Jump to content
Planeta.Ge

უბრალოდ წაიკითხეთ


Recommended Posts

  • Replies 90
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

შენ კიარა ფილოსოფოსებმა იფიქრეს, იფიქრეს და ბოლოს თქვეს პარადოქსია ერთი მაგის დედაცო

მე პირველად გავიგე შენგან და მაგიტომ დავფიქრდი, როგორც ქრისტიანი კი გეტყვი რომ ამგვარი კითხვები დასაკიდებელია იმიტომ რომ არაფრის მომცემია ამის პასუხი.დროის კარგვაა.

პირველად მესმის და არც ისე დამაჯერებლად ჟღერს ჩემთვის

არც მე ვიცი ზუსტად ასეა თუ არა მაგრამ მაგალითისთვის წავა, ანუ რაში მაინტერესებს იქ რა წერია როცა ი ჩემთვის არ არის დაწერილი. მთავარია რაც პირადად მითხრა ის გავაკეთო და ის რეცეპტიც იმას მივუტანო ვისთვისაც არის.

ვერც ვერავინ ვერ მიხვდება ჩემო BEST_GEORGIA.

ის ფილოსოფოსები თუ თეოლოგები რომლებიც ამაზე მსჯელობდნენ,საათობით იკრიბებოდნენ,პრესკონფერენციებს მართავდნენ ერთი სიტყვით ტვინს იტყ...

იმ მეცნიერს მაგონებს რომელიც გაღმა ტრაკში ვარსკვლავის შემადგენლობას და წარმოშობას იკვლევს და წლებია ბუასილისთვის ვერ უმკურნალია.

ჯერ ის სასწაულები ახსნან რაც ნაღდია და ყველას თვალწინ ხდება და მაგ კითხვასაც გაეცემა პასუხი შემდეგ აუცილებლად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ ის სასწაულები ახსნან

რომელი სასწაულები..?

ამგვარი კითხვები დასაკიდებელია იმიტომ რომ არაფრის მომცემია ამის პასუხი

არაფრის მომცემი თუ შეუძლებელი..? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ ის სასწაულები ახსნან რაც ნაღდია

 

მითხარი სასწაული და გეტყვი რა როგორ ხდება ლოგიკის და ფიზიკის გათვალისწინებით. :givi2: ისე, უმრავლესობა სასწაულებისა უბრალოდ მორწმუნეთა პანიკური ფანტაზიაა და მეტი არაფერი, ცრურწმენების მსგავსად. შავმა კატამ რომ გადაირბინოს ეს აუცილებლად ცუდის მომტანი მინიშნება შეიძლება ეგონოს ვისაც ამის სწამს და არც კი მოუსმინოს სხვას, ჩაიკეტოს ოთახში და დილით რო გამოვა დაიჯეროს ის რომ მას იმიტომ არ დაემართა არაფერი რომ ის ოთახში ჩაიკეტა და არსად არ წასულა. ძირითადად მორწმუნეთა უმრავლესობა სამწუხაროდ ასეთი აზროვნების ტიპს მიეკუთვნება.

 

უფრო მეტსაც გეტყვი... გინდა ეხლავე ეშმაკს სულს მივყიდი, სრული სატანისტური და ანტიეკლესიური წესებით. მხოლოდ 1 ლარს ვთხოვ სატანას და მას სულს მივყიდი მემგონი მომგებიანი იქნება... მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ლარიანი არ გამიჩნდება ჯიბეში... ნუ შეიძლება ეშმაკი გასტროლებზეა წასული და ამით გაიმართლოს ვიღაცამ თავი. მაგრამ ის რომ ჯიბეში 1 ლარი არ გამიჩნდება ეს უკვე რაღაცის მიმანიშნებელია :))

 

ისე სხვათაშორის სულიერების და ასე ვთქვათ ღმერთზე უფრო დიდი რაღაცის მწამს და არ გეგონო უბრალო ათეისტი.

Edited by Proessor
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაფრის მომცემი თუ შეუძლებელი..?

არაფრის მომცემიც და შეუძლებელიც მაგრამ რაც არის შეუძლებელი კაცისთვის ის....

მითხარი სასწაული და გეტყვი რა როგორ ხდება ლოგიკის და ფიზიკის გათვალისწინებით.

მაგალითად ის რომ ჩვეულებრივი საფლავის ქვიდან გადმოდის ზეთი რომელსაც კურნების უნარიც აქვს.

