Jump to content
Planeta.Ge

უბრალოდ წაიკითხეთ


Recommended Posts

არამგონია შენისთანა კაცს ფარმაცევტული აინტერესებდეს.. :)

 

:titebi: ხო ჩემი პროფესიაა, ბავშვობიდან მიყვარდა ქიმია და მასთან დაკავშირებული ყველაფერი... უბრალოდ ამ ქვეყანაში ცოტაა ისეთი ადამიანი ვინც ამ ტექნიკურ პროფესიებს აფასებს და შესაბამისად არც აინტერესებთ. პრაქტიკულად ჩემი კურსელების გარდა ჩემს პროფესიაზე არავის ვესაუბრები იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ამ თაობას არ აინტერესებს ეს სფერო, სკოლის ასაკიდანვე ბავშვებს ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ ქიმიის, მათემატიკის ან თუნდაც ფიზიკის მიმართ იმის მუხედავად რომ ნიჭი ბევრს აქვს, უბრალოდ "ქიმიაა" და არ ევასებათ... ხომ ხვდები როგორცაა გაფარჩაკებული ამ ქვეყანაში მეცნიერება. ეჭვი მეპარება ვინმე დაინტერესდეს ამ ფორუმზე რომ თემა გავხნა ჩემ პროფესიასთან დაკავშირებული ან თუ დაინტერესდება ვერაფერს გაიგებს რადგან ხშირად ელემენტარული არ იციან. არავის არ ვადანაშაულებ სისტემის გარდა უბრალოდ ესეთი ვითარებაა და მორჩა :brr:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 90
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

იმის მუხედავად რომ ნიჭი ბევრს აქვს, უბრალოდ "ქიმიაა" და არ ევასებათ... ხომ ხვდები როგორცაა გაფარჩაკებული ამ ქვეყანაში მეცნიერება.

(კისკეს დავესისხები..) :facepalm: !

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ გაგჩენია შენ თავში კითხვა "მართლა არსებობს ღმერთი?",

კი ყოფილა ესეთი შემთხვევაც.

გამოდის რომ არცერთ ადამიანს არ შეუძლია "წრფელი გულით" მიყჰიდოს სული ეშმაკს თუ მასში 1 პატარა ნაპერწკალი მაინც არის ეჭვისა.

აკი გითხარი რწმენა იგივე დაჯერებაათქო. მე რომ ვთქვი ,ყოფილა დრო როცა შემპარვია ეჭვი ღმერთის არსებობაშითქო მის მერე მოხდა რაღაცეები და ეხლა უკვე აღარც მეპარება და აღარც შემეპარება მაგალიტისთვის გეტყვი:

მე მწამს იმის რომ ცეცხლსი თუ შევალ დავიწვები. არ არსებობს ადამიანი რომელიც ამ რწმენას შემირყევს თუ რათქმაუნდა ან ნარკოტიკი ან ამგვარად არ იმოქმედა ჩემზე. არაა ამისთვის აუცილებელი 2 უმაღლესის დამტავრება ეს ყველა ნორმალურმა იცის რომ ასეა. მაგრამ 3-4 წლის ასაკში რომ გეკითხა ალბატ გეტყოდი არ დავიწვებიტქო. და ის რომ ვტქვი ეჭვი შემპარვიათქო ზუსტად ამ 3-4 წლის ასაკის გონებას მივამსგავსებ მაშინდელ ჩემს თავს.

Shaten მაგას მარტივი პასუხი აქვს... ავიღოთ ხატები, თუნდაც წმინდანის საფლავები რომელთანაც ათასობით ადამიანი მიდის და თავის ბინძურ ხელს ახებს მათ, ბინძურში მე ბაქტერიებით სავსე ხელებს ვგულისხმობ (იგივე ვარიანტია კოცნის შემთხვევაში, ცნობილია რომ ადამიანის ბიოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე ბინძური ადგილი პირის ღრუა). ხოდა ეს ბაქტერიები როდესაც იწყებენ გამრავლებას რაღაც სხეულზე თავისთავად კოლონია მრავლდება და გამოყობს სხვადასხვა ნივთიერებები სავსე "სუპს" რომელიც სითხის სახით გროვდება წვეთებად. ეს ბუნებრივი მოვლენაა და ამაში სასწაულებრივს ვერაფერს ვხედავ. რაც შეეხება კურნების უნარს ეგ პლაცებოს ეფექტია და მეტი არაფერი. პლაცებოს ეფექტი კი ხშირად საუკეთესო წამალზე ძლიერიც არის...

მაგის მართლა გჯერა შენ? :D დავიჯერო იმაზე მეტი ხელი ეხება ვიდრე მაგალიტად მეტროს ვაგონში ხელის მოსაკიდებელს? მითუმეტეს ფარმაცევტი ყოფილხარ მაგისტრის დიპოლომი გექნება მე 9 კლას ხათრით დამთავრებულმა როგორ შეგედაო? მაგ სუპს ერთი იმ მილიონთაგანი ბაქტერიაც რომ დააკლდეს უკვე ლობიო გამოვა დავიჯერო ყველა მომლოცველს ასე თავისით მიაქვს ამ ბაქტერიების ნაკრები? კარგი რა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აგ სუპს ერთი იმ მილიონთაგანი ბაქტერიაც რომ დააკლდეს უკვე ლობიო გამოვა დავიჯერო ყველა მომლოცველს ასე თავისით მიაქვს ამ ბაქტერიების ნაკრები? კარგი რა

 

ბაქტერიების 10 000 მდე სახეობაა ცნობილი და ვარაუდობენ რომ მილონამდეც იქნება უცნობი სახეობები, თან პრიალა ზედაპირზე როგორიცაა მინა ან მარმარილო უკეთესად ჩანს ბაქტერიების კვალი ვიდრე ისეთ უხეშ ზედაპირზე როგორიცაა ხე ან მეტალი. ნუ ბაქტერიების შემთხვევა იშვიათი იქნება რადგან ყოველთვის ისეთი პირობები არ ექნებათ რომ იდეალურად გამრავლდნენ მაგრამ ყველაზე უფრო დამაჯერებლად მე მიმაჩნია თავად სასულიერო პირების ოხუნჯობა დილაობით, რომ მრევლი (ფულის შემომტანი) მოიზიდოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაზე უფრო დამაჯერებლად მე მიმაჩნია თავად სასულიერო პირების ოხუნჯობა დილაობით, რომ მრევლი (ფულის შემომტანი) მოიზიდოს.

:yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თან პრიალა ზედაპირზე როგორიცაა მინა ან მარმარილო უკეთესად ჩანს ბაქტერიების კვალი ვიდრე ისეთ უხეშ ზედაპირზე როგორიცაა ხე ან მეტალი

ეს ვერაფერი არგუმენტია ძმა იმითომ რომ ბევრ რამეს მოსდის ეს ზეთი რომელიც არაა პრიალა. ხესაც რკინასაც (ლითონს) . მარტო ეს არ არის უამრავი რამ ხდება რომელიც ფიზიკის კანონით არ იხსნება და ერთი იცოდე ეს მხოლოდ მართლმადიდებლურ სამყაროში ხდება.

მაგრამ ყველაზე უფრო დამაჯერებლად მე მიმაჩნია თავად სასულიერო პირების ოხუნჯობა დილაობით, რომ მრევლი (ფულის შემომტანი) მოიზიდოს.

არ ვიცი ვინ რას ოხუნჯობს მაგრამ არსებობს ხატები რომელსაც ისე მოსდის რომ თვალით ხედავ რაოდენობას. ოღონდ ძმურათ არ მითხრა შიგ თვალიტ უხილავი მილები ჩაამონტაჯესო.

სხვათაშორის კომუნისტებიც ცდილობდნენ ამის ახსნას ხალხის გასაბრიყვებლად მეცნიერები მუსაობდნენ მაგრამ ყველა ექსპერიმენტი უშედეგო იყო.

ეს კარგი მაგრამ მოდი მაშინ სულ სხვა თვალით შევხედოთ ამ ყველაფერს:

დაუშვათ და მართალი ხარ ვიღაც დილით სპეციალურად ასხავს ამ ზეთს თუ მირონს ან ხელებს ადბენ რომ ბაქტერიები რეაქციაში შევიდეს და ეს სუპი წამოვიდეს ან რაც გინდა ის თქვი უკვე გითხარი და ამაში მაინც ნუ შემედავები რომ არსებობს ადამიანების უზარმაზარი რაუდენობა რომლებიც ამით ინკურნებიან და სხვათაშორის კიბოს ბოლო სტადიაშიც. მარტო ამის გამო არის თუ არა ეს დასაფასებელი და ამ ყველაფერზე კარგი კუთხით თუ არ ვისაუბრებთ ცუდი მაინც რაღატო უნდა ვთქვათ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომ არსებობს ადამიანების უზარმაზარი რაუდენობა რომლებიც ამით ინკურნებიან და სხვათაშორის კიბოს ბოლო სტადიაშიც.

მე, მითქმა-მოთქმის და ჭორების იქეთ, - ამის ცოცხალი მაგალითი ჯერ არ მინახავს.. ერთადერთი ვნახე მარტო ჩემი ბიძაშვილის სიდედრი, რომლის თავშალიც წაუღიათ მამა-გაბრიელის საფლავზე, რადგან თავის ტკივილები აწუხებდა.. მერე ყვებოდა, ის თავშალი რო დავიხურე იმ დღეს, კინაღამ ჭკუიდან გადავედი (ანუ უფრო უარესად) ისე ამტკივდა თავიო.. :)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ეს ვერაფერი არგუმენტია ძმა იმითომ რომ ბევრ რამეს მოსდის ეს ზეთი რომელიც არაა პრიალა. ხესაც რკინასაც (ლითონს) . მარტო ეს არ არის უამრავი რამ ხდება რომელიც ფიზიკის კანონით არ იხსნება

 

ყველაფერს რაც კი ღმერთმა შექმნა მისცა თავისი წესები, არ ვიცი შენთვის რამდენად იქნება ეს არგუმენტი მაგრამ მთავარი რი რაც მინდა რომ მიხვდეთ ის არის რომ სასწაულები რომელიც ვითომდა ხდება არ არის ღმერთის ინდივიდუალური ნება. ეს ყველაზე უხამსი და არაადეკვატური რწმენაა რაც კი მართლმადიდებლობას გააჩნი!ა. თუ ღმერთმა შექმნა სამყარო რომელსაც დაუწესა თავისი კანონები(ფიზიკის) რაში უნდა დაჭირდეს ამავე ფიზიკის კანონების დარღვევა რომ რაღაც მის მიერ შექმნილ საცოდავ არსებებს დაუმტკიცოს რომ ის მართლაც არსებობს. უბრალოდ როგორც ადამიანმა მითხარი სად არის აქ ლოგიკა იმის გათვალისწინებით რომ მღვდლები გვიმტკიცებენ იმას რომ ღმერთი გამოსაცდელად გვაჩენს... და თურმე ჰოპ... თვით ღმერთი თავისივე შექმნილ კანონებს ალოგიკურად და ბავშვური ახირების მსგავსად არღვევს იმის გამო რომ რამდენიმე ჭიაყელას აჩვენოს ის რომ "ის" მართლაც არსებობს. ღმერთი ჩემზე ალოგიკური ყოფილა... მაგრამ ამით იმის დამტკიცება კი არ მინდა რომ ღმერთი არ არსებობს, არამედ იმის რომ თქვენს მიერ დახატული ღმერთი პიროვნებაა და არა ზეარსება, პიროვნება რომელიც ადამიანური(ჭიაყელის) თვისებებით შეამკეთ (სიყვარული, მრისხანება, სამართლიანობა და ა.შ), იმიტომ რომ სხვა ჩვენ არ ვიცით. სინამდვილეში თუ ღმერთი არსებობს არცერთმა თქვენთაგანმა არ იცით ის რა არის, ლაპარაკობთ მის ნაცვლად, აწესებთ მის ნაცვლად, არ გესმით მისი და ისმენთ იმას რაც არავის გაუგონია. ღმერთის კი არა მასში ადამიანის, საკუთარი თავის დანახვა გინდათ და ამას აკეთებთ კიდეც წარმატებით. ღმერთი უსასრულობაა ხომ ამბობთ, ხოდა ჩაწვდით უსასრულობას და ნახავთ თუ რა არის ღმერთი. მას კი ვერასდროს ჩაწვდებით და თქვენ ჩაუწვდომელის თვისებები გცოდნიათ. მივედით პარადოქსამდე. ღმერთი თურმე საერთოდ არ გვცოდნია და "ვატრაკებთ" მისი სახელით. ეს ტრაგედია, ხოლო სასაცილო ნაწილი ამ ყველაფერში ისაა რომ გეშინიათ იმაზე ფიქრის რაც ყველაფრის აზრის მიმცემია და ასე გინდათ გზის გაკვლევა კომპასის გარეშე. ამიტომ მე რელიგიას მოვშორდი რათა ვიაზროვნო და ვიფიქრი იმ ნებით რაც მე მომეცა როგორც დამოუკიდებელ "რაღაცას" და არა იმ სისტემის ნაწილს რომელიც ვალდებულია ისმინოს და ირწმუნოს იმის რაც მის გარემოშია მიღებული. ეს უკვე ღმერთის ნებით ადამიანის პირადი ნების შეზღუდვაა, გამოდის რომ რაღაცის სათამაშოები ვართ და ჩვენ რობოტებისგან არაფრით განვსხვავდებით რადგან შემოქმედმა უკვე იცის ჩვენ რავართ ვინ ვიქნებით და რა მოგვივა, ანუ არავითარი გამოსაცდელი გზა არ არსებობს. ეს კიდევ ერთი პარადოქსი, "თავისუფალი ნების" პარადოქსი. ასეთ ალოგიკურობას უამრავს მოგიყვებით, უბრალოდ უკვე ზედმეტი მომივიდა ისწდაც.

