Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

როდესაც არსებობაზე ვმსჯელობთ აქ ადამიანის როგორც ცენტრის გულისხმობა არ არის გამართლებული. შეიძლება ვიმსჯელოთ ზოგადად არსებობაზე ან ადამიანზე ცალცალკე და არ მიმაჩნია სწორად ამ ორი კონცეფციის გაერთიანება, რადგან ადამიანი როგორც ერთი დიდი ჯაჭვის ნაწილი ცალკე ვერ იარსებებს. ჯაჭვის ერთ რგოლს ის აზრი აქვს რომ მეორეს უნდა დაუკავშირდეს, აზრი მხოლოდ მათ ერთობლიობას აქვს.

 

ეს აბსტრაქტული კითხვაა რომელსაც ჩემი აზრით პასუხი არ აქვს ისევე როგორც უსასრულობას არ აქვს დასასრული. თუ ვინმე ან რამე ყველაფრის არსებობის აზრს გაიგებს მაშინ ის არარსებული უნდა იყოს. წარმოუდგენელია "რაღაცის" შიგნით იყო და ამ რაღაცაში ყველაფერი გაიგო... ყოველთვის იქნება რაღაც რაც გამოგჩება, რასაც ვერ დაინახავ, ეს რომ შეძლო ამ "რაღაცას" გარედანაც უნდა შეხედო ანუ იმ რაკურსით რომლითაც დამატებით ინფორმაციას მიიღებ, მაგალითად იმას, რომ შიგნიდან ვერასდროს ვერ გაიგებ თუ როგორია ეს "რაღაც" გარედან, სანამ არ დააკვირდები გარედან. ამ "რაღაცის" ანუ ჩვენს შემთხვევაში არსებობის მიღმა არარსებობაა.

 

დასკვნა: არსებობას რომ ჩაწვდე არ უნდა არსებობდე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რადგან ადამიანი როგორც ერთი დიდი ჯაჭვის ნაწილი ცალკე ვერ იარსებებს. ჯაჭვის ერთ რგოლს ის აზრი აქვს რომ მეორეს უნდა დაუკავშირდეს, აზრი მხოლოდ მათ ერთობლიობას აქვს. ეს აბსტრაქტული კითხვაა რომელსაც ჩემი აზრით პასუხი არ აქვს ისევე როგორც უსასრულობას არ აქვს დასასრული. თუ ვინმე ან რამე ყველაფრის არსებობის აზრს გაიგებს მაშინ ის არარსებული უნდა იყოს

მხატვრულად და ლამაზად კი წერ, ფილოსოფიურადაც, ხშირად მითქვამს, მაგრამ ჯაჭვი ხომ რგოლების ერთობლიობაა? ხოდა ჩვენი რგოლის აზრი მაინც რო ვიცოდეთ ეგ ხო მაინც შეიძლება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენი რგოლის აზრი მაინც რო ვიცოდეთ ეგ ხო მაინც შეიძლება?

 

მაგაზეც მაქვს მოსაზრება რათქმაუნდა მაგრამ ცოტა დიდი თემაა. ნუ მოკლედ განსაკუთრებული არაფერი დანიშნულება გვაქვს. თანაც თეისტებისთვის გამაღიზიანებელი მოსაზრებაა :))/>

Edited by Proessor
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგაზეც მაქვს მოსაზრება რათქმაუნდა მაგრამ ცოტა დიდი თემაა

შეამოკლე და გამოუშვი, ხო იცი ერთგული მკითხველი ვარ :titebi:

თანაც თეისტებისთვის გამაღიზიანებელი მოსაზრებაა />

თეისტებს თავიანთი მოსაზრებებიც ოხრად აქვთ, მე ვფიქრობ ათეისტებს უფრო "ჭირდებათ" ცხოვრების აზრის პოვნა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

შეამოკლე და გამოუშვი

 

შემოკლებით არ ვიცი როგორი გამოვა რადგან ისეთი რამე შეიძლება ვერ დავწერო გასაგებად რომელიც მერე ისევ კითხვებს დაბადებს. :D/>. ნუ შევეცდები...