შავმა კატამ რომ გადაირბინოს ეს აუცილებლად ცუდის მომტანი მინიშნება შეიძლება ეგონოს ვისაც ამის სწამს

კიბატონო გეთანხმები რომ ვისაც ეს ასე ჰგონია იმას 10-დან 9 შემთხვევაში მართლა ცუდი ემართება და ამას სულ სხვაგვარი ახსნა აქვს ქრისტიანულად და მერე ამაზეც ვისაუბროთ.

უფრო მეტსაც გეტყვი... გინდა ეხლავე ეშმაკს სულს მივყიდი, სრული სატანისტური და ანტიეკლესიური წესებით
შენ ამას ვერ გააკეთებ (პირადად შენზე ვამბობ)

 

სე სხვათაშორის სულიერების და ასე ვთქვათ ღმერთზე უფრო დიდი რაღაცის მწამს და არ გეგონო უბრალო ათეისტი.

ras gulisxmob?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ ამას ვერ გააკეთებ (პირადად შენზე ვამბობ)

 

რატომ ვერ გავაკეთებ შემეშინდება თუ რიტუალის წესებს ერ დავიცავ? :D გულით ისურვე ღმერთიო ამბობენ და გულითვე ვისურვებ ეშმაკს რა პრობლემაა, რამდენია ჩემსში კარგიც იმდენია ბოროტიც, თუ ღმერთის სიყვარული შემიძლია, მაშინ სიძულვილიც შემიძლია და ამიტომაც ვარ ადამიანი.

 

ras gulisxmob?

 

ნუ ამაზე საუბარი ძაან შორს წაგვიყვანს თან არაა აუცილებელი ის ისმინო რაც შენს რწმენას ეწინააღმდეგება... ყველას თავისებურად სწამს იმის რისიც სწამს და ერთგვარ დანაშაულად მიმაჩნია ის რომ ვიღაცამ აუკრძალოს ან ეცადოს შეურყიოს რწმენა სხვას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ ვერ გავაკეთებ შემეშინდება

რომ არ გეშინია ამას ისედაც ვხვდები. არარსებულის არავის არ ეშინია რათქმაუნდა.

გულით ისურვე ღმერთიო ამბობენ და გულითვე ვისურვებ ეშმაკს

თუ კი არ გწამს გულით როგორ ისურვებ?

ნუ ამაზე საუბარი ძაან შორს წაგვიყვანს თან არაა აუცილებელი ის ისმინო რაც შენს რწმენას ეწინააღმდეგება... ყველას თავისებურად სწამს იმის რისიც სწამს და ერთგვარ დანაშაულად მიმაჩნია ის რომ ვიღაცამ აუკრძალოს ან ეცადოს შეურყიოს რწმენა სხვას.

ნება შენია ნუ ვისაუბრებთ ამაზე მაგრამ რწმენა ნისნავს დაჯერებას გწამს ანუ გჯერა . პირადად მე მჯერა იმის რასაც ვხედავ და თუ ვერ ხედავ ვერ გრძნობ ვერ ამჩნევ და მაინც გწამს ეს უკვე რწმენა კი არა ფანატიზმია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ კი არ გწამს გულით როგორ ისურვებ?

 

ამაში ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ პრობლემა ის არის რომ ნებისმიერ რელიგიურ ადამიანს ღმერთშიც ეპარება ეჭვი. არ გაგჩენია შენ თავში კითხვა "მართლა არსებობს ღმერთი?", "იქნებ არ არსებობს" ან "და რო არ არსებობდეს?". 1 წამით ამ ფიქრის გაელვებაც ერთხელ ცხოვრებაში უკვე ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს და ეს ქვეცნობიერის ონავარი თამაშების ნაწილია სადაც ღმერთი არსებობს კიდეც და ამავდროულად არ არსებობს. შენი ბიოლოგიური მახინა ორივე ვარიანტს განიხილავს როგორც ურთიერთ გამომრიცხავს. საკითხი მხოლოდ იმაშია რომელს მიიჩნევს შენი ცნობიერი ნაწილი რეალურს, ცნობიერება კი ბრმაა და იმ ვარიანტს მიემხრობა რომლის ნამდვილი ან ცრუ არგუმენტებც მეტი იქნება. ეს გაშიფრული რწმენაა და დამეთანხმები რომ რწმენის გაშიფრვა შეუძლებელია, აქედნა გამომაქვს ლოგიკური დასკვნა, თუ ცნობიერება რწმენას დამახინჯებულად აღიქვავს მაშინ ნამდვილი რწმენა ქვეცნობიერის მიღმაა დამალული და ძალიან ხშირად ადამიანები ცდებიან საკუთარ შეხედულებებში, ზოგი ცხოვრების ბოლომდე რჩება მოტყუებული ზოგი კი პირიქით რაღაც დროის მერე ხვდება ამას. შეიძლება პირიქით ათეისტი გახდეს რელიგიის მიმდევარი იმიტომ რომ ქვეცნობიერი რწმენა მას ეგეთი ქონდა :titebi: ... საიდან სად გადავხტი და იმის თქმა მინდოდა რომ თუნდაც 1 წამით რომ შეგეპარება ეჭვი ღმერთის არსებობაში ესეიგი შენ ეჭვი ეშმაკის არსებობაშიც გეპარება და ეგ დევს შენს ქვეცნობიერში. გამოდის რომ არცერთ ადამიანს არ შეუძლია "წრფელი გულით" მიყჰიდოს სული ეშმაკს თუ მასში 1 პატარა ნაპერწკალი მაინც არის ეჭვისა.

