Proessor Posted January 22, 2016 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2016 რაც არ უნდა უაზრო და ბანალური იყოს ეს საკითხი, აშკარაა, რომ სიკვდილზე ყველა ჩვენთაგანი ფიქრობს. ზოგს მისი ეშინია, ზოგს პირიქით, არ აშინებს და შესაბამისად ბევრსაც არ ფიქრობს. არიან ისეთებიც ვისაც ცხოველური ცნობისმოყვარეობა ამოძრავებთ ამ საკითხთან დაკავშირებით... ამ ცნობისმოყვარეთა რიგს მივეკუთვნები მეც. არ ვნატრობ ჩემს აღსასრულს, მაგრამ მშვიდად ველოდები ჟამს როდესაც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ კოლოსალურ კითხვას პასუხი გაეცემა. დავიწყოთ იქიდან თუ რა არის მისი აღმატებულება სიკვდილი. ფაქტია რომ ეს უბრალოდ პროცესია, გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში, ეს იგივეა რაც ერთ ოთახიდან მეორეში გასვლა, მაგრამ ოთახიდან ოთახში გასვლა ეს ის პროცესია, რომლის დროსაც ჩვენ არ გვეშინია, მარტივად, ჩვენ ვიცით რა გველის კარებს მიღმა. გამოდის რომ ჩვენ პროცესი კი არ გვაშინებს, არამედ არცოდნა იმისა თუ რა გველის იქით. შიში ბუნებრივი და მარტივია, უძლიერესი ეგოისტური გრძნობა იმისა, რომ ჩვენ შეიძლება რაღაც დავკარგოთ, რაღაც რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რის გარეშეც სხვა ყველაფრის კეთება შეუძლებელია. შიში მაშინ დგება როდესაც ჩვენ სიტუაციას ვერ ვაკონტროლებთ, როდესაც არ ვართ დარწმუნებულები მოვლენის ქრონოლოგიურობაში და შესაბამისად გონების სიღრმიდან მოდის გრძნობა, რომელიც სხვა დანარჩენ გრძნობებს თავისი ბნელი ჩრდილით მარტივად ფარავს. თამამად შემიძლია ვთქვა რომ შიშის ფენომენი არის ყველაზე მძლავრი მექანიზმი რომელიც განაპირობებს ჩვენს ყოფიერებას და შესაბამისად ხაზს უსვავს იმას რომ ყველაზე ძლიერი ეგოისტური გრძნობა მართავს თითოეულ ჩვენთაგანს. მასთან გამკლავება შეუძლებელია, ვერანაირი ფილოსოფია და ფსიქოლოგიური ჩარევა ვერ დააკნინებს ამ გრძნობას რადგან თუ ის სულიერი გამოვლინებაა, მაშინ ის ჩვენი სულის ნაწილია, ხოლო თუ ბიოლოგიური მაშინ უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს რომ ეს ყველაზე უძველესი ინსტინქტია რომელიც თითოეული არსების გენშია. ეჭვი მეპარება ადამიანმა შეძლოს მისი მოშორება ან გარდაქმნა, რაც თავად ბუნებამ ვერ შეძლო მილიარდობით წლის მანძილზე. საინტერესოა არის თუ არა სიკვდილი განთავისუფლება შიშისგან ე.ი ეგოიზმისგან? ძნელი სათქმელია მაგრამ ფაქტი ერთია, ჩვენ ხის ჯოხით ოქროს საბადოს ვქექავთ, ვეძებთ ოქროს მაგრამ საერთოდ არ ვიცით რაში გვჭირდება ეს განძი. მას რამდენიმე გზა გააჩნია რომლებიც მთავარი კითხვის ძირითადი ნაწილია. სად მიგვიყვანს სიკვდილი?.. ზოგი თვლის რომ სიკვდილის შემდეგ არაფერია, რომ უბრალოდ გაქრები და აღარ იარსებებს შენთვის არც დრო არც ეგო და არც ინფორმაცია საკუთარი თვის შესახებ. ეს უაზროა, მე კი უაზრო საკუთარი თავიც კი არ მომწონს. ჩვენ ვიბადებით და ვკვდებით, ვაკეთებთ რაღაცას, რასაც გადავცემთ სხვებს, რასაც ვასწავლით სხვებს, იმას რაც მათ უნდა გააგრძელონ, რაც დაეხმარებათ მათ მომავალში, შემდეგ მოდის ვიღაცა და გვეუბნება, ეგ აზრი რისთვისაც თქვენ წვალობთ სინამდვილეში უაზრობაა, რადგან ოდესღც მოვა დრო როცა კაცობრიობა აღარ იქნება, დრო როდესაც თვით სამყარო გაჩერდება, რასაც აქვს დასაწყისი იმას დასასრულიც აქვს და ეს ყველამ კარგად იცის. ეს თამაში მე არ მომწონს, სიმართე რომ ვთქვა საერთოდ აბსურდად მიმაჩნია. მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს. თუ გაჩნდა ეს სამყარო ე.ი მას რაღაც წინაპირობა ქონდა რომ გაჩენილიყო და შესაბამისად ეს წინაპირობა მოითხოვს პროცესის შეუქცევად გაგრძელებას. თუ ეს ყველაფერი უაზროა და არავის არაფერი მოეკითხება, მაშინ თავისუფლად შემიძლია ბავშვს ყელი გამოვჭრა, დავაქციო ყველაფერი რაც გვიშენებია და მოვსპო ნებისმიერი იდეა და აზრი იმის შესახებ რომ ჩვენ ოდესმე ვარსებობდით. მიმზიდველი არ არის ნამდვილად ეს სცენარი. მეორე შემთხვევა რელიგიას ეხება, მარტივი და ყველასთვის ცნობილი სცენარით. სიკვდილის შემდეგ სამოთხე ან ჯოჯოხეთი... მე თუ მკითახავთ ეს ზედმეტად ზედაპირული და პრიმიტიული გაგებაა იმისა რაც ძველმა ცოტათი პრიმიტიულად მოაზროვნე ადამიანებმა შექმნეს. ეს უფრო ლეგენდაა, მითია რომელიც მარტივ და მხატვრულ აღქმას გვაძლევს იმქვეყნიერებაზე. არამგონია ვინმეს ღმერთი გასაუბრებოდა თუ ის არსებობს, მისთვის ყვლეა თანასწორია და განსაკუთრებული არცერთია. შეაბამისად რატომ უნდა დავჯდე მე ჭიანჭველებთან და ვუხსნა ის რასაც ისინი საერთოდ ვერ გაიგებენ ან თუ გაიგეს ისიც თავისებურად და რათქმაუნდა პრიმიტიულად. დანარჩენი უკვე რელიგიური დავის საგანია და არ შევეხები იმას რაშიც კომპეტენტური არ ვარ. ჩემთვის ყველაზე მიმზიდველია ის რომ სიკვდილი შეიძლება იყოს სხვა სამყაროსკენ მიმავალი ხიდი, რეინკარნაციის გზა, დაბადება და სიკვდილი, ისევ და ისევ, სხვადასხვა რეალობებში, სხვადასხვა ფორმებში, სხვადასხვა არსებების სხეულებში ან სხეულის და ფორმის არ მქონე არსებებში. მე შეიძლება ის ცხოვრება რასაც ეხლა გავდივარ უამრავჯერ გამივლია და ეხლა ისევ აქ ვარ რადგან რაღც არ დამისრულება, რაღაც რაც მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა დავასრულო. ოდესღაც ალბათ ამ გზას ვიპოვი შემთხვევით, მაგრამ ამ გზის საპოვნელად მე უამრავი ცდა დამჭირდება. შესაძლოა ეს სამყარო სადაც ამჟამად ვიმყოფები ზედა საფეხურია წინა ცხოვრებასთან მიმართებაში, სადაც წინ წავიწიე, გავაცნობიერე რაღაც რამაც მომცა ამ სამყაროსკენ მოსასვლელი ბილეთი, მაგალითად ის რომ მე გავაცნობიერე საკუთარი თავი როგორც "მე"-დ და ვინ იცის რას უნდა მივხვდე ამ სამყაროში რომ უფრო მაღალ საფეხურზე წავიწიო. რათქმაუნდა მოგონებები წინა ცხოვრებისა