BBBBBBB Posted October 2, 2016 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2016 ახალგაზრდების ცხოვრება საკმაოდ რთულია , ჩვენ მრავალი გამოცდა გველის ცხოვრებაში , მრავალი გამოსავლის პოვნა გვიწევს ,ზოგჯერ ვეცემით და წამოდგომას მთელი გულით ვცდილობთ.რთულია იყო იდეალური ,რთულია არ დაუშვა შეცდომები ,ეს თითქმის შეუძლებელია. მე უამრავი შეცდომა დამიშვია და ძალიან ვნანობ თითოეულ მათგანს . მინდა გამოვასწორო თითოეული მათგანი. დამიჯერეთ არასდროს არის გვიან ,რომ თქვა რომ შენ ეს შეგიძლია უბრალოდ საჭიროა შეინარჩუნო შემართება , ბრძოლის უნარი, შეგეძლოს აღიარება . დიახ მე მოთამაშე ვარ არ შემიძლია გაჩერება .აზარტული თამაშები ზუსტად ჩემნაირებისთვის არის შექმნილი ,ისინი გვაიმედებენ ,რომ ჩვენ შეგვიძლია მოვიგოთ დიდი ფული ,მაგრამ საერთო ჯამში ჩვენ წაგებულები ვრჩებით .შეიძლება დღეს ბევრი მოიგეთ ,მაგრამ ხვალ ყველაფერს წააგებ ,ხვალ შენს გონებაში გაიელვებს ფიქრი ,რომ შენ ისევ შეგიძლია მოუგო სისტემას ,რომელიც წასაგებად შეიქმნა . ყოველ წამს ფიქრობ დაანებო მას თავი მაგრამ არ გამოგდის ,რადგან შენ უკვე მოთამაშე ხარ , შენ ყველაფერი წყალში ჩაყარე და ითამაშე ,უბრალოდ ერთობოდი და ცხოვრება დაინგრიე ,არამარტო შენ სხვებსაც იმავე გაუკეთე , შენ საყვარელ ადამიანებს გული გაუტეხე და ეს უბრალოდ იმის გამო ,რომ ფიქრობდი 29 უეჭველი თემა იყო .გიფიქრიათ რას აკეთებენ ჩვენი თანატოლები ,როცა ჩვენ სათამაშო აპარატს დავცქერით ,ისინი ცხოვრებით ტკბებიან და მიზნად ისახავენ სამყაროს წარუდგინონ თანიანთი ნიჭი ,ჩვენ კი ამ დროს ვალის გასტუმრებაზე ვფიქრობთ,გვეშინია აწმყოსი ,მაგრამ იმედით ვუყურებთ მომავალს ,რადგან გვგონია ,რომ დგეს ჩვენი გუნდი არ წააგებს .ისინი იცინიან ,ალბათ დაგვცინიან და ფიქრობენ რა ადვილია ჩვენზე ამდენი ფულის შოვნა .გიფიქრია მეგობარო რამდენს შრომობს თითოეული ჩვენი მშობელი,რომ ჩვენ ჯიბის ფული გვქოდეს ,გიფიქრია რა დათმო იმისთვის ,რომ შენ „აიფონი“ გქონოდა ,შენ კი რა გააკეთე ? წახვედი და ის დაალომბარდე 5% –ად ,რა თქმა უნდა იმის ფიქრით რომ სხვა გამოსავალი არ გქონდა .ეს ეტაპი ახლა არის ჩემ ცხოვრებაში ,როცა დავფიქრდი ვინატრე მანამდე მეთქვა სახლში ამ პრობლემის შესახებ და იქნებ აქამდე არ მივსულიყავი. მეგობარო დამიჯერე თავი დაანებე ამ ყველაფერს და შეუდექი შენი მომავლის მშენებლობას იფიქრე რა მაგარია სამყარო,იფიქრე მის უკიდეგანოობაზე და აღარ მოიხედო უკან,ყოველივე ამის შემდეგ გაგეცინება და მიხვდები რომ მე მართალი ვარ და მთელი გულით ბედნიერი იქნები . რა საოცარი სიტყვაა ბედნიერება და რა გვანიჭებს მას . ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს,რომ მხოლოდ მისთვის ბრძოლა არის შესაძლებელი და რეალურად ის არ არსებობს . დაფიქრდი იქნებ ის არსებობს ,აი ამ წამს შენ დაუშვი რომ ის არსებობს ,ეს უკვე ბედნიერებაა .იყავი ბედნიერი არ გინდა თამაში ,უბრალოდ თქვი არა და გამოიხურე ის კარი ,რომელიც შეცდომით გააღე ოდესღაც .საინტერესოა რას მოიმოქმედებ მომავალში მე შენი იმედი მაქვს , იქნებ ერთად შევძლოთ ამ გამოწვევის განხორციელება . საინტერესოა შენი თეორია,რომ 5–იანით დაბოლოვებული ციფრების შემდეგ 9–ებით და 0–იანებით დაბოლოვებული ციფრები იცის ან და კიდე 1–ს 36 მოსდევს ანდა 29 უეჭველი ჩაიტოვებს . დამიჯერე არა ეს უბრალოდ შეცდომაა , ნუ გეგონება,რომ პროფი ხარ ,ნუ გეგონება ,რომ შენ ეს ყველაფერი იცი ,არ იამაყო იმით,რომ ზედიზედ 12–ჯერ მოუგე აფარატს ბევრი ფული , არ იამაყო ,რომ იცი 26 შპილია და თუ მას ჩაგიგდებს დიდ კუშს მოხსნი ,უბრალოდ შეიცვალე და მიხვდები ,რომ ეს ის არის რასაც მთელი ცხოვრებაა ელი . იაზროვნე ,მეგობარო მე შენით ვიამაყებ შენ ჩემით ამის დამარცხებას ,როცა შევძლებთ .