Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge ისლამისტური დაჯგუფების მებრძოლებმა კამერუნში 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს


Recommended Posts

ისლამისტური დაჯგუფება “ბოკო ჰარამის” მებრძოლებმა კამერუნში 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.

“როიტერის” ცნობით, ისინი ქალაქ ფოტოკოლში მცხოვრებ მოსახლეობას თავს დაესხნენ და ადგილობრივები საკუთარ სახლებსა და მეჩეთებში დახოცეს.

მანამდე კი კამერუნის არმიამ “ბოკო ჰარამის” მებრძოლების სასაზღვრო რეგიონიდან გაძევება შეძლო. ბრძოლის შედეგად 50 ტერორისტი გაანადგურეს, თუმცა, მსხვერპლი იყო კამერუნის არმიის მხარესაც.

გუშინ მომხდარ თავდასხმაზე კამერუნის ინფორმაციის სამინისტრო კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

ეს “ბოკო ჰარამის” მხრიდან მოსახლეობაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. ისლამისტური დაჯგუფების წევრები ძირითადად ნიგერიაში მოქმედებენ და ხშირად ესხმიან თავს მოსახლეობას და იტაცებენ მოქალაქეებს.

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...