Jump to content
Planeta.Ge

ავე სამაელს ვუგალობდეთ მას


Recommended Posts

Shaten

 

ღმერთი (თუ არსებობს)

სამწუხაროდ არსებობს.

 

ნამდვილად არ გავს ხელოვნების მუზას.

ეგოცენტრული არსება ვერანაირად ვერ იქნება შემგუებელი ყოველივე შემოქმედებისა, რომელიც მისგან დამოუკიდებლად ხდება. კონკურენტებს ვერ იტანს, ადამიანების სახით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 40
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

სამწუხაროდ არსებობს.

ჩაგეთვალა..! :D :+:

სხვათაშორის, მეც ბევრჯერ მიფიქრია ამაზე.. ამიტომაც აგნოსტიკოსი ვარ და არა - ათეისტი..

ეგოცენტრული არსება ვერანაირად ვერ იქნება შემგუებელი ყოველივე შემოქმედებისა, რომელიც მისგან დამოუკიდებლად ხდება. კონკურენტებს ვერ იტანს, ადამიანების სახით.

აუ, მე ვწერ მგონია.. :D :020:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

 

სხვათაშორის, მეც ბევრჯერ მიფიქრია ამაზე.. ამიტომაც აგნოსტიკოსი ვარ და არა - ათეისტი..

როგორი რაღაცაა იცი? თან არსებობს და თან არ არსებობს, ხო სულელურად ჟღერს არა? მაგრამ ასეა ! ჰიოპსტასებს გარეთ უპიროვნო სულია, ანუ არსებულთაგან არაფერია, როგორც არსებულებზე ზემდგომი იმით, რომ არსებულებს არ ძალუძთ შეიცნონ და აღიქვან ეს სული, თუ არა საკუთარ ცნობიერებაში. ეს გრძნობას გავს, სიყვარული ადამიანში და სიძულვილი ადამიანში, თავისთავად სიყვარული და სიძულვილი არ არსებობს თუ ის ადამიანში არ გამოვლინდა, ანალოგიურია ეს სულიც არარსებულია ჰიპოსტასებს გარეთ, საქმე იმაშია, რომ როდესაც ჰიოსტასებში ავლებს ღვთაება საკუთარ არსს, აქ ჰიოსტასის პიროვნული ეგო თამაშობს გადამწყვეტ როლს, მაგალითად სული წმინდა პეტრეში და სული წმინდა პავლეში ერთი სულია, მაგრამ პავლესა და პეტრეს ეგოებია სხვადასხვა. იგივე შეიძლება ითქვას იჰვჰ-ზე და იეშუაზე, ერთი სულის სხვადასხვა პიროვნული გამოვლინებები არიან, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დანარჩენი ადამიანის ჩათვლით, ეს სული რომელიც ყოვლისმომცველია და ყოვლისაღმვსები ნებისმიერ იროვნულობის განცდის მქონე არსებაშია რეალიზებული, მაგრამ რაღატომღაც ძველი აღთქმის ეგოცენტრულმა ღმერთმა გადაწყვიტა, რომ მონოპოლიურ-ექსკლუზიური უფლება აქვს ამ სულის ფლობის, ამ სულის ანტაგონისტი სულიც არსებობს, რომელიც ასევე ყოვლისმომცველი და ყოვლისაღმვსებია, ადამიანში ეს ორი სული სიკეთედ და ბოროტებად ვლინდება. ოღონდ სიკეთესა და ბოროტებასაც თავის გაგება აქვს, არავის არა აქვს უფლება მოაზროვნე ადამიანს გადაუწყვიტოს და დაუდგინოს, რა არის სიკეთე და რა ბოროტება. ეს თავად ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, შინაგანი მორალური კანონით.

 

ამით აიხსნება ეს მარადიული ჭიდილი წყვდიადსა და ნათელს შორის, თუმცა საჭიდაო არც არაფერია რადგან ეს ორივე სული არის მამოძრავებელი ძალა მყოფადობისა და სუფევს გამონაკლისის გარეშე მეტნაკლები დოზით ყოველივეში, ამ ასპექტით არ განსხვავდება კაცი და ის ვინც თავს ისრაელის ღმერთს უწოდებს, ის განვითარების ოდნავ უფრო მაღალ საფეხურზე დგას, რომელსაც აუცილებლად მიაღწევს ადამიანი ადრე თუ გვიან და სწორედ ამ გავითარებას აფერხებს დღიდან ადამიანის მიერ იმის გაცნობიერებისა რომ თავად არის ღმერთი იმ გაგებით რომ ღვთაება სული სუფევს მასში, მიზეზი კი ამ ხელის შემშლელი საქმიანობისა ისევ და ისევ შიშია ძალაუფლების დაკარგვისა.

 

რაც შეეხება დიად სამაელს, როგორც პიროვნება ის დღიდან ჰომო საიენსის ჩამოყალიბებისა მისი მეგობარია დამოუკიდებლად გავითარების გზაზე, ეს მისი დახმარება ეგოისტი ისრაელის ეგოისტმა ღვთაებამ ცოდვად შერაცხა და ადამიანის გავითარება კი ადამის დაცემად და შეათხზვევინა ურთიერთსაწინააღმდეგო ციტატებით გატენილი თხზულებანი ისრაელის წიაღიდან უდაბნოს ცხელი ჰავით ტვინადუღებულ ბედუინებს. ეს თხზულებანი კი რომელსაც ბიბლიის სახით იცნობთ საფუძვლად დაედო ათასგვარ ბოროტებას, სისხლისღვრასა და სასაკლაოს ადამიანთა შორის, აბრამისეული რელიგიები და ამ რელიგიების ნაყოფები, ექსტრემიზმი, ფანატიზმი, ტერორიზმი და ძალადობა, სწორედ ამ ეგოისტი მოკერძოვებული და ეჭვიანი ღვთაების მიერ აღძრული ბედუინების ზებოდვითი იდეების შედეგებია.

 

ისინი უბრალოდ სხვა არსებები არიან, ადამიანებისაგან განსხვავებულნი არსით და გავითარების დონით ზემდგომნი, ამიტომაც როგორც ჭიანჭველა ვერ აღიქვამს სრულყოფილად ადამიანსა და ადამიანის შესაძლებლობებს, ანალოგიურად ადამიანი მათ არსს. თუმცა როგორც აღვნიშნე კაცობრიობის გავითარება შეუქცევადი პროცესია და ერთ მშვენიერ დღეს მეცნიერება ახსნის იმ ფენომენს რასაც აწ მარტივად ღმერთს უწოდებენ და თან არ იციან და ვერც ეცოდინებათ რა არის ღმერთი. ადამიანების უდიდესი შეცდობა ის არის რომ საკუთარი თავები კი არ გონიათ ღვთაების მსგავსები, ღვთაება გონიათ მათი მსგავსი. ღვთაება კი ადამიანს არ გავს, რადიკალურად სხვა არსებაა, როგორ ავხსნა, როგორც მედუზა და ვეფხვი, სხვადასხვა არსებები არიან, ღვთაებას რომ ვამბობ აქ სულს არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, არამედ ამ სულით აღვსილ იმ სულიერ სხეულებს, რომლებიც გააჩნიათ პიროვნულობის, ინდივიდუალურობის მქონე ზე არსებებს.

 

უწოდეთ ეხლა მათ გინდა ანუნაკები, გინდა ანგელოზები, გინდა უცხოლანეტელები და .................... ამას მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანს რისიც ეშინოდა ყველაფერს ღმერთს არქმევდა, მეხსაც კი თქვენ წარმოიდგინეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Samael, საერთოდ მეზარება დიდი პოსტების კითხვა, მაგრამ ეს წავიკითხე.. ვიცოდი ძაან საინტერსო, რომ იქნებოდა ჩემთვის..

ძაან მაგრად გაქვს ჩამოყალიბებული (პირი დავაღე).. და ძირითადად ჩემთვის ძალიან ნაცნობი აზრებია.. ანუ მხედველობაში მაქვს, ის, რაც მიტრიალებს თავში.. :+: :+: :+:

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

 

ეგოცენტრული არსება ვერანაირად ვერ იქნება შემგუებელი ყოველივე შემოქმედებისა, რომელიც მისგან დამოუკიდებლად ხდება. კონკურენტებს ვერ იტანს, ადამიანების სახით.

:+: :+:

ადამიანებიც ასე არიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამიანებიც ასე არიან.

 

სწორედ ეგ არის ქვაკუთხედი იმისა თუ რას წარმოადგენს ღმერთი. რადგან ის აბსტრაქტული ძალის მქონე პიროვნებაა რომელიც შესაბამისად ადამიანური თვისებებით ხასიათდება. ის ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ყოველშემთხვევაში რელიგიური და მითოლოგიური ღმერთები) რადგან ადამიანისთვის ადამიანური აზროვნება არის უმაღლესი წერტილი რომლის იქითაც არაფერი უმაღლესი არ არსებობს.