ვერ მექნება რადგან ის მატერიალურია და ეგ ინფორმაცია მხოლოდ იქ რჩება სადაც ვიყავი მისი მატარებელი. მე უბრალოდ ჩემი სულის ნაპერწკალი ცოტათი გავაკაშკაშე. ამაზე ფიქრი თავს მიხეთქავს, ასე მგონია, რომ მე ყოველთვის ვიყავი და უნდა ვიყო. თუ ამ ყველაფერს დასასრული აქვს მაშინ ბოლო საფეხური უნდა იყოს იმ ფაქტის გაცნობიერება რომ მე ვარ თავად უსასრულობა. შეიძლება ისიც რომ მე ვარ თქვენ და თვენ ხართ მე, ჩვენ ყველა ერთი რაღაცის ნაწილი ვართ რომელიც ცდილობს არაფრისგან გადაიქცეს ყველაფრად, რომ გააცნობიეროს საკუთარი თავი, როგორც ყველაფრად, ისევე არაფრად. შეიძლება ყველაფერი უფრო რთულადაა და ჩვენ თვითონ ღმერთი ვართ რომელიც ცდილობს იმის გაგებას რომ ის მართლაც ღმერთია... როგორც ამბობენ "ჩვენ სამყარო ვართ, რომელიც ცდილობს საკუთარი თავის გაცნობიერებას". მე მჯერა რომ სიკვდილი ეს დასაწყისია, და შეიძლება დასაწყისი რომელიც ყოველთვის იწყებოდა და დაიწყება... რავიცი... თქვენ როგორ გგონიათ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted January 22, 2016 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2016 მე მჯერა რომ სიკვდილი ეს დასაწყისია, და შეიძლება დასაწყისი რომელიც ყოველთვის იწყებოდა და დაიწყება... რავიცი... ოო, შენი ტექსტები კაი საკითხავია ხოლმე მარა ამან იმედები გამიცრუა... რაღაც ზედაპირული და ათასჯერ ნათქვამი ფრაზებითაა სავსე. ასევე ეტყობა რო სენსიტიური საკითხია შენთვის და ბოლომდე ვერ შეძელი ცივი გონებით დალაგება-გასალაშინება... თუ სიცოცხლის მერე არაფერია ეს უფლებას გვაძლევს ბავშვები ვხოცოთო, როგორც შენ თქვი. მაშინ ერთი მაინტერესებს მე,თუ სიკვდილი დასაწყისია მაშინ რთული გამოცდის წინ ზედმეტ მეცადინეობას არ ჯობია თავი მოვიკლა და თავიდან დავიწყო? პ.ს. ერთადერთი ამ ბოლოს დამჩემდა უეცარი სიკვდილის შიში, ისიც ზედაპირულად. ანუ არ მინდა გაუფრთხილებლად სიკვდილი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Proessor Posted January 22, 2016 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2016 რაღაც ზედაპირული და ათასჯერ ნათქვამი ფრაზებითაა სავსე. ნამდვილად... მარტივად და მოკლედ დაწერილია. აღარ ჩავუღრმავდი, რადგან დანარჩენს უკვე კონკრეტულად განვიხილავთ თუ იქნება კითხვები და შენიშვნები. თუ სიცოცხლის მერე არაფერია ეს უფლებას გვაძლევს ბავშვები ვხოცოთო, როგორც შენ თქვი. მაშინ ერთი მაინტერესებს მე,თუ სიკვდილი დასაწყისია მაშინ რთული გამოცდის წინ ზედმეტ მეცადინეობას არ ჯობია თავი მოვიკლა და თავიდან დავიწყო? თავიდან რომ დაიწყებ რა დარწმუნებული ხარ რომ მერეც იგივეს არ გააკეთებ? და ასე გინდა საკუთარი წრე შექმნა რომელსაც ვერ გაცდები? აზრს თუ ამოიკითხავ მაგ საქციელში გამიზიარე. აბა დაფიქრდი. იქნებ წინა ცხოვრებაში უკვე ჩაიდინე ეგ... და აზრი? შენ ეხლა ისევ მანდ ზიხარ და ისევ უკმაყოფილო ხარ, არაფერი შეცვლილა. პ.ს. ერთადერთი ამ ბოლოს დამჩემდა უეცარი სიკვდილის შიში, ისიც ზედაპირულად. ანუ არ მინდა გაუფრთხილებლად სიკვდილი.. ანუ შენ ის ტიპი ხარ დახვრეტის წინ თვალებში რომ უყურებს ჯალათს? საინტერესოა, მე საერთოდ არ მაქვს პრობლემა მაგ მხრივ, ალბათ ყველაზე მეტად ის არ მინდა ნელი და მტანჯველი სიკვდილით რომ მოვკვდე, თუმცა ეგეც არაფერია რაც მოხდება მოხდეს, პრობლემა არ მაქვს არასასიამოვნო გრძნობა მომაკვდავს კი არა ცოცხალსაც არ მოსწონს შენგან განსხვავებით ხალხი ნატრულობს უეცარ სიკვდილს, ძილში მაგალითად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted January 22, 2016 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2016 და აზრი? შენ ეხლა ისევ მანდ ზიხარ და ისევ უკმაყოფილო ხარ, არაფერი შეცვლილა. ხოდა სიკვდილიც ეგაა ჩემთვის, შენც გაქრები და შენი უკმაყოფილებაც... ამიტო მომწონს სიკვდილი, თუმცა რომანტიკოსი პოეტივით შეყვარებული არ ვარ მასზე შენგან განსხვავებით ხალხი ნატრულობს უეცარ სიკვდილს, ძილში მაგალითად. თავად სიკვდილი კი ჯობია უეცარი, წამება არავის უნდა. მაგრამ მე მინდა წინასწარ ვიცოდე... მინდა ვიცოდე დრო რამდენი მაქვს და უფრო ეფექტურად ვიმოქმედებ... გრძელვადიან გეგმებს რო მივდიო და ფინალამდე ცოცხალმა ვერ მივაწიო მაგრა გამიტყდება. თუმცა რაღა გამიტყდება აღარსად და არაფერი აღარ ვიქნები, მარა მაინც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Proessor Posted January 22, 2016 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2016 ხოდა სიკვდილიც ეგაა ჩემთვის, შენც გაქრები და შენი უკმაყოფილებაც... ამიტო მომწონს სიკვდილი, თუმცა რომანტიკოსი პოეტივით შეყვარებული არ ვარ მასზე თავად სიკვდილი კი ჯობია უეცარი, წამება არავის უნდა. მაგრამ მე მინდა წინასწარ ვიცოდე... მინდა ვიცოდე დრო რამდენი მაქვს და უფრო ეფექტურად ვიმოქმედებ... გრძელვადიან გეგმებს რო მივდიო და ფინალამდე ცოცხალმა ვერ მივაწიო მაგრა გამიტყდება. თუმცა რაღა გამიტყდება აღარსად და არაფერი აღარ ვიქნები, მარა მაინც ნამდვილად აღარ იქნები, იმიტომ რომ შენი მოგონებები არ იქნება შენთან, სიცოცხლე კი ის არის რაც გახსოვს, როგორც ჭაბუამ ბრძანა ადრე მიარსებია თუ არა მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი არის მომენტი, მომენტი ეხლა. ხოდა მე ეს მომენტი უნდა გამოვიყენო. დანარჩენი შეუქცევადია და ჩემზე არაა დამოკიდებული, ჩვენთვის კი მნიშვნელობა რაღაცას მაშინ აქვს როდესაც ჩვენზეა დამოკიდებული ცვლილება. მე სულ რომ ხელსაწყო მომცენ რომელიც მომავალს აჩვენებს არ გამოვიყენებ, რაღაც მარაზმს გავს, თავი რობოტი მეგონება რომელიც დაპროგრამირებულია ისე რომ აუცილებლად ის ფინალი ქონდეს რომელიც უწერია, მირჩევნია ამწამსვე გავთავდე ვიდრე ვიცოდე რომ 50 წლის, 5 თვის, 4 საათის და 33 წუთის