 

მოკლედ კაცობრიობა ერთი მთლიანი სისტემაა როგორც ორგანიზმი თავისი სიმსივნეებით და ა.შ. ნებისმიერი სისტემა თუ დააკვირდები უნებლიედ მიისწრაფის ზრდისკენ, ცვლილებისკენ და სტაბილურობისკენ. ამის მაგალითია ევოლუცია ანუ ბუნების სისტემა და სამყაროს ჩამოყალიბება დიდი აფეთქებიდან დღემდე (კოსმოლოგების მოსაზრების მიხედვით), თუ ჩახედული ხარ ამ საკითხში მეტნაკლებად. ეს პროცესები ბუნებრივად ხდება სამყაროს წესებზე დაყრდნობით და თითქოს თავად სამყაროშია განსაზღვრული ის რომ ამ თვითგარდაქმნით, თვითგანვითარებით დადგეს რაღაც მომენტი. რა შუაშია ეხლა აქ ადამიანი... სამყაროში თვითწარმოქმნილი სისტემის ევოლუციის მწვერვალი (ყოველ შემთხვევაში ჩვენს პლანეტაზე) არის ადამიანი რომელსაც გაუჩნდა კითხვა თუ რატომ შეიქმნა ის. ეს კითხვა უკვე პასუხია... ამ და სხვა კითხვებს მოყვება ტრაკის თამაში, განვითარება, პროგრესი, მოკლედ ევოლუციის შემდგომი ეტაპები. თეორიაში ეს პროცესი იქამდე გაგრძელდება სანამ სამყარო არ დაასტუკებს, სამყარო კი მეცნიერების გარანტიით დაახლოებით 100 000 000 000 წელი კიდევ არ დასტუკდება. მოდი ეხლა დავუშვათ მთელი ამ ხნის განმავლობაში კაცობრიობა არ განადგურდა, წარმოგიდგენია რა დონეებზე ვიჯდებით? მე არა. მოკლედ ევოლუცია თავისი ხოდით წავა თავები გაგვიდიდდება რადგან დიდ ინფორმაციებთან გვექნება საქმე და ტვინიც შესაბამისად გაგვეზრდება. ეს ყველაფერი მარტო ადამიანის მაგალითზე. მე მიმაჩნია რომ ესეთი კაცუნები სამყაროს რეზერვშიც ეყოლება ბლომად ვაიდა ჩეპე რომ მოუვიდეთო. ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ გამოდის რომ სამყარო ცდილობს თითქოს შეიცნოს საკუთარი თავი და ეს რომ შეძლოს ადამიანის პატარა ტვინი საკმარისი არ არის. ჯერ არაფრის ტრაკი არ გვაქვს და სამყაროს პასუხი ცხვირზე გვაკრია: "ჯერ განვითარდით, აყვავდით"... ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი ჩვენი აზრი რომ ვიარსებოთ. აყვავება მხოლოდ პოზიტიური აზროვნებითაა შესაძლებელი და აქ უკვე სიკეთის და ბოროტრბის ფენომენიც ერთვება რომელზეც აღარ დავწერ არაფერს :D/>

 

ეს მოკლედ როგორც გინდოდა

 

Edited by Proessor
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Proessor

ეეე, შე კაცო შეგძლებია და რას გვაწვალებდი :D

 

მოდი ეხლა დავუშვათ მთელი ამ ხნის განმავლობაში კაცობრიობა არ განადგურდა, წარმოგიდგენია რა დონეებზე ვიჯდებით? მე არა

შანსი არაა, ამდენი ხანი ვერ გაქაჩავს ადამიანი, ახლანდელი ადამიანი. კაცობრიობის სტუკის ნიშნები(შემცირებული შობადობა, დეპრესიები, თვითმკვლელობებუი დაათასი სხვა) უკვე შეინიშნება "განვითარებულ" მსოფლიოში.

