planetanews Posted February 5, 2015 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2015 მეძავეობის ბრალდებით თურქეთის ქალაქ ადანაში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, რომელთა ასაკი 29-დან 45 წლამდეა.დაკავების ოპერაციას პოლიცია რამდენიმე დღით ადრე ამზადებდა და ამისათვის დაკავებულებს ერთ-ერთ სასტუმროში კლიენტი მიუგზავნეს, რა დროსაც მათი დაკავება განახორციელეს.დაკავების დროს ერთ-ერთმა ქალბატონმა განაცხადა, რომ იგი მეძავეობას კი არ ეწეოდა, არამედ გოგონებს მსახიობებად ამზადებდა, რომ შემდგომში მათ სხვადასხვა ფილმებში მონაწილეობა მიეღოთ.ინტერნეტგამოცემა www.gazetevatan.com-ის ინფორმაციით, რომელიც სამართალდამცველებს ეყრდნობა დაკავებულები მეძავეობისათვის ერთი კლიენტისაგან დაახლოებით 400 თურქულ ლირას (დაახლოებით 300 ქართული ლარი) იღებდნენ და დღეში 40-მდე კლიენტს ემსახურებოდნენ.ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით დაკავების მეხუთე შემთხვევაა და საერთო ჯამში ამ ბრალდებით 30-მდე ადამიანი დააკავეს.ყველაზე გახმაურებული შემთხვევა კი ახალი წლის დღეებში იყო, როცა საქორწინო მოგზაურობაში მყოფი თბილისელი გოგონა ანტალიაში პოლიციამ პროსტიტუციის ბრალდებით დააკავა.გამოყენებულია www.gazetevatan.com-ის ინფორმაცია. argumenti.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts