Jump to content
Planeta.Ge

კაცობრიობის ყველაზე დიდი მიღწევა.


Recommended Posts

ჩემი აზრით კაცობრიობის ყველაზე დიდი მიღწევა იყო პირველი კითხვა, როდესაც ადამიანს პირველად გაუჩნდა კითხვა. ეს იყო ალბათ ის დაგორებული გუნდა რომელიც ზვავში გადაიზარდა.

 

თქვენ რას ფიქრობთ? რა არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა?

:titebi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი აზრით კაცობრიობის ყველაზე დიდი მიღწევა იყო პირველი კითხვა, როდესაც ადამიანს პირველად გაუჩნდა კითხვა.

პირველ მიღწევებად თვლიან ბორბალს, ცეცხლს, გუთანს და ეგეთ რაღაცებს. კითხვის გაჩენა და აზროვნება უმნიშვნელოვანესია, მარა "მიღწევა' არ ესადაგება რაღაცნაირად... "პირველად იყო სიტყვა..." ეს გამახსენდა რატომღაც მაგაზე:))

 

პირველი მიღწევა ხორცის ჭამა იყო ასე მგონია მე. თუმცა ძნელი სათქმელია ხორცის ჭამამდე გაუჩნდა თუ არა კითხვა:titebi:

 

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

პირველ მიღწევებად თვლიან ბორბალს, ცეცხლს, გუთანს და ეგეთ რაღაცებს. კითხვის გაჩენა და აზროვნება უმნიშვნელოვანესია, მარა "მიღწევა' არ ესადაგება რაღაცნაირად... "პირველად იყო სიტყვა..." ეს გამახსენდა რატომღაც მაგაზე:))/>

 

პირველი მიღწევა ხორცის ჭამა იყო ასე მგონია მე. თუმცა ძნელი სათქმელია ხორცის ჭამამდე გაუჩნდა თუ არა კითხვა:titebi:/>

 

ვაფშეტა ეგრე თუ ვიმსჯელეთ, მეცნიერები თვლიან რომ თანამედროვე ადამიანის ჩამოყალიბებაში მთავარი როლი ბერა თითის გამონცალკევება იყო დანარჩენი ოთხისგან :)) პრიჩინა აღარ მახსოვს რაღაც დოკუმენტური ფილმი იყო, მერე იყო სწორედ ხორცის ჭამა იყო, მაგრამ არამგონია ძლიერ წინ წასულიყო არსება რომელსაც აზროვნება არ განუვითარდებოდა :)) სწორედ კითხვის დასმის უნარი იყო ყველაზე დიდი და სწრაფი გარღვევა განვითარებაში :titebi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეცნიერების და ფილოსოფის განვითარება

 

ჩემი აზრით

 

მართალია, ოღონდ მაგას წინაპირობად ინტერესი ესაჭიროება, ინტერესს კი კითხვის გაჩენა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაფშეტა ეგრე თუ ვიმსჯელეთ, მეცნიერები თვლიან რომ თანამედროვე ადამიანის ჩამოყალიბებაში მთავარი როლი ბერა თითის გამონცალკევება იყო დანარჩენი ოთხისგან

 

მაიცა კაცო, ცერა თითი ხო ყველა ცხოველს აქვს.

 

მე როგორც ვიცი ხორცის ჭამამ აქცია ადამიანი სოციალურ ცხოველად და მერე განვითარდა აზროვნებაც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

მაიცა კაცო, ცერა თითი ხო ყველა ცხოველს აქვს.

 

მე როგორც ვიცი ხორცის ჭამამ აქცია ადამიანი სოციალურ ცხოველად და მერე განვითარდა აზროვნებაც

 

აქვთ მაგრამ არა ისე როგორც ადამიანს. დანარჩენი 4 ერთ სიბრტყეზეა და ცერა ცალკეა, თანაც რაც მთავარია გაცილებით ძლიერი თითია დანარჩენებთან შედარებით. თუ სწორედ მახსოვს სწორე თითების ეგეთი განლაგება და ძალთა ბალანსი უწყობს ხელს მის მოქნილობას და უნივერსალურობას.

 

ხორცს რაც შეეხება ეგ იმიტომაა მნიშვნელოვანი რომ მცენარეებისგან განსხვავებით ხორცში დიდი რაოდენობით საჭირო პროტეინები და ამინომჟავებია, რაც ენერგიის მიღების მხრივ უმნიშვნელოვანესი ცვლილებაა, პრაქტიკულად გადარჩენის შანსები გაცილებით გაიზარდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხორცს რაც შეეხება ეგ იმიტომაა მნიშვნელოვანი რომ მცენარეებისგან განსხვავებით ხორცში დიდი რაოდენობით საჭირო პროტეინები და ამინომჟავებია, რაც ენერგიის მიღების მხრივ უმნიშვნელოვანესი ცვლილებაა, პრაქტიკულად გადარჩენის შანსები გაცილებით გაიზარდა.

