planetanews Posted February 5, 2015 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2015 პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს დაკითხავს. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ-გამოცემა „არგუმენტი” ავრცელებს. როგორც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი გამოცემასთან საუბარში აცხადებს, ივანიშვილს პროკურატურა იური ვაზაგაშვილის საქმეზე რამდენიმე დღეში დაკითხავს. „ივანიშვილს დაკითხავენ ან ამ კვირის ბოლოსთვის, ან შემდეგი კვირის დასაწყისში. ჯერ თარიღი პროკურატურას არ აქვს დაზუსტებული. როგორც გავიგე, დაკითხვის მიზანი არა რაიმე ინფორმაციის მიღება, არამედ ჩვეულებრივი პიარის გაკეთებაა, თითქოსდა ეს ხელისუფლება დემოკრატიულია და ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს დაკითხვაზე იბარებს. მოგეხსენებათ, მის დაკითხვაზე დაბარებას დიდი რეზონანსი მოჰყვება ქართულ და არამხოლოდ ქართულ მედია საშუალებებში“, – აცხადებს წყარო „არგუმენტთან“ საუბარში. შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილის დაღუპვის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ იური ვაზაგაშვილს გარდაცვალებიდან რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და იგი ითხოვდა იმ თანამდებობის პირების გადაყენებას, რომლებიც მისი შვილის მკვლელობაში არიან გარეული. ივანიშვილის თქმით, იური ვაზაგაშვილი ამბობდა, რომ უკრაინაში გამოჩნდა მოწმე, რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებს და ამით ძალიან გახარებული იყო. “ძალიან ვინერვიულე, ისეთი დეტალები მითხრა, აქეთ მამშვიდებდა. რამდენიმე დღეში კიდევ უნდა შევხვედროდი”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. argumenti.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts