Jump to content
Planeta.Ge

უბრალოდ წაიკითხეთ


Recommended Posts

სამყაროში კიდევ ერთი ძალაა რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს ჩვენზე ეს ეშმაკია. ზუსტად მაგის ხრიკია ის რომ გაფიქრებინოს არ არსებობს ღმერთი არ არსებობს ეშმაკი მაშასადამე არ არსებობს ცოდვა დანაშაული

პირადად მე ამაზე ფიქრი დავიწყე ძაან პატარამ, მაშინ არც ვიცოდი რა მწამდა და რა არა. უბრალოდ ერთმა რაღაცამ მიიქცია ჩემი ყურადღება. რატომ "ერთადერთი ჭეშმარიტი" რელიგია? მერე მეც გავიზარდე და ფიქრებიც, ახლა კი უკვე ის ვარ რაც ვარ. არასოდეს თქვა არასოდესო ეს გამოთქმა მევასება, მარა მაინც ვიტყვი რო არასოდეს მე მორწმუნე არარ გავხდები, არცერთი რელიგიისა.

ჩვენი კამათი და მსჯელობა სასამართლო პროცესს მაგონებს, ჩვენ პროკურორები ვართ, შენ ღმერთის იურისტი. ერთ თემაზე და საგანზე ვლაპარაკობთ, მაგრამ სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა ვალდებულებებით. დიახ ვალდებულებებით, ეს სიტყვა იმიტო დავწერე რო ყველა ადამიანს, მიუხედავად იმისა აღიარებს თუ არა ის ამას, სურს დაიცვას თავის პოზიცია/შეხედელება რადაც არ უნდა დაუჯდეს.სწორედ ეს შინაგანი ინსტიქტი გვავალდებულებს დავიცვათ თავი.

რა გამოდის? ამათუიმ საქციელს მე ვსაძღვრავ ცუთია თუ კაი და რა მაბრკლებს?

აი აქ კი ცდები და საკუთარ მრწამსვე უპირისპირდები. მართალია უბრალო ტალახისგან შექმნა ადამიანი ღმერთმა, მარა იმასაც ხო იძახით "ღვთის ხატია ადამიანიო". ხოდა ამ ყოვლისშემძლე არსებამ(ღმერთმა) თავის ხატად შექმნილ ადამიანს იმდენი ჭკუა ვერ მიცსა რო კარგი და ცუდიო თავად განსაზღვროს და არ დაჭირდეს ისევ ღმეწრთის დახმარება. თან ამავდროულად არჩევანის თავისუფლება მოგვცა ღმერთმაო იმასაც გაიძახით, თუ კარგს და ცუდს ვერ განსაზღვრავ, როდს რა ჭამო იმას შენით ვერ დაადგენ, ცოლთან როდის დაწვე შენ ვერ დაადგენ, ... რაღა თავისუფლებაა ეს?

კონსტიტუცია? გავარტყი ოტხივე გვერიდან

აქ კი გეთანხმები, მაგრამ კონსტიტუციაც კი ბევრად უფრო ჰუმანურია ძველ აღთქმასთან შედარებით :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 90
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

კაცის ოღონდ ღმართის ნაკარნახევით.

მაპატიე, მაგრამ ამის დამადასტურებელი საბუთი, რომ არ არსებობს.. :)

მაგრამ თავიდან ხომ ვინმემ უნდა ასწავლოს რა არის ცუდუ და რა კარგი? მაგრამ ხომ შეიძლება ისეთ გარემოში გაიზარდოს სადაც ცუდს ხედავს ხოლოდ და ეს ჩვეულებრივად მიაჩნია.

მაინც გაიგებს თავისითაც, მაინც მიხვდება......, როცა ჩამოყალიბდება.., გაიზრდება........ სხვა ათასი ნიუანსიცაა ამის..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შექმნილ ადამიანს იმდენი ჭკუა ვერ მიცსა რო კარგი და ცუდიო თავად განსაზღვროს და არ დაჭირდეს ისევ ღმეწრთის დახმარება.

შექმნა, შექმნა.. ოღონდ ღმერთმა კი არა, ბუნებამ, სამყარომ., ისე შექმნა ადამიანი, რომ მას ყველაფრის (ელემენტარულის მაინც) გააზრების საშუალება ქონდეს.. ყოველშემთხვევაში, ცხოველზე უფრო მაინც.. მერე კი როგორ გამოიყენა ეს ადამიანმა და რა გზით წავიდა, ეს უკვე სხვა საკითხია..

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შექმნა, შექმნა.. ოღონდ ღმერთმა კი არა, ბუნებამ, სამყარომ., ისე შექმნა ადამიანი, რომ მას ყველაფრის (ელემენტარულის მაინც) გააზრების საშუალება ქონდეს..