 

მოკლედ მაგრად ცდებით. ყველა რელიგია მაგრად ცდება ღმერთთან დაკავშირებით ამის თქმა მინდა მაგრამ ამ უმეცრების ფესვები იმდენად ღრმაა რომ ჩემნაირი უბრალო ვიღაც ვერაფერს შეცვლის. გწამდეთ იმის რისიც გწამთ. ეს ესეც უნდა იყოს და ამის წინააღმდეგი არ ვარ... უბრალოდ მინდა რომ დაიწყოთ ფიქრი.

Edited by Proessor
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენს მიერ დახატული ღმერთი პიროვნებაა და არა ზეარსება, პიროვნება რომელიც ადამიანური(ჭიაყელის) თვისებებით შეამკეთ (სიყვარული, მრისხანება, სამართლიანობა და ა.შ), იმიტომ რომ სხვა ჩვენ არ ვიცით.

კი, ნამნდვილად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Proessor, საერთოდ სიტყვა (და ფენომენიც) ღმერთი (IMHO) იგივეა რაც ფერია, ჯადოქარი, ოჩოპინდრე და ა.შ. უბრალოდ ამ ზღაპრის პერსონაჟს (ღმერთს) ადამიანმა სხვა დატვირთვა მისცა; შექმნა მისგან მითები და რელიგიები.. "შეაქმნევინა" მას სამყარო, რომელიც არასდროს არავის შეუქმნია და ადამიანები.. დააწესებინა დოგმები და ა.შ.

სულ არ მიკვირს ადამიანმა ღმერთი ადამიანური თვისებებით, თუ შეამკო, იმიტომ რომ ასეთივე იყო ის შექმნილი თავიდან და სწორედ ასეთ ზღაპრულ-მითიურ არსებას დაერქვა ღმერთი.. ("იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი" :D )

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ღმერთმა შექმნა სამყარო რომელსაც დაუწესა თავისი კანონები(ფიზიკის) რაში უნდა დაჭირდეს ამავე ფიზიკის კანონების დარღვევა რომ რაღაც მის მიერ შექმნილ საცოდავ არსებებს დაუმტკიცოს რომ ის მართლაც არსებობს.

ამ სასწაულების სიმართლე სიცრუობაზე ჯერ არ დაგვიმთავრებია ლაპარაკი და დაუშვი რომ ეს სიმართლეა. გაინტერესებს რატომ ახდენს ამას ღმერთი?

ეგ არის საქმე ზუსტად რომ არ იცი ამ სასწაულების ძირითადი არსი რაში სჭირდება ღმერთს და ჩვენ ადამიანებს და ამ არცოდნით გამოგაქვს არასწორი დასკვნები.დავიწყოთ იქიდან რომ რაც ხდება მართლმადიდებლურ სამყაროში (ყოველ შემთხვევაში რასაც ჩვენ მართლმადიდებლები ვიბრალებთ (დაუშვათ) რომ ხდება, როგორც გგონია)უკვე გითხარი რომ ყველა ადამიანურ ამქვეყნიურ სიკეთეს ეხება. სასწაული იქნება ის რომ დაუშვათ (12;27 წუთია ეხლა და მუხიანში ვარ) გავჩნდე შენთან და ლექსი წაგიკითხო ან ამ კლავიატურის ნაცვლად უცებ მაგარი სუფრა გავაჩინო (თან პახმელიაზე ვარ უარს არ ვიტყოდი) ასევე სასწაულია ის რაც ნამდვილად ხდება და რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი რომ ავადმყოფები ინკურნებიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სინამდვილეში თუ ღმერთი არსებობს არცერთმა თქვენთაგანმა არ იცით ის რა არის, ლაპარაკობთ მის ნაცვლად, აწესებთ მის ნაცვლად, არ გესმით მისი და ისმენთ იმას რაც არავის გაუგონია

ხიდევ ცდები მეგობარო.ამ შემთხვევაში პირადად მე მასზე ვლაპარაკობ და არა მის ნაცვლად. ამაში განსხვავება არის. აწესებთ ანუ გულისხმობ იმ კანონებს რაც ეკლესიაშია? არცერთი კანონი არ არის ადამიანის ( მღვლდის) დაწესებული

ხოლო სასაცილო ნაწილი ამ ყველაფერში ისაა რომ გეშინიათ იმაზე ფიქრის რაც ყველაფრის აზრის მიმცემია და ასე გინდათ გზის გაკვლევა კომპასის გარეშე.

როდის მიხვედი ამ დასკვნამდე? წინაზე თქვი მეც მართლმადიდებელი ვიყავიო მაშინ თუ მის მერე? თუმცა ისიჩ გასათვალისწინებელია რომ მართლმადიდებლობა მხოლოდ მონათვლა არ არის. მხოლოდ მონათვლა და მეტი არაფერი ეს იგივეა გქონდეს სახლის გასაღები და ნამყოფიც არ იყო შიგნით, ხაარ ამ სემთხვევაში იქ მაცხოვრებელი?

ამიტომ მე რელიგიას მოვშორდი რათა ვიაზროვნო და ვიფიქრი იმ ნებით რაც მე მომეცა როგორც დამოუკიდებელ "რაღაცას" და არა იმ სისტემის ნაწილს რომელიც ვალდებულია ისმინოს და ირწმუნოს იმის რაც მის გარემოშია მიღებული. ეს უკვე ღმერთის ნებით ადამიანის პირადი ნების შეზღუდვაა,
ამიტომ არ მოშოებიხარ ეკლესიას რომ გეფიქრა. შენ უკვე ნაფიქრიც გქონდა და დასკვნაც გამოტანილი და მერე მოშორდი პარადოქსი ზუსტად ის არის რასაც შენ ეხლა ამბობ. როცა ორი არჩევანი გაქვს ორივეზე ფიქრობ დასკვნა გამოგაქვს და მერე ირჩევ ერთ ერთს. შენ აირჩიე და მოშორდი.თუმცა ამ ფიქრში ერთი რამ გამოგრჩა, ის რომ სამყაროში კიდევ ერთი ძალაა რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს ჩვენზე ეს ეშმაკია. ზუსტად მაგის ხრიკია ის რომ გაფიქრებინოს არ არსებობს ღმერთი არ არსებობს ეშმაკი მაშასადამე არ არსებობს ცოდვა დანაშაული. რა გამოდის? ამათუიმ საქციელს მე ვსაძღვრავ ცუთია თუ კაი და რა მაბრკლებს? არაფერი. კონსტიტუცია? გავარტყი ოტხივე გვერიდან
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არცერთი კანონი არ არის ადამიანის ( მღვლდის) დაწესებული

აბა ვისი..?

ამათუიმ საქციელს მე ვსაძღვრავ ცუთია თუ კაი

სწორედ ასე უნდა იყოს.. ამისთვის ყოფნიდეს უნდა ადამიანს გონება..

და რა მაბრკლებს? არაფერი

თუ შენი თავი არ გაბრკოლებს ცუდ ქმედებებში, მაშინ ღვთის მიერ დაწესებულ დოგმაც ვერ გიხსნის ყოველთვის..

კონსტიტუცია? გავარტყი ოტხივე გვერიდან

აჰა, რათქმაუნდა.. ისე სხვათაშორის ჯოჯოხეთზე უფრო ციხის არსებობაშია დარწმუნებული ადამიანი.. არაა ასე..? :yes:

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა ვისი..?

იმის ვისი დაწერილიც არის ბიბლია. კაცის ოღონდ ღმართის ნაკარნახევით.

სწორედ ასე უნდა იყოს.. ამისთვის ყოფნიდეს უნდა ადამიანს გონება..

მაგრამ თავიდან ხომ ვინმემ უნდა ასწავლოს რა არის ცუდუ და რა კარგი? მაგრამ ხომ შეიძლება ისეთ გარემოში გაიზარდოს სადაც ცუდს ხედავს ხოლოდ და ეს ჩვეულებრივად მიაჩნია. ამისთვის ღმერთმა ჩადო ადამიანში სინდისის ხმა რომელიც ყველას აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...