მოკლედ ევოლუცია თავისი ხოდით წავა თავები გაგვიდიდდება რადგან დიდ ინფორმაციებთან გვექნება საქმე და ტვინიც შესაბამისად გაგვეზრდება

ჩიპები პირიქით, პატარავდება და თავები რატო უნდა გაგვიდიდდეს? :D :D

 

კაი პოსტი იყო, მომეწონა, ასე გააგრძელე :kiss:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თანაც თეისტებისთვის გამაღიზიანებელი მოსაზრებაა />

ფრთხილად იყავი, ზოგ-ზოგიერთები არ მოგევლინონ პმ-ში, სამებად და არ დაგიწყონ საქმის გარჩევა..! :fear: :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ფრთხილად იყავი, ზოგ-ზოგიერთები არ მოგევლინონ პმ-ში, სამებად და არ დაგიწყონ საქმის გარჩევა..! :fear:/>/> :D/>/>

 

ამ საკითხებში ჯობია თეისტი არ მეკამათოს თორემ იმედგაცრუებული გაბრაზებული და პირში ჩალა გამოვლებული დარჩება... :))/> მე მეტი საქმე მაინც არ მაქვს დავწერ და დავწერ. ნუ თეისტებში მე რელიგიურ ფანატიკოსებს ვგულისხმობ რადგან ამ ქვეყანაში თეიზმის არსიც არ ესმით.

Edited by Proessor
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ საკითხებში ჯობია თეისტი არ მეკამათოს თორემ იმედგაცრუებული გაბრაზებული და პირში ჩალა გამოვლებული დარჩება...

ჰო და სწორედ გაბრაზებული და პირში ჩალა გამოვლებული, რომ დარჩება იმიტომ დაგიწყებს პმ-დან საქმის გარჩევას.. :D

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ჰო და სწორედ გაბრაზებული და პირში ჩალა გამოვლებული, რომ დარჩება იმიტომ დაგიწყებს პმ-დან საქმის გარჩევას.. :D/>

 

ხო მარა ლანძღვას ეფექტი აღარ აქვს... გახუნდა, გაიცვითა, თან ორმაგად მახალისებს როცა დაგრუზულს სხვა გამოსავალი აღარ რჩება და ბანალური ხდება :)) ყველაზე მწარე ისაა როცა კამათში შენი არგუმენტები სუსტია და იჩაგრები. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამყარო იმაზე მეტადაა შეცნობილი ვიდრე მეგონა.აქ რა ციფრიც ვნახე დასტუკებამდე ეგ ციფრი განახევრდა :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამყარო იმაზე მეტადაა შეცნობილი ვიდრე მეგონა.აქ რა ციფრიც ვნახე დასტუკებამდე ეგ ციფრი განახევრდა :)/>

 

ვერცერთი მეცნიერი ვერ მოგცემს ზუსტ ვადებს ეგ ვარაუდებია, ერთი ერთს ამბობს მეორე მეორეს. მაგრამ არც მაგის განახევრებული დროა ცოტა. სამყაროს გაჩენიდან დღემდე 14,5 მილიარდი წელია გასული და თუნდაც 50 მილიარდი წელი კიდევ არსებობდეს დამეთანხმები რომ ასტრონომიულად დიდი დროა მაინც :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა პონტია იცით? ვერავინ ამოხსნის მაგ საიდუმლოს დგეს ისეთი რამეები ვნახე იმენნა გამოვშტერდი. ვინც ცდილობს რამეს მიუახლოვდეს ჩვენებურად მათ გიჯს უწოდებენ და განცალკავებით კეტავენ. დგეს იმენა უნიჭიერესი ხალხი პირველად ვნახე ისეთ დღეში რო შემეცოდა

 

dges yvelaferze shemecvala carmodgena imena xalxma icis is rasac mozomilad gvigdeben

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დგეს იმენა უნიჭიერესი ხალხი პირველად ვნახე ისეთ დღეში რო შემეცოდა

 

რა ნახე ეგეთი კაცო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...