შემდეგ მოვკვდები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted January 22, 2016 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2016 მე სულ რომ ხელსაწყო მომცენ რომელიც მომავალს აჩვენებს არ გამოვიყენებ, რაღაც მარაზმს გავს, თავი რობოტი მეგონება რომელიც დაპროგრამირებულია ისე რომ აუცილებლად ის ფინალი ქონდეს რომელიც უწერია, მირჩევნია ამწამსვე გავთავდე ვიდრე ვიცოდე რომ 50 წლის, 5 თვის, 4 საათის და 33 წუთის შემდეგ მოვკვდები. შენგან სხვა არცაა მოსალოდნელი.... საკუთარ თავზე შენსავით შეყვარებული ადამიანისგან ძნელია იმის აღიარება რომ სიკვდილი უბრალო გაქრობაა, განადგურება.. ერთადერთი გამოყენება მხოლოდ გვამს თუ ექნება თორე დანარჩენი ყველაფერი უკვალოდ ქრება...არანაირი რეინკარნაცია...სიცოცხლე სულ ახლიდან იბადება... მარა მე სხვანაირად ვუდგები, შეიძლება პრაგმატულიც ეწოდოს ამას. თუ მეცოდინება რო 50წლის მოვკვდები მაშინ საპენსიო ფონდებში ფულს არ შევიტან გეგმებს ისე შევადგენ რო ყველაფერი მოვასწრო,რაც არ მოესწრება იმას სულ შევეშვები და გამზადებული დავხვდები სიკვდილს ვინაიდან სიკვდილის თარიღის ერთადერთი ზუსტი(თუმცა ესეც ბევრჯერ შემცდარა) გამოთვლა სუიციდითაა შესაძლებელი...ვფიქრობ ამაზე, მარა ჯერ ვთვლი რო ძაან ადრეა. ასე 35წლამდე უეჭველი მოვიცდი და მერე უკვე შეიძლება სერიოზული მოქმედებები;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Proessor Posted January 22, 2016 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2016 ყველაფერი უკვალოდ ქრება...არანაირი რეინკარნაცია...სიცოცხლე სულ ახლიდან იბადება... ჩემსა და შენს შორის იცი რა განსხვავებაა? მე თუ მოვკვდი და შენ მართალი ხარ, მაშინ გავქრები და ვერც ვერაფერს გავაცნობიერებ, აი შენ კი თუ მე აღმოვჩნდი მართალი, რაღაც ეტაპზე შეიძლება იმედი გაგიცრუვდეს სხვა სამყაროში, სხვა პლანეტაზე რომ უცნაურ სხეულში დიბადო მერე რა გეშველბა იქაც თავს მოიკლავ? სიკვდილის თარიღის ერთადერთი ზუსტი(თუმცა ესეც ბევრჯერ შემცდარა) გამოთვლა სუიციდითაა შესაძლებელი...ვფიქრობ ამაზე, მარა ჯერ ვთვლი რო ძაან ადრეა. ასე 35წლამდე უეჭველი მოვიცდი და მერე უკვე შეიძლება სერიოზული მოქმედებები;) შენი საქმისა შენ იცი, თუ ეს შენი მიზანია მაშინ არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს და განგსაჯოს. მაგრამ იცოდე რომ ჩემთვის ეგ მიუღებელია, თუ მე მართალი ვარ მაშინ ოდესღაც ჩვენ არაერთხელ შევხვდებით და ამ ოდესღაცთა ოდესღაცში მე პრინციპულობა უფრო გამყარებული მექნება და მერე ვეღარ შევიკავებ თავს, ერთს მაგრად გფეთავ რომ ეგ აზრები ამოგიყარო თავიდან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted January 22, 2016 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2016 თუ მე მართალი ვარ მაშინ ოდესღაც ჩვენ არაერთხელ შევხვდებით და ამ ოდესღაცთა ოდესღაცში მე პრინციპულობა უფრო გამყარებული მექნება და მერე ვეღარ შევიკავებ თავს, ერთს მაგრად გფეთავ რომ ეგ აზრები ამოგიყარო თავიდან იმედგაცრუებას აგერ გაჩვენებ მაიცა თუ შენ ხარ მართალი, მაშინ შენს თეორიაზე დაყრდნობით შეიძლება რო ჩვენ წინა ცხოვრებებშიც ვიცნობდით ერთმანეთს...