 

პირადად მე მჯერა იმის რასაც ვხედავ და თუ ვერ ხედავ ვერ გრძნობ ვერ ამჩნევ და მაინც გწამს ეს უკვე რწმენა კი არა ფანატიზმია

 

იცი ეგ ფრაზა უფრო ურწმუნო მეცნიერს შეეფერება.

ღმერთმა თუ გაგაჩინა და მოგცა გამოსაცდელი გზა ესეიგი ის არასდროს არ გაჩვენებს იმას რაც შენ დაგეხმარება ამ გზის გავლაში, ჯერ ერთი იმიტომ რომ შენ გამორჩეული არავისგან არ ხარ, ყველა ხომ ვერ ხედავს იმ ვითომდა სასწაულებს რომელიც შეიძლება ერთმა ნახოს? შპარგალკებს არ მოგცემს და თუ მართლა ეგრე მოხდება მაშინ პარადოქსულად ღმერთი თავისივე არებობის აზრს გადაუსვავს ხაზს... პირიქით ის ყოველ ნაბიჯზე ეჭვებს დათესავს შენში რათა შენი ნება გამოსცადოს, ამიტომ როგორც მორწმუნეს გირჩევ რომ ორგანოებს არ ენდო პირველ რიგში. მე ასეთი პრინციპით ვცხოვრობდი როცა ოდესღაც მართლმადიდებელი ვიყავი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგალითად ის რომ ჩვეულებრივი საფლავის ქვიდან გადმოდის ზეთი რომელსაც კურნების უნარიც აქვს.

და ისიც, ზოგჯერ ხალხი ცისარტყელის ფონზე, მტირალა ღვთისმშობელს რომ ხედავს, მობილურის მეშვეობით :)

მაგრამ რაც არის შეუძლებელი კაცისთვის ის....

ანუ პასუხი თვით ღმერთმა უნდა გასცეს.. :)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგალითად ის რომ ჩვეულებრივი საფლავის ქვიდან გადმოდის ზეთი რომელსაც კურნების უნარიც აქვს.

 

Shaten მაგას მარტივი პასუხი აქვს... ავიღოთ ხატები, თუნდაც წმინდანის საფლავები რომელთანაც ათასობით ადამიანი მიდის და თავის ბინძურ ხელს ახებს მათ, ბინძურში მე ბაქტერიებით სავსე ხელებს ვგულისხმობ (იგივე ვარიანტია კოცნის შემთხვევაში, ცნობილია რომ ადამიანის ბიოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე ბინძური ადგილი პირის ღრუა). ხოდა ეს ბაქტერიები როდესაც იწყებენ გამრავლებას რაღაც სხეულზე თავისთავად კოლონია მრავლდება და გამოყობს სხვადასხვა ნივთიერებები სავსე "სუპს" რომელიც სითხის სახით გროვდება წვეთებად. ეს ბუნებრივი მოვლენაა და ამაში სასწაულებრივს ვერაფერს ვხედავ. რაც შეეხება კურნების უნარს ეგ პლაცებოს ეფექტია და მეტი არაფერი. პლაცებოს ეფექტი კი ხშირად საუკეთესო წამალზე ძლიერიც არის...

Edited by Proessor
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ რა ფაკულტეტზე სწავლობ..?

 

ფარმაცევტული დავამთავრე თსსუ ში, ამჟამად მაგისტრატურაზე ვსწავლობ ფარმაცევტული ანალიზის განხრით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფარმაცევტული დავამთავრე თსსუ ში, ამჟამად მაგისტრატურაზე ვსწავლობ ფარმაცევტული ანალიზის განხრით.

სერიოზულად ამბობ..? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო... რა იყო რამ გაგაკვირვა :cool:

არამგონია შენისთანა კაცს ფარმაცევტული აინტერესებდეს.. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...