 

ხორცი კალორიულია. შესაბამისად არაა საჭირო მთელი დღე საკვების მიღებით იყო დაკავებული, ბალახისგან განსხვავებით. ამან გააჩინა თავისუფალი დრო და ამ თავისუფალმა დრომ განაპირობა სოციალური განვითარება.

 

ცერა თითი ყველას ეგრე აქ თითქმის. არ გადავალ ჩემ სიტყვას:))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

ხორცი კალორიულია. შესაბამისად არაა საჭირო მთელი დღე საკვების მიღებით იყო დაკავებული, ბალახისგან განსხვავებით. ამან გააჩინა თავისუფალი დრო და ამ თავისუფალმა დრომ განაპირობა სოციალური განვითარება.

 

ცერა თითი ყველას ეგრე აქ თითქმის. არ გადავალ ჩემ სიტყვას:))/>

 

:)) ხორცი მარტო კალორია კი არაა, ტვინისთვისაც საჭირო ენერგია მოიტანა, თანაც ხორცს უკვე მაშინ ჭამდნენ ჩვენი წინაპრები სანამ ჰომოსაპიენსად გადაიქცეოდნენ, ანუ სანამ მაიმუნები იყვნენ. :titebi: აი ზატო მაგ მაიმუნებს ისეთი ხელები არ ქონდათ როგორიც ჩვენ :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხორცი მარტო კალორია კი არაა, ტვინისთვისაც საჭირო ენერგია მოიტანა, თანაც ხორცს უკვე მაშინ ჭამდნენ ჩვენი წინაპრები სანამ ჰომოსაპიენსად გადაიქცეოდნენ, ანუ სანამ მაიმუნები იყვნენ.

 

ხორცის ჭამამ ყბები დააპატაეავა და შესაბამისად ტვინისთვის გაიზარდა ადგილიო ამასაც ამბობენ მავანები:titebi: მაიმუნებს ა ლაც ჩვენნაირი ხელები აქვთ და ეგ როგორ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხორცის ჭამამ ყბები დააპატაეავა და შესაბამისად ტვინისთვის გაიზარდა ადგილიო ამასაც ამბობენ მავანები :titebi: მაიმუნებს ა ლაც ჩვენნაირი ხელები აქვთ და ეგ როგორ?

 

იმ პრიმატებისგან განშტოვდა დანარჩენები და მაგიტო :) თანაც ერთნაირი არ გავაქვს ხელები, წყობა ერთია მაგრამ აგებულება სულ სხვანაირია, მიდი აბა ხეზე ეკიდე ერთი ხელით :D ვერა შენი ხელი მაგისთვის არაა განსაზღვრული, ვიწრო გრძელი და მოქნილი თითები გაქვს იმ მაიმუნების კოტიტა და ძლიერი თითებისგან განსხვავებით. შიმპანზე ისეთი მოქნილობიდ და გრაციოზულად ვერ დაიჭერს ხელში ნივთს როგორც შენ. :titebi: მაგან განაპირობა ის რომ ადამიანის ხელში ყველაფერს უკეთესი გამოყენება ეძლეოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგან განაპირობა ის რომ ადამიანის ხელში ყველაფერს უკეთესი გამოყენება ეძლეოდა.

 

იქნებ პირიქითაა? იქნებ იმიტო განგვივითარდა ხელები რო რაღაცების დაკავებას ვცდილობდით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქნებ პირიქითაა? იქნებ იმიტო განგვივითარდა ხელები რო რაღაცების დაკავებას ვცდილობდით?

უფრო იმან განაპირობა რომ ხიდან ჩამოვიდა მიწაზე და 2 ფეხზე მოუწია დგომა... მინდვრებში, ბალახებში თავი რაც შეიძლება მაღლა უნდა აეწია რომ დაენახა სივრცე და ენადირა, ხიდან ჩამოსვლას ის მოყვა რომ ძლიერი თითები საჭირო აღარ იყო და ნელ-ნელა დასუსტდა, დაგრძელდა და უფრო მოსახერხებელი გახდა, ამას მოყვა მერე ნივტებით მანიპულირება, + ხორცი. ეს ყველაფერი დიდი ხანი გრძელდებოდა სადღაც 100-50 ათასი წელი, მაგრამ იმის შემდეგ რაც ფიქრი დაიწყო და კითხვები გაუჩნდა განვითარების ტემპი უეცრად ავარდა. 20 ათას წელიწადში იმდენს მივაჭიეთ რომ მთვარეზე გავფრინდით :titebi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცობრიობის ყველაზე დიდ გამოგონებად(თუ ეს მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს) ითვლებოდა გასულ საუკუნეში:

 

1, სამეთუნეო წრე.

 

2.ბორბალი.

 

3. კომპასი.

 

4, დენთი,

 

5. აღარ მახსოვს ვინმემ თუ გაიხსენა დაამატოს

 

სულ ხუთი იყო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირადად სპირტის გამოგონება მიმაჩნია(ალქიმიკოსებს გამოუვიდათ შემთხვევით)

 

 

ისე ხუმრობის გარეშე ალბათ მაინც ფინიკიელების გამოგონებას მივანიჭებდი უპირატესობას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...