შენ შეიძლება ჩემი ცოლიც იყავი, ან პირიქით ) არა ძმაო, ამას ისევ ჩემი მირჩევნია. ერთხელ სიკვდილი სჯობია მარადჟამ დაღონებასო შოთიკოც ხო მაგას გვეუბნება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Proessor Posted January 22, 2016 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2016 იმედგაცრუებას აგერ გაჩვენებ მაიცა თუ შენ ხარ მართალი, მაშინ შენს თეორიაზე დაყრდნობით შეიძლება რო ჩვენ წინა ცხოვრებებშიც ვიცნობდით ერთმანეთს...შენ შეიძლება ჩემი ცოლიც იყავი, ან პირიქით ) მე უფრო მეტსაც გეტყვი... იქნებ მე, შენ და სხვა ყველაფერი ერთი ვართ სხვადასხვა გზაზე? იქნებ მე შენ ვარ სხვა ცხოვრებაში? რადგან წინაზე თავი მოიკალი არა ძმაო, ამას ისევ ჩემი მირჩევნია. ერთხელ სიკვდილი სჯობია მარადჟამ დაღონებასო შოთიკოც ხო მაგას გვეუბნება ეგ მარტივი გამოსავალია ზედმეტად, თორე არც მე მაღელვებს... გავქრე და ვსიო მაგის დედაც ერთი დიდი ძილია მაგრამ მე ეგრე ადვილად მარტივად არ გავახარებ საკუთარ თავს, სანამ ბოლომდე არ შევჭამ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted January 22, 2016 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2016 მე უფრო მეტსაც გეტყვი... იქნებ მე, შენ და სხვა ყველაფერი ერთი ვართ სხვადასხვა გზაზე? იქნებ მე შენ ვარ სხვა ცხოვრებაში? რადგან წინაზე თავი მოიკალი რთულ თემას შეეჭიდე, წარმატებებს კი გისურვებ, მარა არამგონია რამე გამოვიდეს ეგრე დამჯდარა საფიქრალად თურმე ერთ საღამოს ბესო და დილით კესომ გაიღვიძა უკვე ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted January 22, 2016 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2016 (edited) ეგ მარტივი გამოსავალია ზედმეტად, თორე არც მე მაღელვებს... გავქრე და ვსიო მაგის დედაც ერთი დიდი ძილია მაგრამ მე ეგრე ადვილად მარტივად არ გავახარებ საკუთარ თავს, სანამ ბოლომდე არ შევჭამ რო შეიგნებ რო მხოლოდ ეს წუთისოფელია მოცემულობა და ვერაფრით გადაახტები, მერე ახალი ცხოვრების მიზნები გიჩნდება. სულ აღარ გხიბლავს უვადო გეგმები და ყოველდღიურობას უფრო უკეთესს იხდი. დაგეხმარები და ჩემი ცხოვრების დევიზზს გაგიმხელ: შესვი, შეჭამე,შეეცი)/> მეც და შენც ერთნაირი სიკვდილი გველის(ნუ შეიძლება შენ დამასწრო), ერთნაირად გავქრებით ორივე... აი გაქრობის წუთამდე რო მიხვალ და უკან მოიხედავ მერე მიხვდები მართალი იყოო:titebi:/> Edited January 22, 2016 by mama Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Proessor Posted January 22, 2016 