კაი, ისე დარწმუნებით თქვი ახლაკიდე გკითხავ რაღაცებს :D :titebi: რატო მაინცდამაინც აქ, რატო ასეთი, რატო ახლა? სამყარო რამ შექმნა? :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაფერმა..

მაგის ფაქტები გაქვს, თუ უბრალოდ უნდა ვირწმუნოთ როგორც ღმერთი? :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგის ფაქტები გაქვს, თუ უბრალოდ უნდა ვირწმუნოთ როგორც ღმერთი? :))

ოქ, მე შვქმენი.. არ მინდოდა მეთქვა და..! ოუფ.., ვინაა ეს კლავოზნიკი..?! :cool: :D

 

სამყარო რამ შექმნა?

შენ იეღოველი ხო არა ხარ..?! :P :D :vinki:

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ავადმყოფები ინკურნებიან.

 

პლაცებოს ფენომენი არსებობს მედიცინაში და აქ ადამიანის ფსიქიკის გავლენაა საკუთარ ორგანიზმზე მეტი არაფერი, საავადმყოფოშიც იკურნებიან ადამიანები გამოხდილი წყლით და ცარიელი სახამებლის ტაბლეტებით.

 

არცერთი კანონი არ არის ადამიანის ( მღვლდის) დაწესებული

 

მღვდლის არა მაგრამ იყვნენ პიროვნებები რომლებიც წერდნენ სახარებებს და აღთქმნებს... ღმერთმა ჩამოყო ხელი და თვითონ დაწერა? არ მინდა შეურაწყოფა მივაყენო რელიგიას მაგრამ იქნებ რომელიმე წმინდანი რომელიც სასწაულებს ხედავდა და ისმენდა უბრალოდ შიზოფრენიით იყო დაავადებული და ამ უნებლიე სიცრუეს წერდა ფურცელზე რომელსაც ეხლა მღვდალები კითხულობენ, ან სრულიად ჯანმრთელი გონებით უბრალოდ იტყუებოდა. რახან წმინდანია ამის ფიქრის უფლება არ გვაქვს? ისინიც ხომ ადამიანები იყვნენ.

 

როდის მიხვედი ამ დასკვნამდე? წინაზე თქვი მეც მართლმადიდებელი ვიყავიო მაშინ თუ მის მერე?

 

ხო მართლმადიდებელი რომ ვიყავი მაშინ მივედი ამ დასკვნამდე რადგან ვხედავდი რომ ადამიანებს ღმერთზე ფიქრის ეშინოდათ. მე კიდვ ისეთი შემოქმედის არ მინდა მწამდეს რომელიც შიშზეა დაყრდნობილი. იმისთვის გამაჩინა რომ მეშინოდეს? რაღაც ტირანიას უფრო წააგავს. თუნდაც ცდებოდე, თუნდაც სისულელეს ფიქრობდე, უნდა ცდილობდე და ფიქრობდე მასზე (თუ გწამს). რელიგია კი ამას ფაქტიურად კრძალავს, მხოლოდ ის უნდა აკეთო რაც მან დააწესა (ანუ ის რაც მისი სახელით დაწერეს ადამიანებმა და არა თვითონ მან).

 

ნამდვილი ზეარსება ჩემო მეგობარო არაფერს არ მოითხოვს რადგან ის ბრძენია, არაფერს არ აკეთებს რადგან ის ბრძენია, არაფერს არ გეუბნება რადგან ის ბრძენთა ბრძენია... გადი გარეთ ბუნებაში და დაუსვი კითხვა სამყაროს ან ღმერთს... პასუხს ვერ გაიგებ, უფრო სწორედ გაიგებ ერთადერთ პასუხს, დუმილს. დუმილი კი ყველაზე დიდი სიბრძნეა რადგან ის გაიძულებს ფიქრის დაწყებას, ახდენს აზროვნების სტიმულირებას. სწორედ ამიტომ უმჯობესია განმარტოებით დარჩე საკუთარ დუმილთან პირისპირ ვიდრე იჯდე და ვიღაცეების სწავლებებს უსმენდე და დაწერილ წიგნებს კითხულობდე. მარტო გაჩნდი და ეს სიმარტოვე რაღაც აზრით მოგეცა ხოდა დამოუკიდებლად ეძებე პასუხები და ნუ უსმენ სხვათა ქადაგებებს, რადგან ის ვინც ქადაგებს უმეცარია ხოლო ის ვინც დუმს ბრძენია. რას ვიზავთ ბავშვობიდან ეგრე ვიზრდებოდით, იმდენად ღრმად იყო ჩემში რელიგიის ფესვები რომ რაღაც მომენტში გავაცნობიერე რომ ეს ესე ვერ იქნება და რაღაც არასწორია, იმდენად გამიჭირდა ამის შეგუება რომ ფაქტიურად რამდენიმე წელი დამჭირდა რომ ჩემი სინამდვილის საბოლოო შეხედულება ჩამომეყალიბებინა. მიჯაჭვული ვიყავი რელიგიას და ეხლა უდიდესი შვება და თავისუფლება ვიგრძენი... ეხლა მე თავისუფალი ვარ ჩემს გონებაში, ეს კი დამიჯერე ყველაზე დიდი თავისუფლებაა რაც კი არსებობს. ეხლა მე ფიქრებით ყველა კუთხეს და მიუწვდომელ სიღრმეებს ვწვდები რაც აქამდე უბრალოდ არ შემეძლო და უფლება არ მქონდა პირველ რიგში ჩემი თავის მიერ ჩემივე თავზე აკრძალვების არსებობით. :490gy9c:

Edited by Proessor
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
მაგრამ ამის დამადასტურებელი საბუთი, რომ არ არსებობს..

აგერ კაცმა გიპასუხა მაგრამ

თუ უბრალოდ უნდა ვირწმუნოთ როგორც ღმერთი?

არსებობს და მერე რამდენი.

მაშინ გეკითხები: არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტი რომ ჩვეულებრივ ნორმალურ დედას უყვარს თავისი შვილი? მატერიალური ფაქტი, საბუთი რ არსებობს რათქმაუნდა მაგრამ ამას ვხედავთ ( და ზუსტად აქედან გამომდინარე გვწამს ) დედის ქმედებაში შვილის მიმართ, ხომ ესეა?

მღვდლის არა მაგრამ იყვნენ პიროვნებები რომლებიც წერდნენ სახარებებს და აღთქმნებს... ღმერთმა ჩამოყო ხელი და თვითონ დაწერა? არ მინდა შეურაწყოფა მივაყენო რელიგიას მაგრამ იქნებ რომელიმე წმინდანი რომელიც სასწაულებს ხედავდა და ისმენდა უბრალოდ შიზოფრენიით იყო დაავადებული და ამ უნებლიე სიცრუეს წერდა ფურცელზე რომელსაც ეხლა მღვდალები კითხულობენ, ან სრულიად ჯანმრთელი გონებით უბრალოდ იტყუებოდა. რახან წმინდანია ამის ფიქრის უფლება არ გვაქვს? ისინიც ხომ ადამიანები იყვნენ.

როგორ არა ზუსტად მღვდლები წერდნენ და უკვე გითხარი ღვთის ნაკარნახევითთქო. საერთოდ ბიბლია არის წიგნი წარსულის აწყმოსი და მომავლისა. ისტორიას უწოდებენ, არაა ისტორია მაგრამ გსული ათასწლეულების ამბებიც არის ნათქვამი და ამის მეცნიერული მტკიცებულობებიც არსებობს.დიდიხანია ცდილობენ ფსევდო-მეცნიერები ბიბლიის სიმცდარის დამტკიცებას მაგრამ კოვზი ყოველთვის უვარდებათ ნაცარში.

კიბატონო ჩათვალე რომ ვიღაც შიზოფრენიკებმა დაწერეს მაგრამ ის გაითვალისწინე რომ ამხელა წიგნში ურთიერთ საპირისპირო მოხლსაც ვერ იპოვი

რა ვიცი რა გითხრათ მეოგობრებო სხვანაირად ჩემი გონება და განათლება ვერ წვდება რომ ავხსნა თქვენი კითხვები . კიდევ ვიმეორებ სიტყვა რწმენა მართლმადიდებლურათაც ესე იხსნება და თქვენც ესე ხსნით მგონი რომ მწამს ანუ მჯერა. ხოდა მე მწამს, მჯერა იმის რასაც ვხედავ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

BEST_GEORGIA, რაც მთავარია შენთან პოლემიკა ძალიან სასიამოვნოა.. როგორ ხარ? კაი ხანია არ გამოჩენილხარ.. :bye: გვაკლდი.. :wink3: Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა - დღე..?? გუშინ დაპოსტა BEST_GEORGIAმ.. სულ ეს იყო.. :)

 

ხოო რავიცი ტელეფონით ვიყავი და წესივრად არ მიჩვენებდა კომენტარებს, მეგონა ერთ ამბავში იყავით :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten ვეღარ ვახერხებ შემოსვლას. არც დრო მაქვს არც ნერვები ( სხვა პრობლემების გამო თქვენ არაფეშუაში ხართ ;) ) განსხვავებული აზრის მიუხედავად ამდენი ხანი რომ კიდევ მშვიდად ვსაუბრობთ ამგვარ თემებზე ეს თქვენს კაი კაცობაზე მეტყველებს და ამიტომ მეც მომწონს აქ ყოფნა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...