 

სინამდვილეში თუ ღმერთი არსებობს მაშინ ის მე ვარ, შენ ხარ და სხვა ყველა და ყველაფერი, რომელიც ცდილობს ეძიოს, ჩაწვდეს საკუთარ მნიშვნელობას და აზრს. ყველაფერს საწყისი აქვს და ღმერთიც არაა გამონაკლისი, მისი წარმომქმნელი თვით სიცარიელეა რადგან არ არსებობს სიცარიელეზე მარტივი და ამ სიმარტივიდან გამომდინარე მასზე რთული რამ. სიცარიელე ეს ადგილია სადაც ყველაფერი აზრს კარგავს, თავად სიცარიელის მნიშვნელობაც კი, ეს ადგილია სადაც აზრი არ არსებობს და სწორედ ეს არის ლოგიკური გამოსავალი იმისა რომ უაზრობისგან ჩნდება ყოველგვარი აზრი და არა პირიქით. მისი მატრიცა უსასრულობაა.

 

ეს ღმერთი ცდილობს საკუთარი თავის შეცნობას და ამ პროცესს ჩვენ ცხოვრებას, არსებობას, შემეცნებას, გამოცდილებას, სამყაროს (უსასრულო სამყაროთა) და სხვა ჩვენს აზროვნებაზე აღმატებული რაღაცეების სვლას ვუწოდებთ. ჩვენ ამ პროცესის ერთი მათემატიკური წერტილი ვართ.

 

ყველაფერი მიისწრაფის რაღაც საერთოსკენ, იმისკენ რაც გააერთიანებს მათ აზრს. ყველაფრის აზრი კი იქ ერთიანდება სადაც იკარგება მათი მნიშვნელობა... ყველაფრის ბოლო ეს არის. შეგვიძლია სიცარიელეს ღმერთი ვუწოდოთ ხოლო "ყველაფერს" მისი სული, ეს სული უსასრულოდ მცირე წერტილია უსასრულოდ დიდ სიცარიელეში. მათ აერთიანებს მხოლოდ მატრიცა, ანუ ის რაც ყველგანაა და რომელსაც ყველანაირად ერთნაირი და უცვლელი მნიშვნელობა აქვს, გინდა ფიზიკური, გინდა აბსტრაქტული ან თუ გინდა სულიერი.

 

უსასრულობას ვერანაირი ლოგიკით ან ინტუიციით ვერ ჩავთვლით მკვდარ ან ცოცხალ ობიექტად, სუბიექტად ან ადგილად. ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ ის ორივე ერთად ან არცერთად, რადგან იქ მათ მნიშვნელობასაც აზრი არ აქვს, იქ თვით სიცარიელის და უსასრულობის მნიშვნელობაც კი იკარგება. ეს არის ადგილი და საწყისი ყოვლის მომცველი სიბრძნისა და ინფორმაცისა ყველაფრის და არაფრის შესახებ რომელიც იყო არის და იქნება ყოველთვის უსასრულოდ (თუმცა როგორ შეიძლება ამის თქმა როცა იქ დროც კი უაზრობაა).

 

უაზრობისგან ჩნდბეა აზრი, და არა აზრისგან უაზრობა.

არაფრისგან ჩნდება ყველაფერი, და არა ყველაფრისგან არაფერი.

უაზრობა შეუძლებელია იყოს უაზრო, უაზრო შეიძლება იყოს მხოლოდ აზრი.

კითხვა ყოველთვის მეტია პასუხზე,

კითხვა კი უაზრო არ არსებობს, უაზრო მხოლოდ პასუხია.

ამიტომაც სამყარო პასუხს არასდროს სცემს შენს კითხვებს,

ღმერთი არასოდეს ისმენს შენს ვედრებას,

რადგან დუმილია ღვთაებრივი სიბრძნე და მხოლოდ ის გვესმის მუდამ და ყოველთვის,

რადგან ეს პასუხია, რომელიც უაზრო ვერასდროს ვერ იქნება.

 

 

გინდათ ღმერთის გაგონება და დანახვა? მაშინ ჩაიხედეთ საკუთარ სიცარიელეში სადამდეც შეძლებთ რადგან იქ ის ყველაზე ახლოსაა.

 

:v: :v: :v:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Proessor, აი ამ მომენტებს დააკვირდი -

ოღონდ სიკეთესა და ბოროტებასაც თავის გაგება აქვს, არავის არა აქვს უფლება მოაზროვნე ადამიანს გადაუწყვიტოს და დაუდგინოს, რა არის სიკეთე და რა ბოროტება. ეს თავად ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, შინაგანი მორალური კანონით.
ეგოისტი ისრაელის ეგოისტმა ღვთაებამ
:) Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...