ველურია“: თავისუფალი თავის რომანტიკულ და სექსუალურ არჩევანში; ღმერთების მოძღვარი და საყვარელი; მაგიური ხელოვნებებისა და ცნობიერების ტრანსფორმაციის მეტაფიზიკური ხელოვნების ოსტატი, რომელსაც ჩრდილოეთში ეწოდება სეიტი.

ფრეია – ესაა ვანების ქალღმერთი, რომელიც ასგარდში მივიდა საკუთარ ძმასთან, ფრეერთან ერთად ტყვეების გაცვლის დროს ასების და ვანების ომის შემდეგ. გულვეიგის სახელით ის წარდგა ასგარდის ღმერთების წინაშე სადაც თავისი ოქროს და სილამაზის ბრწყინვალებით „დააბრმავა“ ასები. სამჯერ მოკლეს მათ იგი და სამჯერ აღდგა მკვდრეთით.

ფრეერი

ფრეერი მშვიდობის, რომანტიკის, ეროტიკის და მატერიალური კეთილდღეობის მფარველია. მას უწოდებენ ვერალდარგოდს – სამყაროს ღმერთს. ის მართავს დედამიწაზე და ჰაერში ბუნებრივ პროცესებს. ძველი ანგლოსაქსონების სულიერ ტრადიციასა და მაგიას, დაფუძნებულს ფრეერისა და ფრეიას კულტზე ეწოდება „ვიკეკრაეფტ“ ანუ „ვიჩკრაფტ“, აქედან სიტყვა „ჯადოქრობა“, ეს არის იგივე „ვიკა“ ანუ ის სულიერი ტრადიცია, რომელსაც პრაქტიკაში ახორციელებენ თანამედროვე ჯადოქრები.

ნიორდი

ვანაჰეიმის ღმერთებს შორის ნიორდი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ის არის ფრეიასა და ფრეერის მამა. ნიორდი არის ბარაქის ღმერთი. ის მართავს წყლის სტიქიას და ჰაერის სტიქიას ოკეანის ზემოთ.

ბრაგი – მჭერმეტყველების, სიბრძნისა და პოეზიის ღმერთი. იდუნის მეუღლე.

ეირი – მედიცინის ღმერთი. ღმერთებისა და ქალღმერთების მკურნალი.

ფორსეტი – მართლმსაჯულების ღმერთი.

ფულა – ოდინის მეუღლის ფრიგის ერთგული დამხმარე. ეხმარება ღმერთებსა და ქალღმერთებს.

გეფიონი – სათნოებების ქალღმერთი.

გნა – ტრანსფორმაციის ქალღმერთი, ფლობს ზეცნობიერების ძალას.

ჰეიმდალი – გუშაგი ღმერთი, ასგარდის მცველი, ნათელმხილველი და ყოვლისმსმენელი.

ხლინი – ქალღმერთი, რომელიც იცავს ადამიანებს ფიზიკური საფრთხისაგან.

ჰიოდრი – ბრმა ძალის ღმერთი.

იდუნი – მარადიული განახლების ქალღმერთი, ის არის ღმერთების ღვთაებრივი მრისხანების შემაკავებელი და მშვიდობის მცველი ქალღმერთი.

ლოფნი – თანხმობის ქალღმერთი.

ლოკი – ცეცხლის ღმერთი, იგი აგრეთვე არის ცბიერების, მზაკვრობის, ტრანსფორმაციის და ტყუილის ხელოვნების ღმერთი, ლოკი შეუდარებელია იუმორში და ხუმრობებში.

საგა – ნათელხილვისა და წინასწარმეტყველების ქალღმერთი.

სიოფნი – სიყვარულის ქალღმერთი.

სნოტრა – გონების ქალღმერთი.

სინი – უარყოფის ქალღმერთი. სასამართლოში ბრალდებულის დამცველი.

სკადი – მებრძოლი ქალღმერთი, ნადირობისა და თოვლის ქალღმერთი. მფარველობს დამოუკიდებელ და თავისუფალ ქალებს.

ბალდერი – მზიური ღმერთი, მშვიდობის ღმერთი, ადამიანთა მკურნალი.

ვალი – შურისძიების ღმერთი.

ვარი – ჭეშმარიტების ქალღმერთი.

ვიორი – ყოვლისმხედველი ქალღმერთი, ინტუიციის მფარველი.

ოესტარა – შემოდგომის ქალღმერთი.

მანი – მთვარის ღმერთი.

სუნა – მზის ქალღმერთი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...