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2016 რთულ თემას შეეჭიდე, წარმატებებს კი გისურვებ, მარა არამგონია რამე გამოვიდეს ეგრე დამჯდარა საფიქრალად თურმე ერთ საღამოს ბესო და დილით კესომ გაიღვიძა უკვე ) ხოო... აი როგორ რთულდება საკითხი რაც უფრო რთული და კომპლექსურია საკითხი სწორედ ის მიზიდავს მე იყო ასეთი მეცნიერი გეორგ კანტორი, მათემატიკოსი რომელმაც მათემატიკაში უსასრულობის კონცეფცია შემოიტანა (დაწოლილი რვიანი) და პრაქტიკულად დღევანდელი მათემატიკა მის კვლევებზეა დაყრდნობილი. კანტორი ერთადერთია რომელიც უსასრულობას შეეჭიდა სინამდვილეში. მის თეორიებს თავის დროში მასხრად იგდებდნენ, და საბოლოოდ უსასრულობამ კაცი გააგიჟა... სიცოცხლე საგიჟეთში მარტოობაში გაათავა. მეც ეგ მიწერია მგონი აი გაქრობის წუთამდე რო მიხვალ და უკან მოიხედავ მერე მიხვდები მართალი იყოო :titebi:/> მთელი ცხოვრება თავად ცხოვრებას ვებრძვი და ვეჯიბრები და შენი აზრით სიკვდილს დავნებდნები ქალიშვილივით? მაგის დედაც თვად გავხდები სიკვდილი და მოგინახულებთ ხოლმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted January 23, 2016 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2016 ზოგს პირიქით, არ აშინებს და შესაბამისად ბევრსაც არ ფიქრობსმე ამ კატეგორიას მივეკუთვნები.. იმიტომ კი არა, რომ სხვაზე ნაკლებად მინდა სიცოცხლე.. უბრალოდ.., რავი.., ასეთი გამოღლევებული ვარ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Proessor Posted January 23, 2016 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2016 მე ამ კატეგორიას მივეკუთვნები.. იმიტომ კი არა, რომ სხვაზე ნაკლებად მინდა სიცოცხლე.. უბრალოდ.., რავი.., ასეთი გამოღლევებული ვარ.. :brr:/> ეგ ყველაზე კარგი ვარიანტია. გამოღლევება არაა მაგი, უფრო პოხუიზმია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted January 23, 2016 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2016 გეორგ კანტორი, მათემატიკოსი რომელმაც მათემატიკაში უსასრულობის კონცეფცია შემოიტანა (დაწოლილი რვიანი) და პრაქტიკულად დღევანდელი მათემატიკა მის კვლევებზეა დაყრდნობილი. კანტორი ერთადერთია რომელიც უსასრულობას შეეჭიდა სინამდვილეში. მის თეორიებს თავის დროში მასხრად იგდებდნენ, და საბოლოოდ უსასრულობამ კაცი გააგიჟა... სიცოცხლე საგიჟეთში მარტოობაში გაათავა. ჩემი სეხნე ეგ კი ვიცოდი მარა საგიჟეთით თუ დაამთავრა არ ვიცოდი. ისე ლოგიკურია მაგის დედაც თვად გავხდები სიკვდილი და მოგინახულებთ ხოლმე ახლა ჩააქრე შუქები მონსტრობა დავიჯერეთ მარა ნამეტანსაც ნუ მოინდომებ მე ამ კატეგორიას მივეკუთვნები.. იმიტომ კი არა, რომ სხვაზე ნაკლებად მინდა სიცოცხლე.. უბრალოდ.., რავი.., ასეთი გამოღლევებული ვარ.. მე მშურს შენი, ოღონდ თეთრი შურით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.