Jump to content
Planeta.Ge

საყოველთაო აღწერის შედეგები


Recommended Posts

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 713 804 ადამიანს შეადგენს, აქედან 1 772 864 კაცი და 1 940 940 ქალია. ეს არის 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგი. მოსახლეობის რაოდენობა, წინა 2002 წლის აღწერასთან შედარებით 15%ით ნაკლებია. შედეგების პრეზენტაცია საქსტატმა დღეს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართა.

აღწერის თანახმად, ქალაქის მოსახლეობამ 2 122 623 ადამიანი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ 1 591 181 ადამიანი შეადგინა.

აღწერის მონაცემებით, 0-14 წლამდე მოსახლეობა ქვეყნის 18.6% პროცენტია, 15-64 წლის 67.1% და 65 წელს ზემოთ – 14.3%

მოსახლეობის პროცენტული განაწილება ეროვნების მიხედვით: 87% ქართველი, 6% აზერბაიჯანელი, 5% სომეხი, 0.4% ოსი, 1% რუსი, 1% სხვა.

აღწერის მიხედვით, რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით მოსახლეობის მონაცემები ასე გადანაწილდა: 83% მართლმადიდებელი, 11% მუსლიმი, 3% სომხური-სამოციქულო ეკლესია, 1% კათოლიკე, 0.5% არცე რთი, 1% სხვა.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემები გასული წლის აპრილში გასაჯაროვდა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობა 3 729 635 ადამიანით განისაზღვრა და ამ მონაცემით წინა აღწერასთან (2002) შედარებით მოსახლეობის რაოდენობა 641 900-ით იყო შემცირებული.

http://netgazeti.ge/news/110839/

ნელნელა მონოეთნიკურ სახელმწიფოდ ვყალიბდებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველას აქედან გაქცევა უნდა და ახერხებენ კიდეც ხანდახან... ჩემი სანათესაოდან ბევრია გადახვეწილი უცხოეთში... რას ვიზავთ, ფსევდოპატრიოტი ერი ვართ... თან გვიყვარს და თან გაქცევა გვინდა ამ "დედა მოდღნული ქვეყნიდან". უმეტესობამ ვინც განათლება მიიღო დატოვა ქვეყანა და ევროპაში აგრძელებს ცხოვრებას სადაც მათი ცოდნა სულ ფეხებზე კიდიათ და მათი სამშობლო კი გაუნათლებლების ხელში რჩება... მერე გვიკვრის რატომ ვერ მივდივართ წინო.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემთან არ მოსულა არავინ :

 

სხვათაშორის არც ჩემთან. არადა სახლში სულ არის ერთი ადამიანი მაინც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სხვათაშორის არც ჩემთან. არადა სახლში სულ არის ერთი ადამიანი მაინც.

ნუ ჩემთან შეიძლება იყვნენ. ძირითადად საღამოს ვარ სახლში, სახლში კი მარტო ვცხოვრობ :sad: :sad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარტო მე მგონია , რომ ეს აღწერა ცუდად ჩატარდა და სადღაც 20%იანი ცდომილება გვაქვს?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარტო მე მგონია , რომ ეს აღწერა ცუდად ჩატარდა და სადღაც 20%იანი ცდომილება გვაქვს?

მეზობლებს ვკითხე არც იქ ყოფილან. რამდენიმე მეგობარმაც მითხრა, რომ არც მათან ყოფილა ვინმე. არაა გამორიცხული რო იყოს მასეთი დიდი ცდომილება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარტო მე მგონია , რომ ეს აღწერა ცუდად ჩატარდა და სადღაც 20%იანი ცდომილება გვაქვს?

ჩემთან სამი დღე დადიოდა და ძლივს მიპოვა სახლში. 20% ძაან ბევრია თუმცა ზუსტიც არ იქნება რა თქმა უნდა. თვითონ საქსტატს უნდა გამოექვეყნებინა რამდენი იყო სავარაუდო ცდომილება

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას ვიზავთ, ფსევდოპატრიოტი ერი ვართ... თან გვიყვარს და თან გაქცევა გვინდა ამ "დედა მოდღნული ქვეყნიდან".

 

თუ ძმა ხარ რაის პატრიოტიზმიო, ეგ ბრიყვების საკენკია... ერთხელ ცხოვრობ კაცი და ჯერ საკუთარ თავზე უნდა იზრუნო, ყველა გზა უნდა იხმარო რო ცხოვრება გაიუმჯობესო და არა დამპალ გემთან ერთად ჩაიძირო კმაყოფილი სახით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mama სომეხზე პატრიოტი ერი მემგონი დედამიწაზე არ არსეობს მაგრამ რა ხეირი? :D

უფრო პატრიოტი ერი, როგორ არ არსებობს..?! ებრაელ ერს ივიწყებ..?! ფრთხილად იყავი ღმერთი ბაბუ არ გაგიწყრეს..! :D

ხეირი რა.., დაითვალე რამდენი არიან მსოფლიოში.. :brr:

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეზობლებს ვკითხე არც იქ ყოფილან. რამდენიმე მეგობარმაც მითხრა, რომ არც მათან ყოფილა ვინმე. არაა გამორიცხული რო იყოს მასეთი დიდი ცდომილება

მეც მასე მგონია.. იმას კი არ ვიძახი მოსახლეობამ დაიკლოო.. უბრალოდ ასეთი კატასტროფული შემცირება ადვილად თვალში საცემი იქნებოდა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...