მადლობა მოსმენისთვის .. <3 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Proessor Posted October 2, 2016 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2016 სამწუხაროდ ბევრი მყავს გარემოცვაში მოათამაშე, ბიძაჩემის ჩათვლით და ძალიან კარგად შევისწავლე ეგ მდგომარეობა და მოთამაშეების ზოგადი ფსიქიკა, ამის ნიჭი მაინც მაქვს რომ ადეკვატური ანალიზი შემიძლია ჩავატარო... საბოლოო დასკვნა რაც გამოვიტანე აქედან (ეს ჩემი აზრია), რომ "აზარტული მოთამაშე" <---- ამას განსაკუთრებულ ბრჭყალებში ვსვავ, სინამდვილეში ფულის მოყვარულია, და ეს აზარტის ილუზია იმიტომ იქმნება რომ ესეთი ტიპის ადამიანებმა არ იციან ფულის გამოყენება და შესაბამისად გონიათ რომ ფული არ აინტერესებთ. ეს ქმნის იმის ილუზიას რომ მათ სინამდვილეში აზარტი ითრევთ, მაგრამ თამაშის მიზანი ხომ ფულის მოგებაა. ვერ მივიღებ პირადად მე სხვა არგუმენტს რადგან მეც აზარტული ვარ, და ჩემი ცხოვრების 4 წელი კომპიუტერულ თამაშებზე დავანთხიე უაზროდ, ღამეებს ვათენებდი და ვთამაშობდი... ტოტალიზატორებიც მითამაშია, პოკერიც და სლოტებიც, მაგრამ არანაირი სიამოვნება, არანაირი მუღამი, არანაირ აზარტი არ გამჩენია მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც არამატერიალისტი ტიპი ვარ... 2000$ შეიძლება სახლში მედოს 1 თვე და ხელი არ ვახლო, არ მაინტერესებს ფული, მარტო იმისთვის ვიყენებ რაც აუცილებელია. ამიტომაც მე და ჩემნაირი ვერასდროს გახდება მაგ სისულელეებზე დამოკიდებული. ეს არის ჩემი პირადი დასკვნა მაგ პრობლემის მიზეზი არის მატერიალიზმი, ანუ ფულის სიყვარული. ვინმეს საწყენად არ ვამბობ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი, რადგან პრობლემის სათავის გაცნობიერება არის საწყისი ნაბიჯი მის გადასაჭრელად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nekousagi Posted October 3, 2016 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2016 რავა არ გეზარება ამდენი წერა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted October 3, 2016 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2016 რავა არ გეზარება ამდენი წერა ე, ბიჭო, აბა რისთვისაა პროფესორი..?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nekousagi Posted October 3, 2016 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2016 ე, ბიჭო, აბა რისთვისაა პროფესორი..?! მართალია ისე ხო იცი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Proessor Posted October 3, 2016 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2016 რავა არ გეზარება ამდენი წერა :D/> :titebi:/> რა არის ამაში დასაზარებელი სიამოვნებასაც კი ვიღებ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted October 3, 2016 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2016 სიამოვნებასაც კი ვიღებ.არ გვიკვირს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nekousagi Posted October 14, 2016 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2016 Proessorმაზოხისტი ყოფიხარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mr. robot Posted December 8, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2021 აზარტული თამაშებით დიდი ხანი ვიყავი გატეცებული. ისე რთულად იყო საქმე მანქანაც კი გავყიდე და სულ წავაგე 2 წელი დამჭირდა თავში ძალა მეპოვა და შვშვებოდი ნაღდ ფულზე თამაშ. ახლა ხანდახავ ვერთობი ხოლმე ვირტუალური ქულებით ვთამაშობ ხოლმე უფასო სლოტები ვნახე ინტერნეტში და ვერთობი მშვიდად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.