planetanews Posted February 5, 2015 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2015 ქართული ოცნების დეპუტატები თურქეთში, ანტალიაში ფეხბურთის სათამაშოდ მიემგზავრებიან. საკანონმდებლო ორგანოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანომ მოწვევა თურქეთიდან მიიღო. “მოწვევა მივიღეთ, დაგვპატიჟეს ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. ტურნირში, როგორც ვიცით, ჩვენთან ერთად თურქეთი, პოლონეთი და უნგეთიც მონაწილეობენ,” – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.მან ასევე აღნიშნა, რომ ტურნირზე გამგზავრებისა და უკან დაბრუნების ხარჯები საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან დაიფარება, რაც შეეხება დელეგაციის იქ ცხოვრებას, ამას თურქული მხარე ანაზღაურებს. არსებული ინფორმაციით, 4 ქვეყნის საპარლამენტო გუნდებს შორის მატჩები 7 და 8 იანვარს გაიმართება. ქართული გუნდი 14-კაციანი შემადგენლობით წარდგება, საიდანაც 8 ძირითადი, 5 კი სათადარიგო მოთამაშეა. დეპუტატებისაგან შემდგარ საფეხბურთო გუნდში შედიან: ზაქარია ქუცნაშვილი, ლექსო თამაზაშვილი, ზურაბ ზვიადაური, გაგა კახიანი, თემურ ფეიქრიშვილი, სოსო ვახტანგიშვილი, თემურ მაისურაძე, დავით ლორთქიფანიძე და შოთა ხაბარელი.ფეხბურთის სათამაშოდ ასევე გაემგზავრებიან ვიქტორ დოლიძე და გია ცაგარეიშვილი. argumenti.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts