Bexx Posted March 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2008 ჯგუფი ექსცესი შეიქმნა 1999 წლის ნოემბერში. პირველი სიმღერის,"შაბაშის ღამის" ჩაწერის შემდეგ ჯგუფთან მუშაობა დაიწყო პროდიუსერმა მიშა ჩხაიძემ. პირველი კონცერტი იყო ქალაქ რუსთავში, თბილისში ჯგუფის დებიუტი შედგა გრიბოედოვის თეატრში (19/12/1999), სადაც ჯგუფი მაყურებლის წინაშე წარსდგა უკვე ჩამოყალიბებული იმიჯით, შავი ანაფორებით. დღემდე ექსცესი არ იძლევა ინტერვიუს, არ აჩენს ფოტოებს ნამდვილი სახეებით, უკიდურესად იშვიათად გამოდის კონცერტებზე. სადებიუტო სიმღერა "შაბაშის ღამე" შევიდა კრებულში "თაობა 2000" და მუსიკალურ სამყაროში დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. ზოგიერთმა რადიომ ჯგუფს სატანისტობა დასწამა და კატეგორიულად აკრძალა სიმღერის საკუთარ ეთერით ტრანსლაცია, ზოგიერთმა კი მთელი გადაცემები დაუთმო ამ ფაქტს და აცხადებდა, რომ ხელოვნება ცენზურას არ უნდა ექვემდებარებოდეს. ასეა თუ ისე, ატეხილ სკანდალს ჯგუფისათვის ხელი არ შეუშლია, წარმატებით გამოსულიყო რამოდენიმე კონცერტზე, ჩაეწერა დუეტი "DOG STREET"-თან (სიმღერა "აპოკალიპსი"), ხოლო 2000 წლის მაისში დაემთავრებინა პირველ ალბომზე მუშაობა. 2000 წლის ზაფხულის დასაწყისში პოლიციასთან შექმნილმა პრობლემებმა დროებით შეაფერხა სადებიუტო ალბომის გამოჭვება. ეს ალბომი გამოვიდა 9 ოქტომბერს და მასთან ერთად ექსცესმა წარმოადგინა თავისი პირველი ვიდეოკლიპი "განკითხვის დღე", რომელიც გარდა სხვადასხვა სატელევიზიო არხებისა, წარმატებით იყო ნაჩვენები თბილისში სტუდენტური ფილმების ფესტივალზე (2000–2002) და ბათუმის ახალგაზრდული ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (2001). ეს კლიპი თბილისის ახალგაზრდული ფილმების ფესტივალზე არ დაუშვეს (მიზეზი – კვლავ უსაფუძვლო ბრალდება, თითქოს ექსცესი სატანიზმის პროპაგანდას ეწევა). 2000 წლის სექტემბერში ჯგუფმა დაიწყო მეორე ალბომზე მუშაობა, რომლისთვისაც პროგრამა უკვე მზად ჰქონდა. თავდაპირველად ალბომის სახელწოდება "ფულის ხანა" უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ გადაწყდა, ალბომს "საფლავები" დარქმეოდა. ალბომი 2001 წლის აგვისტოში გამოვიდა. ისევე, როგორც სადებიუტო ნამუშევარი, ეს ოპუსი სავსეა სიმბოლიკით, აგრესიით და შიშველი ნატურალიზმით, მუსიკალური ჟღერადობა უფრო დამძიმდა. ალბომი ორი ნაწილისაგან შედგება: პირველი მძიმე რეპია ჰიპჰოპისა და განგსტა-რეპის ელემენტებით, მეორე ნაწილი კი მხოლოდ ექსცესისათვის დამახასიათებელი გოთიკური ატმოსფეროთია გამსჭვალული. თვით სიმღერა "საფლავები"-ც ასევე ორნაწილიანია, თუმცა აქ უკვე თითოეული მათგანი ერთი მთლიანი ისტორიის ნაწილია. ეს სიმღერა დაწერილია ძველ, მიტოვებულ სასაფლაოზე, ღამის 3 საათზე, ანთებული ჩირაღდნების შუქზე, სრულ სიმარტოვეში... კომპოზიცია "წარსულის აჩრდილები" მუსიკალურ გაფორმებად იქნა გამოყენებული თეონა ჩიჩუას ფილმში "ქართული საბრძოლო იარაღი", რისთვისაც ფილლმა თბილისის ახალგაზრდულ კინოფესტივალზე 2001 წელს მეორე ადგილი დაიკავა, როგორც საუკეთესო დოკუმენტურმა ფილმმა, ხოლო მუსიკალურმა გაფორმებამ პირველი ადგილი დაიმსახურა. ამჟამად ჯგუფი მუშაობს ახალ სიმღერებზე და მესამე ალბომზე, რისთვისაც მასალა უკვე დაწერილია. ეს ალბომი მუსიკალურად წინამორბედებისაგან ძალზედ განსხვავებული იქნება. ალბომთან ერთად ჯგუფმა შეიძლება იმიჯი შეიცვალოს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted March 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2008 ჰეჰე ქართული ბლექ რეპი... : 1-2 ვეში დადეთ, გავიხსენებ საუკუნის დასაწყისს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Born Again Posted March 24, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2008 ძაანმ მაგარიასიმღერები დადეთ რა ვინმემ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Bexx Posted March 24, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2008 Excess - დღეს რა ხდებადავდებ კიდე რამოდენიმეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
BoDy Posted March 24, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2008 მე დივერსანტები მევასება ქართველები რეპერებიდან და ჯეი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბუა Posted March 28, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2008 ტFუი ბლინ მაგათ ჯერ ლъ ები მოიშორონ და მერე მოვუსმენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Bexx Posted March 28, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2008 Excess - განკითხვის დღე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lord Borgeze Posted March 28, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2008 ის რომელია? ღამე ღმერთი დამესიზმრაო თუ რაღაცაო? ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Bexx Posted March 28, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2008 Lord Borgeze ჯოჯოხეთის კარიბჭე მარა მაგას არ დავდებ ვერ ვიტან ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lord Borgeze Posted March 28, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2008 Beqo კარგი იქნება თუ არ დადებ... ;) ერთხელ მოვუსმინე და გავიგუდე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pathless Posted April 16, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2008 მე გავხდი ჯოჯოხეთის მონა, მონა, მონააააააააააააა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
HaMMerFaLL Posted April 16, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2008 ერთად ერთი შეკითხვა მაქვს მარტო, ჯოჯოხეთის კარიბჭე არის თუ არა ფართოოოოოოოო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted April 23, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2008 რეპს არ ვეტანები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
_GoTh_ Posted May 24, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2008 ----------------------------------------- Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
psychosophie27 Posted May 24, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2008 აუ ჩემს მეზობელს ჰქონდა ამეების კასეტები და რომ მივდიოდი ხოლმე მასთან მასემნინებდა დიდისამბით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.